საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვირიკაშვილს შემთხვევით შევხვდით, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მერე ყავაზე დავპატიჟეთ და დავიშალეთ" - შესაძლოა მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს შორის პოლიტიკური ალიანსი შედგეს?
"კვირიკაშვილს შემთხვევით შევხვდით, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მერე ყავაზე დავპატიჟეთ და დავიშალეთ" - შესაძლოა მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს შორის პოლიტიკური ალიანსი შედგეს?

ამ ცოტა ხნის წინ, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ძლი­ე­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძა­ლის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ასე­ვე ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი არ არი­ან მზად იმი­სათ­ვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ა­ბა­რონ რო­მე­ლი­მე ერთ მო­თა­მა­შეს - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, ძლი­ე­რი მო­თა­მა­შის გა­ჩე­ნა პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე და ამ ძლი­ე­რი მო­თა­მა­შის მეშ­ვე­ო­ბით იმ ნა­თე­ლი, გან­ჭვრე­ტა­დი მო­მავ­ლის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­შიც კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა ამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძა­ლის ირ­გვლივ ფორ­მირ­დე­ბა... ამ ალი­ანსს ვხე­დავ რო­გორც ძა­ლას, შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვაჩ­ვე­ნოთ პარტნი­ო­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ჭვრე­ტა­დი, სტა­ბი­ლუ­რი მო­მავ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტა. ასე­ვე მე ვეყ­რდნო­ბი იმ კვლე­ვებს, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა. ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი და მზა­ო­ბა არ­სე­ბობს. მაგ­რამ დღეს ეს ძალა არა უბ­რა­ლოდ კარ­გი სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გის და­დე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, ეს არის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი, იმი­ტომ, რომ ორი სხვა­დას­ხვა პო­ლუ­სი სა­შიშ­რო­ე­ბის და დის­ბა­ლან­სის პო­ტე­ცი­ალს ქმნის“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ასეთ ძა­ლას ჩა­უდ­გეს სა­თა­ვე­ში, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხი ასე­თი იყო:

"ბუ­ნებ­რი­ვია, მე ამ ბრძო­ლა­ში ვიქ­ნე­ბი, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის ბრძო­ლაა, მე ვიქ­ნე­ბი ერთ-ერთი რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი ისე­ვე, რო­გორც ვი­ყა­ვი ხოლ­მე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ჩემს როლს ვთა­მა­შობ­დი“.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა ეჭვი და მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით უბ­რუნ­დე­ბო­და და არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ. რო­გორც ambebi,ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, შე­იძ­ლე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ყო­ფილ პრე­მი­ერ - გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ბოლო დროს ასე­ვე გა­აქ­ტი­ურ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით, პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შექ­მნას. ამ ალი­ან­სში ასე­ვე მო­ი­აზ­რე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა ექსმი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდ­მა­რის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში და­არ­სე­ბუ­ლი პარ­ტი­ის "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - სო­ლი­და­რო­ბის ალი­ან­სის" ლი­დე­რე­ბი: ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აღა­რა­ფერ­ზე აკე­თებს. მან არც უარ­ყო და არც და­ა­დას­ტუ­რა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. " ხალ­ხი ბევრ რა­მეს ამ­ბობს და მო­მა­ვალ­შიც იტყვის", - გა­ნა­ცახ­და მან.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით ჯაბა ჯიშ­კა­რი­ან­საც.

- რამე რომ იყოს, აუ­ცი­ლებ­ლად გე­ტყო­დით. რაც შე­ე­ხე­ბა კვი­რი­კაშ­ვილს, ის ჩემი მე­გო­ბა­რია. და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, მე და "გო­გი­ჩა" მივ­დი­ო­დით, შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით მას, მო­ვი­კი­თხეთ ერ­თმა­ნე­თი, მერე ყა­ვა­ზე დავ­პა­ტი­ჟეთ და და­ვი­შა­ლეთ. ვიცი, ვი­ღა­ცე­ე­ბი კი მო­ა­ბა­მენ კუდს, მაგ­რამ ჩვენ რა­მის თქმა და გა­კე­თე­ბა რომ გვინ­დო­დეს, ვე­რა­ვინ დაგ­ვას­წრებს, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ფერს სა­ჯა­როდ ვა­კე­თებთ.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმდე­ბით?

- უნდა ავ­წონ-დავ­წო­ნოთ რა­ღა­ცე­ბი, ვი­ღა­ცებ­მა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ღიად უნდა გა­მო­ხა­ტონ - ვინ ვინ არის, ვის რა უნდა, რა პო­ზი­ცია აქვს, სად დგას ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი, რო­გორ ხე­და­ვენ მო­მა­ვალს, რო­გორ ხე­და­ვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ვლილ 9 წელს და ყვე­ლაფ­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის მერე გა­დავ­წყვეტთ.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
19

ნეტა ვის დაკარგვიხარ.

manana
28

საშინელი არაკაცია ეს ნაპრეზიდენტალი!

ავტორი:

"კვირიკაშვილს შემთხვევით შევხვდით, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მერე ყავაზე დავპატიჟეთ და დავიშალეთ" - შესაძლოა მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს შორის პოლიტიკური ალიანსი შედგეს?

"კვირიკაშვილს შემთხვევით შევხვდით, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მერე ყავაზე დავპატიჟეთ და დავიშალეთ" - შესაძლოა მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს შორის პოლიტიკური ალიანსი შედგეს?

ამ ცოტა ხნის წინ, ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნის აუცილებლობაზე ილაპარაკა.

"ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისათვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს - "ქართულ ოცნებას“, ან "ნაციონალურ მოძრაობას". უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება... ამ ალიანსს ვხედავ როგორც ძალას, შესაძლებლობას, ვაჩვენოთ პარტნიორებს და საზოგადოებას განჭვრეტადი, სტაბილური მომავლის პოლიტიკური გადაწყვეტა. ასევე მე ვეყრდნობი იმ კვლევებს, რომელიც ტარდება. ეს პოტენციალი და მზაობა არსებობს. მაგრამ დღეს ეს ძალა არა უბრალოდ კარგი საარჩევნო შედეგის დადების წინაპირობაა, ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა პოლუსი საშიშროების და დისბალანსის პოტეციალს ქმნის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მარგველაშვილი ასეთ ძალას ჩაუდგეს სათავეში, ყოფილი პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო:

"ბუნებრივია, მე ამ ბრძოლაში ვიქნები, რომელიც დემოკრატიულობის და სტაბილურობის ბრძოლაა, მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ისევე, როგორც ვიყავი ხოლმე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ჩემს როლს ვთამაშობდი“.

მარგველაშვილის ამ განცხადებამ საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი და მოლოდინი იმისა, რომ ექსპრეზიდენტი აქტიურ პოლიტიკას განსხვავებული იმიჯით უბრუნდებოდა და არც თუ უსაფუძვლოდ. როგორც ambebi,ge-სთვის გახდა ცნობილი, შეიძლება გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრემიერ - გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, რომელიც ბოლო დროს ასევე გააქტიურდა პოლიტიკური განცხადებებით, პოლიტიკურ გაერთიანება შექმნას. ამ ალიანსში ასევე მოიაზრება საგარეო საქმეთა ექსმინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის თავმჯდმარის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, გასული წლის ივნისში დაარსებული პარტიის "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები: ლევან გოგიჩაიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი მარგველაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს აღარაფერზე აკეთებს. მან არც უარყო და არც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია. " ხალხი ბევრ რამეს ამბობს და მომავალშიც იტყვის", - განაცახდა მან.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ჯაბა ჯიშკარიანსაც.

- რამე რომ იყოს, აუცილებლად გეტყოდით. რაც შეეხება კვირიკაშვილს, ის ჩემი მეგობარია. დასამალი არაფერია, მე და "გოგიჩა" მივდიოდით, შემთხვევით შევხვდით მას, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მერე ყავაზე დავპატიჟეთ და დავიშალეთ. ვიცი, ვიღაცეები კი მოაბამენ კუდს, მაგრამ ჩვენ რამის თქმა და გაკეთება რომ გვინდოდეს, ვერავინ დაგვასწრებს, ვინაიდან ყველაფერს საჯაროდ ვაკეთებთ.

- შემოთავაზების შემთხვევაში თანამშრომლობაზე დათანხმდებით?

- უნდა ავწონ-დავწონოთ რაღაცები, ვიღაცებმა საკუთარი პოზიცია ღიად უნდა გამოხატონ - ვინ ვინ არის, ვის რა უნდა, რა პოზიცია აქვს, სად დგას ეროვნული ინტერესი, როგორ ხედავენ მომავალს, როგორ ხედავენ "ქართული ოცნების“ განვლილ 9 წელს და ყველაფრის გაანალიზების მერე გადავწყვეტთ.

"თუ კალაძემ წასვლაზე იფიქრა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მისცეს იმხელა ტრამპლინი, რამხელა ამბიციაც ჰქონდა" - რა პროცესებს პროგნოზირებს ეკა ბესელია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი