საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ში 30 მლნ დაინფიცირებულს შორის 500 ათასზე მეტი გარდაიცვალა, 140 მლნ-ზე მეტი აცრილი ადამიანიდან სიკვდილის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი
"აშშ-ში 30 მლნ დაინფიცირებულს შორის 500 ათასზე მეტი გარდაიცვალა, 140 მლნ-ზე მეტი აცრილი ადამიანიდან სიკვდილის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი

სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს, მაგ­რამ და­სა­წყი­სის­თვის ქვე­ყა­ნა­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნამ, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი მსოფ­ლიო აჟი­ო­ტა­ჟი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკეპ­ტი­კოს­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ზარ­და. ამას და­ერ­თო ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი - "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რა­მაც ძა­ლი­ან შე­ა­ფერ­ხა პრო­ცე­სი - ადა­მი­ა­ნე­ბი იც­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ - კან­ტი­კუნ­ტად. თუმ­ცა მა­ლე­ვე შე­მო­ი­ტა­ნეს "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მაც გა­ი­ა­რა რე­გის­ტრა­ცია და დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ვაქ­ცი­ნი­თაც და­ი­წყო აც­რე­ბი. და მა­ინც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კვლავ იკა­ვებს თავს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­გან.

რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში? თუნ­დაც ნიუ-ჰემფში­რის შტა­ტის ქა­ლაქ ჰა­ნო­ვერ­ში, სა­დაც ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი მეც­ნი­ე­რი - ჰა­ნო­ვე­რის დარ­ტმო­უ­თის კო­ლე­ჯის პრო­ფე­სო­რი ფრი­დონ შუ­ბი­თი­ძე და მისი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. სხვა­თა შო­რის, ბა­ტო­ნი ფრი­დო­ნი და მისი მე­უღ­ლე, იმა­ვე კო­ლე­ჯის წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი ირმა შა­მა­თა­ვა-შუ­ბი­თი­ძე გუ­შინ აიცრ­ნენ, ერთი დღით ადრე კი ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­და მათ ქა­ლიშ­ვილს - სა­ლო­მეს.

ბა­ტონ ფრი­დონს ამე­რი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, მო­ვი­კი­თხეთ, აც­რის შემ­დეგ თავს რო­გორ გრძნო­ბენ და ვთხო­ვეთ, მო­ე­თხრო მათი ოჯა­ხის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის დე­ტა­ლე­ბი - რა პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­ი­ა­რეს და რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნით აიცრ­ნენ?

ფრი­დონ შუ­ბი­თი­ძე:

- დიდი მად­ლო­ბა მო­კი­თხვის­თვის. აქ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყეს, და ოთხი თვეა, პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამი­ტომ სის­ტე­მა თით­ქმის იდე­ა­ლურ მდო­მა­რე­ო­ბამ­დეა მიყ­ვა­ნი­ლი. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, კო­ლე­ჯ­მა ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა, რომ მსურ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ვაქ­ცი­ნა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ონ­ლა­ინ დავ­რე­გის­ტრირ­დით და დავ­ნიშ­ნეთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თა­რი­ღი და დრო. გა­ვი­ა­რეთ შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რა, აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის (CDC) მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კი­თხვა­რე­ბი, უამ­რა­ვი შე­კი­თხვა და­ის­ვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მხრი­დან და მხო­ლოდ ამის მერე უპ­რობ­ლე­მოდ ავი­ცე­რით "მო­დერ­ნა­თი“. 30-45 წუ­თამ­დე იქვე და­ვე­ლო­დეთ მო­სა­ლოდ­ნელ უკუჩ­ვე­ნე­ბებს. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მო­შო­რე­ბით ის­ხდნენ მო­სა­ლოდ­ნე­ლი უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბის მო­ლო­დინ­ში. ყვე­ლა­ფე­რი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მზად იყო პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ყვე­ლა ნივ­თი - სა­კა­ცით და­წყე­ბუ­ლი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. გაწ­ვრთნი­ლი პერ­სო­ნა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ას­რუ­ლებ­და ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ პრო­ცე­დუ­რას. ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აც­რის შემ­დგომ დავ­რე­გის­ტრირ­დით CDC-ის ვებგ­ვერ­დზე და შე­ვიყ­ვა­ნეთ ჩვე­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცია. მომ­დევ­ნო სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სის­ტე­მა­ტუ­რად, ტე­ლე­ფო­ნით მო­დი­ო­და შე­კი­თხვე­ბი, რა სიმპტო­მებს ვგრძნობ­დით და რა დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ჩა­ი­ა­რა. ასე­ვე, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ჩა­ტარ­და აც­რე­ბი სა­ლო­მეს კო­ლე­ჯშიც, ოჰა­ი­ოს შტატ­ში.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წინ

- ბა­ტო­ნო ფრი­დონ, უამ­რავ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ, პან­დე­მი­ის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რეთ, რად­გან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყა­ვით, ვინც ყვე­ლას­თვის გა­სა­გებ ენა­ზე აგ­ვიხ­სე­ნით კო­ვიდ-19-ის, ასე ვთქვათ, ანა­ტო­მია, ასე­ვე, პირ­ველ­მა გვამ­ცნეთ "მო­დერ­ნას“ მიერ ვაქ­ცი­ნის და­სამ­ზა­დებ­ლად და­წყე­ბულ კვლე­ვებ­ზე. აგ­ვიხ­სე­ნით, რა გა­ნას­ხვა­ვებს ერ­თმა­ნე­თის­გან არ­სე­ბულ ვაქ­ცი­ნებს, თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნილ "ას­ტრა­ზე­ნე­კა­სა“ და "ფა­ი­ზერს“, რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ მათ გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე, უკუჩ­ვე­ნე­ბებ­ზე, მათ­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე და კი­დევ, თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ უნდა გა­ჩე­ნი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­გვა­რი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სად­მი?

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შე­მო­ტა­ნას და პირ­ველ სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვას - ქალ­ბა­ტო­ნი მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, - მეგი ჩემი ახ­ლო­ბე­ლი იყო. ალ­ბათ, ყვე­ლამ ნახა, ინ­ტერ­ვი­უს დროს რო­გორ ცდი­ლობ­და იგი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სი­კე­თე­ში ხალ­ხის დარ­წმუ­ნე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­გის ცხოვ­რე­ბა ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და, მე ვი­ტყო­დი, რომ სა­კუ­თა­რი თავ­გან­წირ­ვით მან ბევ­რის სი­ცო­ცხლე და­იც­ვა!

შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო, სა­ინ­ფორ­მა­ციო თვალ­საზ­რი­სით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის­თვის საკ­მა­რი­სად არ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

სა­ლო­მე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ

ვიდ­რე ვაქ­ცი­ნამ­დე და მის აგი­ტა­ცი­ამ­დე მი­ვალთ, ასეთ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ - ზა­ფხულ­ში ჩვენს ქა­ლაქ­ში და­ი­წყეს მსჯე­ლო­ბა, ბავ­შვებს ევ­ლოთ სკო­ლა­ში თუ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი კვლავ დის­ტან­ცი­უ­რად და­ე­წყოთ. სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და მშობ­ლებ­მა მო­ა­წყვეს დის­ტან­ცი­უ­რი ონ­ლა­ინ შეკ­რე­ბა, სა­დაც მო­იწ­ვი­ეს ვირუ­სო­ლო­გე­ბი და ჰოს­პიტ­ლის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტი, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი­თა და მო­ნა­ცე­მე­ბით დაგ­ვარ­წმუ­ნეს მშობ­ლე­ბი, ყვე­ლა­ზე სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლე­ბიც კი, რომ თუ ბავ­შვე­ბი და უფ­რო­სე­ბი და­ი­ცავ­დნენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ვირუ­სის გა­და­ცე­მის საფრ­თხე მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვი­დო­და. 95%-ზე მეტ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ბავ­შვე­ბი სკო­ლას უნდა დაბ­რუ­ნე­ბოდ­ნენ. 7-8 თვეა, ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში და­დი­ან და გა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვა, თით­ქმის, არ ყო­ფი­ლა. აქ მთა­ვა­რი მარ­ტი­ვად და სწო­რად ახ­სნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია აღ­მოჩ­ნდა და ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი იყო. ალ­ბათ, მი­მიხ­ვდით, რა­ტო­მაც მო­ვიყ­ვა­ნე ეს მა­გა­ლი­თი. რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, თქვენ­თან, ისე­ვე, რო­გორც ჩვენ­თან და მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ნა­წილ­ში, არ­სე­ბობს ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია და არც მა­ლავს, რომ ვაქ­ცი­ნა უნდა გა­ი­კე­თოს, რად­გან მას ასე სწამს, მაგ­რამ არ­სე­ბობს სხვა ჯგუ­ფიც, რო­მელ­საც უჭირს და­ჯე­რე­ბა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ჭი­როა და ფიქ­რობს, რომ იგი ვნე­ბის მომ­ტან რა­მეს შე­ი­ცავს და ა.შ. ასე­თი ჯგუ­ფე­ბი მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­შია. ამი­ტომ, უპირ­ვე­ლე­სად, ადა­მი­ა­ნებს უნდა ავუხ­სნათ, რა არის ვაქ­ცი­ნა და რო­გორ მუ­შა­ობს იგი, შემ­დეგ კი უნდა მივ­ცეთ მათ არ­ჩე­ვა­ნი - ვაქ­ცი­ნა­ცია გა­და­წყვი­ტონ თუ დარ­ჩნენ მის გა­რე­შე. წნე­ხი არ შე­იძ­ლე­ბა, გზა თა­ვად უნდა აირ­ჩი­ონ და, შე­სა­ბა­მი­სად, ამით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღონ.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ მო­საც­დე­ლი დარ­ბა­ზი

რო­დე­საც ლა­პა­რა­კია ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე სი­ახ­ლის მი­ტა­ნა­ზე, თუ ადა­მი­ა­ნი მას­ში კარ­გად არ არის გარ­კვე­უ­ლი, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კუ­თარ თავ­ზე სი­ახ­ლის გა­მოც­და არა­ვის უნდა. გარ­შე­მო ახა­ლი რე­ა­ლო­ბა გვაქვს, ეს პრე­პა­რა­ტე­ბიც ახა­ლია, ამი­ტომ მათ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფა­ქი­ზი უნდა იყოს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვი­საც მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ევა­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნებს სრუ­ლი და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ა­წო­დონ. არ შე­იძ­ლე­ბა, რამე იყოს სა­ეჭ­ვო. რო­დე­საც "ას­ტრა­ზე­ნე­კა“ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ი­ტა­ნეს, ზუს­ტად ის პე­რი­ო­დი იყო, რო­დე­საც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ა­ჩე­რეს და და­ი­წყეს კვლე­ვა. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც უნდა ეთ­ქვათ, მოდი, და­ვე­ლო­დოთ ამ კუ­თხით ჩვენ­ზე გა­მოც­დილ ევ­რო­პე­ლებს და კვლე­ვის შე­დე­გებ­სო.

- იქ­ნებ, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად აგ­ვიხ­სნათ, მა­ინც რა გა­ნას­ხვა­ვებს დღეს არ­სე­ბულ და დამ­ტკი­ცე­ბულ ვაქ­ცი­ნებს ერ­თმა­ნე­თის­გან?

- ამე­რი­კა­ში ახლა არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სამი ვაქ­ცი­ნა - "ფა­ი­ზე­რის“, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი იყო, "მო­დერ­ნას“ ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ერთი კვი­რის შემ­დეგ დამ­ტკიც­და და 2021 წლის და­სა­წყის­ში დამ­ტკიც­და "ჯონ­სო­ნი და ჯონ­სო­ნის“ ვაქ­ცი­ნაც. ამ სა­მი­დან პირ­ვე­ლი ორი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თსა და იმა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი,

ხოლო მე­სა­მე - გან­სხვა­ვე­ბულ­ზე. ამ უკა­ნას­კნე­ლის ტექ­ნო­ლო­გია ძა­ლი­ან ჰგავს "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის ტექ­ნო­ლო­გიას. რომ გა­ვი­გოთ, რო­გორ მუ­შა­ობს ვაქ­ცი­ნა, შეგ­ვიძ­ლია აღვწე­როთ პრო­ცე­სი: რო­დე­საც ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში შე­მო­იჭ­რე­ბა ბაქ­ტე­რია ან ვირუ­სი, იგი თავს ეს­ხმის ჩვენს უჯრე­დებს და იწყებს გამ­რავ­ლე­ბას. ეს იწ­ვევს ინ­ფექ­ცი­ას. ადა­მი­ანს აქვს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ებ­რძვის ინ­ფექ­ცი­ას/ვირუსს. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ სის­ხლში გვაქვს წი­თე­ლი და თეთ­რი უჯრე­დე­ბი. წი­თე­ლი უჯრე­დე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, ჟანგბა­დის მი­ტა­ნა ქსო­ვი­ლებ­ში და ორ­გა­ნო­ებ­ში, ხოლო თეთ­რი ანუ იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის - ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლა. რო­დე­საც ვირუ­სი ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა, მაკრო­ფა­გე­ბი - თეთ­რი უჯრე­დე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე იღე­ბენ ვირუ­სებ­თან ბრძო­ლას და ნა­წილს ანად­გუ­რე­ბენ კი­დეც, მაგ­რამ რჩე­ბა ნა­წი­ლი, რო­მელ­საც "ან­ტი­გე­ნებს“ უწო­დე­ბენ. ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი ან­ტი­გე­ნებს აღიქ­ვამს, რო­გორც სა­ში­შებს, მათ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად წარ­მოქ­მნი­ან ან­ტის­ხე­უ­ლებს და ააქ­ტი­უ­რე­ბენ T-უჯრე­დებს/ლიმ­ფო­ცი­ტებს. ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ, T-(იმუ­ნუ­რი მახ­სოვ­რო­ბის) უჯრე­დებს ახ­სოვს, თუ რო­გორ და­იც­ვას თავი მსგავ­სი ინ­ფექ­ცი­ის­გან.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ

მოკ­ლედ, "ფა­ი­ზე­რი­სა“ და "მო­დერ­ნას“ ჯგუ­ფის ვაქ­ცი­ნის მუ­შა­ო­ბის პრი­ცი­პი შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ სამ ნა­წი­ლად: 1. ვაქ­ცი­ნით შეგვყავს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­დამ­ტა­ნი რი­ბო­ნუკ­ლე­ი­ნის მჟა­ვა (mRNA) უჯრე­დებ­ში, რო­მე­ლიც ინ­სტრუქ­ცი­ას აძ­ლევს უჯრე­დებს რომ შექ­მნან კო­რო­ნა­ვირუ­სის გვირ­გვი­რო­ვა­ნი ფორ­მის (და არა - კო­რო­ნა­ვირუ­სი) ცი­ლე­ბი. 2. ადა­მი­ა­ნის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა (სის­ხლის თეთ­რი უჯრე­დე­ბი) იწყე­ბენ რე­ა­გი­რე­ბას, წარ­მოქ­მი­ან ან­ტის­ხე­უ­ლებს და ააქ­ტი­უ­რე­ბენ T-უჯრე­დებს/ლიმ­ფო­ცი­ტებს, რომ­ლე­ბიც ანად­გუ­რე­ბენ და იმახ­სოვ­რე­ბენ გვირ­გვი­რო­ვა­ნი ფორ­მის ცი­ლებს. 3. თუ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა ვირუ­სით, T-უჯრე­დე­ბი და ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი უკვე მზად არი­ან ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად.

ვაქ­ცი­ნის იგი­ვე მოქ­მე­დე­ბის პრი­ცი­პი გა­აჩ­ნია ამე­რი­კუ­ლი "ჯონ­სონ და ჯონ­სო­ნის“ და ინ­გლი­სუ­რი "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ტი­პის ვაქ­ცი­ნებ­საც, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე შეჰ­ყავთ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის უვ­ნე­ბე­ლი ან არა­ცო­ცხა­ლი ჩა­ნა­სა­ხე­ბი/ორ­გა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ იგი­ვე პრო­ცესს იწ­ვევს, რაც ზე­მო­თაა აღ­წე­რი­ლი.

- ჩვენ­თან ბევ­რის­გან გა­მი­გია, არ ავიც­რე­ბი, წა­მალს და­ვე­ლო­დე­ბიო, არა­და გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბია. შე­გიძ­ლი­ათ დაგ­ვი­სა­ბუ­თოთ - რა­ტომ?

- სტა­ტის­ტი­კას თუ შევ­ხე­დავთ, დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და 128 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, აქე­დან, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა 2,8 მი­ლი­ო­ნამ­დე. აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და 30 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ხოლო მათ­გან გარ­და­იც­ვა­ლა - 550 ათას­ზე მეტი. ამე­რი­კა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ერთი დოზა ჩა­ი­ტა­რა 140 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა, დის­ტრი­ბუ­ცია გა­უ­კეთ­და 180 მი­ლი­ონ­ზე მეტ ვაქ­ცი­ნას. ვაქ­ცი­ნის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი რაც არის - გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ერ­თიც არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა! ამ მო­ნა­ცე­მებს რომ გა­ეც­ნო­ბი­ან, ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­ა­კე­თონ რე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი - 30 მი­ლი­ონ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულს შო­რის ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი გარ­და­იც­ვა­ლა, 140 მი­ლი­ონ­ზე მეტი აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნი­დან სიკ­ვდი­ლის ერთი შემ­თხვე­ვაც არ ყო­ფი­ლა!

რაც შე­ე­ხე­ბა გვერ­დით მოვ­ლე­ნებს, რო­გორც აგიხ­სე­ნით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი - იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა რომ ხდე­ბა, ეს იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მში ცვლი­ლე­ბას. გვერ­დით ეფექ­ტე­ბად შე­იძ­ლე­ბა იყოს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, ხე­ლის ან მკლა­ვის შე­სი­ვე­ბა, სი­წით­ლე, ქა­ვი­ლი, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად - ლიმ­ფუ­რი ჯირ­კვლე­ბის გა­სი­ვე­ბაც... მაგ­რამ ეს არის პრო­ცე­სი, რო­დე­საც ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში ჩვე­ნი­ვე იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა იწ­ვევს გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. მაგ­რამ თუ ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­და ერთ დღე­ზე მეტ­ხანს, ადა­მი­ა­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­უ­კავ­შირ­დნენ ექიმს და მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყ­ვნენ. ადა­მი­ან­მა ისიც უნდა იცო­დეს, რომ პირ­ვე­ლი დო­ზით აც­რას ისე­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტი არ აქვს, რო­გორც - მე­ო­რე დო­ზას. ეს, ზო­გა­დად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თან­მდე­ვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ უნდა იყოს.

მე მგო­ნი, სტა­ტის­ტი­კით, რაც ზე­მოთ მო­ვიყ­ვა­ნე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა დარ­წმუნ­დნენ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან სწრა­ფად და­აბ­რუ­ნებს ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში. რა თქმა უნდა, ადა­მი­ა­ნებს აქვთ არ­ჩევ­ნის უფ­ლე­ბა - ან გა­ი­კე­თონ ვაქ­ცი­ნა, ან არ გა­ი­კე­თონ და და­ე­ლო­დონ ჯგუ­ფუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ეს უკა­ნას­კნე­ლი ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი მო­იხ­დის ვირუსს და ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რი­თიც მო­მა­ვალ­ში შე­ებ­რძო­ლე­ბა ვირუ­სებს, მაგ­რამ... თუ ვინ­მეს გა­დარ­ჩე­ნა ჯგუ­ფურ იმუ­ნი­ტეტ­ზე აქვს გათ­ვლი­ლი, მა­შინ შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტის­ტი­კაც უნდა მო­იყ­ვა­ნოს. სტა­ტის­ტი­კა კი ლა­პა­რა­კობს, რომ 128 მი­ლი­ო­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში და მათ­გან, და­ახ­ლო­ე­ბით, 2.8 მი­ლი­ო­ნამ­დე - გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ამე­რი­კა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ერთი დოზა ჩა­ი­ტა­რა 140 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა და ერ­თიც არ გარ­დაც­ვლი­ლა!

ასე რომ, ადა­მი­ან­მა თა­ვად უნდა შე­არ­ჩი­ოს პრი­ო­რი­ტე­ტი!

ეს, რაც შე­ე­ხე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი­დევ რა არის, იცით? - პუნ­ქტებ­ში, სა­დაც აც­რე­ბი ტარ­დე­ბა, წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნდა იყოს ყვე­ლა სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლის­ტი, თა­ნაც - ტრე­ნინ­გებ­გავ­ლი­ლი, მა­გა­ლი­თად, თუ ვინ­მეს ალერ­გია ჰქონ­და ან აც­რის შემ­დეგ გა­უჩ­ნდა - იქ უნდა იყოს ალერ­გო­ლო­გი და ა.შ. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლისტს უნდა ჰქონ­დეს თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ერთ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ - სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მიც­ნობს, იცი­ან, რომ ვმუ­შა­ობ ამე­რი­კა­ში და აქ შევ­ქმე­ნი აუ­ფეთ­ქე­ბე­ლი ბომ­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი - სის­ტე­მე­ბი­დან კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მამ­დე. ამ სის­ტე­მე­ბით, რო­მელ­ზეც 20-21 წე­ლი­წა­დია, ვმუ­შა­ობ და ამ სა­მუ­შა­ოს გა­რე­შე ერთი დღეც არ ვყო­ფილ­ვარ, პრო­ცე­სი უკვე გა­და­ვი­და რე­ა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გაწ­მენ­და­ზე. თქვენ წარ­მო­იდ­გენთ, რომ გაწ­მენ­დის მო­ნა­ცე­მე­ბი თა­ვად მე, ავ­ტორ­მა რომ და­ვა­მუ­შაო, 2 წე­ლი­წად­ში ერთხელ უნდა გა­ვი­ა­რო აკ­რე­დი­ტა­ცია და შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტიც უნდა ავი­ღო? ასე იქ­მნე­ბა ერ­თი­ა­ნი ჯაჭ­ვი, სა­დაც მე მხო­ლოდ ჯგუ­ფის ერთი ნა­წი­ლი ვარ. თუ სად­მე რამე გა­ი­პა­რა და რა­საც ვე­ძებთ, მისი დე­ტექ­ტი­რე­ბა ვერ მოხ­და, გა­წე­რი­ლი პრო­ტო­კო­ლით პრო­ცე­სი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წყდე­ბა და ყვე­ლა ერ­თად ვე­ძებთ მი­ზეზს. ეს ინ­ფორ­მა­ცია მყის­ვე გა­და­ე­ცე­მა ადა­მი­ა­ნებს, ვისი ტე­რი­ტო­რი­აც იწ­მინ­დე­ბა. აქ იმის თქმა მინ­და, რომ რო­გორც კი ახალ­ცი­ხე­ში ამ­გვა­რი ფაქ­ტი მოხ­და (ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, რომ სხვა­გა­ნაც რამე მოხ­დეს), იქვე უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­წე­რი­ლი - ვინ აპა­რა­ტი აიღო, ვინ ხელი მო­ა­წე­რა, რა სი­ტუ­ა­ცია იყო და ა.შ. ამ­გვა­რი პრო­ცე­სი ყო­ველ­თვის დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მო­მა­ვალ­ში არ მოხ­დეს.

ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლია - ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ყვე­ლა პუნ­ქტში არის შე­სა­ბა­მი­სი ჯაჭ­ვი, რომ­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად იდე­ბა აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე.

რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ერ პრე­პა­რატს - ახა­ლი იქ­ნე­ბა თუ ძვე­ლი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში შეგვყავს, შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს რე­აქ­ცია. რე­აქ­ცი­ის მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ამის­თვის იქ უნდა იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა კუ­თხით პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი. თუ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ად­გილ­ზე, ხალ­ხს, ზო­გა­დად, პრო­ცე­სი­სად­მი და თუნ­დაც, ვაქ­ცი­ნი­სად­მიც ეკარ­გე­ბა ნდო­ბა. ეს მოხ­და "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შემ­თხვე­ვა­ში.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
5

შეშფოთებული ვარ

ლალა
25

უამრავი გარდაცვლილია ამერიკაში ვაკცინებიტ ნუ ატკუებტ ხალხს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"აშშ-ში 30 მლნ დაინფიცირებულს შორის 500 ათასზე მეტი გარდაიცვალა, 140 მლნ-ზე მეტი აცრილი ადამიანიდან სიკვდილის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი

"აშშ-ში 30 მლნ დაინფიცირებულს შორის 500 ათასზე მეტი გარდაიცვალა, 140 მლნ-ზე მეტი აცრილი ადამიანიდან სიკვდილის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი

საქართველოში მეტ-ნაკლებად სკეპტიკურად უყურებენ ვაქცინაციის პროცესს, მაგრამ დასაწყისისთვის ქვეყანაში "ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანამ, მასთან დაკავშირებული უარყოფითი მსოფლიო აჟიოტაჟიდან გამომდინარე, სკეპტიკოსთა რაოდენობა გაზარდა. ამას დაერთო ტრაგიკული ფაქტი - "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება, რამაც ძალიან შეაფერხა პროცესი - ადამიანები იცრებოდნენ, მაგრამ - კანტიკუნტად. თუმცა მალევე შემოიტანეს "ფაიზერის" ვაქცინაც, საზოგადოების ნაწილმაც გაიარა რეგისტრაცია და დღეს საქართველოში ამ ვაქცინითაც დაიწყო აცრები. და მაინც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი კვლავ იკავებს თავს ვაქცინაციისგან.

რა ვითარებაა ამ მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში? თუნდაც ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ ჰანოვერში, სადაც ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი მეცნიერი - ჰანოვერის დარტმოუთის კოლეჯის პროფესორი ფრიდონ შუბითიძე და მისი ოჯახი ცხოვრობს. სხვათა შორის, ბატონი ფრიდონი და მისი მეუღლე, იმავე კოლეჯის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ირმა შამათავა-შუბითიძე გუშინ აიცრნენ, ერთი დღით ადრე კი ვაქცინაცია ჩაუტარდა მათ ქალიშვილს - სალომეს.

ბატონ ფრიდონს ამერიკაში დავუკავშირდით, მოვიკითხეთ, აცრის შემდეგ თავს როგორ გრძნობენ და ვთხოვეთ, მოეთხრო მათი ოჯახის ვაქცინაციის პროცესის დეტალები - რა პროცედურები გაიარეს და რომელი ვაქცინით აიცრნენ?

ფრიდონ შუბითიძე:

- დიდი მადლობა მოკითხვისთვის. აქ ვაქცინაციის ინფორმაციული კამპანია ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაიწყეს, და ოთხი თვეა, პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ სისტემა თითქმის იდეალურ მდომარეობამდეა მიყვანილი. ჩვენს შემთხვევაში, კოლეჯმა ელექტრონული ფოსტით შეგვატყობინა, რომ მსურველი თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელი იყო. ონლაინ დავრეგისტრირდით და დავნიშნეთ ვაქცინაციის თარიღი და დრო. გავიარეთ შესაბამისი პროცედურა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ ჩამოყალიბებული კითხვარები, უამრავი შეკითხვა დაისვა პროფესიონალების მხრიდან და მხოლოდ ამის მერე უპრობლემოდ ავიცერით "მოდერნათი“. 30-45 წუთამდე იქვე დაველოდეთ მოსალოდნელ უკუჩვენებებს. ადამიანები ერთმანეთის მოშორებით ისხდნენ მოსალოდნელი უკუჩვენებების მოლოდინში. ყველაფერი იყო გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში, მზად იყო პირველადი დახმარების ყველა ნივთი - საკაცით დაწყებული, მედიკამენტებით დამთავრებული. გაწვრთნილი პერსონალი პროფესიონალურად ასრულებდა ყველა აუცილებელ პროცედურას. ასევე, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ აცრის შემდგომ დავრეგისტრირდით CDC-ის ვებგვერდზე და შევიყვანეთ ჩვენი ვაქცინაციის ინფორმაცია. მომდევნო სამი საათის განმავლობაში, სისტემატურად, ტელეფონით მოდიოდა შეკითხვები, რა სიმპტომებს ვგრძნობდით და რა დახმარება გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა უპრეცედენტოდ ჩაიარა. ასევე, ორგანიზებულად ჩატარდა აცრები სალომეს კოლეჯშიც, ოჰაიოს შტატში.

ვაქცინაციის წინ

- ბატონო ფრიდონ, უამრავ სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობთ, პანდემიის გამოჩენისთანავე ძალიან დაგვეხმარეთ, რადგან ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ყველასთვის გასაგებ ენაზე აგვიხსენით კოვიდ-19-ის, ასე ვთქვათ, ანატომია, ასევე, პირველმა გვამცნეთ "მოდერნას“ მიერ ვაქცინის დასამზადებლად დაწყებულ კვლევებზე. აგვიხსენით, რა განასხვავებს ერთმანეთისგან არსებულ ვაქცინებს, თუნდაც საქართველოში შემოტანილ "ასტრაზენეკასა“ და "ფაიზერს“, რა ინფორმაცია გაქვთ მათ გვერდით მოვლენებზე, უკუჩვენებებზე, მათგან გარდაცვალებაზე და კიდევ, თქვენი აზრით, რატომ უნდა გაჩენილიყო საქართველოში ამგვარი უარყოფითი დამოკიდებულება ვაქცინაციისადმი?

- რაც შეეხება საქართველოში "ასტრაზენეკას“ შემოტანას და პირველ სამწუხარო შემთხვევას - ქალბატონი მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას, - მეგი ჩემი ახლობელი იყო. ალბათ, ყველამ ნახა, ინტერვიუს დროს როგორ ცდილობდა იგი ვაქცინაციის სიკეთეში ხალხის დარწმუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მეგის ცხოვრება ტრაგედიით დასრულდა, მე ვიტყოდი, რომ საკუთარი თავგანწირვით მან ბევრის სიცოცხლე დაიცვა!

შეიძლება სრული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, სამწუხაროდ, საქართველო, საინფორმაციო თვალსაზრისით, ვაქცინაციის პროცესისთვის საკმარისად არ იყო მომზადებული.

სალომე ვაქცინაციის შემდეგ

ვიდრე ვაქცინამდე და მის აგიტაციამდე მივალთ, ასეთ მაგალითს მოგიყვანთ - ზაფხულში ჩვენს ქალაქში დაიწყეს მსჯელობა, ბავშვებს ევლოთ სკოლაში თუ სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად დაეწყოთ. სკოლის ხელმძღვანელობამ და მშობლებმა მოაწყვეს დისტანციური ონლაინ შეკრება, სადაც მოიწვიეს ვირუსოლოგები და ჰოსპიტლის საუკეთესო სპეციალისტი, რომლებმაც ძალიან მყარი არგუმენტებითა და მონაცემებით დაგვარწმუნეს მშობლები, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილებიც კი, რომ თუ ბავშვები და უფროსები დაიცავდნენ რეკომენდაციებს, ვირუსის გადაცემის საფრთხე მინიმუმამდე დავიდოდა. 95%-ზე მეტმა გადაწყვიტა, რომ ბავშვები სკოლას უნდა დაბრუნებოდნენ. 7-8 თვეა, ბავშვები სკოლაში დადიან და გადადების შემთხვევა, თითქმის, არ ყოფილა. აქ მთავარი მარტივად და სწორად ახსნილი ინფორმაცია აღმოჩნდა და ჩვენი გადაწყვეტილებაც შესაბამისი იყო. ალბათ, მიმიხვდით, რატომაც მოვიყვანე ეს მაგალითი. რაც შეეხება ვაქცინისადმი დამოკიდებულებას, თქვენთან, ისევე, როგორც ჩვენთან და მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, არსებობს ჯგუფი, რომელიც დარწმუნებულია და არც მალავს, რომ ვაქცინა უნდა გაიკეთოს, რადგან მას ასე სწამს, მაგრამ არსებობს სხვა ჯგუფიც, რომელსაც უჭირს დაჯერება, რომ ვაქცინაცია საჭიროა და ფიქრობს, რომ იგი ვნების მომტან რამეს შეიცავს და ა.შ. ასეთი ჯგუფები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია. ამიტომ, უპირველესად, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რა არის ვაქცინა და როგორ მუშაობს იგი, შემდეგ კი უნდა მივცეთ მათ არჩევანი - ვაქცინაცია გადაწყვიტონ თუ დარჩნენ მის გარეშე. წნეხი არ შეიძლება, გზა თავად უნდა აირჩიონ და, შესაბამისად, ამით პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღონ.

ვაქცინაციის შემდეგ მოსაცდელი დარბაზი

როდესაც ლაპარაკია ადამიანებამდე სიახლის მიტანაზე, თუ ადამიანი მასში კარგად არ არის გარკვეული, ზოგადად, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე სიახლის გამოცდა არავის უნდა. გარშემო ახალი რეალობა გვაქვს, ეს პრეპარატებიც ახალია, ამიტომ მათდამი დამოკიდებულება ფაქიზი უნდა იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მასზე ინფორმაციის მიწოდება ევალება. ადამიანებს სრული და ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. არ შეიძლება, რამე იყოს საეჭვო. როდესაც "ასტრაზენეკა“ საქართველოში შემოიტანეს, ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც ევროპის ქვეყნებმა მისი გამოყენება შეაჩერეს და დაიწყეს კვლევა. ვფიქრობ, საქართველოშიც უნდა ეთქვათ, მოდი, დაველოდოთ ამ კუთხით ჩვენზე გამოცდილ ევროპელებს და კვლევის შედეგებსო.

- იქნებ, მოსახლეობისთვის შედარებით მარტივად აგვიხსნათ, მაინც რა განასხვავებს დღეს არსებულ და დამტკიცებულ ვაქცინებს ერთმანეთისგან?

- ამერიკაში ახლა არის დამტკიცებული სამი ვაქცინა - "ფაიზერის“, რომელიც პირველი იყო, "მოდერნას“ ვაქცინა, რომელიც ერთი კვირის შემდეგ დამტკიცდა და 2021 წლის დასაწყისში დამტკიცდა "ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინაც. ამ სამიდან პირველი ორი, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე ტექნოლოგიაზეა დამყარებული,

ხოლო მესამე - განსხვავებულზე. ამ უკანასკნელის ტექნოლოგია ძალიან ჰგავს "ასტრაზენეკას“ ვაქცინის ტექნოლოგიას. რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ვაქცინა, შეგვიძლია აღვწეროთ პროცესი: როდესაც ჩვენს ორგანიზმში შემოიჭრება ბაქტერია ან ვირუსი, იგი თავს ესხმის ჩვენს უჯრედებს და იწყებს გამრავლებას. ეს იწვევს ინფექციას. ადამიანს აქვს იმუნური სისტემა, რომელიც ებრძვის ინფექციას/ვირუსს. ყველამ ვიცით, რომ სისხლში გვაქვს წითელი და თეთრი უჯრედები. წითელი უჯრედების დანიშნულებაა, ჟანგბადის მიტანა ქსოვილებში და ორგანოებში, ხოლო თეთრი ანუ იმუნური უჯრედების - ინფექციასთან ბრძოლა. როდესაც ვირუსი ორგანიზმში ხვდება, მაკროფაგები - თეთრი უჯრედები საკუთარ თავზე იღებენ ვირუსებთან ბრძოლას და ნაწილს ანადგურებენ კიდეც, მაგრამ რჩება ნაწილი, რომელსაც "ანტიგენებს“ უწოდებენ. ჩვენი ორგანიზმი ანტიგენებს აღიქვამს, როგორც საშიშებს, მათთან საბრძოლველად წარმოქმნიან ანტისხეულებს და ააქტიურებენ T-უჯრედებს/ლიმფოციტებს. ინფექციის შემდეგ, T-(იმუნური მახსოვრობის) უჯრედებს ახსოვს, თუ როგორ დაიცვას თავი მსგავსი ინფექციისგან.

მეუღლესთან ერთად ვაქცინაციის შემდეგ

მოკლედ, "ფაიზერისა“ და "მოდერნას“ ჯგუფის ვაქცინის მუშაობის პრიციპი შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად: 1. ვაქცინით შეგვყავს ინფორმაციის გადამტანი რიბონუკლეინის მჟავა (mRNA) უჯრედებში, რომელიც ინსტრუქციას აძლევს უჯრედებს რომ შექმნან კორონავირუსის გვირგვიროვანი ფორმის (და არა - კორონავირუსი) ცილები. 2. ადამიანის იმუნური სისტემა (სისხლის თეთრი უჯრედები) იწყებენ რეაგირებას, წარმოქმიან ანტისხეულებს და ააქტიურებენ T-უჯრედებს/ლიმფოციტებს, რომლებიც ანადგურებენ და იმახსოვრებენ გვირგვიროვანი ფორმის ცილებს. 3. თუ მოგვიანებით ადამიანი დაინფიცირდება ვირუსით, T-უჯრედები და ანტისხეულები უკვე მზად არიან ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ვაქცინის იგივე მოქმედების პრიციპი გააჩნია ამერიკული "ჯონსონ და ჯონსონის“ და ინგლისური "ასტრაზენეკას“ ტიპის ვაქცინებსაც, იმ განსხვავებით, რომ პირველ ეტაპზე შეჰყავთ მცირე რაოდენობის უვნებელი ან არაცოცხალი ჩანასახები/ორგანიზმები, რომლებიც შემდეგ იგივე პროცესს იწვევს, რაც ზემოთაა აღწერილი.

- ჩვენთან ბევრისგან გამიგია, არ ავიცრები, წამალს დაველოდებიო, არადა გვეუბნებიან, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ვაქცინებია. შეგიძლიათ დაგვისაბუთოთ - რატომ?

- სტატისტიკას თუ შევხედავთ, დღესდღეობით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 128 მილიონი ადამიანი, აქედან, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 2,8 მილიონამდე. აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირდა 30 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო მათგან გარდაიცვალა - 550 ათასზე მეტი. ამერიკაში ვაქცინაციის ერთი დოზა ჩაიტარა 140 მილიონზე მეტმა ადამიანმა, დისტრიბუცია გაუკეთდა 180 მილიონზე მეტ ვაქცინას. ვაქცინის გვერდითი ეფექტებიდან ყველაზე საშინელი რაც არის - გარდაცვალება, ერთიც არ დაფიქსირებულა! ამ მონაცემებს რომ გაეცნობიან, ადამიანებმა უნდა გააკეთონ რეალური არჩევანი - 30 მილიონ დაინფიცირებულს შორის ნახევარ მილიონზე მეტი გარდაიცვალა, 140 მილიონზე მეტი აცრილი ადამიანიდან სიკვდილის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა!

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, როგორც აგიხსენით ვაქცინაციის პროცესი - იმუნური უჯრედების გააქტიურება რომ ხდება, ეს იწვევს ორგანიზმში ცვლილებას. გვერდით ეფექტებად შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხელის ან მკლავის შესივება, სიწითლე, ქავილი, ძალიან იშვიათად - ლიმფური ჯირკვლების გასივებაც... მაგრამ ეს არის პროცესი, როდესაც ჩვენს ორგანიზმში ჩვენივე იმუნური სისტემა იწვევს გააქტიურებას. მაგრამ თუ ეს პროცესი გაგრძელდა ერთ დღეზე მეტხანს, ადამიანები აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ ექიმს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ადამიანმა ისიც უნდა იცოდეს, რომ პირველი დოზით აცრას ისეთი გვერდითი ეფექტი არ აქვს, როგორც - მეორე დოზას. ეს, ზოგადად, ვაქცინაციის თანმდევი, ჩვეულებრივი მოვლენაა და ადამიანებისთვის ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს.

მე მგონი, სტატისტიკით, რაც ზემოთ მოვიყვანე, საქართველოს მოქალაქეები უნდა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინაცია არის საშუალება, რაც საზოგადოებას ძალიან სწრაფად დააბრუნებს ცხოვრების ნორმალურ პირობებში. რა თქმა უნდა, ადამიანებს აქვთ არჩევნის უფლება - ან გაიკეთონ ვაქცინა, ან არ გაიკეთონ და დაელოდონ ჯგუფური იმუნიტეტის გამომუშავებას საზოგადოებაში. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ადამიანი მოიხდის ვირუსს და ბუნებრივად გამოუმუშავდება ანტისხეულები, რითიც მომავალში შეებრძოლება ვირუსებს, მაგრამ... თუ ვინმეს გადარჩენა ჯგუფურ იმუნიტეტზე აქვს გათვლილი, მაშინ შესაბამისი სტატისტიკაც უნდა მოიყვანოს. სტატისტიკა კი ლაპარაკობს, რომ 128 მილიონი ინფიცირებულია მსოფლიოში და მათგან, დაახლოებით, 2.8 მილიონამდე - გარდაიცვალა, ხოლო ამერიკაში ვაქცინაციის ერთი დოზა ჩაიტარა 140 მილიონზე მეტმა ადამიანმა და ერთიც არ გარდაცვლილა!

ასე რომ, ადამიანმა თავად უნდა შეარჩიოს პრიორიტეტი!

ეს, რაც შეეხება დამოკიდებულებას, მაგრამ ყველაზე მთავარი კიდევ რა არის, იცით? - პუნქტებში, სადაც აცრები ტარდება, წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა საჭირო სპეციალისტი, თანაც - ტრენინგებგავლილი, მაგალითად, თუ ვინმეს ალერგია ჰქონდა ან აცრის შემდეგ გაუჩნდა - იქ უნდა იყოს ალერგოლოგი და ა.შ. გარდა ამისა, ყველა სპეციალისტს უნდა ჰქონდეს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ - საქართველოში ბევრი მიცნობს, იციან, რომ ვმუშაობ ამერიკაში და აქ შევქმენი აუფეთქებელი ბომბების აღმოჩენის ტექნოლოგიები - სისტემებიდან კომპიუტერულ პროგრამამდე. ამ სისტემებით, რომელზეც 20-21 წელიწადია, ვმუშაობ და ამ სამუშაოს გარეშე ერთი დღეც არ ვყოფილვარ, პროცესი უკვე გადავიდა რეალური ტერიტორიების გაწმენდაზე. თქვენ წარმოიდგენთ, რომ გაწმენდის მონაცემები თავად მე, ავტორმა რომ დავამუშაო, 2 წელიწადში ერთხელ უნდა გავიარო აკრედიტაცია და შესაბამისი სერტიფიკატიც უნდა ავიღო? ასე იქმნება ერთიანი ჯაჭვი, სადაც მე მხოლოდ ჯგუფის ერთი ნაწილი ვარ. თუ სადმე რამე გაიპარა და რასაც ვეძებთ, მისი დეტექტირება ვერ მოხდა, გაწერილი პროტოკოლით პროცესი დაუყოვნებლივ წყდება და ყველა ერთად ვეძებთ მიზეზს. ეს ინფორმაცია მყისვე გადაეცემა ადამიანებს, ვისი ტერიტორიაც იწმინდება. აქ იმის თქმა მინდა, რომ როგორც კი ახალციხეში ამგვარი ფაქტი მოხდა (ღმერთმა დაიფაროს, რომ სხვაგანაც რამე მოხდეს), იქვე უნდა ყოფილიყო გაწერილი - ვინ აპარატი აიღო, ვინ ხელი მოაწერა, რა სიტუაცია იყო და ა.შ. ამგვარი პროცესი ყოველთვის დაგვეხმარება, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში არ მოხდეს.

ამერიკაში ყველაფერი წინასწარ გაწერილია - ვაქცინაციის ყველა პუნქტში არის შესაბამისი ჯაჭვი, რომლის მიერ მომზადებული სრულყოფილი ინფორმაცია ყოველდღიურად იდება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ პრეპარატს - ახალი იქნება თუ ძველი, რომელიც ორგანიზმში შეგვყავს, შეიძლება მოჰყვეს რეაქცია. რეაქციის მართვა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის იქ უნდა იყვნენ სხვადასხვა კუთხით პასუხისმგებელი პირები. თუ ასეთი ადამიანები არ აღმოჩნდებიან ადგილზე, ხალხს, ზოგადად, პროცესისადმი და თუნდაც, ვაქცინისადმიც ეკარგება ნდობა. ეს მოხდა "ასტრაზენეკას“ შემთხვევაში.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

როგორ ულოცავს Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს - რა ვითარებაა ადგილზე?