პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ურთულესი ეპიდვითარება ინდოეთში, ჟანგბადის აპარატების დეფიციტი და დღეში 2 800 გარდაცვლილი - "ადგილები რომ აღარ იყო, კრემატორიუმი ძველ ავტოსადგომზე მოვაწყვეთ" (ფოტოები)
ურთულესი ეპიდვითარება ინდოეთში, ჟანგბადის აპარატების დეფიციტი და დღეში 2 800 გარდაცვლილი - "ადგილები რომ აღარ იყო, კრემატორიუმი ძველ ავტოსადგომზე მოვაწყვეთ" (ფოტოები)

ინ­დო­ეთ­ში, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ვი­თა­რე­ბა ყო­ველ დღე უფრო მე­ტად მძიმ­დე­ბა. ქვე­ყა­ნას ვირუ­სის ახა­ლი, ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი მო­ე­დო, რო­მელ­საც ორ­მაგ მუ­ტა­ცი­ას უწო­დე­ბენ. ამ დრო­ის­თვის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ინ­დო­ე­თი მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა. გა­სულ 24 სა­ათ­ში იქ კო­ვი­დის 354 531 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

25 აპ­რილს, ინ­დო­ეთ­ში ერთ დღე­ში ვირუსს 2 806 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პან­დე­მი­ის და­წყე­ბის დღი­დან ინ­ფი­ცი­რე­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც და ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც რე­კორ­დუ­ლია.

მე­დი­ა­ში კი შემ­ზა­რა­ვი ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა, სა­დაც ჩანს, რომ ცხედ­რე­ბის მა­სობ­რი­ვად კრე­მა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კრე­მა­ტო­რი­უ­მებ­ში ად­გი­ლი აღარ არის, რის გა­მოც, ცხედ­რებს კრე­მა­ცი­ას სა­ხელ­და­ხე­ლოდ მო­წყო­ბილ ად­გი­ლას უტა­რე­ბენ.

სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი დიდ­ხანს ჰყავ­დეთ სახ­ლში და თა­ვი­ანთ რიგს და­ე­ლო­დონ. "და­ახ­ლო­ე­ბით ორი დღე ვე­ძებ­დი თა­ვი­სუ­ფალ ად­გილს კრე­მა­ტო­რი­უმ­ში“, - ამ­ბობს დე­ლი­ში მცხოვ­რე­ბი ნა­ტიშ კუ­მა­რი.

ქვე­ყა­ნა­ში არ აქვთ საკ­მა­რი­სად ჟანგბა­დის აპა­რა­ტე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი სას­წრა­ფო­ში, კლი­ნი­კა­ში მი­მა­ვალ გზა­ზე უჟანგბა­დო­ბის გამო კვდე­ბი­ან

სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შევა დალი ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც კრე­მა­ტო­რი­უ­მებ­ში ად­გი­ლი ვერ გა­მო­ი­ნა­ხა, 60 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ძველ ავ­ტო­სად­გომ­ზე დაწ­ვეს, სა­დაც სა­ხელ­და­ხე­ლოდ მო­ა­წყვეს კრე­მა­ტო­რი­უ­მი.

"ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა არას­დროს გვი­ნა­ხავს - პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის კრე­მა­ცი­ას ვუ­ყუ­რებთ, ძნე­ლია ამის ყუ­რე­ბა“, - ამ­ბობს შევა დალი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის "ინ­დუ­რი შტა­მი" ახალ­გაზ­რდებ­შიც ისე­თი­ვე რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში, რის გა­მოც ბოლო დღე­ე­ბია ინ­დო­ეთ­ში ვირუ­სის­გან ბევ­რი ახალ­გაზ­რდა იღუ­პე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­მა უკვე გა­მოთ­ქვეს მზად­ყოფ­ნა ინ­დო­ე­თის და­სახ­მა­რებ­ლად. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ ინ­დო­ეთ­ში ჟანგბა­დის ბა­ლო­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა და­ი­წყო. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მათ გაგ­ზავ­ნას გეგ­მავს ევ­რო­კავ­ში­რიც. აშშ კი აპი­რებს ინ­დო­ეთ­ში AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნე­ბი გაგ­ზავ­ნოს. Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­დო­ეთს ჟანგბა­დის ბა­ლო­ნე­ბი უკვე გა­უგ­ზავ­ნა სინ­გა­პურ­მა.

პალ­ტფორ­მა Worldometers-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­დო­ეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 17,3 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და და მათ შო­რის 195 123 გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lado
28

იმედია ჩვენი მთავრობა საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს და ჟანგბადის აპარატების მარაგის გაზრდაზე ზრუნავს

gf
33

Nu daapetet khalkhi aramzadeboooooo!!!!!!

ავტორი:

ურთულესი ეპიდვითარება ინდოეთში, ჟანგბადის აპარატების დეფიციტი და დღეში 2 800 გარდაცვლილი - "ადგილები რომ აღარ იყო, კრემატორიუმი ძველ ავტოსადგომზე მოვაწყვეთ" (ფოტოები)

ურთულესი ეპიდვითარება ინდოეთში, ჟანგბადის აპარატების დეფიციტი და დღეში 2 800 გარდაცვლილი - "ადგილები რომ აღარ იყო, კრემატორიუმი ძველ ავტოსადგომზე მოვაწყვეთ" (ფოტოები)

ინდოეთში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ვითარება ყოველ დღე უფრო მეტად მძიმდება. ქვეყანას ვირუსის ახალი, ე.წ. ინდური შტამი მოედო, რომელსაც ორმაგ მუტაციას უწოდებენ. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოს მეორე ქვეყანაა. გასულ 24 საათში იქ კოვიდის 354 531 შემთხვევა გამოვლინდა.

25 აპრილს, ინდოეთში ერთ დღეში ვირუსს 2 806 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების დღიდან ინფიცირების დღიური მაჩვენებელიც და ასევე გარდაცვალების დღიური მაჩვენებელიც რეკორდულია.

მედიაში კი შემზარავი ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ცხედრების მასობრივად კრემაცია ხორციელდება. კრემატორიუმებში ადგილი აღარ არის, რის გამოც, ცხედრებს კრემაციას სახელდახელოდ მოწყობილ ადგილას უტარებენ.

სააგენტო "როიტერსი“ წერს, რომ ადამიანები იძულებულნი არიან, რომ მიცვალებულები დიდხანს ჰყავდეთ სახლში და თავიანთ რიგს დაელოდონ. "დაახლოებით ორი დღე ვეძებდი თავისუფალ ადგილს კრემატორიუმში“, - ამბობს დელიში მცხოვრები ნატიშ კუმარი.

ქვეყანაში არ აქვთ საკმარისად ჟანგბადის აპარატები და ადამიანები სასწრაფოში, კლინიკაში მიმავალ გზაზე უჟანგბადობის გამო კვდებიან

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი შევა დალი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კრემატორიუმებში ადგილი ვერ გამოინახა, 60 ადამიანის ცხედარი ძველ ავტოსადგომზე დაწვეს, სადაც სახელდახელოდ მოაწყვეს კრემატორიუმი.

"ასეთი საშინელება არასდროს გვინახავს - პატარა ბავშვების, ახალდაქორწინებული წყვილების კრემაციას ვუყურებთ, ძნელია ამის ყურება“, - ამბობს შევა დალი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის "ინდური შტამი" ახალგაზრდებშიც ისეთივე რთულად მიმდინარეობს, როგორც ასაკოვან ადამიანებში, რის გამოც ბოლო დღეებია ინდოეთში ვირუსისგან ბევრი ახალგაზრდა იღუპება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა ინდოეთის დასახმარებლად. გაერთიანებულმა სამეფომ ინდოეთში ჟანგბადის ბალონების გაგზავნა დაიწყო. უახლოეს დღეებში მათ გაგზავნას გეგმავს ევროკავშირიც. აშშ კი აპირებს ინდოეთში AstraZeneca-ს ვაქცინები გაგზავნოს. Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთს ჟანგბადის ბალონები უკვე გაუგზავნა სინგაპურმა.

პალტფორმა Worldometers-ის ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსით 17,3 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და მათ შორის 195 123 გარდაიცვალა.

ტანზანიაში დეპუტატი ქალი ვიწრო შარვლის ჩაცმის გამო სხდომიდან გააძევეს - "შესაბამისად ჩაიცვით და შემდეგ დაბრუნდით“

ინდოეთში ქორწილის დროს პატარძალი გარდაიცვალა, საქმრომ კი ცოლად გარდაცვლილის და შეირთო - "ქორწილი მაშინ შედგა, როცა ცხედარი სხვა ოთახში ესვენა“

"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის