საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტალინის დროს აშენებული სამხედრო სანატორიუმი შოვში, სადაც საბჭოთა ჯარის მაღალჩინოსნები ისვენებდნენ - ულამაზესი შენობის ისტორია
სტალინის დროს აშენებული სამხედრო სანატორიუმი შოვში, სადაც საბჭოთა ჯარის მაღალჩინოსნები ისვენებდნენ - ულამაზესი შენობის ისტორია

სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლია, მათ შო­რის, ისე­თიც, რო­მელ­საც წარ­სუ­ლის დი­დე­ბა დღემ­დე აქვს შერ­ჩე­ნი­ლი. შე­ნო­ბებს მი­ტო­ვე­ბი­სა და მო­უვ­ლე­ლო­ბის მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვა აქვს.

ამ თე­მის­კენ ბიძ­გი კი ერთ-ერ­თმა ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­მა Mitovebuli saxlebi მოგ­ვცა, სა­დაც ასე­თი სტა­ტუ­სი გან­თავ­სდა:

„სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი“ მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხის კა­ლა­პოტ­ში შეჭ­რილ მცი­რე კონ­ცხი­სე­ბურ პლა­ტო­ზეა აღ­მარ­თუ­ლი. შე­ნო­ბა სტა­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დრო­საა აგე­ბუ­ლი. კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად იგი არის ქვი­ან ფუნ­და­მენტზე აგე­ბუ­ლი, 3 სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი ქვის­გან არის აშე­ნე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე და მე­სა­მე სარ­თუ­ლე­ბი ხის­გან. შე­ნო­ბას აქვს უამ­რა­ვი მან­სარ­და და შუ­შა­ბან­დი. შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი ქვის პა­რა­დუ­ლი კი­ბით ეზოს უკავ­შირ­დე­ბა. შე­ნო­ბას აქვს რუ­სუ­ლი Ш ასოს ფორ­მა. დღემ­დე კარ­გად არის შე­ნა­ხუ­ლი სა­ხუ­რა­ვის სა­ფა­რი და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ფან­ჯა­რა. ად­გი­ლებ­ში ფუნ­და­მენ­ტის და­ზი­ა­ნე­ბის გამო კედ­ლე­ბი და ია­ტა­კი ოდ­ნავ არის მოხ­რი­ლი. შიგ­ნით არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი ხის კიბე და გა­ურ­კვე­ვე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავე­ჯი“.

რად­გან ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის სფე­რო­ში აღ­მოჩ­ნდა კუ­რორტ შო­ვის ეს ე.წ. „სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის“ შე­ნო­ბა, მას­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, თუმ­ცა ვრცე­ლი მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბა გა­ჭირ­და. შე­ნო­ბის ის­ტო­რი­ის აღ­დგე­ნა გარ­კვე­ულ­წი­ლად ისევ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით.

და­ვით ბი­ჭაშ­ვი­ლი, სო­ფელ გლო­ლის მცხოვ­რე­ბი, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო „რა­ჭუ­ლი სახ­ლის“ მე­პატ­რო­ნე:

- შოვი გლო­ლის ერთ-ერთი უბა­ნია, ანუ ად­გი­ლი, სა­დაც უშუ­ა­ლოდ არის სა­კუ­რორ­ტო ზონა.

რა შე­ნო­ბა­ზეც მე­კი­თხე­ბით, ეგ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დეა აშე­ნე­ბუ­ლი, სა­დაც სამ­ხედ­რო სა­ნა­ტო­რი­უ­მი იყო და მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი ის­ვე­ნებ­დნენ. არ­სე­ბობს გად­მო­ცე­მა, რომ ამ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში საბ­ჭო­თა ჯა­რის მარ­შა­ლი მი­ხე­ილ ტუ­ხა­ჩევ­სკიც ის­ვე­ნებ­და. ად­გი­ლობ­რი­ვებს სა­ნა­დი­როდ წა­უყ­ვა­ნი­ათ. ვინც რა­ჭის ტყე­ში მარშლის გამ­ყო­ლო­ბა ითა­ვა, მისი ნა­დი­რო­ბით ტუ­ხა­ჩევ­სკი ისე მო­ხიბ­ლუ­ლა, რომ თოფი უჩუ­ქე­ბია. მარ­შა­ლი მი­ხა­ილ ტუ­ხა­ჩევ­სკი მოგ­ვი­ა­ნე­ბით სამ­ხედ­რო საქ­მის გამო და­ი­ჭი­რეს და 37 წლის რეპ­რე­სი­ებ­ში მოყ­ვა. ეს ამ­ბა­ვი იმ რაჭ­ველ ბი­ჭ­საც ცუ­დად შე­ე­ხო - ბრა­ლი მო­უ­დეს, - ტუ­ხა­ჩევ­სკის კაცი ხარო. არა­და, ერ­თდერ­თხელ ნახა იმ ნა­დი­რო­ბი­სას... ასე არაფ­რის გამო გახ­და გიგა ბი­ჭაშ­ვი­ლი რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი.

ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, „სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში“ საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო­ე­ბი ამოჰ­ყავ­დათ, რად­გა­ნაც იქვე ახ­ლოს წვრთნებს გა­დი­ოდ­ნენ. უმე­ტე­სად ის ჯა­რის­კა­ცე­ბი ჭარ­ბობ­დნენ, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ავ­ღა­ნეთ­ში რომ მიჰ­ყავ­დათ.

1987 წლი­დან 1991 წლამ­დე ეს შე­ნო­ბა შო­ვის ტურ­ბა­ზის ბა­ლანსზე იყო და მათი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ნა­წი­ლი მანდ შე­ნო­ბა­ში ის­ვე­ნებ­და. „სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ის სი­ახ­ლო­ვეს ბევ­რი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლია და ამი­ტომ შე­ნო­ბა საბ­ჭო­თა ეპო­ქის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ნა­ტო­რი­უ­მი იყო.

90-იან წლებ­ში გა­ი­ძარ­ცვა და ახლა გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლია. 90-ია­ნებ­ში ვი­ღაც კერ­ძო პი­რის კუთ­ვნი­ლე­ბა იყო, მერე გა­ი­ყი­და, მგო­ნი, „ცენ­ტრ პო­ინტმა“ შე­ი­ძი­ნა. მათი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ კი მო­გეხ­სნე­ბათ და არის ასეთ მი­ტო­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

თა­ვად შე­ნო­ბას ეტყო­ბა, რომ ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის პრო­ექ­ტი არ უნდა იყოს, ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის შე­ნო­ბაა, თუმ­ცა ად­გი­ლო­რივ ტრა­დი­ცი­ულ ელე­მენ­ტებ­საც შე­ი­ცავს“...

აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტის შე­სა­ხებ ასე­ვე ცნო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი მეგი გუ­ტაშ­ვი­ლიც გვაწ­ვდის:

„ეს ობი­ექ­ტი 16506 - სა­არ­ღი­ცხვო ბა­რა­თის აღ­წე­რის ფრაგ­მენ­ტია: სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი კუ­რორტ შო­ვის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნი­მუშს წარ­მო­ად­გენს. სხვა­დას­ხვა ელე­მენ­ტი (მაგ.: ფრონ­ტო­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა, კი­ბის მო­ა­ჯი­რი და სხვ.) პირ­და­პირ კავ­შირს ავ­ლენს შოვ­ში მდე­ბა­რე ვი­ლებ­თან. ნა­გე­ბო­ბა კარ­გად და ფუნ­ქცი­უ­რად გათ­ვლი­ლი სივ­რცი­სა და ექ­სტე­რი­ერ­ში მოხ­დე­ნი­ლად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის გა­აზ­რე­ბულ ერ­თობ­ლი­ო­ბას წარ­მო­ად­გენს.

სა­არ­ღი­ცხვო ბა­რა­თის არ­წე­რის ფრაგ­მენ­ტი: ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბა სარ­და­ფი­სა და მან­სარ­დის სარ­თუ­ლებს შე­ი­ცავს. შე­ნო­ბა ქვი­საა და ქვის მყარ სარ­დაფ­ზეა და­ფუ­ნე­ბუ­ლი. და­ფერ­დე­ბუ­ლი რე­ლი­ე­ფის გამო, მისი ნა­წი­ლი მი­წა­შია მოქ­ცე­უ­ლი. ნა­გე­ბო­ბის ორი­ვე მხა­რეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი გრძი­ვი ფა­სა­დი, თით­ქმის სრუ­ლად სი­მეტ­რი­უ­ლია. მათ­გან წინა, სარ­და­ფის სარ­თუ­ლის გა­მოკ­ლე­ბით, სი­მეტ­რი­უ­ლია“.

  • ვინ და რო­გორ აა­შე­ნა კუ­რორ­ტი შოვი

თა­ვად შოვი ზემო რა­ჭის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ონი­დან 25 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით სა­ო­ცარ ბუ­ნე­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს.

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კუ­რორ­ტებ­თან შე­და­რე­ბით, ის ახალ­გაზ­რდაა. მისი და­მა­არ­სე­ბე­ლია რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი, ექი­მი შამ­შე ლეჟა­ვა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წე­დი­სი­დან იყო. მან სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, სა­დაც 1905-დან 1910 წლამ­დე სწავ­ლობ­და.

ექი­მი ლეჟა­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო სა­კუ­რორ­ტო საქ­მით, რის გა­მოც სტუ­დენ­ტო­ბი­სას სა­ზღვარ­გა­რეთ სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტს ეც­ნო­ბო­და და ამის გამო ევ­რო­პა­ში ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და. 1908 წელს ფე­ხი­თაც გა­და­ვი­და ჟე­ნე­ვი­დან ვე­ნა­ში, რომ გულ­დას­მით შე­ეს­წავ­ლა არა­ერ­თი კუ­რორ­ტი.

1910 წელს ლეჟა­ვამ და­ამ­თავ­რა ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტი, მი­ი­ღო ექი­მის წო­დე­ბა და იმა­ვე წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

ლეჟა­ვა კვლავ გა­ემ­გზავ­რა რუ­სეთ­ში. 1911 წელს მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იც­ნო ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი პრო­ფე­სო­რი ღამ­ბა­რო­ვი, რო­მელ­საც აზრი გა­უ­ზი­ა­რა კუ­რორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ... ლეჟა­ვას გულ­მოდ­გი­ნე ცდის მი­უ­ხე­და­ვად, ვერც ერთ პე­რი­ოდ­ში ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და შოვ­ში კუ­რორ­ტის გა­შე­ნე­ბის იდეა.

1923 წლის მა­ის­ში და­ი­ნიშ­ნა კუ­რორტ შო­ვის მშე­ნებ­ლო­ბის კო­მი­სია. იმა­ვე წელს შე­იქ­მნა სამ­შე­ნებ­ლო კო­მი­ტე­ტი, რო­მელ­შიც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან ერ­თად, ტექ­ნი­კუ­რი მუ­შა­კე­ბიც შე­ვიდ­ნენ.

1923 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­მო­ი­ყო თან­ხის ნა­წი­ლი, რი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბა. 1923 წლის აგ­ვის­ტო­ში შოვ­ში სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­დი­ცია ჩა­ვი­და, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ - გე­ო­ლო­გი ავ­ქსენ­ტი­ე­ვი, ტო­პოგ­რა­ფი პრო­ფე­სო­რი ბე­ნაშ­ვი­ლი და ქი­მი­კო­სი კუ­პცი­სი. 1923 წლის ნო­ემ­ბერ­ში წი­ნას­წა­რი სა­მუ­შა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის შოვ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ინ­ჟი­ნე­რი ა.ჭი­ჭი­ნა­ძე მი­ავ­ლი­ნეს. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოკ­ლე ხან­ში აშენ­და ხიდი მდი­ნა­რე ჭან­ჭახ­ზე, რის შე­დე­გა­დაც უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ქუ­თა­ი­სი­დან სა­შე­ნი მა­სა­ლის შოვ­ში შე­ზიდ­ვა. ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­სა­ღე­ბად წყა­ლი უნდა გა­მოყ­ვა­ნი­ლი­ყო მდი­ნა­რე ბუ­ბი­დან. ამ სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­და ინ­ჟი­ნე­რი კოლ­ჩი­ნი. 1925 წლის 15 ივ­ლისს სა­ძირ­კვე­ლი ჩა­ე­ყა­რა სა­ნა­ტო­რი­უ­მის შე­ნო­ბას. კუ­რორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა სწრა­ფი ტემ­პით წა­ვი­და და 1928 წელს იგი უკვე მზად იყო სა­ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ოდ. წიწ­ვნარ­ში აშენ­და სა­ნა­ტო­რი­უ­მის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ლა­მა­ზი შე­ნო­ბა, სას­ტუმ­რო, ელექტრო­სად­გუ­რი, კუ­რორ­ტის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, პო­ლიკ­ლი­ნი­კა, მე­ო­რე სა­ნა­ტო­რი­უ­მი.

1929 წელს სა­კუ­რორ­ტო სამ­მარ­თვე­ლოს სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა კუ­რორ­ტი. შედ­გა დიდი მი­ტინ­გი, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო, მათ შო­რის, იყ­ვნენ ევ­რო­პი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ბექა
1

Სამწუხაროდ რამოდენიმე თვისწინ ფერფლად იქცა ეს ისტორიული შენობა.

ავთანდილი
2

ამ შენობის აივნიან გვერდითა ოთახშიგიორგი ბერიშვკილი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად..თავად აღარაა ცოცხალი,მაგრამ მისი შვილი ვასოსაგან ბევრ რამეს შეიტყობდით,იმასაც,რომ დასასვენებელი სახლი უფრო შირმა იყო და ჯარისკაცები მოძიებით სამუშაოებს ეწეოდნენ კლდე -ღრეებში.უფრო გეოლოგიური ხაზით3-4 დღე გადიოდნენ და არ ბრუნდებოდნენ.....ოფიცრები ცოლ-შვილით იყვნენ და რატომღაც ყოველ წელს ერთი და იგივე შემადგენლობა ცხოვრობდა იქ...მეც მახსოვს ბუნდოვნად რაღაცეები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

სტალინის დროს აშენებული სამხედრო სანატორიუმი შოვში, სადაც საბჭოთა ჯარის მაღალჩინოსნები ისვენებდნენ - ულამაზესი შენობის ისტორია

სტალინის დროს აშენებული სამხედრო სანატორიუმი შოვში, სადაც საბჭოთა ჯარის მაღალჩინოსნები ისვენებდნენ - ულამაზესი შენობის ისტორია

საქართველოში არაერთი მიტოვებული სახლია, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც წარსულის დიდება დღემდე აქვს შერჩენილი. შენობებს მიტოვებისა და მოუვლელობის მიზეზი სხვადასხვა აქვს.

ამ თემისკენ ბიძგი კი ერთ-ერთმა ფეისბუქ-ჯგუფმა Mitovebuli saxlebi მოგვცა, სადაც ასეთი სტატუსი განთავსდა:

„სამხედრო ჰოსპიტალი“ მდინარე ჭანჭახის კალაპოტში შეჭრილ მცირე კონცხისებურ პლატოზეა აღმართული. შენობა სტალინის მმართველობის დროსაა აგებული. კონსტრუქციულად იგი არის ქვიან ფუნდამენტზე აგებული, 3 სართულიანი შენობა. პირველი სართული ქვისგან არის აშენებული, ხოლო მეორე და მესამე სართულები ხისგან. შენობას აქვს უამრავი მანსარდა და შუშაბანდი. შენობის შესასვლელი ქვის პარადული კიბით ეზოს უკავშირდება. შენობას აქვს რუსული Ш ასოს ფორმა. დღემდე კარგად არის შენახული სახურავის საფარი და პრაქტიკულად ყველა ფანჯარა. ადგილებში ფუნდამენტის დაზიანების გამო კედლები და იატაკი ოდნავ არის მოხრილი. შიგნით არის შემორჩენილი ხის კიბე და გაურკვეველი დანიშნულების ავეჯი“.

რადგან ჩვენი ყურადღების სფეროში აღმოჩნდა კურორტ შოვის ეს ე.წ. „სამხედრო ჰოსპიტლის“ შენობა, მასზე მეტი ინფორმაციის მოპოვება გადავწყვიტეთ, თუმცა ვრცელი მასალის მოძიება გაჭირდა. შენობის ისტორიის აღდგენა გარკვეულწილად ისევ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით შევძელით.

დავით ბიჭაშვილი, სოფელ გლოლის მცხოვრები, საოჯახო სასტუმრო „რაჭული სახლის“ მეპატრონე:

- შოვი გლოლის ერთ-ერთი უბანია, ანუ ადგილი, სადაც უშუალოდ არის საკურორტო ზონა.

რა შენობაზეც მეკითხებით, ეგ მეორე მსოფლიო ომამდეა აშენებული, სადაც სამხედრო სანატორიუმი იყო და მაღალჩინოსანი სამხედროები ისვენებდნენ. არსებობს გადმოცემა, რომ ამ სანატორიუმში საბჭოთა ჯარის მარშალი მიხეილ ტუხაჩევსკიც ისვენებდა. ადგილობრივებს სანადიროდ წაუყვანიათ. ვინც რაჭის ტყეში მარშლის გამყოლობა ითავა, მისი ნადირობით ტუხაჩევსკი ისე მოხიბლულა, რომ თოფი უჩუქებია. მარშალი მიხაილ ტუხაჩევსკი მოგვიანებით სამხედრო საქმის გამო დაიჭირეს და 37 წლის რეპრესიებში მოყვა. ეს ამბავი იმ რაჭველ ბიჭსაც ცუდად შეეხო - ბრალი მოუდეს, - ტუხაჩევსკის კაცი ხარო. არადა, ერთდერთხელ ნახა იმ ნადირობისას... ასე არაფრის გამო გახდა გიგა ბიჭაშვილი რეპრესიების მსხვერპლი.

ჩემს ბავშვობაში, „სამხედრო ჰოსპიტალში“ საბჭოთა სამხედროები ამოჰყავდათ, რადგანაც იქვე ახლოს წვრთნებს გადიოდნენ. უმეტესად ის ჯარისკაცები ჭარბობდნენ, საბჭოთა პერიოდში ავღანეთში რომ მიჰყავდათ.

1987 წლიდან 1991 წლამდე ეს შენობა შოვის ტურბაზის ბალანსზე იყო და მათი დამსვენებლების ნაწილი მანდ შენობაში ისვენებდა. „სამხედრო ჰოსპიტლის“ ტერიტორიის სიახლოვეს ბევრი მინერალური წყალია და ამიტომ შენობა საბჭოთა ეპოქის ჩვეულებრივი სანატორიუმი იყო.

90-იან წლებში გაიძარცვა და ახლა გაპარტახებულია. 90-იანებში ვიღაც კერძო პირის კუთვნილება იყო, მერე გაიყიდა, მგონი, „ცენტრ პოინტმა“ შეიძინა. მათი პრობლემების შესახებ კი მოგეხსნებათ და არის ასეთ მიტოვებულ მდგომარეობაში.

თავად შენობას ეტყობა, რომ ქართველი არქიტექტორის პროექტი არ უნდა იყოს, ევროპული სტილის შენობაა, თუმცა ადგილორივ ტრადიციულ ელემენტებსაც შეიცავს“...

აღნიშნული ობიექტის შესახებ ასევე ცნობას ადგილობრივი მკვიდრი მეგი გუტაშვილიც გვაწვდის:

„ეს ობიექტი 16506 - საარღიცხვო ბარათის აღწერის ფრაგმენტია: სამხედრო ჰოსპიტალი კურორტ შოვის ერთ-ერთი თვალსაჩინო არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. სხვადასხვა ელემენტი (მაგ.: ფრონტონების გაფორმება, კიბის მოაჯირი და სხვ.) პირდაპირ კავშირს ავლენს შოვში მდებარე ვილებთან. ნაგებობა კარგად და ფუნქციურად გათვლილი სივრცისა და ექსტერიერში მოხდენილად განაწილებული ხუროთმოძღვრული ელემენტების გააზრებულ ერთობლიობას წარმოადგენს.

საარღიცხვო ბარათის არწერის ფრაგმენტი: ჰორიზონტალურად განვითარებული ერთსართულიანი ნაგებობა სარდაფისა და მანსარდის სართულებს შეიცავს. შენობა ქვისაა და ქვის მყარ სარდაფზეა დაფუნებული. დაფერდებული რელიეფის გამო, მისი ნაწილი მიწაშია მოქცეული. ნაგებობის ორივე მხარეს წარმოდგენილი გრძივი ფასადი, თითქმის სრულად სიმეტრიულია. მათგან წინა, სარდაფის სართულის გამოკლებით, სიმეტრიულია“.

  • ვინ და როგორ ააშენა კურორტი შოვი

თავად შოვი ზემო რაჭის ნაწილია, რომელიც ქალაქ ონიდან 25 კილომეტრის დაშორებით საოცარ ბუნებაში მდებარეობს.

საქართველოს სხვა კურორტებთან შედარებით, ის ახალგაზრდაა. მისი დამაარსებელია რევოლუციონერი, ექიმი შამშე ლეჟავა, რომელიც წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ წედისიდან იყო. მან სამედიცინო განათლება ვენის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც 1905-დან 1910 წლამდე სწავლობდა.

ექიმი ლეჟავა დაინტერესებული იყო საკურორტო საქმით, რის გამოც სტუდენტობისას საზღვარგარეთ სხვადასხვა კურორტს ეცნობოდა და ამის გამო ევროპაში ბევრს მოგზაურობდა. 1908 წელს ფეხითაც გადავიდა ჟენევიდან ვენაში, რომ გულდასმით შეესწავლა არაერთი კურორტი.

1910 წელს ლეჟავამ დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, მიიღო ექიმის წოდება და იმავე წელს საქართველოში დაბრუნდა.

ლეჟავა კვლავ გაემგზავრა რუსეთში. 1911 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში გაიცნო ცნობილი იურისტი პროფესორი ღამბაროვი, რომელსაც აზრი გაუზიარა კურორტის მშენებლობის შესახებ... ლეჟავას გულმოდგინე ცდის მიუხედავად, ვერც ერთ პერიოდში ვერ განხორციელდა შოვში კურორტის გაშენების იდეა.

1923 წლის მაისში დაინიშნა კურორტ შოვის მშენებლობის კომისია. იმავე წელს შეიქმნა სამშენებლო კომიტეტი, რომელშიც სამედიცინო პერსონალთან ერთად, ტექნიკური მუშაკებიც შევიდნენ.

1923 წლის მეორე ნახევარში გამოიყო თანხის ნაწილი, რითაც შეიძლებოდა მშენებლობის დაწყება. 1923 წლის აგვისტოში შოვში სამეცნიერო ექსპედიცია ჩავიდა, რომელშიც მონაწილეობდნენ - გეოლოგი ავქსენტიევი, ტოპოგრაფი პროფესორი ბენაშვილი და ქიმიკოსი კუპცისი. 1923 წლის ნოემბერში წინასწარი სამუშაობის ორგანიზაციისთვის შოვში გამოჩენილი ინჟინერი ა.ჭიჭინაძე მიავლინეს. მისი ხელმძღვანელობით მოკლე ხანში აშენდა ხიდი მდინარე ჭანჭახზე, რის შედეგადაც უკვე შესაძლებელი გახდა ქუთაისიდან საშენი მასალის შოვში შეზიდვა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო მდინარე ჭანჭახის მარჯვენა ნაპირზე, ელექტროენერგიის მისაღებად წყალი უნდა გამოყვანილიყო მდინარე ბუბიდან. ამ სამუშაოებს აწარმოებდა ინჟინერი კოლჩინი. 1925 წლის 15 ივლისს საძირკველი ჩაეყარა სანატორიუმის შენობას. კურორტის მშენებლობა სწრაფი ტემპით წავიდა და 1928 წელს იგი უკვე მზად იყო საექსპლოატაციოდ. წიწვნარში აშენდა სანატორიუმის ორსართულიანი ლამაზი შენობა, სასტუმრო, ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი, პოლიკლინიკა, მეორე სანატორიუმი.

1929 წელს საკურორტო სამმართველოს საზეიმო ვითარებაში გადაეცა კურორტი. შედგა დიდი მიტინგი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, იყვნენ ევროპიდან ჩამოსული სტუმრები.