პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ჯანსაღ და ეკოპროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება - რატომ უნდა გავხდეთ ბიოპროდუქტის მომხმარებლები?
საქართველოში ჯანსაღ და ეკოპროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება - რატომ უნდა გავხდეთ ბიოპროდუქტის მომხმარებლები?

გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი საფრ­თხეა, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 9 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნის ნა­ად­რევ სიკ­ვდილს იწ­ვევს. ამი­ტომ მსოფ­ლი­ო­ში ქი­მი­ურ სა­სუ­ქებ­სა და პეს­ტი­ცი­დებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ფერ­მე­რო­ბი­სად­მი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იზ­რდე­ბა. დღეს, რო­გორც არას­დროს, ადა­მი­ა­ნებს აღელ­ვებთ ის, თუ რამ­დე­ნად ჯან­საღ საკ­ვებს მი­ირ­თმე­ვენ. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ საკ­ვებს, არა­მედ თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს, მე­დი­კა­მან­ტებს და ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ას.

საფრ­თხე­ე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ბიო, ორ­გა­ნულ, ვე­გა­ნურ, უგ­ლუ­ტე­ნო, ულაქ­ტო­ზო პრო­დუქ­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა იმა­ტებს. გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა პრო­დუქ­ცია მწვა­ნე ნიშ­ნე­ბით, რაც მის ეკო­ლო­გი­ურ სი­სუფ­თა­ვეს მი­ა­ნიშ­ნებს.

თუ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე ინ­დუსტრი­უ­ლი, მა­სი­უ­რი წარ­მო­ე­ბის პე­რი­ო­დი იყო, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა მცი­რე ზო­მის სა­წარ­მო­ე­ბი. ისი­ნი აქ­ცენტს არა წარ­მო­ე­ბის მას­შტაბ­ზე, არა­მედ მის ხა­რისხზე აკე­თე­ბენ. ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი, სა­სუ­ქე­ბი და სხვა მსგავ­სი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ან მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ორ­გა­ნუ­ლი კვე­ბის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იზ­რდე­ბა ევ­რო­პა­ში. ბი­ო­ბაზ­რის მკვლე­ვა­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბი­ოპ­რო­დუქ­ტე­ბის ვაჭ­რო­ბის მო­ცუ­ლო­ბა მომ­დევ­ნო 10 წლის მან­ძილ­ზე კი­დევ უფრო მკვეთ­რად გა­იზ­რდე­ბა.

ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია ნიშ­ნავს ჯან­მრთე­ლო­ბას, უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცია კი გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპქე­ტი­ვა­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას აუ­ა­რე­სებს. ეს უკა­ნას­კნე­ლი სა­ბო­ლო­ოდ დიდ ზა­რალ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ამ თე­მას არ უნდა შევ­ხე­დოთ მხო­ლოდ იმ ჭრილ­ში, თუ რას ვჭამთ ჩვენ დღეს. სა­კი­თხი უფრო ფარ­თო კუ­თხით და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექტვა­ში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ.

ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ეკოპ­რო­დუქ­ცი­ის­თვის მარ­კე­ტებ­ში ცალ­კე, თვალ­სა­ჩი­ნო კუ­თხეა გა­მო­ყო­ფი­ლი. თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რე­ბელს მხო­ლოდ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და ჯან­საღ პრო­დუქ­ცი­ას სთა­ვა­ზო­ბენ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მსოფ­ლიო ლი­დე­რია ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დი Holland and Barrett, რო­მელ­საც 150 წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ Holland and Barrett სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­ხუ­თე წე­ლია, წარ­მოდ­გე­ნი­ლია და ახ­ლა­ხან თბი­ლის­ში, ბახ­ტრი­ო­ნის ქ. #11ბ-ში მისი მე­სა­მე მა­ღა­ზია გა­იხ­სნა. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­იქ­მნა ვებგ­ვერ­დიც, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლურ მა­სა­ლებს აერ­თი­ა­ნებს.

რო­გორც მა­ღა­ზი­ებ­ში, ისე ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია შე­ი­ძი­ნოს სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო. მათ შო­რი­საა: სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (ვი­ტა­მი­ნე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი, მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი), ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი და ტკბი­ლე­უ­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი კოს­მე­ტი­კა და თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. Holland and Barrett-ის მა­ღა­ზი­ის ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან არა მხო­ლოდ ჯას­ნა­ღი კვე­ბი­სა და ზო­გა­დად, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, არა­მედ ისი­ნიც, ვინც სპე­ცი­ა­ლურ კვე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. ესე­ნი არი­ან: ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლე­ბი და ვე­გა­ნე­ბი, გლუ­ტე­ნის, ლაქ­ტო­ზას აუ­ტან­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, კეტო და ცი­ლო­ვან დი­ე­ტა­ზე მყო­ფე­ბი.

„Holland & Barrett ეთი­კუ­რი ბიზ­ნე­სია და ზრუ­ნავს თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და გა­რე­მო­ზე, ჩვე­ნი პლა­ნე­ტის კე­თილდრე­ო­ბა­ზე. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სულ უფრო მე­ტად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს მიერ გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი გა­რე­მო­ზე. პლა­ნე­ტი­სად­მი ჩვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბის ნა­წი­ლი ნიშ­ნავს ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კის მუდ­მივ გა­და­ხედ­ვას და პრო­ცესს იმის უზ­რუნ­ვე­ლას­ყო­ფად, რომ ყო­ველ­თვის სწო­რად ვიქ­ცე­ვით,“ - აცხა­დე­ბენ Holland & Barrett-ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­აკ­ვირ­დეთ, რომ პრო­დუქ­ცია სრუ­ლად ბუ­ნებ­რი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ნათ­ლად უნდა იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვა­ზე. ქი­მი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბულ კოს­მე­ტი­კა­სა და თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს მო­მენ­ტა­ლუ­რი შე­დე­გი ახა­სი­ა­თებს. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ადა­მი­ა­ნის­თვის ზი­ა­ნი უფრო მეტი მო­აქვს, ვიდ­რე -სარ­გე­ბე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ Holland and Barrett-ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ბრენ­დი გა­დის მკაცრ შე­მოწ­მე­ბას, რომ სტან­დარ­ტე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. კონ­ტრო­ლის პრო­ცეს­ში მოწ­მდე­ბა, რომ პრო­დუქ­ცია არ შე­ი­ცავ­დეს ისეთ მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­გო­რი­ცაა SLS/SLES, Parabens, Microbeads, GM, Irradiated ingredients.

კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წლი­დან წლამ­დე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ და შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა რო­გორც ეკო საკ­ვებ პრო­დუქ­ცი­ა­ზე, ისე ბუ­ნებ­რივ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ზე დამ­ზა­დე­ბულ თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე.

ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად აღ­ნი­შა­ვენ, რომ ისი­ნი არი­ან უფრო ენერ­გი­უ­ლე­ბი, უფრო მხი­ა­რუ­ლე­ბი და რაც მთა­ვა­რია, უფრო ჯან­მრთე­ლე­ბი, ვიდ­რე ადრე იყ­ვნენ. ჯან­საღ კვე­ბას­თან ერ­თად, არ და­გა­ვი­წყდეთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სიც:

  • ვარ­ჯი­ში დიდი ენერ­გი­ით აგავ­სებთ მა­ში­ნაც კი, როცა დაღ­ლი­ლი ხართ.
  • მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესი ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის შანსს ზრდის.
  • ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ისე­თი­ვე მავ­ნეა, რო­გორც მწე­ვე­ლო­ბა.
  • ახა­ლი ენის სწავ­ლა ან მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე დაკ­ვრა ტვი­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვარ­ჯი­შია.
  • კი­თხვა სტრე­სის ჰორ­მონს 68%-ით ამ­ცი­რებს.
  • მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა იმუ­ნი­ტეტს აძ­ლი­ე­რებს.

ავტორი:

საქართველოში ჯანსაღ და ეკოპროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება - რატომ უნდა გავხდეთ ბიოპროდუქტის მომხმარებლები?

საქართველოში ჯანსაღ და ეკოპროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება - რატომ უნდა გავხდეთ ბიოპროდუქტის მომხმარებლები?

გარემოს დაბინძურება დღევანდელ სამყაროში სიცოცხლისთვის საშიში ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ამიტომ მსოფლიოში ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებზე დამოკიდებული ტრადიციული ფერმერობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება იზრდება. დღეს, როგორც არასდროს, ადამიანებს აღელვებთ ის, თუ რამდენად ჯანსაღ საკვებს მიირთმევენ. ეს ეხება არა მხოლოდ საკვებს, არამედ თავის მოვლის საშუალებებს, მედიკამანტებს და ყოველდღიური გამოყენების სხვადასხვა პროდუქციას.

საფრთხეების გაანალიზების შედეგად, მსოფლიო მასშტაბით ბიო, ორგანულ, ვეგანურ, უგლუტენო, ულაქტოზო პროდუქციაზე მოთხოვნა იმატებს. განსაკუთრებით პოპულარული ხდება პროდუქცია მწვანე ნიშნებით, რაც მის ეკოლოგიურ სისუფთავეს მიანიშნებს.

თუ გასული საუკუნე ინდუსტრიული, მასიური წარმოების პერიოდი იყო, 21-ე საუკუნეში უფრო აქტუალური ხდება მცირე ზომის საწარმოები. ისინი აქცენტს არა წარმოების მასშტაბზე, არამედ მის ხარისხზე აკეთებენ. ბიომეურნეობაში არ გამოიყენება ქიმიური პრეპარატები, სასუქები და სხვა მსგავსი ნივთიერებები ან მეთოდები, რომლებიც უარყოფითად აისახება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ორგანული კვების პროდუქციის წარმოება განსაკუთრებულად იზრდება ევროპაში. ბიობაზრის მკვლევარების მონაცემებით, ბიოპროდუქტების ვაჭრობის მოცულობა მომდევნო 10 წლის მანძილზე კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება.

ხარისხიანი პროდუქცია ნიშნავს ჯანმრთელობას, უხარისხო პროდუქცია კი გრძელვადიან პერსპქეტივაში ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს. ეს უკანასკნელი საბოლოოდ დიდ ზარალთანაა დაკავშირებული. ამიტომ ამ თემას არ უნდა შევხედოთ მხოლოდ იმ ჭრილში, თუ რას ვჭამთ ჩვენ დღეს. საკითხი უფრო ფართო კუთხით და გრძელვადიან პერსპექტვაში უნდა განვიხილოთ.

ბევრ ქვეყანაში ეკოპროდუქციისთვის მარკეტებში ცალკე, თვალსაჩინო კუთხეა გამოყოფილი. თუმცა არსებობენ სავაჭრო ობიექტებიც, რომლებიც მომხმარებელს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ პროდუქციას სთავაზობენ. ამ მიმართულებით მსოფლიო ლიდერია ბრიტანული ბრენდი Holland and Barrett, რომელსაც 150 წლიანი ისტორია აქვს. საინტერესოა, რომ Holland and Barrett საქართველოში უკვე მეხუთე წელია, წარმოდგენილია და ახლახან თბილისში, ბახტრიონის ქ. #11ბ-ში მისი მესამე მაღაზია გაიხსნა. პანდემიის პერიოდში, მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით შეიქმნა ვებგვერდიც, რომელიც ონლაინ მაღაზიასა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ საინტერესო და აქტუალურ მასალებს აერთიანებს.

როგორც მაღაზიებში, ისე ვებგვერდის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებისთვის არის საჭირო. მათ შორისაა: სამკურნალო საშუალებები (ვიტამინები, მინერალები, მცენარეული სამკურნალო საშუალებები და საკვები დანამატები), ჯანსაღი საკვები და ტკბილეული, ნატურალური კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები. Holland and Barrett-ის მაღაზიის ლოიალური მომხმარებლები არიან არა მხოლოდ ჯასნაღი კვებისა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულები, არამედ ისინიც, ვინც სპეციალურ კვებაზე იმყოფებიან. ესენი არიან: ვეგეტარიანელები და ვეგანები, გლუტენის, ლაქტოზას აუტანლობის მქონე პირები, კეტო და ცილოვან დიეტაზე მყოფები.

„Holland & Barrett ეთიკური ბიზნესია და ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და გარემოზე, ჩვენი პლანეტის კეთილდრეობაზე. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს მიერ გაყიდული პროდუქტები გარემოზე. პლანეტისადმი ჩვენი ერთგულების ნაწილი ნიშნავს ჩვენი პოლიტიკის მუდმივ გადახედვას და პროცესს იმის უზრუნველასყოფად, რომ ყოველთვის სწორად ვიქცევით,“ - აცხადებენ Holland & Barrett-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

რაც შეეხება თავის მოვლის საშუალებებს, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, რომ პროდუქცია სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებით იყოს დამზადებული. აღნიშნულის შესახებ ნათლად უნდა იყოს მითითებული შეფუთვაზე. ქიმიური ინგრედიენტებით დამზადებულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს მომენტალური შედეგი ახასიათებს. თუმცა საბოლოოდ ადამიანისთვის ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე -სარგებელი. სწორედ ამიტომ Holland and Barrett-ში წარმოდგენილი თავის მოვლის საშუალებების თითოეული ბრენდი გადის მკაცრ შემოწმებას, რომ სტანდარტები დააკმაყოფილოს. კონტროლის პროცესში მოწმდება, რომ პროდუქცია არ შეიცავდეს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა SLS/SLES, Parabens, Microbeads, GM, Irradiated ingredients.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ქართულ საზოგადოებაში წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ და შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა როგორც ეკო საკვებ პროდუქციაზე, ისე ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებზე.

ჯანსაღი პროდუქტების მომხმარებლები ხშირად აღნიშავენ, რომ ისინი არიან უფრო ენერგიულები, უფრო მხიარულები და რაც მთავარია, უფრო ჯანმრთელები, ვიდრე ადრე იყვნენ. ჯანსაღ კვებასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესიც:

  • ვარჯიში დიდი ენერგიით აგავსებთ მაშინაც კი, როცა დაღლილი ხართ.
  • მჯდომარე ცხოვრების წესი ნაადრევი სიკვდილის შანსს ზრდის.
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ისეთივე მავნეა, როგორც მწეველობა.
  • ახალი ენის სწავლა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ტვინისთვის მნიშვნელოვანი ვარჯიშია.
  • კითხვა სტრესის ჰორმონს 68%-ით ამცირებს.
  • მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან პოზიტიური ურთიერთობა იმუნიტეტს აძლიერებს.

როგორ ავითარებს მაკდონალდსი ეკონომიკას და კვების ინდუსტრიას საქართველოში

რა არის გლუტენი, რომელსაც ძალიან ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და რატომ არის ის მავნე?

სახლის აქსესუარები საკუთარი ხელით - ახალი ვლოგი „სახელოსნო“ ბევრ საინტერესო პროექტს გთავაზობთ