პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"6 თვე რატომ იყვნენ ქუჩაში თუ ასეთი კონსტრუქციულობანას თამაში იყო მათი ამოცანა?" - ხუხაშვილი პარლამენტში შესულ პარტიებზე, ვასაძესა და გახარიაზე
"6 თვე რატომ იყვნენ ქუჩაში თუ ასეთი კონსტრუქციულობანას თამაში იყო მათი ამოცანა?" - ხუხაშვილი პარლამენტში შესულ პარტიებზე, ვასაძესა და გახარიაზე

პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი პარ­ტი­ე­ბი ისე­თი ხა­ლი­სით ჩა­ერ­თნენ ამ ამ­ბებ­ში, თით­ქოს არა­ნა­ი­რი პრე­ის­ტო­რია არ ყო­ფი­ლა. ის 6 თვე რას აკე­თებ­დნენ, რა­ტომ იყ­ვნენ ქუ­ჩა­ში, თუ ასე­თი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბა­ნას თა­მა­ში იყო მათი ამო­ცა­ნა? შე­სუ­ლიყ­ვნენ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, პარ­ლა­მენ­ტში შე­სულ ოპო­ზი­ცი­ას ახლა „სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის“ ამო­ცა­ნა აქვს და „ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის მსგავ­სი ტექ­სტე­ბით და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი“. მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ის „მო­რი­გი სიბ­რიყ­ვე“ იქ­ნე­ბა, თუ ისი­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გა­მარ­თულ კამ­პა­ნი­ა­ში მთა­ვარ სა­მიზ­ნედ ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და „ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დის" ლი­დერ ლე­ვან ვა­სა­ძეს ამო­ი­ჩე­მე­ბენ.

"ოპო­ზი­ცი­ის მო­რი­გი სიბ­რიყ­ვე იქ­ნე­ბა თუ ისი­ნი მთა­ვარ სა­მიზ­ნედ ამო­ი­ჩე­მე­ბენ გა­ხა­რი­ას და „თვალ­თხა­რი­ა­ზე“ აა­წყო­ბენ სა­კუ­თარ კამ­პა­ნი­ას. აქეთ კი­დევ ვა­სა­ძეს ფა­შისტს და­უ­ძა­ხე­ბენ, ეს იქ­ნე­ბა მო­რი­გი სიბ­რიყ­ვე. ეს ორი ცენ­ტრი არ იქ­ნე­ბა მათი ელექ­ტო­რა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ტი, მათი სა­მიზ­ნე არის მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. გა­ხა­რია და ვა­სა­ძე ოპო­ზი­ცი­ის სი­ტუ­ა­ცი­უ­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი უფრო არი­ან, ვიდ­რე მათი ოპო­ნენ­ტე­ბი.

მათ აქვთ სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ამო­ცა­ნა, ისე­ვე რო­გორც ელი­საშ­ვილს. ელი­საშ­ვი­ლის ტექ­სტე­ბით და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი, მისი მო­ტი­ვიც იგი­ვე იყო, რო­დე­საც ამ­ბობ­და, რომ „ჩიტი ვე­ღარ გაფ­რინ­დე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე“ ისეთ კო­დექსს მი­ვი­ღე­ბო. ამას აკე­თებ­და იმი­ტომ, რომ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა თა­ვი­სი შეს­ვლა, ამა­თაც ეს მო­ტი­ვი აქვთ.

ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის პრობ­ლე­მე­ბი აც­დე­ნი­ლია ერ­თმა­ნე­თის­გან. პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი პარ­ტი­ე­ბი ისე­თი ხა­ლი­სით ჩა­ერ­თნენ ამ ამ­ბებ­ში, თით­ქოს პრე­ის­ტო­რია არ ყო­ფი­ლა. ის 6 თვე რას აკე­თებ­დნენ, რა­ტომ იყ­ვნენ ქუ­ჩა­ში, თუ ასე­თი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბა­ნას თა­მა­ში იყო მათი ამო­ცა­ნა, შე­სუ­ლიყ­ვნენ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან. ისე ვა­ტყობ, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი აღარც აინ­ტე­რე­სებთ იმ მცი­რე პარ­ტი­ებს, რომ­ლე­ბიც იქ არი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით რა­საც ვის­მენთ ეს არის ჭი­და­ო­ბა მე­რის არ­ჩევ­ნებ­ზე, თუ ამო­ცა­ნა არის ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გა­და­ლა­ხოს 43%-იანი ბა­რი­ე­რი, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სტრა­ტე­გია და არა იწი­ლო-ბი­წი­ლო მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე არ ვამ­ბობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დია, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ვართ პრო­ცე­სის შუ­ა­ში და აც­დე­ნა პო­ლი­ტი­კურ სპექტრსა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი.

ვინც ამ­ბობს, რომ დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას აზრი არ აქვს ვი­თომ-ვი­თომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან. ეტყო­ბა პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში სა­ერ­თოდ ვერ ერ­კვე­ვი­ან, აქ მთა­ვა­რი ის კი არ არის, რა შე­დე­გი და­ი­დე­ბა, 100%-იანი შე­დე­გიც რომ და­დონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ინც არ მი­ი­ღებს. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ნა­წი­ლი, ამ­დე­ნი ხანი რომ ამ­ტკი­ცებ­დი არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, ახლა უსუ­სუ­რი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ით აზრი არ აქვს ლა­პა­რაკ­სო, რა­ტომ არ აქვს აზრი? უნდა მო­იყ­ვა­ნონ თა­მარ ჟვა­ნია და და­ი­კი­თხონ ისი­ნი სა­ჯა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რწმე­ნის ნა­წი­ლად რომ აქ­ცი­ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე არ არის“, - აღ­ნიშ­ნა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლენა
90

გეთანხმებით, ბატონო გია, მაგრამ მაგათ დესტრუქციის და სხვისი ლანძღვის გარდა ვერაფერი შემოგვთავაზეს. დარჩებიან თავიანთი ფანატიკოსი ამომრჩევლის ანაბარა. დანარჩენები მიხვდნენ, რომ პერსპექტივას ისპობდნენ და თავს უშველეს.

ზვიო
34

ხუხაშვილიც რომ კობახიძე- ვოლსკივით დაიწყებს ლაპარაკს,გაყალბება დაამტკიცონო.ჟვანია სახალხოდ დაკითხონო.კაი რა ხუხა,ხომ არ ჯობია პირდაპირ ივანიშვილი დავკითხოთ სახალხოდ? ბოლო დროს რაც არჩევნები ახლოვდება,ეტყობა ხუხას ჯიბეები ევსება საკმაოდ და იმიტომაცაა ასეთი აქტიური ოცნების მეწისქვილე.

ავტორი:

"6 თვე რატომ იყვნენ ქუჩაში თუ ასეთი კონსტრუქციულობანას თამაში იყო მათი ამოცანა?" - ხუხაშვილი პარლამენტში შესულ პარტიებზე, ვასაძესა და გახარიაზე

"6 თვე რატომ იყვნენ ქუჩაში თუ ასეთი კონსტრუქციულობანას თამაში იყო მათი ამოცანა?" - ხუხაშვილი პარლამენტში შესულ პარტიებზე, ვასაძესა და გახარიაზე

პარლამენტში შესული პარტიები ისეთი ხალისით ჩაერთნენ ამ ამბებში, თითქოს არანაირი პრეისტორია არ ყოფილა. ის 6 თვე რას აკეთებდნენ, რატომ იყვნენ ქუჩაში, თუ ასეთი კონსტრუქციულობანას თამაში იყო მათი ამოცანა? შესულიყვნენ პირველივე დღიდან, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხუხაშვილის შეფასებით, პარლამენტში შესულ ოპოზიციას ახლა „სახის შენარჩუნების“ ამოცანა აქვს და „ალეკო ელისაშვილის მსგავსი ტექსტებით დაიწყეს საუბარი“. მისივე თქმით, ოპოზიციის „მორიგი სიბრიყვე“ იქნება, თუ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამართულ კამპანიაში მთავარ სამიზნედ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და „ერთობა, რაობა, იმედის" ლიდერ ლევან ვასაძეს ამოიჩემებენ.

,,ოპოზიციის მორიგი სიბრიყვე იქნება თუ ისინი მთავარ სამიზნედ ამოიჩემებენ გახარიას და „თვალთხარიაზე“ ააწყობენ საკუთარ კამპანიას. აქეთ კიდევ ვასაძეს ფაშისტს დაუძახებენ, ეს იქნება მორიგი სიბრიყვე. ეს ორი ცენტრი არ იქნება მათი ელექტორალური კონკურენტი, მათი სამიზნე არის მხოლოდ ხელისუფლება. გახარია და ვასაძე ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირეები უფრო არიან, ვიდრე მათი ოპონენტები.

მათ აქვთ სახის შენარჩუნების ამოცანა, ისევე როგორც ელისაშვილს. ელისაშვილის ტექსტებით დაიწყეს ლაპარაკი, მისი მოტივიც იგივე იყო, როდესაც ამბობდა, რომ „ჩიტი ვეღარ გაფრინდება არჩევნებზე“ ისეთ კოდექსს მივიღებო. ამას აკეთებდა იმიტომ, რომ გაემართლებინა თავისი შესვლა, ამათაც ეს მოტივი აქვთ.

ხალხის პრობლემები და პოლიტიკური ელიტის პრობლემები აცდენილია ერთმანეთისგან. პარლამენტში შესული პარტიები ისეთი ხალისით ჩაერთნენ ამ ამბებში, თითქოს პრეისტორია არ ყოფილა. ის 6 თვე რას აკეთებდნენ, რატომ იყვნენ ქუჩაში, თუ ასეთი კონსტრუქციულობანას თამაში იყო მათი ამოცანა, შესულიყვნენ პირველივე დღიდან. ისე ვატყობ, რიგგარეშე არჩევნები აღარც აინტერესებთ იმ მცირე პარტიებს, რომლებიც იქ არიან. ჯერჯერობით რასაც ვისმენთ ეს არის ჭიდაობა მერის არჩევნებზე, თუ ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლებამ ვერ გადალახოს 43%-იანი ბარიერი, ეს არის აბსოლუტურად სხვა სტრატეგია და არა იწილო-ბიწილო მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ ჯერ კიდევ ვართ პროცესის შუაში და აცდენა პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის არის ძალიან მაღალი.

ვინც ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აზრი არ აქვს ვითომ-ვითომ პოლიტიკოსები არიან. ეტყობა პოლიტტექნოლოგიებში საერთოდ ვერ ერკვევიან, აქ მთავარი ის კი არ არის, რა შედეგი დაიდება, 100%-იანი შედეგიც რომ დადონ ხელისუფლება მაინც არ მიიღებს. ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ამდენი ხანი რომ ამტკიცებდი არჩევნები გაყალბდა, ახლა უსუსური არგუმენტაციით აზრი არ აქვს ლაპარაკსო, რატომ არ აქვს აზრი? უნდა მოიყვანონ თამარ ჟვანია და დაიკითხონ ისინი საჯაროდ, საზოგადოების რწმენის ნაწილად რომ აქციეს ყველაფერი ასე არ არის“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

"მე ვაყალიბებ ახალ პოლიტიკურ პარტიას!" - რეზო ამაშუკელი

"ვეხმაურები ამ მძიმე ფაქტს... დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება" - რას წერს კალაძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"