საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიათურაში, პროტესტის ნიშნად, ადამიანებმა პირი ამოიკერეს - მათი განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების გამო სახლები დაიბზარა
ჭიათურაში, პროტესტის ნიშნად, ადამიანებმა პირი ამოიკერეს - მათი განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების გამო სახლები დაიბზარა

ჭი­ა­თუ­რა­ში, სო­ფელ შუქ­რუ­თის მცხოვ­რებ­თა ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი გრძელ­დე­ბა. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად პირი კი­დევ ორმა ადა­მი­ან­მა ამო­ი­კე­რა. ამ ფორ­მით კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბით მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს, ამ დრო­ის­თვის სულ ხუთი ადა­მი­ა­ნი აპ­რო­ტეს­ტებს.

მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი" მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და სა­კარ­მი­და­მო მი­წე­ბის ქვეშ მად­ნის მო­პო­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს, რის გა­მოც სახ­ლე­ბი და­იბ­ზა­რა, სახ­ნავ-სა­თე­სი მი­წე­ბი კი და­ი­მე­წყრა.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ითხო­ვენ, რომ კომ­პა­ნი­ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­წყვი­ტოს, ან მათ ზა­რა­ლის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცია გა­და­უ­ხა­დოს. კომ­პა­ნი­ის მიერ მათ­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თან­ხა მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და ისი­ნი ზა­რა­ლის ხე­ლა­ხალ შეს­წავ­ლას მო­ი­თხო­ვენ.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კომ­პა­ნი­ას ორ დღეს აძ­ლე­ვენ და თუ ვერ მო­რიგ­დე­ბი­ან, შე­საძ­ლოა, სხვებ­მაც მი­მარ­თონ პრო­ტეს­ტის ამ ფორ­მას.

კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­მა" ინ­ფორ­მა­ცია სო­ფელ შუქ­რუ­თის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ, 2 დღის წინ გა­ავ­რცე­ლა. კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­თან შე­თან­ხმე­ბა შედ­გა და ისი­ნი კომ­პენ­სა­ცი­ებს რამ­დე­ნი­მე თვე­ში სრუ­ლად მი­ი­ღე­ბენ, თუმ­ცა შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ვერ მო­ხერ­ხდა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც, პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას - შიმ­ში­ლო­ბას მი­მარ­თა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცუდია
0

ნისიად ლუდის გულისთვის მთელი ქვეყანა დაიქცა, და ეს ხალხი რა გაჭირვებაში და სასოწარკვეთილებაშია არც არავის არ აინტერსებს. 

!!!
0

მიხედეთ ჭიათურას და ჭიათურის რაიონის სოფლებს, სანამ სულ მიწაში ჩაიტანა ეს მშვენიერი მხარე ამ უკონტროლო ქმედებებმა!!!

ავტორი:

ჭიათურაში, პროტესტის ნიშნად, ადამიანებმა პირი ამოიკერეს - მათი განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების გამო სახლები დაიბზარა

ჭიათურაში, პროტესტის ნიშნად, ადამიანებმა პირი ამოიკერეს - მათი განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების გამო სახლები დაიბზარა

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. პროტესტის ნიშნად პირი კიდევ ორმა ადამიანმა ამოიკერა. ამ ფორმით კომპანიის მუშაობით მიყენებულ ზიანს, ამ დროისთვის სულ ხუთი ადამიანი აპროტესტებს.

მოსახლეობის განცხადებით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი დაიმეწყრა.

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს, ან მათ ზარალის ასანაზღაურებლად შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს. კომპანიის მიერ მათთვის შეთავაზებული თანხა მათთვის მიუღებელია და ისინი ზარალის ხელახალ შესწავლას მოითხოვენ.

პროტესტის მონაწილეები კომპანიას ორ დღეს აძლევენ და თუ ვერ მორიგდებიან, შესაძლოა, სხვებმაც მიმართონ პროტესტის ამ ფორმას.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" ინფორმაცია სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ, 2 დღის წინ გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილთან შეთანხმება შედგა და ისინი კომპენსაციებს რამდენიმე თვეში სრულად მიიღებენ, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც, პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართავენ.

მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა - "განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგი ქმედებებს..."

"ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი" - ინფექციონისტი ახალი კვლევის შედეგებზე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ სორმონში კარავი გაშალეს და გზა გადაკეტეს - რა ვითარებაა ხეობაში