პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილი ექთანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს
გარდაცვლილი ექთანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

27 წლის ექთა­ნი, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს. ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ენ­თერ­ში კო­ბა­ხი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი სამ­ძი­მარს დი­ლი­დან იღებს.

გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის ოჯა­ხი მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს და საქ­მე­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის ჩარ­თვას აპი­რებს.

"აქ ჩვე­ნი პო­ზი­ცია ასე­თია - იქ მოხ­და და­უ­დევ­რო­ბა, არას­წო­რი მოქ­მე­დე­ბა აც­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ პო­ლი­ტი­კა­ში არ ჩა­ვე­რე­ვით, ჩვენ ამ საქ­მის სა­მარ­თლებ­რი­ვი საქ­მე არ გვა­ინ­ტე­რე­სებს. უნდა დამ­ტკიც­დეს, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში. მე­უღ­ლე, რომ მი­ვი­და გო­გო­ნა იწვა ისე, რომ გა­და­ფა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ზე­წა­რი და არა­ვინ ახ­ლოს არ იყო. მე­უღ­ლე ფიქ­რობს, რომ იქი­დან­ვე გარ­დაც­ვლი­ლი წა­მო­იყ­ვა­ნეს" - ამ­ბობს ექთ­ნის ბიძა.

ცნო­ბის­თვის, კო­მა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ექთა­ნი, მეგი ბაქ­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. 27 წლის ექთანს „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ სა­ვა­რა­უ­დოდ, გვერ­დი­თი რე­აქ­ცია - ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი და­უ­ფიქ­სირ­და.

გუ­შინ ექთა­ნი თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. მეგი ბაქ­რა­ძეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

Ambebi.ge ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს.

TT
0

ღმერთო რა ძნელია, ეს ვაქცინა რისთვის უნდა გავიკეთოთ ვერ ვიგებ, ჯანმრთელი რო ხარ არაფერი გტკივა, როცა კოვიდი გაქვს მაშინ არ შეიძლება, უნდა გამოხვიდე მდგომარეობიდან,თან რამდენიმე თვე უნდა იყოს გასული და მერე შეიძლება,ანუ ეს ვაქცინა არ გშველის იმ დროს , გამოხვალ მდგომარეობიდან და აიცრი, არც ეს გაზღვევს მუდმივად, ანუ რამდენიმე ხნის შემდეგ, შეიძლება ისევ შეგეყაროსო, და რა ჯანდაბად მინდა ვერ ვიგებ , არ დაბლოკოთ რა იქნება

ავტორი:

გარდაცვლილი ექთანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

გარდაცვლილი ექთანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა, ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ადიგენის რაიონის სოფელ ქვემო ენთერში კობახიძეების ოჯახი სამძიმარს დილიდან იღებს.

გარდაცვლილი ექთნის ოჯახი მომხდარზე გამოძიებას ითხოვს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს.

"აქ ჩვენი პოზიცია ასეთია - იქ მოხდა დაუდევრობა, არასწორი მოქმედება აცრასთან დაკავშირებით. ჩვენ პოლიტიკაში არ ჩავერევით, ჩვენ ამ საქმის სამართლებრივი საქმე არ გვაინტერესებს. უნდა დამტკიცდეს, რა მოხდა სინამდვილეში. მეუღლე, რომ მივიდა გოგონა იწვა ისე, რომ გადაფარებული ჰქონდა ზეწარი და არავინ ახლოს არ იყო. მეუღლე ფიქრობს, რომ იქიდანვე გარდაცვლილი წამოიყვანეს" - ამბობს ექთნის ბიძა.

ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.

გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეგი ბაქრაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

"კოვიდმა ძველი დაავადებები გაააქტიურა" - კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რას ამბობს ექიმი?

"ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული, ბიჭი მაკლია... ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ" - მეგი ბაქრაძის მამა

"ახლა მოსალოდნელია წვიმები და მთაც უფრო სწრაფად დაეშვება... სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს" - რაში ხედავენ გამოსავალს სპეციალისტები?