პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეშმაკების დამარცხება შეიძლება მხოლოდ შებრძოლებით - არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები" - მეუფე შიო
"ეშმაკების დამარცხება შეიძლება მხოლოდ შებრძოლებით - არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები" - მეუფე შიო

"მხო­ლოდ სიმ­დაბ­ლეს­თან მო­დის მად­ლი სუ­ლი­სა წმინ­დი­სა - არა­სო­დეს არ უნდა და­ვეჭ­ვდეთ უფ­ლის სიყ­ვა­რულ­სა და შე­წევ­ნა­ში", - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამას­თან, მე­უ­ფე შიოს თქმით, ეშ­მა­კე­ბის და­მარ­ცხე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მათ­თან შებ­რძო­ლე­ბით, მათ­თან შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. რო­გორც მიტ­რო­პო­ლიტ­მა აღ­ნიშ­ნა, "არ მი­ვი­ღოთ ის, რა­საც გვკარ­ნა­ხო­ბენ დე­მო­ნე­ბი, მათი ნება არ შე­ვას­რუ­ლოთ, შე­ვებ­რძო­ლოთ და შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ, თავი შე­ვი­კა­ვოთ იმ ყვე­ლაფ­რის­გან, რა­საც ბო­რო­ტი სუ­ლე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ."

ამას­თან, მე­უ­ფე შიოს გან­ცხა­დე­ბით, ეს ღვთის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ უნდა ვი­ლო­ცოთ, რომ ღმერ­თი შეგ­ვე­წი­ოს.

"ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო ძმა­ნო და დანო, დღეს გახ­ლავთ დიდი მარ­ხვის მე­ო­თხე კვი­რა, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა ღირ­სი იო­ა­ნე კი­ბი­საღ­მწე­რე­ლის კვი­რა. ღირ­სი იო­ა­ნე იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი წმინ­და­ნი, დიდი მოღ­ვა­წე, დიდი ას­კე­ტი, სა­ეკ­ლე­სიო, სა­სუ­ლი­ე­რო მწე­რა­ლი და დიდი მას­წავ­ლე­ბე­ლი სუ­ლი­ე­რე­ბი­სა, სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა, მარ­ხვი­სა, ლოც­ვი­სა და ას­კე­ტუ­რი ღვაწ­ლი­სა.

ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია სა­ხა­რე­ბა, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის სარ­წმუ­ნო­ე­ბის, სიმ­დაბ­ლის, ლოც­ვი­სა და მარ­ხვის შე­სა­ხებ. უფალ იესო ქრის­ტეს­თან მო­დის ერთი ადა­მი­ა­ნი, მოჰ­ყავს თა­ვი­სი ვა­ჟიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან ეშ­მა­კე­უ­ლია, და ევედ­რე­ბა უფალს, გან­კურ­ნოს, მაგ­რამ მა­ნამ­დე იგი მო­ცი­ქუ­ლებ­თან მიჰ­ყავს, რად­გან თა­ვი­დან ერი­დე­ბა ქრის­ტეს­თან მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ მო­ცი­ქუ­ლე­ბი ვერ გან­კურ­ნა­ვენ მას; ამი­ტომ შემ­დგომ მი­დის უფალ იესო ქრის­ტეს­თან. და­ი­ჩო­ქებს მის წი­ნა­შე და ევედ­რე­ბა, რომ მო­გიყ­ვა­ნე ძე ჩემი, გთხოვ, შე­ი­წყა­ლე იგი და თუ შე­გიძ­ლია, გან­კურ­ნეო. უფა­ლი პა­სუ­ხობს: „თუ შე­გიძ­ლია ირ­წმუ­ნო, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია მორ­წმუ­ნი­სათ­ვის“.

აი, რო­გო­რი სა­ნუ­გე­შო სი­ტყვე­ბია ჩვენ­თვის, რომ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი, იმი­ტომ, რომ სარ­წმუ­ნო­ე­ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მივ­მარ­თოთ თვით ცო­ცხალ ღმერ­თს.

და ეს მამა პა­სუ­ხობს მა­ცხო­ვარს: "მწამს, უფა­ლო, შე­ე­წიე ჩემს ურ­წმუ­ნო­ე­ბას“, რის შემ­დე­გაც უფა­ლი ამ დიდ სას­წა­ულს მო­ახ­დენს და ბავ­შვი გა­ნი­კურ­ნე­ბა. მარ­თლაც, სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბია: „მწამს, ღმერ­თო, შე­ე­წიე ჩემს ურ­წმუ­ნო­ე­ბას!“ - ე.ი. ერთი მხრივ, მან იცის, რომ აქვს რწმე­ნა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ეს რწმე­ნა ძა­ლი­ან მცი­რეა და სთხოვს ღმერ­თს, უფალ იესო ქრის­ტეს, დახ­მა­რე­ბას. თით­ქოს ასე­თი უც­ნა­უ­რი ლოც­ვაა, მაგ­რამ ამ ლოც­ვის სა­პა­სუ­ხოდ უფა­ლი კურ­ნავს მის შვილს.

ის­მის კი­თხვა: რა­ტომ გან­კურ­ნა უფალ­მა მისი ძე, თუ ეს მამა მცი­რედ­მორ­წმუ­ნე იყო? რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამ სას­წა­უ­ლის მოხ­დე­ნა? რა თვი­სე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა მა­მამ, რომ უფალს ასე შე­ებ­რა­ლა და სას­წა­უ­ლი აღას­რუ­ლა?

ეს თვი­სე­ბა გახ­ლავთ ამ ადა­მი­ა­ნის თავ­მდაბ­ლო­ბა, სიმ­დაბ­ლე. რო­გორც გი­თხა­რით, პირ­ველ რიგ­ში, ის ჯერ მო­ცი­ქუ­ლებ­თან მი­დის, ერი­დე­ბა მა­ცხო­ვარ­თან პირ­და­პირ მის­ვლა, შემ­დეგ, რო­დე­საც მო­ცი­ქუ­ლე­ბი ვერ გან­კურ­ნა­ვენ მის შვილს, მი­დის უფალ იესო ქრის­ტეს­თან და იჩო­ქებს მის წი­ნა­შე. აი, ეს არის სიმ­დაბ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რად­გან მა­შინ ყვე­ლა ებ­რა­ელ­მა იცო­და, რომ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე და­ჩო­ქე­ბა არ იყო მი­ღე­ბუ­ლი, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ნა­ბა­რია ღვთის წი­ნა­შე და ამი­ტომ მა­შინ ყვე­ლამ იცო­და, რომ და­ჩო­ქე­ბა არა­ნა­ი­რად არ იყო მი­ღე­ბუ­ლი. რად­გან ეს მამა იჩო­ქებს, ე.ი. მან და­ი­ნა­ხა უფალ იესო ქრის­ტე­ში ღვთა­ებ­რი­ვი დიდი პა­ტი­ვი. გარ­და ამი­სა, ეუბ­ნე­ბა მა­ცხო­ვარს, რომ შე­ი­წყა­ლოს მისი ძე. შე­წყა­ლე­ბაც არ არის ადა­მი­ა­ნის თვი­სე­ბა, არა­მედ იგი მი­მარ­თავს, რო­გორც ღმერ­თს და ბო­ლოს სა­ო­ცა­რია მისი პა­სუ­ხიც: „მე კი მწამს, მაგ­რამ შე­ე­წიე, უფა­ლო, ჩემს ურ­წმუ­ნო­ე­ბას“. აი, აქაც მის ხა­სი­ათ­ში დიდი სიმ­დაბ­ლე გა­მოჩ­ნდა, ამი­ტო­მაც უფა­ლი პა­სუ­ხობს, რო­გორც ყო­ველ­თვის. თქვენ იცით, რომ მხო­ლოდ სიმ­დაბ­ლეს­თან მო­დის მად­ლი სუ­ლი­სა წმინ­დი­სა.

აი, ასე­თი სა­ო­ცა­რი დი­ა­ლო­გია დღეს წა­კი­თხულ სა­ხა­რე­ბა­ში.

შემ­დეგ მო­ცი­ქუ­ლე­ბი ჰკი­თხა­ვენ მა­ცხო­ვარს, თუ რა­ტომ ვერ გან­კურ­ნეს მათ ეს სნე­უ­ლი? მა­ცხო­ვა­რი პა­სუ­ხობს: იმი­ტომ, რომ ნა­თე­სა­ვი ესე, ანუ დე­მო­ნე­ბი, გა­ნი­დევ­ნე­ბი­ან, მარ­ცხდე­ბი­ან მხო­ლოდ მარ­ხვი­თა და ლოც­ვით.

რას ნიშ­ნავს "მარ­ხვი­თა და ლოც­ვით“? იმას, რომ ეშ­მა­კე­ბის და­მარ­ცხე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მათ­თან შებ­რძო­ლე­ბით, მათ­თან შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით, არ მი­ვი­ღოთ ის, რა­საც გვკარ­ნა­ხო­ბენ დე­მო­ნე­ბი, მათი ნება არ შე­ვას­რუ­ლოთ, შე­ვებ­რძო­ლოთ და შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ, თავი შე­ვი­კა­ვოთ იმ ყვე­ლაფ­რის­გან, რა­საც ბო­რო­ტი სუ­ლე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ; მაგ­რამ ეს ღვთის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ უნდა ვი­ლო­ცოთ, რომ ღმერ­თი შეგ­ვე­წი­ოს. ამი­ტომ ამ­ბობს უფა­ლი, რომ „მარ­ხვი­თა და ლოც­ვით გან­ვალს ნა­თე­სა­ვი ესე“.

აი, ასე­თი სი­ტყვე­ბია დღე­ვან­დელ სა­ხა­რე­ბა­ში, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო.

ჩვენ დღეს ვფიქ­რობთ იმა­ზე, რომ ხში­რად ვლო­ცუ­ლობთ ღვთის წი­ნა­შე, მაგ­რამ გვაქვს კი თუნ­დაც ასე­თი მცი­რე­დი სარ­წმუ­ნო­ე­ბა? არ გვჯე­რა, რომ ღმერ­თი შეგ­ვი­წყა­ლებს ჩვენ და ჩვენს ლოც­ვას და ეს ჩვე­ნი დიდი შეც­დო­მაა, რად­გან ჩვენ გვგო­ნია, რომ ღმერ­თი სა­დღაც შორს და აბ­სტრაქ­ტუ­ლი რამ არის, მაგ­რამ ეს მამა, ეს ადა­მი­ა­ნი იდგა იესო ქრის­ტეს, რო­გორც ღვთის წი­ნა­შე, მან იგ­რძნო, რომ მის წი­ნა­შე უფა­ლი იყო, შე­ე­ვედ­რა მას და მი­ი­ღო ეს დიდი წყა­ლო­ბა. თუ ჩვენც ასე ვი­ლო­ცებთ, ვის­წავ­ლით ასე ლოც­ვას, მა­შინ ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბაც მო­წეს­რიგ­დე­ბა და შევ­ძლებთ, შე­ვი­მეც­ნოთ, თუ რა წე­რია სა­ხა­რე­ბა­ში, რას გვას­წავ­ლი­ან წმინ­და მა­მე­ბი, რისი თქმა უნ­დო­დათ, რა და­წე­რეს თა­ვი­ანთ წიგ­ნებ­ში ისეთ­მა დიდ­მა მნა­თო­ბებ­მა, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ღირ­სი იო­ა­ნე კი­ბი­საღ­მწე­რე­ლი და სხვა წმინ­და მა­მე­ბი. მა­შინ და­ვად­გე­ბით სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნი­სა და სუ­ლი­ე­რი გან­კუ­რე­ბის გზას და არ ვიქ­ნე­ბით ჩაფ­ლულ­ნი მხო­ლოდ ამ მი­წი­ერ ძი­ე­ბებ­სა და ინ­ტე­რე­სებ­ში, რა­შიც, სამ­წუ­ხა­როდ, უმე­ტეს­წი­ლად ჩაფ­ლულ­ნი ვართ.

ამ­რი­გად, ამ ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც თით­ქოს არც საკ­მა­რი­სი რწმე­ნა და არც ცოდ­ნა ჰქონ­და, მი­ი­ღო ეს დიდი მად­ლი და სას­წა­უ­ლი. დღეს ჩვენ შეკ­რე­ბი­ლი ვართ აქ, ჩვენ­ზეც ხომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მცი­რედ­მორ­წმუ­ნე­ნი ვართ?! და რა­ტომ მი­ი­ღო ამ ადა­მი­ან­მა ეს მად­ლი? იმი­ტომ, რომ ღმერ­თს უყ­ვარს იგი, შე­უყ­ვარ­და და შე­ებ­რა­ლა და ჩვენც, დღეს აქ მდგომ­ნი, ვებ­რა­ლე­ბით უფალს, იმი­ტომ ვართ დღეს აქ მო­სუ­ლი, შეგ­ვი­წყა­ლა უფალ­მა და შე­ვებ­რა­ლეთ, ამი­ტომ ვართ დღეს აქ და არა­სო­დეს არ უნდა და­ვეჭ­ვდეთ უფ­ლის სიყ­ვა­რულ­სა და უფ­ლის შე­წევ­ნა­ში, ყო­ველ­თვის, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცი­რედ­მორ­წმუ­ნო­ე­ბი­სა, ამ რწმე­ნი­დან, რო­გო­რი რწმე­ნაც გვაქვს, უნდა შევ­ღა­ღა­დოთ და ვე­ვედ­როთ ლოც­ვით უფალ­სა ჩვენ­სა იესო ქრის­ტეს, რომ­ლი­სა არს დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა უკუ­ნი­სამ­დე“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
31

გავიგე რომ არ უნდა მივიღო!!!! მერე? მერე რა ვქნათ, როგორ ვიარსებოთ? 

Giusha3232
11

ღმერთმა გაგიმარჯოთ მეუფეო.იქნებ საპატრიარქოდან დაგეწყოთ ეშმაკებთან ბრძოლა , მაგალითი მოგვეცით.აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი- სამოთხრში მოხვფებაო

ავტორი:

"ეშმაკების დამარცხება შეიძლება მხოლოდ შებრძოლებით - არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები" - მეუფე შიო

"ეშმაკების დამარცხება შეიძლება მხოლოდ შებრძოლებით - არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები" - მეუფე შიო

"მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის მადლი სულისა წმინდისა - არასოდეს არ უნდა დავეჭვდეთ უფლის სიყვარულსა და შეწევნაში", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა მორწმუნე ადამიანისთვის ყველაფერია შესაძლებელი.

ამასთან, მეუფე შიოს თქმით, ეშმაკების დამარცხება შეიძლება მხოლოდ მათთან შებრძოლებით, მათთან შეწინააღმდეგებით. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, "არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები, მათი ნება არ შევასრულოთ, შევებრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ, თავი შევიკავოთ იმ ყველაფრისგან, რასაც ბოროტი სულები გვთავაზობენ."

ამასთან, მეუფე შიოს განცხადებით, ეს ღვთის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთი შეგვეწიოს.

"ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს გახლავთ დიდი მარხვის მეოთხე კვირა, რომელსაც ეწოდება ღირსი იოანე კიბისაღმწერელის კვირა. ღირსი იოანე იყო გამორჩეული წმინდანი, დიდი მოღვაწე, დიდი ასკეტი, საეკლესიო, სასულიერო მწერალი და დიდი მასწავლებელი სულიერებისა, სარწმუნოებისა, მარხვისა, ლოცვისა და ასკეტური ღვაწლისა.

ამ დღესთან დაკავშირებით გამორჩეულია სახარება, რომელიც გვასწავლის სარწმუნოების, სიმდაბლის, ლოცვისა და მარხვის შესახებ. უფალ იესო ქრისტესთან მოდის ერთი ადამიანი, მოჰყავს თავისი ვაჟიშვილი, რომელიც ბავშვობიდან ეშმაკეულია, და ევედრება უფალს, განკურნოს, მაგრამ მანამდე იგი მოციქულებთან მიჰყავს, რადგან თავიდან ერიდება ქრისტესთან მიყვანა, მაგრამ მოციქულები ვერ განკურნავენ მას; ამიტომ შემდგომ მიდის უფალ იესო ქრისტესთან. დაიჩოქებს მის წინაშე და ევედრება, რომ მოგიყვანე ძე ჩემი, გთხოვ, შეიწყალე იგი და თუ შეგიძლია, განკურნეო. უფალი პასუხობს: „თუ შეგიძლია ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისათვის“.

აი, როგორი სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის, რომ მორწმუნე ადამიანისთვის ყველაფერია შესაძლებელი, იმიტომ, რომ სარწმუნოება გვაძლევს საშუალებას, მივმართოთ თვით ცოცხალ ღმერთს.

და ეს მამა პასუხობს მაცხოვარს: "მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“, რის შემდეგაც უფალი ამ დიდ სასწაულს მოახდენს და ბავშვი განიკურნება. მართლაც, საოცარი სიტყვებია: „მწამს, ღმერთო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას!“ - ე.ი. ერთი მხრივ, მან იცის, რომ აქვს რწმენა, მაგრამ, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ ეს რწმენა ძალიან მცირეა და სთხოვს ღმერთს, უფალ იესო ქრისტეს, დახმარებას. თითქოს ასეთი უცნაური ლოცვაა, მაგრამ ამ ლოცვის საპასუხოდ უფალი კურნავს მის შვილს.

ისმის კითხვა: რატომ განკურნა უფალმა მისი ძე, თუ ეს მამა მცირედმორწმუნე იყო? რამ განაპირობა ამ სასწაულის მოხდენა? რა თვისება გამოავლინა მამამ, რომ უფალს ასე შეებრალა და სასწაული აღასრულა?

ეს თვისება გახლავთ ამ ადამიანის თავმდაბლობა, სიმდაბლე. როგორც გითხარით, პირველ რიგში, ის ჯერ მოციქულებთან მიდის, ერიდება მაცხოვართან პირდაპირ მისვლა, შემდეგ, როდესაც მოციქულები ვერ განკურნავენ მის შვილს, მიდის უფალ იესო ქრისტესთან და იჩოქებს მის წინაშე. აი, ეს არის სიმდაბლის გამოვლინება, რადგან მაშინ ყველა ებრაელმა იცოდა, რომ ადამიანის წინაშე დაჩოქება არ იყო მიღებული, ყველა ადამიანი თანაბარია ღვთის წინაშე და ამიტომ მაშინ ყველამ იცოდა, რომ დაჩოქება არანაირად არ იყო მიღებული. რადგან ეს მამა იჩოქებს, ე.ი. მან დაინახა უფალ იესო ქრისტეში ღვთაებრივი დიდი პატივი. გარდა ამისა, ეუბნება მაცხოვარს, რომ შეიწყალოს მისი ძე. შეწყალებაც არ არის ადამიანის თვისება, არამედ იგი მიმართავს, როგორც ღმერთს და ბოლოს საოცარია მისი პასუხიც: „მე კი მწამს, მაგრამ შეეწიე, უფალო, ჩემს ურწმუნოებას“. აი, აქაც მის ხასიათში დიდი სიმდაბლე გამოჩნდა, ამიტომაც უფალი პასუხობს, როგორც ყოველთვის. თქვენ იცით, რომ მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის მადლი სულისა წმინდისა.

აი, ასეთი საოცარი დიალოგია დღეს წაკითხულ სახარებაში.

შემდეგ მოციქულები ჰკითხავენ მაცხოვარს, თუ რატომ ვერ განკურნეს მათ ეს სნეული? მაცხოვარი პასუხობს: იმიტომ, რომ ნათესავი ესე, ანუ დემონები, განიდევნებიან, მარცხდებიან მხოლოდ მარხვითა და ლოცვით.

რას ნიშნავს "მარხვითა და ლოცვით“? იმას, რომ ეშმაკების დამარცხება შეიძლება მხოლოდ მათთან შებრძოლებით, მათთან შეწინააღმდეგებით, არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები, მათი ნება არ შევასრულოთ, შევებრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ, თავი შევიკავოთ იმ ყველაფრისგან, რასაც ბოროტი სულები გვთავაზობენ; მაგრამ ეს ღვთის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთი შეგვეწიოს. ამიტომ ამბობს უფალი, რომ „მარხვითა და ლოცვით განვალს ნათესავი ესე“.

აი, ასეთი სიტყვებია დღევანდელ სახარებაში, ძვირფასო ძმებო და დებო.

ჩვენ დღეს ვფიქრობთ იმაზე, რომ ხშირად ვლოცულობთ ღვთის წინაშე, მაგრამ გვაქვს კი თუნდაც ასეთი მცირედი სარწმუნოება? არ გვჯერა, რომ ღმერთი შეგვიწყალებს ჩვენ და ჩვენს ლოცვას და ეს ჩვენი დიდი შეცდომაა, რადგან ჩვენ გვგონია, რომ ღმერთი სადღაც შორს და აბსტრაქტული რამ არის, მაგრამ ეს მამა, ეს ადამიანი იდგა იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წინაშე, მან იგრძნო, რომ მის წინაშე უფალი იყო, შეევედრა მას და მიიღო ეს დიდი წყალობა. თუ ჩვენც ასე ვილოცებთ, ვისწავლით ასე ლოცვას, მაშინ ჩვენი სულიერი ცხოვრებაც მოწესრიგდება და შევძლებთ, შევიმეცნოთ, თუ რა წერია სახარებაში, რას გვასწავლიან წმინდა მამები, რისი თქმა უნდოდათ, რა დაწერეს თავიანთ წიგნებში ისეთმა დიდმა მნათობებმა, როგორებიც იყვნენ ღირსი იოანე კიბისაღმწერელი და სხვა წმინდა მამები. მაშინ დავადგებით სულის გადარჩენისა და სულიერი განკურების გზას და არ ვიქნებით ჩაფლულნი მხოლოდ ამ მიწიერ ძიებებსა და ინტერესებში, რაშიც, სამწუხაროდ, უმეტესწილად ჩაფლულნი ვართ.

ამრიგად, ამ ადამიანმა, რომელსაც თითქოს არც საკმარისი რწმენა და არც ცოდნა ჰქონდა, მიიღო ეს დიდი მადლი და სასწაული. დღეს ჩვენ შეკრებილი ვართ აქ, ჩვენზეც ხომ შეიძლება ითქვას, რომ მცირედმორწმუნენი ვართ?! და რატომ მიიღო ამ ადამიანმა ეს მადლი? იმიტომ, რომ ღმერთს უყვარს იგი, შეუყვარდა და შეებრალა და ჩვენც, დღეს აქ მდგომნი, ვებრალებით უფალს, იმიტომ ვართ დღეს აქ მოსული, შეგვიწყალა უფალმა და შევებრალეთ, ამიტომ ვართ დღეს აქ და არასოდეს არ უნდა დავეჭვდეთ უფლის სიყვარულსა და უფლის შეწევნაში, ყოველთვის, მიუხედავად ჩვენი მცირედმორწმუნოებისა, ამ რწმენიდან, როგორი რწმენაც გვაქვს, უნდა შევღაღადოთ და ვევედროთ ლოცვით უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე“, - განაცხადა მეუფე შიომ.

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

"გასარკვევია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ - საპატრიარქოს შესაბამისი კომისია ალბათ იმსჯელებს" - მეუფე გრიგოლი

"ისტორიული დღის მომსწრე ვართ, ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო" - მეუფე შიო