პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი შეხვდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი შეხვდა

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა გელა ბაბ­ლუ­ან­მა მის მიერ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფრან­გუ­ლი კი­ნოს­კო­ლის შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი KIU-ს სტუ­დენ­ტებს შეხ­ვდა და მათ სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებ­ზე უამ­ბო. ახალ­გაზ­რდებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ რე­ჟი­სო­რის შე­მოქ­მე­დე­ბას ახ­ლო­დან გაც­ნო­ბოდ­ნენ. შეხ­ვედ­რას სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რი მაგ­და მაღ­რა­ძე, ქუ­თა­ი­სის მერი იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი და KIU-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

„დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ კი­ნო­რე­ჟი­სორს გელა ბაბ­ლუ­ანს უმას­პინ­ძლა. სტუ­დენ­ტებს ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა ახ­ლო­დან გაც­ნო­ბოდ­ნენ რე­ჟი­სო­რის შე­მოქ­მე­დე­ბას. ბა­ტონ­მა გე­ლამ ისა­უბ­რა თა­ვი­სი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მოხ­და სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი პრო­ექ­ტის - ფრან­გუ­ლი კი­ნოს­კო­ლის გახ­სნის და­ა­ნონ­სე­ბა. ახა­ლი კი­ნოს­კო­ლა გელა ბაბ­ლუ­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­იხ­სნე­ბა. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მას­პინ­ძლო­ბა, KIU გახ­და ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ჰაბი იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში და ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ისე კულ­ტუ­რის დარ­გში.“ - გა­ნა­ცხა­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლერ­მა მაგ­და მაღ­რა­ძემ.

2021 წლის 8-12 მა­ისს, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი ტარ­დე­ბა. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ეს­ტუმ­რა რე­ჟი­სო­რი გელა ბაბ­ლუ­ა­ნი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს.

„დღეს ვეს­ტუმ­რე ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს და შევ­ხვდი ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებს. მი­ხა­რია, რომ მო­მე­ცა სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მათ გა­ვა­ცა­ნი ახა­ლი კი­ნოს­კო­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ სკო­ლის გახ­სნას და მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ქუ­თა­ი­სი წელს მას­პინ­ძლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვალს და, სწო­რედ, ამ პრო­ექ­ტის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­ლდათ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ვი­ზი­ტი.“ - გა­ნა­ცხა­და კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა გელა ბაბ­ლუ­ან­მა.

ფეს­ტი­ვა­ლი 8 მა­ისს ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში ლეო გაბ­რი­ა­ძის ფილ­მით „ჰარი ჰა­რა­ლე დე­დაო“ გა­იხ­სნე­ბა. კონ­კურ­სი 2020 წლის ივ­ლის­ში გა­მო­ცხად­და, ფეს­ტი­ვალ­მა 500-მდე ფილ­მი მი­ი­ღო მსოფ­ლი­ოს სხა­ვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. სა­კონ­კურ­სო ფილ­მებს შო­რის არის ფილ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან, საფ­რან­გე­თი­დან, ია­პო­ნი­ი­დან, იტა­ლი­ი­დან, ბრი­ტა­ნე­თი­დან, ამე­რი­კი­დან, თურ­ქე­თი­დან, ბელ­გი­ი­დან, რუ­სე­თი­დან, შვე­ი­ცა­რი­ი­დან, ირა­ნი­დან, სინ­გა­პუ­რი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან, პა­კის­ტა­ნი­დან, არ­გენ­ტი­ნი­დან, ავ­სტრა­ლი­ი­დან, ინ­დო­ე­თი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან.

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვარ კონ­კურ­სში (10 დან 30 წთ-მდე) 15, ხოლო მე­ო­რე კონ­კურ­სში (1 დან 5 წუ­თამ­დე ფილ­მე­ბი) 26 ფილ­მი მო­ნა­წი­ლე­ობს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 12 მა­ისს გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან.

ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი შეხვდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი შეხვდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კინორეჟისორმა გელა ბაბლუანმა მის მიერ, საქართველოში დაფუძნებული ფრანგული კინოსკოლის შესახებ პრეზენტაცია გამართა. საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი KIU-ს სტუდენტებს შეხვდა და მათ საკუთარ ნამუშევრებზე უამბო. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ რეჟისორის შემოქმედებას ახლოდან გაცნობოდნენ. შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და KIU-ს თანამშრომლები დაესწრნენ.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველ კინორეჟისორს გელა ბაბლუანს უმასპინძლა. სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება ახლოდან გაცნობოდნენ რეჟისორის შემოქმედებას. ბატონმა გელამ ისაუბრა თავისი პროექტების შესახებ. მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მოიცავს რამდენიმე ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც მოხდა საინტერესო ახალი პროექტის - ფრანგული კინოსკოლის გახსნის დაანონსება. ახალი კინოსკოლა გელა ბაბლუანის ინიციატივით გაიხსნება. ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობა, KIU გახდა ეგრეთ წოდებული ჰაბი იმერეთის რეგიონში და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და პროექტების როგორც განათლებისა და მეცნიერების, ისე კულტურის დარგში.“ - განაცხადა უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

2021 წლის 8-12 მაისს, ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ტარდება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ესტუმრა რეჟისორი გელა ბაბლუანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს.

„დღეს ვესტუმრე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და შევხვდი ნიჭიერ ახალგაზრდებს. მიხარია, რომ მომეცა სტუდენტებთან ურთიერთობის საშუალება. მათ გავაცანი ახალი კინოსკოლის შესახებ ინფორმაცია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სკოლის გახსნას და მსგავსი ღონისძიებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქუთაისი წელს მასპინძლობს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს და, სწორედ, ამ პროექტის შემადგენელი ნაწილი გახლდათ უნივერსიტეტში ჩვენი დღევანდელი ვიზიტი.“ - განაცხადა კინორეჟისორმა გელა ბაბლუანმა.

ფესტივალი 8 მაისს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეო გაბრიაძის ფილმით „ჰარი ჰარალე დედაო“ გაიხსნება. კონკურსი 2020 წლის ივლისში გამოცხადდა, ფესტივალმა 500-მდე ფილმი მიიღო მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან. საკონკურსო ფილმებს შორის არის ფილმები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, ირანიდან, სინგაპურიდან, ესპანეთიდან, პაკისტანიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან.

ფესტივალის მთავარ კონკურსში (10 დან 30 წთ-მდე) 15, ხოლო მეორე კონკურსში (1 დან 5 წუთამდე ფილმები) 26 ფილმი მონაწილეობს. გამარჯვებულები 12 მაისს გამოვლინდებიან.

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა