საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს - "ეს სანატრელი დღე დადგა - ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში"
რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს - "ეს სანატრელი დღე დადგა - ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში"

რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტად იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე აირ­ჩი­ეს. ამის შე­სა­ხებ „ექ­სპრო ჯო­ჯრი­ა­ში“ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

„დღეს შედ­გა ქვო­რუ­მი ანუ 25 დე­ლე­გა­ტი მო­ვი­და, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენ­და 42 ხმას. კვო­რუ­მის­თვის გან­მე­ო­რე­ბი­თი ყრი­ლო­ბა რომ შედ­გეს სა­ჭი­რო არის 50% + 1 ხმა. ამის შე­დე­გად ეს და­ით­ვა­ლა, სულ 38 ხმა იყო საკ­მა­რი­სი კვო­რუ­მის მო­საგ­რო­ვებ­ლად, რომ ყრი­ლო­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. რა თქმა უნდა, შედ­გა ყრი­ლო­ბა და ავირ­ჩი­ეთ პრე­ზი­დენ­ტი. იყო ერთი კან­დი­და­ტი და ეს იყო იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე. ის არ­ჩე­უ­ლია უმ­რავ­ლე­სო­ბით. დღეს ის ით­ვლე­ბა რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტად“, - გა­ნა­ცხა­და რაგ­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ გოჩა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

იო­სებ ტყე­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სწრა­ფად და­ი­წყე­ბენ იმ გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და.

„სა­რაგ­ბო სამ­ყა­როს ვუ­ლო­ცავ! შიგ­ნით საკ­მა­ოდ მშვი­დო­ბით წა­რი­მარ­თა ეს პრო­ცე­სი, გა­რეთ აჟი­ო­ტა­ჟის­თვის წუ­ხილს გა­მოვ­თქვამ. ვი­ცო­დით, რაც იყო და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი. სას­წა­უ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, რაც მოხ­და და­სა­ნა­ნია. კლუ­ბებს გა­უ­ჭირ­დათ მოს­ვლა, მაგ­რამ ვინც ვერ შეძ­ლო მოს­ვლა, მეს­მის და მინ­და ვუ­თხრა მათ, რომ ეს მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ხელს არ შე­უშ­ლის.

ეს სა­ნატ­რე­ლი დღე დად­გა. წე­ლი­წად­ზე მე­ტია რაგ­ბის კავ­შირს არ ჰყავს პრე­ზი­დენ­ტი. მინ­და რაგ­ბის გამ­გე­ო­ბას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დო და მათ, ვინც აქამ­დე მო­ი­ტა­ნა ეს პრო­ცე­სი. ვნე­ბე­ბი ჩა­ცხრე­ბა და უს­წრა­ფე­სად გა­და­ვალთ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ტყე­მა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს, „ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში", სა­დაც რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გა­სუ­ლი წლის 30 დე­კემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძემ გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ სა­ჯა­რო რე­ესტრმა პრე­ზი­დენ­ტად არ და­ა­რე­გის­ტრი­რა. ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ არ­ჩევ­ნებს არა­ლე­გი­ტი­მუ­რად აფა­სე­ბენ და თვლი­ან, რომ პრე­ზი­დენ­ტი უკვე არ­ჩე­უ­ლია და ის ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძეა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
5

ჩვენ ყველაფრის ღირსი და მკადრებელი სამარცხვინო ერი ვყოფილვართ. რაც დღეს ქვეყანაში აფსოლუტურად ყველა სფეროში ხდება, ეს ქვეყნის და ერის სირცვილია. მრცხვენია რომ ქართველი ვარ. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, რად გიღირს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტობა? როგორ გინდა ამ ყველაფრის მერე იპრეზიდენტო წესიერი და ღირსეული კაცი თუ ხარ?!

geo
8

სამარცხვინო საქციელი.... არჩეული არ დაარეგისტრირეთ და მაინც თქვენი გაიტანეთ. თქვენ რომ რაგბის განვითარება გდომოდათ, წინამორბედები საქმეს გააკეთებდნენ...

ავტორი:

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს - "ეს სანატრელი დღე დადგა - ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში"

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს - "ეს სანატრელი დღე დადგა - ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში"

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ამის შესახებ „ექსპრო ჯოჯრიაში“ არჩევნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„დღეს შედგა ქვორუმი ანუ 25 დელეგატი მოვიდა, რომელიც წარმოადგენდა 42 ხმას. კვორუმისთვის განმეორებითი ყრილობა რომ შედგეს საჭირო არის 50% + 1 ხმა. ამის შედეგად ეს დაითვალა, სულ 38 ხმა იყო საკმარისი კვორუმის მოსაგროვებლად, რომ ყრილობა ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, შედგა ყრილობა და ავირჩიეთ პრეზიდენტი. იყო ერთი კანდიდატი და ეს იყო იოსებ ტყემალაძე. ის არჩეულია უმრავლესობით. დღეს ის ითვლება რაგბის კავშირის პრეზიდენტად“, - განაცხადა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა.

იოსებ ტყემალაძის განცხადებით, სწრაფად დაიწყებენ იმ გეგმების განხორციელებას, რაც დაანონსებული ჰქონდა.

„სარაგბო სამყაროს ვულოცავ! შიგნით საკმაოდ მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი, გარეთ აჟიოტაჟისთვის წუხილს გამოვთქვამ. ვიცოდით, რაც იყო დაანონსებული. სასწაული არაფერი მომხდარა, რაც მოხდა დასანანია. კლუბებს გაუჭირდათ მოსვლა, მაგრამ ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მესმის და მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს მათთან თანამშრომლობას ხელს არ შეუშლის.

ეს სანატრელი დღე დადგა. წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს არ ჰყავს პრეზიდენტი. მინდა რაგბის გამგეობას მადლობა გადაუხადო და მათ, ვინც აქამდე მოიტანა ეს პროცესი. ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში“, - განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

გლდანში ხელოსანმა ე.წ. კალონკა არასწორად დაამონტაჟა და წყალი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა

საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 668 მუშაკი აიცრა

"სახელმწიფოს პირველმა პირებმა ვაქცინაცია საჯაროდ უნდა ჩაიტარონ... სხვანაირად "ასტრაზენეკას" მიმართ უნდობლობის ხარისხს ვერ შევამცირებთ" - კულუმბეგოვი