პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კეკელიძემ აპრილის წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადების ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან დააანონსა
გიორგი კეკელიძემ აპრილის წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადების ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან დააანონსა

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე „ბიბ­ლუ­სის“ და „ანაგ­რა­მას“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სო­ფელ დიცს ეს­ტუმ­რა და ერთ-ერთ ოჯახს ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­უ­წყო.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ გა­და­იქ­ცეს, „ბიბ­ლუ­სი” და „ანაგ­რა­მა“ კი ამ იდე­ი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, თუ აქამ­დე წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღედ 23 აპ­რი­ლი მი­იჩ­ნე­ო­და, ახლა ტრა­დი­ცია მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა და მის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის, ისე პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მხრი­დან.

„სო­ფელ დიც­ში ჩა­ვე­დით - ოკუ­პა­ცი­ის გამ­ყოფ ხაზ­თან. იქ ორი ელე­ნე გვე­ლო­და - ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლი - ელე­ნე ბო­ლა­თა­ე­ვა-მინ­დი­აშ­ვი­ლი და პა­ტა­რა ელე­ნე მინ­დი­აშ­ვი­ლი. ორი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარს წიგ­ნე­ბი და წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა, რო­მე­ლიც წელს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ გვინ­და ვაქ­ცი­ოთ",ბიბ­ლუს­თან’’ და "ანაგ­რა­მას­თან’’, სწო­რედ ამ ოჯა­ხი­დან და­ვი­წყეთ და ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­ვუ­წყვეთ“ , - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ.

„ვუ­ერ­თდე­ბით გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიქ­ნე­ბით წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. 23 აპ­რილს, თუ შე­ზღუდ­ვებ­მა ხელი არ შეგ­ვი­შა­ლა, მკი­თხვე­ლებ­სა და წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ დღეს ვპირ­დე­ბით. #აჩუ­ქე­წიგ­ნი სა­ყო­ველ­თაო გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­შიც უკვე ორი წე­ლია უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ერ­თვე­ბა და გვი­ხა­რია, რომ 23 აპ­რი­ლი, უკვე იქცა ტრა­დი­ცი­ად, რო­დე­საც ყვე­ლა­ნი საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ვჩუქ­ნით წიგ­ნებს. წელს, გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ამ გა­მოწ­ვე­ვა­ში კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და იგი უფრო მას­შტა­ბურ სა­ხეს მი­ი­ღებს. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ წელს, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის მი­უ­ხედ­ვად, 23 აპ­რილს, დღე­სას­წა­უ­ლად ვაქ­ცევთ’’, - აცხა­დებს „ბიბ­ლუ­სის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის დი­რექ­ტო­რი, თა­მუ­ნა როს­ტი­აშ­ვი­ლი.

„ანაგ­რა­მა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­სა და "ბიბ­ლუ­სის" ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­დამ­ჭე­რია, რად­გან ვთვლით, რომ გა­ნათ­ლე­ბის ამაღ­ლე­ბის სა­კი­თხი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი საზ­რუ­ნა­ვია და გვინ­და, ჩვე­ნი წვლი­ლიც შე­ვი­ტა­ნოთ ამ საქ­მე­ში. წელს, პოსტპან­დე­მი­ურ გა­რე­მო­ში, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის აქ­ტი­ვო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა რო­გორც მკი­თხვე­ლის­თვის, ასე­ვე ავ­ტო­რე­ბის­თვის და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­თვის. სწო­რედ ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად პა­რა­ლე­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი პრობ­ლე­მი­სა, გვინ­და, მთე­ლი აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ გა­მო­ვა­ცხა­დოთ და ყვე­ლას ვთხო­ვოთ, შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ“,- აცხა­დებს „ანაგ­რა­მას“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თაკო რო­დო­ნა­ია.

(R)

დ გ
0

ჯობია ეროვნულ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მიხედოს

ავტორი:

გიორგი კეკელიძემ აპრილის წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადების ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან დააანონსა

გიორგი კეკელიძემ აპრილის წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადების ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან დააანონსა

წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ და „ანაგრამას“ წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს ესტუმრა და ერთ-ერთ ოჯახს ბიბლიოთეკა მოუწყო.

გიორგი კეკელიძის ინიციატივაა, რომ წიგნის ჩუქების დღე, წიგნის ჩუქების თვედ გადაიქცეს, „ბიბლუსი” და „ანაგრამა“ კი ამ იდეისა და მასთან დაკავშირებული აქციების აქტიური მხარდამჭერები არიან. შესაბამისად, თუ აქამდე წიგნის ჩუქების დღედ 23 აპრილი მიიჩნეოდა, ახლა ტრადიცია მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის, ისე პროექტის მხარდამჭერების მხრიდან.

„სოფელ დიცში ჩავედით - ოკუპაციის გამყოფ ხაზთან. იქ ორი ელენე გველოდა - ბებია და შვილიშვილი - ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილი და პატარა ელენე მინდიაშვილი. ორივეს ძალიან უყვარს წიგნები და წიგნის ჩუქების დღის აღნიშვნა, რომელიც წელს წიგნის ჩუქების თვედ გვინდა ვაქციოთ, ,,ბიბლუსთან’’ და ,,ანაგრამასთან’’, სწორედ ამ ოჯახიდან დავიწყეთ და ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ“ , - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

„ვუერთდებით გიორგი კეკელიძის ამ ინიციატივას და მთელი თვის განმავლობაში ვიქნებით წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებული აქციების მხარდამჭერები. 23 აპრილს, თუ შეზღუდვებმა ხელი არ შეგვიშალა, მკითხველებსა და წიგნის მოყვარულებს განსაკუთრებულ დღეს ვპირდებით. #აჩუქეწიგნი საყოველთაო გამოწვევაა, რომელშიც უკვე ორი წელია უამრავი ადამიანი ერთვება და გვიხარია, რომ 23 აპრილი, უკვე იქცა ტრადიციად, როდესაც ყველანი საყვარელ ადამიანებს ვჩუქნით წიგნებს. წელს, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ გამოწვევაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და იგი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. იმედს ვიტოვებთ, რომ წელს, კოვიდპანდემიის მიუხედვად, 23 აპრილს, დღესასწაულად ვაქცევთ’’, - აცხადებს „ბიბლუსის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, თამუნა როსტიაშვილი.

„ანაგრამა ეროვნული ბიბლიოთეკისა და "ბიბლუსის" ამ ინიციატივის მხარდამჭერია, რადგან ვთვლით, რომ განათლების ამაღლების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია და გვინდა, ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ამ საქმეში. წელს, პოსტპანდემიურ გარემოში, წიგნის ჩუქების აქტივობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა როგორც მკითხველისთვის, ასევე ავტორებისთვის და გამომცემლობებისთვის. სწორედ ამიტომ, მიუხედავად პარალელურად არსებული არაერთი პრობლემისა, გვინდა, მთელი აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოვაცხადოთ და ყველას ვთხოვოთ, შემოგვიერთდნენ“,- აცხადებს „ანაგრამას“ დამფუძნებელი თაკო როდონაია.

(R)

მხატვრობის მოკლე ისტორია - ანუ გზა გამოქვაბულებიდან მუზეუმებამდე

მოულოდნელი ფაქტები ინგლისელი „დეტექტივის დედოფლის“, აგათა კრისტისა და მისი რომანების შესახებ

გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ