მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევის გამო აშშ-ის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევის გამო აშშ-ის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის მთავ­რო­ბამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში საწ­ვა­ვის უდი­დეს მილ­სა­დენ­ზე კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და.

მილ­სა­დე­ნი Colonial Pipeline-ი დღე­ში 2.5 მი­ლი­ონ ბა­რელ საწ­ვავს ატა­რებს, რაც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მი­წო­დე­ბუ­ლი დი­ზე­ლის, ბენ­ზი­ნი­სა და რე­აქ­ტი­უ­ლი საწ­ვა­ვის 45%-ია.

რამ­დე­ნი­მე წყა­რომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ გა­მო­სას­ყი­დის მო­თხოვ­ნის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის უკან კი­ბერ-კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა Dark Side- ი დგას, რო­მელ­მაც Colonial Pipeline-ის ქსელ­ში შე­აღ­წია და თით­ქმის 100 გბ მო­ნა­ცე­მე­ბი "მძევ­ლად აიყ­ვა­ნა.” თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­მელ­მა ჯგუფ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თავ­დას­ხმა.

მი­ტა­ცე­ბის შემ­დეგ, ჰა­კე­რებ­მა ზო­გი­ერთ კომ­პი­უ­ტერ­სა და სერ­ვერ­ზე მო­ნა­ცე­მე­ბი ჩა­კე­ტეს და გა­მო­სას­ყი­დი მო­ი­თხო­ვეს. მისი გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ჰა­კე­რე­ბი მო­ნა­ცე­მე­ბის ინ­ტერ­ნე­ტით გა­ჟონ­ვით იმუქ­რე­ბი­ან.

Colonial Pipeline-ში აცხა­დე­ბენ, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის აღ­სად­გე­ნად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტებ­სა და ენერ­გე­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტთან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, საწ­ვა­ვის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გზის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­დეს. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ორ­შა­ბათს საწ­ვა­ვის ფა­სე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2-3% -ით მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ თუ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა და მილ­სა­დე­ნი და­ხუ­რუ­ლი კი­დევ მეტ­ხანს დარ­ჩე­ბა, ეს გავ­ლე­ნა გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი იქ­ნე­ბა.

w
17

სადაა ოპოზიცია დააქცია ბიძინამ და მისმა უნიათო მთავრობამ სამყარო.(არ დამიწყოთ ეხლა ბიძინა რა შუაშიაო თუ ცუდი ხდება ბიძინას ბრალია თუ კარგი მიშას ასეა ეს და მორჩა)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევის გამო აშშ-ის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევის გამო აშშ-ის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევა განხორციელდა.

მილსადენი Colonial Pipeline-ი დღეში 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია.

რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული კიბერშეტევის უკან კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება Dark Side- ი დგას, რომელმაც Colonial Pipeline-ის ქსელში შეაღწია და თითქმის 100 გბ მონაცემები "მძევლად აიყვანა.” თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა ჯგუფმა განახორციელა თავდასხმა.

მიტაცების შემდეგ, ჰაკერებმა ზოგიერთ კომპიუტერსა და სერვერზე მონაცემები ჩაკეტეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი ჰაკერები მონაცემების ინტერნეტით გაჟონვით იმუქრებიან.

Colonial Pipeline-ში აცხადებენ, რომ მომსახურების აღსადგენად სამართალდამცავებთან, კიბერუსაფრთხოების ექსპერტებსა და ენერგეტიკის დეპარტამენტთან აქტიურად მუშაობენ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საშუალებას იძლევა, საწვავის ტრანსპორტირება გზის საშუალებით მოხდეს. ექსპერტების თქმით, ორშაბათს საწვავის ფასები, სავარაუდოდ, 2-3% -ით მოიმატებს, მაგრამ თუ არსებული მდგომარეობა კიდევ გაგრძელდება და მილსადენი დახურული კიდევ მეტხანს დარჩება, ეს გავლენა გაცილებით უარესი იქნება.

მალე შესაძლოა, მელინდა გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდეს - მან სასამართლოს ბილ გეითსთან ქონების თანაბრად განაწილებისთვის მიმართა

ისრაელის უსაფრთხოების ძალები ალ-აქსას მეჩეთში შეიჭრნენ, დაშავებულია ასობით ადამიანი - სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები და მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს (ფოტოები)

ბრძოლა ტრაქტორით, საუნით, თამბაქოს აკრძალვით და ა.შ. - კიდევ რა უცნაურ მეთოდებს იყენებენ მსოფლიო ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ?