პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა ავირჩიოთ სამეცნიერო კარიერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
რატომ უნდა ავირჩიოთ სამეცნიერო კარიერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

რო­გო­რია მეც­ნი­ე­რი თქვენს წარ­მოდ­გე­ნა­ში? შე­საძ­ლოა ახალ­გაზ­რდე­ბის აზ­რით, მეც­ნი­ე­რის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ რუ­ტი­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც თა­ვის თავ­ში ჩა­კე­ტი­ლო­ბას­თა­ნაც არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი. ამ წარ­მო­ად­გე­ნას თა­ვი­სი ობი­ექ­ტუ­რი თუ მცდა­რი მი­ზე­ზე­ბი აქვს, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რის ცხოვ­რე­ბა დღეს ნამ­დვი­ლად გან­სხვავ­დე­ბა ამ სტე­რე­ო­ტი­პის­გან.

სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბი და აღ­მო­ჩე­ნე­ბი; საქ­მე, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად გიყ­ვარს და ყო­ველ­დღე გა­ო­ცებს; მე­გობ­რე­ბი დე­და­მი­წის გარ­შე­მო; მოგ­ზა­უ­რო­ბა, მას­შტა­ბუ­რი თუ მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბის გარ­შე­მო და ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა - ესაა მეც­ნი­ე­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

„დღეს ისე­თი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბია ტრენ­დუ­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი კი, გან­სა­კუთ­რე­ბით სტუ­დენ­ტე­ბი, ძნე­ლად თუ წარ­მო­იდ­გე­ნენ, რომ მეც­ნი­ე­რის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაც სწო­რედ ასე­თია: თუკი აზ­როვ­ნებ, სვამ კი­თხვებს და ეძებ მათ­ზე პა­სუ­ხებს, რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მზა­დაა, მი­გი­ღოს“, გვიყ­ვე­ბა კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სე­სი­ლი გო­გი­ბე­რი­ძე. „მით უმე­ტეს, ინ­ტერ­ნე­ტი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქამ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა სრუ­ლი­ად ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნა“, აღ­ნიშ­ნავს ის.

სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო პრო­დუქ­ტის შექ­მნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. კვლე­ვე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, ფო­რუ­მე­ბი, მრგვა­ლი მა­გი­დე­ბი, შრო­მე­ბი - სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამ მხრივ საქ­მი­ა­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად გაზ­რდი­ლია და­ფი­ნან­სე­ბაც სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც კსუ-ს სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტის 7%-ს შე­ად­გენს.

უნი­ვერ­სი­ტეტს ორი ტი­პის საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბა გა­აჩ­ნია სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის­თვის: „მცი­რე გრან­ტე­ბი“, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბი­საა და „გრან­ტე­ბი ფუნ­ტა­მენ­ტუ­რი კვლე­ვე­ბის­თვის“. ამ შემ­თხვე­ვა­ში გრან­ტის ოდე­ნო­ბა 20-25 000 ლარს შე­ად­გენს. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, კონ­კურ­სე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს მო­ე­თხო­ვე­ბათ, სტა­ტი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზებ­ში ინ­დექ­სი­რე­ბულ ჟურ­ნა­ლებ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნონ.

გარ­და ამი­სა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი აგ­რეთ­ვე თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა­საც ახორ­ცი­ე­ლებს. კსუ-ს სა­მეც­ნი­ე­რო პერ­სო­ნა­ლი, დოქ­ტო­რან­ტე­ბი თუ მა­გის­ტრან­ტე­ბი ხში­რად იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­მეც­ნი­ე­რო კონ­კურ­სებ­ში. ძი­რი­თა­დად, ეს არის რუს­თა­ვე­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის კონ­კურ­სე­ბი, რო­მელ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, ისი­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გა­ნაც იღე­ბენ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს არამ­ხო­ლოდ კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი, არა­მედ - კონ­ფე­რენ­ცი­აც ან სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბა.

ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ან თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი არე­ა­ლი საკ­მა­ოდ ფარ­თოა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.

მათ­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 3 მას­შტა­ბუ­რი კონ­ფე­რენ­ცია: „ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და ვაზი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და სა­მეც­ნი­ე­რო გა­მოწ­ვე­ვე­ბი“, „გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ბი­ო­მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი და ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ის მე-2 სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა/კონ­ფე­რენ­ცია“; სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია „სიმ­სივ­ნის იმუ­ნო­თე­რა­პია და იმუ­ნო­მო­ნი­ტო­რინ­გი”.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იხ­სნა „სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქი­მი­ოპ­რე­პა­რა­ტე­ბის სინ­თე­ზის და კვლე­ვის ცენ­ტრი“, სა­დაც პრო­ფე­სო­რე­ბი თენ­გიზ წივ­წი­ვა­ძე და ნო­დარ ჩი­გო­გი­ძე აწარ­მო­ე­ბენ სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბას.

რო­გორ უნდა ჩა­ერ­თო სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეს გზა ფაქ­ტობ­რი­ვად გაკ­ვა­ლუ­ლია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა გრან­ტის გა­ცე­მი­სას არის ის, რომ კვლე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყონ ჩარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბიც.

„შემ­დეგ უკვე მკვლე­ვარ­სა და პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ და რა ფორ­მით იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტში. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბა, ან მისი და­მუ­შა­ვე­ბა, ანა­ლი­ზი“, გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლი. „ამ პრო­ცეს­ში, ჩვენ­თვის, სა­მეც­ნი­ე­რო დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ახა­ლი თა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში; ხელ­მძღვა­ნელ­ზე ბევ­რი რა­მეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: რო­გორ აან­თებს, რო­გორ და­მუხ­ტავს სტუ­დენტს ამ სფე­რო­ში ჩა­სარ­თვე­ლად“, აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლი.

სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას სტუ­დენ­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე იწყე­ბენ. კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამას ყო­ველ­წლი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­მე­ლიც წელს უკვე მერ­ვედ ჩა­ტარ­და.

ასე­ვე, გარ­და საგ­რან­ტო კონ­კურ­სე­ბი­სა, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა პრეს­ტი­ჟუ­ლი პრე­მია „თა­მა­რი“ და­ა­წე­სა. პრე­მია ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­ი­ცე­მა და აჯილ­დო­ვებს მეც­ნი­ე­რებს პირ­ველ და მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ებ­ში; მე­სა­მე პრი­ზი კი - ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­ცე­მა. პირ­ველ კონ­კურ­სზე, რო­მე­ლიც 2017 წელს ჩა­ტარ­და, გან­ვლი­ლი 5 წლის სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ჯამ­და; ხოლო 2020 წლის და­სა­წყის­ში, მე­ო­რე კონ­კურ­სზე - ორ­წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა.

ცოდ­ნას, რო­მე­ლიც წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ახა­ლი თა­ო­ბე­ბი ამ­დიდ­რე­ბენ. სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლე­ბი, გა­მო­ცე­მე­ბი, მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბი, კვლე­ვე­ბი თუ სტა­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლებ­ში და­ი­ბეჭ­და - ხელ­მი­საწ­ვდო­მია, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ასე­ვე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის 2020

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად შე­ა­ფერ­ხა 2020 წლის სა­ყო­ველ­თაო პან­დე­მი­ამ სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლი გო­გი­ბე­რი­ძე არა­ერ­თგვა­როვ­ნად პა­სუ­ხობს - პირ­ველ რიგ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტს, ცხა­დია, მო­უხ­და იმ პრო­ექ­ტე­ბის და­კო­რექ­ტი­რე­ბა ან შე­ჩე­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, პან­დე­მი­ამ და ამის გამო ონ­ლა­ინ­ში გა­და­სულ­მა სა­მუ­შა­ო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა გზე­ბი გა­უხ­სნა ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებს.

„ჩვენ ისეთ ფო­რუ­მებ­სა თუ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­საც და­ვეს­წა­რით დის­ტან­ცი­უ­რად, რა­საც სხვა დროს ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დით ფი­ნან­სე­ბის თუ სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო. ამას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ახ­სნა აქვს, ყვე­ლა­ფე­რი სახ­ლი­დან, „ზუ­მის“ მეშ­ვე­ო­ბით ტარ­დე­ბო­და“, იხ­სე­ნებს ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად შე­წყვე­ტი­ლი მივ­ლი­ნე­ბე­ბი­სა თუ სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბი­სა, 2020 წელი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მა­ინც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. სო­ფიო კას­რა­ძე, გი­ორ­გი ლო­მი­ძე, და­ვით მაღ­რა­ძე, ვახ­ტანგ მა­ი­სა­ია, ბექა ქან­თა­რია, შო­რე­ნა ქურ­და­ძე, ალექ­სან­დრე რუ­სეც­კი, ოლღა დო­რო­ჰი­ნა, ნინო ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ნინო მინ­დი­აშ­ვი­ლი, თეა კას­რა­ძე და სხვა­ნი - ეს ის მეც­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლებ­ში თა­ვი­ან­თი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2021 წელს გეგ­მე­ბი­თა და და­კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა კვლა­ვაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბით აგ­რძე­ლებს. ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად ცდი­ლო­ბენ უპა­სუ­ხონ იმ კი­თხვებს, რო­მე­ლიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა.

NS

ავტორი:

რატომ უნდა ავირჩიოთ სამეცნიერო კარიერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

რატომ უნდა ავირჩიოთ სამეცნიერო კარიერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

როგორია მეცნიერი თქვენს წარმოდგენაში? შესაძლოა ახალგაზრდების აზრით, მეცნიერის ყოველდღიური ცხოვრება მხოლოდ რუტინულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რაც თავის თავში ჩაკეტილობასთანაც არის ასოცირებული. ამ წარმოადგენას თავისი ობიექტური თუ მცდარი მიზეზები აქვს, თუმცა მეცნიერის ცხოვრება დღეს ნამდვილად განსხვავდება ამ სტერეოტიპისგან.

საინტერესო კვლევები და აღმოჩენები; საქმე, რომელიც ნამდვილად გიყვარს და ყოველდღე გაოცებს; მეგობრები დედამიწის გარშემო; მოგზაურობა, მასშტაბური თუ მეგობრული შეხვედრები საინტერესო თემების გარშემო და ნორმალური ანაზღაურება - ესაა მეცნიერებით დაკავებული ადამიანების ყოველდღიურობა.

„დღეს ისეთი სპეციალობებია ტრენდული, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაზეა დაფუძნებული. ადამიანები კი, განსაკუთრებით სტუდენტები, ძნელად თუ წარმოიდგენენ, რომ მეცნიერის ყოველდღიურობაც სწორედ ასეთია: თუკი აზროვნებ, სვამ კითხვებს და ეძებ მათზე პასუხებს, რაღაცის გაკეთება შეგიძლია, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მზადაა, მიგიღოს“, გვიყვება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სესილი გოგიბერიძე. „მით უმეტეს, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების ეპოქამ ეს საქმიანობა სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა“, აღნიშნავს ის.

სამეცნიერო საქმიანობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო პროდუქტის შექმნაზეა ორიენტირებული. კვლევები, კონფერენციები, ფორუმები, მრგვალი მაგიდები, შრომები - სწორედ ამ მიმართულებით ხორციელდება.

ბოლო რამდენიმე წელია, უნივერსიტეტში ამ მხრივ საქმიანობა კიდევ უფრო გააქტიურდა. პარალელურად გაზრდილია დაფინანსებაც სამეცნიერო მიმართულებით, რაც კსუ-ს საერთო ბიუჯეტის 7%-ს შეადგენს.

უნივერსიტეტს ორი ტიპის საგრანტო დაფინანსება გააჩნია სამეცნიერო კვლევებისთვის: „მცირე გრანტები“, რომელიც თითოეული პროექტისთვის დაახლოებით 5000 ლარის ოდენობისაა და „გრანტები ფუნტამენტური კვლევებისთვის“. ამ შემთხვევაში გრანტის ოდენობა 20-25 000 ლარს შეადგენს. ორივე შემთხვევაში, კონკურსების გამარჯვებულებს მოეთხოვებათ, სტატიები საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოაქვეყნონ.

გარდა ამისა, უნივერსიტეტი აგრეთვე თანადაფინანსებასაც ახორციელებს. კსუ-ს სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტები თუ მაგისტრანტები ხშირად იღებენ მონაწილეობას სამეცნიერო კონკურსებში. ძირითადად, ეს არის რუსთაველის სამეცნიერო ფონდის კონკურსები, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც, ისინი უნივერსიტეტისგანაც იღებენ თანადაფინანსებას. ეს შეიძლება იყოს არამხოლოდ კვლევითი პროექტი, არამედ - კონფერენციაც ან სამეცნიერო მივლინება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ან თანადაფინანსებული სამეცნიერო პროექტების შინაარსობრივი არეალი საკმაოდ ფართოა. უნივერსიტეტში უამრავი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

მათგან აღსანიშნავია ჩატარებული 3 მასშტაბური კონფერენცია: „ქართული ღვინო და ვაზი, ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“, „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგიის მე-2 საერთაშორისო სკოლა/კონფერენცია“; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სიმსივნის იმუნოთერაპია და იმუნომონიტორინგი”.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში გაიხსნა „სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოპრეპარატების სინთეზის და კვლევის ცენტრი“, სადაც პროფესორები თენგიზ წივწივაძე და ნოდარ ჩიგოგიძე აწარმოებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

როგორ უნდა ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეს გზა ფაქტობრივად გაკვალულია. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გრანტის გაცემისას არის ის, რომ კვლევაში აუცილებლად უნდა იყონ ჩართული სტუდენტებიც.

„შემდეგ უკვე მკვლევარსა და პროექტის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული, როგორ და რა ფორმით იქნებიან ჩართული სტუდენტები სამეცნიერო პროექტში. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციის მოგროვება, ან მისი დამუშავება, ანალიზი“, გვიყვება ქალბატონი სესილი. „ამ პროცესში, ჩვენთვის, სამეცნიერო დეპარტამენტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი თაობა აქტიურად ჩაერთოს სამეცნიერო საქმიანობაში; ხელმძღვანელზე ბევრი რამეა დამოკიდებული: როგორ აანთებს, როგორ დამუხტავს სტუდენტს ამ სფეროში ჩასართველად“, აღნიშნავს ქალბატონი სესილი.

სამეცნიერო საქმიანობას სტუდენტები უნივერსიტეტში მოხვედრისთანავე იწყებენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამას ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციით უზრუნველყოფს, რომელიც წელს უკვე მერვედ ჩატარდა.

ასევე, გარდა საგრანტო კონკურსებისა, უნივერსიტეტმა პრესტიჟული პრემია „თამარი“ დააწესა. პრემია ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და აჯილდოვებს მეცნიერებს პირველ და მეორე კატეგორიებში; მესამე პრიზი კი - ახალგაზრდა მეცნიერის ნომინაციაში გაიცემა. პირველ კონკურსზე, რომელიც 2017 წელს ჩატარდა, განვლილი 5 წლის სამეცნიერო საქმიანობა შეჯამდა; ხოლო 2020 წლის დასაწყისში, მეორე კონკურსზე - ორწლიანი საქმიანობა.

ცოდნას, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალი თაობები ამდიდრებენ. სამეცნიერო ჟურნალები, გამოცემები, მონოგრაფიები, კვლევები თუ სტატიები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში დაიბეჭდა - ხელმისაწვდომია, როგორც მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.

სამეცნიერო საზოგადოების 2020

კითხვაზე, რამდენად შეაფერხა 2020 წლის საყოველთაო პანდემიამ სამეცნიერო საქმიანობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქალბატონი სესილი გოგიბერიძე არაერთგვაროვნად პასუხობს - პირველ რიგში, უნივერსიტეტს, ცხადია, მოუხდა იმ პროექტების დაკორექტირება ან შეჩერება, რომელიც სამეცნიერო მივლინებებსაც ითვალისწინებდა. თუმცა მეორე მხრივ, პანდემიამ და ამის გამო ონლაინში გადასულმა სამუშაოების დიდმა ნაწილმა აბსოლუტურად სხვა გზები გაუხსნა ქართველ მეცნიერებს.

„ჩვენ ისეთ ფორუმებსა თუ კონფერენციებსაც დავესწარით დისტანციურად, რასაც სხვა დროს ვერ მოვახერხებდით ფინანსების თუ სხვა მიზეზების გამო. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, ყველაფერი სახლიდან, „ზუმის“ მეშვეობით ტარდებოდა“, იხსენებს ქალბატონი სესილი.

მიუხედავად შეწყვეტილი მივლინებებისა თუ სხვადასხვა საინტერესო პროექტების შეჩერებისა, 2020 წელი პუბლიკაციების თვალსაზრისით, მაინც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. სოფიო კასრაძე, გიორგი ლომიძე, დავით მაღრაძე, ვახტანგ მაისაია, ბექა ქანთარია, შორენა ქურდაძე, ალექსანდრე რუსეცკი, ოლღა დოროჰინა, ნინო ბარათაშვილი, ნინო მინდიაშვილი, თეა კასრაძე და სხვანი - ეს ის მეცნიერები არიან, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში თავიანთი პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.

უნივერსიტეტი 2021 წელს გეგმებითა და დაკორექტირებული, თუმცა კვლავაც აქტუალური პროექტებით აგრძელებს. ქართველი მეცნიერები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად ცდილობენ უპასუხონ იმ კითხვებს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის საინტერესოა.

NS

"ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, რომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს" - ეკატერინე ტიკარაძე

"მოლოდინი, რომ 100%-ით ავად არავინ გახდება, არ უნდა გვქონდეს" - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაზე

"დედამ იცოდა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო..... რთული იყო ამ ყველაფრის დამალვა" - რას წერს შოთო სიხარულიძე ბიჭზე, რომელიც გომისმთაზე გაიყინა