პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი საღსალამათი, თავისი ფეხით შევიდა გლანდების ოპერაციაზე და იქიდან მკვდარი გამომატანეს" - რა გახდა 13 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი და რატომ ჭიანურდება ექსპერტიზის დასკვნა?
"ჩემი შვილი საღსალამათი, თავისი ფეხით შევიდა გლანდების ოპერაციაზე და იქიდან მკვდარი გამომატანეს" - რა გახდა 13 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი და რატომ ჭიანურდება ექსპერტიზის დასკვნა?

მე­სა­მე წე­ლია, რაც რუზ­გარ გუ­რი­ა­ნო­ვი ითხოვს პა­სუხს კი­თხვა­ზე, - რა მო­უ­ვი­და მის 13 წლის შვილს, რო­მე­ლიც გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნა და იქე­დან კი შინ გარ­დაც­ვლი­ლი გა­ა­ტა­ნეს.

2018 წლი­დან დღემ­დე პრო­კუ­რა­ტუ­რა ხელს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს­კენ იშ­ვერს და იმ ფაქტს, რომ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჯე­რაც არ გა­მო­უკ­ვე­თავს, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მო­ლო­დი­ნით ხსნის. ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო, თა­ვის მხრივ, მე­სა­მე წე­ლია ამ­ბობს, რომ "გო­ნივ­რულ ვა­და­ში“ მო­ამ­ზა­დებს კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რო­მელ­მაც პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს მთა­ვარ კი­თხვას - ხომ არ იყო ოპე­რა­ცი­ი­სას სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი გა­მო­ეწ­ვია.

  • ტრა­გი­კუ­ლი ოპე­რა­ცია

ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი 13 წლის მა­ხალ გუ­რი­ა­ნო­ვი მარ­ნე­ულ­ში, მა­მას­თან იზ­რდე­ბო­და. მა­ხა­ლის დედა და და ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ. რუზ­გარ გუ­რი­ა­ნო­ვი გვე­უბ­ნე­ბა, რომ მისი შვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს არ უჩი­ო­და. თა­ნა­ტო­ლე­ბის მსგავ­სად სკო­ლა­ში და­დი­ო­და და სპორ­ტს მის­დევ­და. 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში, რო­დე­საც მა­ხა­ლი ყე­ლის ტკი­ვილ­მა შე­ა­წუ­ხა, მა­მამ მარ­ნე­უ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "ადიკ­ში“ კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მი­იყ­ვა­ნა. ექი­მებ­მა თქვეს, რომ სა­ჭი­რო იყო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა და გლან­დე­ბის ოპე­რა­ცია 2017 წლის 30 ნო­ემ­ბერს და­ნიშ­ნეს.

ბავ­შვი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში თა­ვი­სი ფე­ხით შე­ვი­და. მამა იხ­სე­ნებს, რომ ცუ­დის მო­ლო­დი­ნი აზ­რა­დაც არ გა­უვ­ლი­ათ. ოპე­რა­ცია რომ ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, რუზ­გარ გუ­რი­ა­ნოვ­მა შვი­ლის ნახ­ვა მო­ინ­დო­მა. ექი­მებ­მა ავად­მყო­ფის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რებს აუხ­სნეს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო და პა­ცი­ენტს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნა სჭი­დე­ბო­და. რუზ­გარ გუ­რი­ა­ნო­ვი ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი მარ­ნე­უ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

2017 წლის 2 დე­კემ­ბერს, გუ­რი­ა­ნო­ვის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით ბავ­შვი ი. ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ძა­ლის­ხმე­ვა აქაც უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა - და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თთვი­ა­ნი კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­დეგ, 2018 წლის 9 იან­ვარს, 13 წლის მა­ხა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხი წლე­ბია სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კვნას ელის

მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, შსს-მ საქ­მე სის­ხლის სამ­რთლის 116-ე მუხ­ლით აღ­ძრა, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლის მა­მას არ ჰქონ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი, შე­სა­ბა­მი­სად, არც იმის უფ­ლე­ბა, საქ­მის მა­სა­ლებ­ში ჩა­ე­ხე­და და გა­ე­გო, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა.

2019 წელს, მას შემ­დეგ, რაც საქ­მე­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი " ჩა­ერ­თო, პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუზ­გარ გუ­რი­ა­ნოვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. ამით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კატს, დი­მიტ­რი ნო­ზა­ძეს მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­ეს­წავ­ლა საქ­მის მა­სა­ლე­ბი. თუმ­ცა, შე­სას­წავ­ლი ბევ­რი არა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან, რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, საქ­მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­რო­ზე იყო შე­მო­დე­ბუ­ლი.

დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე

"ჩვენ რომ ჩა­ვერ­თეთ, საქ­მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ად­გი­ლი­დან არ იძ­ვრო­და. ახ­ლაც ასეა. ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლიც კი არ არ­სე­ბობს. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რას რომ ვთხოვ­დით პა­სუხს, სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­ში გვა­მი­სა­მარ­თებ­და, დას­კვნას ვე­ლო­დე­ბი­თო. სამ­ხა­რა­უ­ლი კი გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ არ ჰყავ­დათ შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი, რის გა­მოც დას­კვნას ვერ ამ­ზა­დებ­დნენ. ჩა­მო­ვი­ა­რე კერ­ძო კლი­ნი­კე­ბი და ვი­პო­ვე ოტო­ლა­რინ­გო­ლო­გი (ყელ-ყურ-ცხვი­რის ექი­მი), ეს, წე­სით, მათ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არც ამას მოჰ­ყო­ლია შე­დე­გი. დას­კვნა ჯერ კი­დევ არ არის და არა­ვინ იცის რო­დის იქ­ნე­ბა.

2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 4-5 ჯერ მაქვს მი­წე­რი­ლი სამ­ხა­რა­უ­ლის­თვის და ყვე­ლა ჯერ­ზე, ყვე­ლა წე­რი­ლის პა­სუ­ხად მწე­რენ, რომ დას­კვნა "გო­ნივ­რულ ვა­და­ში“ მომ­ზად­დე­ბა", - გვე­უბ­ნე­ბა დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე.

ჩვენ წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თეთ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს და ვკი­თხეთ - რა­ტომ ვერ მომ­ზად­და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მა­ხალ გუ­რი­ა­ნო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე. უწყე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია მაქ­სი­მუმ 10 დღის ვა­და­ში გაგ­ვცეს პა­სუ­ხი. თუმ­ცა საქ­მე­ში უკვე დევს სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს ახა­ლი პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც უწყე­ბამ მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რას 2021 წლის 12 მარტს გა­უგ­ზავ­ნა.

დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ: "კო­მი­სი­ურ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტთან და მხა­რე­ებს დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ეც­ნო­ბე­ბა“.

  • რას ამ­ბობს პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მე­ზე

პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცია ასე­თია - სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა ელო­დე­ბა საქ­მის მთა­ვარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რო­მელ­მაც უნდა და­ად­გი­ნოს რა გახ­და ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

"გაც­ნო­ბებთ, რომ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო (კო­მი­სი­უ­რი) ექ­სპერ­ტი­ზა მა­ხალ გუ­რი­ა­ნო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მი­თი­თე­ბულ საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და ამო­წურ­ვის­თა­ნა­ვე მი­ღე­ბულ იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - წერს მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი მექ­ვა­ბი­ძე ად­ვო­კატ დი­მიტ­რი ნო­ზა­ძეს 2021 წლის 13 მარ­ტით და­თა­რი­ღე­ბულ წე­რილ­ში.

ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ საქ­მე­ში სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იკ­ვე­თე­ბა. მისი შე­ფა­სე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი არ იჩე­ნენ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას ისეთ ფა­ქიზ სა­კი­თხზე, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე.

"ერ­თა­დერ­თი ფორ­მა­ლუ­რი რე­ა­გი­რე­ბა, რაც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ამ ბავ­შის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მოჰ­ყვა, სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ქმე­დე­ბა იყო. სა­ა­გენ­ტომ შე­ის­წავ­ლა ეს საქ­მე და სამი თვით შე­უ­ჩე­რა ლი­ცენ­ზია ერთ ექიმს, რო­მელ­მაც ამ სან­ქცი­ის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ნაგ­რძო საქ­მი­ა­ნო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ნა­წილს, აშ­კა­რაა მათი მხრი­დან გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. არ იჩე­ნენ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას. ის ფაქ­ტი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­გენ­ტომ თუნ­დაც ერთი ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა, უნდა გამ­ხდა­რი­ყო ნი­შა­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, რომ იქ რა­ღაც რიგ­ზე ვერ იყო და უფრო ღრმად მო­ეკვლია და შე­ეს­წავ­ლა ეს საქ­მე", - ეუბ­ნე­ბა ambebi.ge -ს ად­ვო­კა­ტი.

გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შის მამა მომ­ხდარ­ში მარ­ნე­უ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. რუზ­გარ გუ­რი­ა­ნო­ვი გა­მოთ­ქვამს ეჭვს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ებს ხელს აფა­რე­ბენ და შეგ­ნე­ბუ­ლად აჭი­ა­ნუ­რე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს.

"აბა, აქამ­დე რით ვერ და­ად­გი­ნეს, რა მოხ­და?! რა­ტომ არ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რითი მოგ­ვიკ­ვდა მა­ხა­ლი? ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი შე­ვიყ­ვა­ნეთ და მკვდა­რი გა­მოგ­ვა­ტა­ნეს. რამ­დე­ნი­მე დღე ვეხ­ვე­წე­ბო­დით თბი­ლის­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა ბავ­შვი და არც ამის გა­კე­თე­ბა უნ­დო­დათ. მო­ვი­თხოვთ დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ონ საქ­მე და და­ი­სა­ჯონ ის ექი­მე­ბი, რომ­ლებ­მაც ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს და ბავ­შვი მოკ­ლეს“, - ამ­ბობს რუზ­გარ გუ­რი­ა­ნო­ვი.

Ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და შპს მარ­ნე­უ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "ადიკს“. კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა გვი­თხრა, რომ სამი წლის წი­ნაც, როცა ეს ტრა­გე­დია მოხ­და, კლი­ნი­კას თა­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. იგი დაგვპირ­და, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით დაგ­ვი­კავ­შირ­დე­ბო­და და კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებ­და, თუმ­ცა არა­ერ­თგზის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენს ზა­რებს აღარ უპა­სუ­ხა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
0

მარნეულში, მარნეულელი ექიმის საქმეს იძიებს მარნეულის განყოფილება. სადაც ყველა ერთმანეთის ნათესავია ამიტომაც არ დაიძრა საქმე. 

 

3 წელი ექსპერტიზა? სირცხვილია !

მარიკა
12

აი, ეს არის ჩვენი ქვე-ყანა! 

ავტორი:

"ჩემი შვილი საღსალამათი, თავისი ფეხით შევიდა გლანდების ოპერაციაზე და იქიდან მკვდარი გამომატანეს" - რა გახდა 13 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი და რატომ ჭიანურდება ექსპერტიზის დასკვნა?

"ჩემი შვილი საღსალამათი, თავისი ფეხით შევიდა გლანდების ოპერაციაზე და იქიდან მკვდარი გამომატანეს" - რა გახდა 13 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი და რატომ ჭიანურდება ექსპერტიზის დასკვნა?

მესამე წელია, რაც რუზგარ გურიანოვი ითხოვს პასუხს კითხვაზე, - რა მოუვიდა მის 13 წლის შვილს, რომელიც გლანდების ოპერაციის გასაკეთებლად საავადმყოფოში მიიყვანა და იქედან კი შინ გარდაცვლილი გაატანეს.

2018 წლიდან დღემდე პროკურატურა ხელს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსკენ იშვერს და იმ ფაქტს, რომ საქმეში ბრალდებული ჯერაც არ გამოუკვეთავს, ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინით ხსნის. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, თავის მხრივ, მესამე წელია ამბობს, რომ "გონივრულ ვადაში“ მოამზადებს კომისიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას - ხომ არ იყო ოპერაციისას სამედიცინო პერსონალის მხრიდან დაშვებული შეცდომა, რომელსაც შეიძლებოდა ბავშვის სიკვდილი გამოეწვია.

  • ტრაგიკული ოპერაცია

ეთნიკურად აზერბაიჯანელი 13 წლის მახალ გურიანოვი მარნეულში, მამასთან იზრდებოდა. მახალის დედა და და ცალკე ცხოვრობდნენ. რუზგარ გურიანოვი გვეუბნება, რომ მისი შვილი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. თანატოლების მსგავსად სკოლაში დადიოდა და სპორტს მისდევდა. 2017 წლის ნოემბერში, როდესაც მახალი ყელის ტკივილმა შეაწუხა, მამამ მარნეულის სამედიცინო ცენტრ "ადიკში“ კონსულტაციაზე მიიყვანა. ექიმებმა თქვეს, რომ საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა და გლანდების ოპერაცია 2017 წლის 30 ნოემბერს დანიშნეს.

ბავშვი საოპერაციოში თავისი ფეხით შევიდა. მამა იხსენებს, რომ ცუდის მოლოდინი აზრადაც არ გაუვლიათ. ოპერაცია რომ ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა, რუზგარ გურიანოვმა შვილის ნახვა მოინდომა. ექიმებმა ავადმყოფის მონახულებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ოჯახის წევრებს აუხსნეს, რომ მდგომარეობა გართულებული იყო და პაციენტს რეანიმაციაში გადაყვანა სჭიდებოდა. რუზგარ გურიანოვი ამბობს, რომ მისი შვილი მარნეულის სამედიცინო ცენტრში კომატოზურ მდგომარეობაში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

2017 წლის 2 დეკემბერს, გურიანოვის დაჟინებული თხოვნით ბავშვი ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა სამედიცინო პერსონალის ძალისხმევა აქაც უშედეგო აღმოჩნდა - დაახლოებით ერთთვიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, 2018 წლის 9 იანვარს, 13 წლის მახალი გარდაიცვალა.

  • გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი წლებია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელის

მომხდარიდან მალევე, შსს-მ საქმე სისხლის სამრთლის 116-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში გარდაცვლილის მამას არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, შესაბამისად, არც იმის უფლება, საქმის მასალებში ჩაეხედა და გაეგო, როგორ მიმდინარეობდა მისი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება.

2019 წელს, მას შემდეგ, რაც საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი " ჩაერთო, პროკურატურამ რუზგარ გურიანოვს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ამით ორგანიზაციის ადვოკატს, დიმიტრი ნოზაძეს მიეცა საშუალება, შეესწავლა საქმის მასალები. თუმცა, შესასწავლი ბევრი არაფერი აღმოჩნდა, რადგან, როგორც ადვოკატი ამბობს, საქმე, ფაქტობრივად, თაროზე იყო შემოდებული.

დიმიტრი ნოზაძე

"ჩვენ რომ ჩავერთეთ, საქმე, ფაქტობრივად, ადგილიდან არ იძვროდა. ახლაც ასეა. ფაქტობრივად, არაფერი კეთდება. ბრალდებულიც კი არ არსებობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში პროკურატურას რომ ვთხოვდით პასუხს, სამხარაულის ბიუროში გვამისამართებდა, დასკვნას ველოდებითო. სამხარაული კი გვეუბნებოდა, რომ არ ჰყავდათ შესაბამისი სპეციალისტი, რის გამოც დასკვნას ვერ ამზადებდნენ. ჩამოვიარე კერძო კლინიკები და ვიპოვე ოტოლარინგოლოგი (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი), ეს, წესით, მათ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ამას მოჰყოლია შედეგი. დასკვნა ჯერ კიდევ არ არის და არავინ იცის როდის იქნება.

2 წლის განმავლობაში 4-5 ჯერ მაქვს მიწერილი სამხარაულისთვის და ყველა ჯერზე, ყველა წერილის პასუხად მწერენ, რომ დასკვნა "გონივრულ ვადაში“ მომზადდება", - გვეუბნება დიმიტრი ნოზაძე.

ჩვენ წერილობით მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და ვკითხეთ - რატომ ვერ მომზადდა სამი წლის განმავლობაში კომისიური ექსპერტიზის დასკვნა მახალ გურიანოვის გარდაცვალების საქმეზე. უწყება ვალდებულია მაქსიმუმ 10 დღის ვადაში გაგვცეს პასუხი. თუმცა საქმეში უკვე დევს სამხარაულის ბიუროს ახალი პასუხი, რომელიც უწყებამ მარნეულის რაიონულ პროკურატურას 2021 წლის 12 მარტს გაუგზავნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ: "კომისიურ ექსპერტიზაზე მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა სპეციალისტთან და მხარეებს დასრულებისთანავე ეცნობება“.

  • რას ამბობს პროკურატურა საქმეზე

პროკურატურის პოზიცია ასეთია - საგამოძიებო უწყება ელოდება საქმის მთავარ მტკიცებულებას, კომისიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

"გაცნობებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო (კომისიური) ექსპერტიზა მახალ გურიანოვის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. მითითებულ საქმეზე გრძელდება გამოძიება და ამოწურვისთანავე მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - წერს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი მექვაბიძე ადვოკატ დიმიტრი ნოზაძეს 2021 წლის 13 მარტით დათარიღებულ წერილში.

ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე მიიჩნევს, რომ საქმეში სახელმწიფო უწყებების გულგრილი დამოკიდებულება იკვეთება. მისი შეფასებით, საგამოძიებო უწყებები არ იჩენენ სათანადო ყურადღებას ისეთ ფაქიზ საკითხზე, როგორიცაა ბავშვის გარდაცვალების საქმე.

"ერთადერთი ფორმალური რეაგირება, რაც სახელმწიფოს მხრიდან ამ ბავშის გარდაცვალებას მოჰყვა, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ქმედება იყო. სააგენტომ შეისწავლა ეს საქმე და სამი თვით შეუჩერა ლიცენზია ერთ ექიმს, რომელმაც ამ სანქციის ამოწურვის შემდეგ, ჩვეულებრივ განაგრძო საქმიანობა. რაც შეეხება გამოძიების ნაწილს, აშკარაა მათი მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება. არ იჩენენ სათანადო ყურადღებას. ის ფაქტი, რომ სამედიცინო რეგულირების საგენტომ თუნდაც ერთი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, უნდა გამხდარიყო ნიშანი პროკურატურისთვის, რომ იქ რაღაც რიგზე ვერ იყო და უფრო ღრმად მოეკვლია და შეესწავლა ეს საქმე", - ეუბნება ambebi.ge -ს ადვოკატი.

გარდაცვლილი ბავშის მამა მომხდარში მარნეულის სამედიცინო ცენტრის ექიმებს ადანაშაულებს. რუზგარ გურიანოვი გამოთქვამს ეჭვს, რომ დამნაშავეებს ხელს აფარებენ და შეგნებულად აჭიანურებენ გამოძიების პროცესს.

"აბა, აქამდე რით ვერ დაადგინეს, რა მოხდა?! რატომ არ გვეუბნებიან, რითი მოგვიკვდა მახალი? ჯანმრთელი ბავშვი შევიყვანეთ და მკვდარი გამოგვატანეს. რამდენიმე დღე ვეხვეწებოდით თბილისში გადაგვეყვანა ბავშვი და არც ამის გაკეთება უნდოდათ. მოვითხოვთ დროულად გამოიძიონ საქმე და დაისაჯონ ის ექიმები, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს და ბავშვი მოკლეს“, - ამბობს რუზგარ გურიანოვი.

Ambebi.ge დაუკავშირდა შპს მარნეულის სამედიცინო ცენტრ "ადიკს“. კლინიკის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ სამი წლის წინაც, როცა ეს ტრაგედია მოხდა, კლინიკას თავად ხელმძღვანელობდა. იგი დაგვპირდა, რომ მოგვიანებით დაგვიკავშირდებოდა და კომენტარს გააკეთებდა, თუმცა არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

მოიხსნება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი - რა რეკომენდაციას გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი?

"ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან, ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები" - ვლადიმერ პოზნერი

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს