მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას შეზღუდვები - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას შეზღუდვები - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 2%-ია აც­რი­ლი, შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა­ზე სა­უ­ბა­რი ვერ იქ­ნე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, მან აღ­ნიშ­ნა, რომ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 30% აიც­რე­ბა, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 90-95% იქ­ნე­ბა და მთავ­რო­ბა მა­ინც არ მოხ­სნის შე­ზღუდ­ვებს, მა­შინ შე­უძ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­აკ­რი­ტი­კოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

"ის­რა­ე­ლის მა­გა­ლითს თუ გა­ვი­მე­ო­რებთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბით და მა­სობ­რი­ო­ბით, ასე­ვე გა­ვი­მე­ო­რებთ მისი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა­საც, მაგ­რამ ახლა მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 2% გვყავს აც­რი­ლი და 2% ვე­რა­ნა­ირ შე­ზღუდ­ვებს ვერ შე­ამ­ცი­რებს. როცა სა­დღაც 30%-ზე მა­ინც ავალთ, მერე ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, ალ­ბათ, მო­იხ­სნე­ბა, ყვე­ლა­ზე ბო­ლოს "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ დარ­ჩე­ბა და ისიც შემ­სუ­ბუქ­დე­ბა ანუ და­პა­ტა­რავ­დე­ბა ინ­ტერ­ვა­ლი, თუ იქ­ნე­ბა მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია და თუ პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა 90-95%. თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი შეს­რულ­დე­ბა და მთავ­რო­ბამ მა­ინც არ მოხ­სნა შე­ზღუდ­ვე­ბი, მერე შე­გიძ­ლი­ათ წა­უ­ყე­ნოთ პრე­ტენ­ზი­ე­ბი მთავ­რო­ბას, მაგ­რამ ჯერ პი­რო­ბე­ბი უნდა შეს­რულ­დეს და მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ შე­ზღუდ­ვებ­ზე,“- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვერ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს აგ­რე­სი­უ­ლი დარ­წმუ­ნე­ბის მე­თო­დე­ბი. ცერ­ცვა­ძემ აგ­რე­სი­უ­ლი დარ­წმუ­ნე­ბის მე­თო­დე­ბის სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ აღ­ნიშ­ნა, რომ ის­რა­ელ­ში იმ ექიმ­თან, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არ არის, პა­ცი­ენ­ტე­ბის ჩა­წე­რა არ არის დაშ­ვე­ბუ­ლი, ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი კი აუც­რელ ადა­მი­ან­ზე ბი­ლე­თებს არ ყი­დი­ან.

"კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და სენ­სი­ტი­უ­რი თემა - უნდა იყოს თუ არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცია. იცით თქვენ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, ლტოლ­ვა და მის­წრა­ფე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. მი­თუ­მე­ტეს, ამ პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც თი­თო­ე­უ­ლი რა­ღაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღიქ­მე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვად, ამი­ტომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვერ იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია ჩვენ­თან, მაგ­რამ რა­ღაც ზო­მე­ბი, მკაც­რი დარ­წმუ­ნე­ბის ზო­მე­ბი და მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა იყოს.

ის­რა­ელ­ში სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­და არა­პირ­და­პი­რი იძუ­ლე­ბის ზო­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, ვერ ჩა­ე­წე­რე­ბო­და ისეთ ექიმ­თან ავად­მყო­ფი, ვინც არ იყო ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი არ ყიდ­დნენ ბი­ლე­თებს თუ არ ექ­ნე­ბო­და კო­ვიდ­პას­პორ­ტი, სას­ტუმ­რო­ე­ბი არ იღე­ბენ, რეს­ტორ­ნე­ბი არ იღე­ბენ. ეს არის არა­პირ­და­პი­რი იძუ­ლე­ბის ფორ­მე­ბი,“- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
31

ჯანდაბამდე გზა გქონიათ. თქვენი ტირანული ხერხები არ გაჭრის. ჯანმო წიხლს გაჭერთ, რომ ვაქცინები გაასაღოთ, არა? მოთმინებას აქვს ზღვარი და ამ ზღვარს ნუ გადახვალთ.

დს
14

საწყალი ესა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას შეზღუდვები - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას შეზღუდვები - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ვერ იქნება. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 30% აიცრება, პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95% იქნება და მთავრობა მაინც არ მოხსნის შეზღუდვებს, მაშინ შეუძლია მოსახლეობას, გააკრიტიკოს ხელისუფლება.

"ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასევე გავიმეორებთ მისი შეზღუდვების შემცირებასაც, მაგრამ ახლა მოსახლეობის მხოლოდ 2% გვყავს აცრილი და 2% ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. როცა სადღაც 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ყველანაირი შეზღუდვები, ალბათ, მოიხსნება, ყველაზე ბოლოს "კომენდანტის საათი“ დარჩება და ისიც შემსუბუქდება ანუ დაპატარავდება ინტერვალი, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ტარება იქნება 90-95%. თუ ეს ყველაფერი შესრულდება და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე,“- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა გამოყენებული უნდა იყოს აგრესიული დარწმუნების მეთოდები. ცერცვაძემ აგრესიული დარწმუნების მეთოდების სადემონსტრაციოდ აღნიშნა, რომ ისრაელში იმ ექიმთან, რომელიც ვაქცინირებული არ არის, პაციენტების ჩაწერა არ არის დაშვებული, ავიაკომპანიები კი აუცრელ ადამიანზე ბილეთებს არ ყიდიან.

"კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემა - უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია. იცით თქვენ ჩვენი სიყვარული, ლტოლვა და მისწრაფება თავისუფლებისადმი. მითუმეტეს, ამ პოლიტიკური პოლარიზაციის პერიოდში, როდესაც თითოეული რაღაც ვალდებულება აღიქმება თავისუფლების შეზღუდვად, ამიტომ სავალდებულო ვერ იქნება ვაქცინაცია ჩვენთან, მაგრამ რაღაც ზომები, მკაცრი დარწმუნების ზომები და მკაცრი რეკომენდაციები უნდა იყოს.

ისრაელში სახელმწიფოს ჰქონდა არაპირდაპირი იძულების ზომები, მაგალითად, ვერ ჩაეწერებოდა ისეთ ექიმთან ავადმყოფი, ვინც არ იყო ვაქცინირებული, ავიაკომპანიები არ ყიდდნენ ბილეთებს თუ არ ექნებოდა კოვიდპასპორტი, სასტუმროები არ იღებენ, რესტორნები არ იღებენ. ეს არის არაპირდაპირი იძულების ფორმები,“- განაცხადა ცერცვაძემ.

"მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია ბავშვებშიც" - "მცხეთის სამედიცინო ცენტრის" დირექტორი ეპიდვითარებაზე

"პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირას გაგრძელდება, შემდეგ უნდა დაიწყოს კლება" - როგორი მოლოდინი აქვთ პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობაში

13 მაისიდან მუშაობას განაახლებენ სასწავლო დაწესებულებები და ტრანსპორტი - გაუქმდება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი