პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ა­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის საქ­მის მო­სა­მარ­თლემ, გი­ორ­გი კე­რა­ტიშ­ვილ­მა ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის თავ­დე­ბო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. რო­გორც მო­სა­მარ­თლემ გან­მარ­ტა, როცა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა იხი­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით აფა­სებს ფაქ­ტობ­რივ სა­ფუძ­ვლებს.

კე­რა­ტიშ­ვი­ლის თქმით, დაც­ვის მხრი­დან რა­ი­მე წო­ნა­დი არ­გუ­მენ­ტი არ მო­უს­მე­ნია, რაც და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით გა­ა­ბა­თი­ლებ­და ქმე­დე­ბე­ბის შე­საძ­ლო ჩა­დე­ნას. მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, თავ­დებ­ში მყო­ფი პი­რე­ბი სან­დო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უნდა იყ­ვნენ ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან და უნდა იც­ნობ­დნენ მათ, ამას­თან, პი­რა­დი თავ­დე­ბი პირი აბ­სტრაქ­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით არ უნდა იყოს შე­მო­ფარ­გლუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე.

კე­რა­ტიშ­ვი­ლის თქმით­ვე, ვერ­ცერ­თმა მათ­გან­მა სა­სა­მარ­თლოს ვერ და­უ­სა­ბუ­თა რა ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით აპი­რებს ბრალ­დე­ბულ­თა სა­თა­ნა­დო ქცე­ვის გა­კონ­ტრო­ლე­ბას. მო­სა­მარ­თლემ მი­იჩ­ნია, რომ ბრალ­დე­ბულ­თა მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კი არ­სე­ბობს. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც მხა­რე­ებ­მა შე­სა­ვა­ლი სი­ტყვე­ბი წარ­მოთ­ქვეს, დაც­ვის მხა­რემ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის თავ­დე­ბო­ბით შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო­ში 2 000 ადა­მი­ა­ნის ელექ­ტორ­ნუ­ლი ხე­მო­წე­რა წა­რად­გი­ნეს. აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა ბრალ­დე­ბის მხა­რე. მო­სა­მარ­თლემ თავ­დებ­ში მყოფ პი­რებს კი­თხვით მი­მარ­თა, პი­რა­დად იც­ნობ­დნენ თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლებს, ან მათი ქცე­ვის გა­კონ­ტრო­ლე­ბას რო­გორ აპი­რებ­დნენ.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვახო სა­ნა­ი­ას მი­მართ, მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით მუ­ქა­რის ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
31

ისევ ამათ ჭკუაზე როგორაა ყველაფერი. მკვლელებს ათავისუფლებენ თავდებით და აქ რა ხდება, ანუ 3 თვის სანაიას ბავში დაისტრესა თურმე ხო?

მმ
32

რატომ,რატომ არ ათავისუფლებენ გირაოს საფუძველზე,მაშინ როცა სერიულმკვლელებს და მელიასნაირებს უშვებენ ციხიდან.აი ნაცბანდის წევრი თუ იქნები, მაშინ სულ სხვა საქმეა. არადა ეს " ჟურნალისტი“ სამი კაცის ნაცემს საერთოდ არ ჰგავდა

ავტორი:

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, როცა აღკვეთის ღონისძიება იხილება, სასამართლო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით აფასებს ფაქტობრივ საფუძვლებს.

კერატიშვილის თქმით, დაცვის მხრიდან რაიმე წონადი არგუმენტი არ მოუსმენია, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გააბათილებდა ქმედებების შესაძლო ჩადენას. მოსამართლის განმარტებით, თავდებში მყოფი პირები სანდო ურთიერთობაში უნდა იყვნენ ბრალდებულებთან და უნდა იცნობდნენ მათ, ამასთან, პირადი თავდები პირი აბსტრაქტული განცხადებებით არ უნდა იყოს შემოფარგლული სასამართლოს წინაშე.

კერატიშვილის თქმითვე, ვერცერთმა მათგანმა სასამართლოს ვერ დაუსაბუთა რა ქმედებების განხორციელებით აპირებს ბრალდებულთა სათანადო ქცევის გაკონტროლებას. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი არსებობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, დაცვის მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატებმა სასამართლოში 2 000 ადამიანის ელექტორნული ხემოწერა წარადგინეს. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. მოსამართლემ თავდებში მყოფ პირებს კითხვით მიმართა, პირადად იცნობდნენ თუ არა ბრალდებულებს, ან მათი ქცევის გაკონტროლებას როგორ აპირებდნენ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პეკინის გამზირზე 17 წლის მოზარდს თავს დაესხნენ - არსებული ინფორმაციით, მიზეზი არასრულწლოვნის გენდერული იდენტობა გახდა

7 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"შვეიცარიულმა ბანკმა ქართველი მილიარდერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა“ - რას ედავებიან ბიძინა ივანიშვილს?