ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეს, 10:30 საათის მდგომარეობით, 4 101 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს არსებული ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 60 868-ს "ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
"მოდერნას" ვაქცინით აცრის სურვილი 28565 ადამიანმა გამოთქვა. 12501 მოქალაქეს "ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 8115 -ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება "ნოვოვაქსით" აცრას მისი გაკეთების სურვილი 5502-მა ადამიანმა გამოთქვა, 4139 მოქალაქეს "სინოფარმით“ აცრა სურს, 792-ს კი "სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
"ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, მოქალაქეებს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის არჩევის უფლება აქვთ.
უმჯობესი იყო ერთი ვაქცინის არჩევის ნება ყოფილიყო და არა სამის,ეგრე სიზუსტის ხარისხია დაბალი და აჯაფსანდალია რა.55 წლის ზემოთ მილიონამდე ადამიანი ასტრა ზენეკას კანდიდატია მაგრამ 42 000 სიც კი არ გაიხარჯა და მალე წამალს ვადა გასდის.
სად რომელ ვებგვერდზეა საუბარი ბუუკინგ.მოჰ.გოვ.ჯი ?!