პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ სიტუაცია დაწყნარებულიყო" - მეუფე სტეფანე ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე
"შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ სიტუაცია დაწყნარებულიყო" - მეუფე სტეფანე ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის და მრევ­ლის ნა­წილ­მა, რომ­ლე­ბიც დღეს მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ეპარ­ქი­ის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

ისი­ნი სა­ეკ­ლე­სიო გა­ფარ­თო­ე­ბულ კრე­ბას ითხო­ვენ, სა­დაც მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვას მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვა მოხ­დე­ბა.

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს შო­რის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რე­ზი­დენ­ცი­ის გა­რეთ მყოფ მრევლს ოთახ­ში შეს­ვლა სურ­და, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მათ შიგ­ნით მყო­ფი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არ აძ­ლევ­დნენ. შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს აივ­ნის მო­ა­ჯი­რი ჩა­მო­ინ­გრა და 10-მდე ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მოვ­რდა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­უ­ფე სტე­ფა­ნე კა­ლი­ა­ჯიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­უ­ბა­რი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე მა­მა­ომ ყვი­რი­ლი და­ი­წყო. მე­უ­ფუს თქმით, მას და­პი­რის­პი­რე­ბა არა­ვის­თან არ ჰქო­ნია და სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით გა­ლობ­და.

„აქე­დან მი­აწ­ვა ეს ხალ­ხი, იქი­დან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­აწ­ვნენ. შე­მო­ვარ­დნენ ჟუ­ნა­ლის­ტე­ბი და ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ჩვენ უბ­რა­ლოდ ვგა­ლობ­დით, რომ და­წყნა­რე­ბუ­ლი­ყო სი­ტუ­ა­ცია. და­პი­რის­პი­რე­ბა ჩვენ შო­რის არ ყო­ფი­ლა. არა­ფე­რი ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა ჩემი მხრი­დან ან ჩემი კურ­თხე­ვით არ ყო­ფი­ლა. მე ჩა­ვი­წე­რე ყვე­ლა კი­თხვა, რის­თვი­საც უნდა გა­მე­ცა პა­სუ­ხი. ამ ხალ­ხმა და­ი­წყო ყვი­რი­ლი, მე­ო­რე ფლან­გი ჰყავ­დათ კა­რებ­თან. და­ი­წყეს ყვი­რი­ლი და არ მომ­ცეს სი­ტუ­ა­ცია წყნარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მე­სა­უბ­რა. ეს ხალ­ხი არის სულ სხვა ხალ­ხი. ეს მრევ­ლი არ არის, წი­ნას­წარ მო­მაზ­დე­ბუ­ლია სცე­ნა­რი, რაც დღეს უნ­დო­დათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მა­მე­ბი არი­ან აქ, რომ­ლე­ბიც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ. ასე­ვე გვაქვს ვი­დეო, სა­დაც ჩანს, ვინ რო­გორ იქ­ცე­ვა. ჩემს გა­და­ყე­ნე­ბას რა­ტომ ითხო­ვენ, მა­გათ ჰკი­თხეთ. ესე­ნი შეთ­ქმუ­ლე­ბი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ.

მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს თქმით, ის ეპარ­ქი­ის და­ტო­ვე­ბას არ აპი­რებს. რო­გორც მე­უ­ფე აცხა­დებს, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვა ეპარ­ქი­ის გა­რეთ მყო­ფებ­მა გა­მო­იწ­ვი­ეს.

„სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის იყო კრე­ბა. მოწ­ვე­უ­ლი მყავ­და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უნ­დო­და კი­თხვე­ბის დას­მა და სა­უ­ბა­რი. ყვე­ლას მო­ვუს­მი­ნე, პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მის დრო, რომ დად­გა, არ მომ­ცეს პა­სუ­ხის გა­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­ამ­წვა­ვეს ეს ვი­თა­რე­ბა, შე­მო­იჭრ­ნენ შიგ­ნით. არ მო­მის­მი­ნეს, ეს ხალ­ხი რომ ყვი­რის, მათ მო­ა­წყვეს შეთ­ქმუ­ლე­ბა, არ მო­მის­მი­ნეს. სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­იყ­ვა­ნეს ეს ხალ­ხი“, - აცხა­დებს მე­უ­ფე სტე­ფა­ნე.

შე­გახ­სე­ნებთ, მარ­ტვი­ლი­სა და ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და მრევ­ლის შეხ­ვედ­რა­ზე რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი და­შავ­და. ად­გილ­ზე შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს, ჩა­მო­ინ­გრა აივ­ნის მო­ა­ჯი­რი, რის შე­დე­გა­დაც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­დნენ. „ტვ პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრავ­მა მი­ი­ღო მათ­მა ოპე­რა­ტორ­მა, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ასე­ვე და­ზი­ან­და მათი ჟურ­ნა­ლის­ტი. ამას­თან, "მთა­ვა­რის არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის დროს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს მათი ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლისტს. ასე­ვე, სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს „რუს­თა­ვი 2-ის“, „ფორ­მუ­ლას“ და „პოს­ტი­ვის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

ეპარ­ქი­ა­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 124-ე, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

მე­უ­ფე სტე­ფა­ნე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. 7 მარტს, ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი) ეპარ­ქი­ის ორ დი­ა­კონს - კონ­სტან­ტი­ნე გა­ბი­სო­ნი­ა­სა და პეტ­რე ღუ­დუ­შა­ურს მღვდელ­მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუკ­რძა­ლა. ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მე­უ­ფე სტე­ფა­ნე­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შეხ­ვედ­რას ის 2 დი­ა­კო­ნიც ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­საც მღვდელ­მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აეკ­რძა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
G.s
19

განსაკვეთი უნდა განიკვეთოს ,აქამდეც უნდა მომხდარიყო მასე.

hhh
3

ღმერთო არ მიგვატოვო, მიუხედავათ იმისა რომ შეიძლება ღირსებიც ვიყოთ.

ავტორი:

"შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ სიტუაცია დაწყნარებულიყო" - მეუფე სტეფანე ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე

"შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ სიტუაცია დაწყნარებულიყო" - მეუფე სტეფანე ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე

სასულიერო პირების და მრევლის ნაწილმა, რომლებიც დღეს მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიაში დაუპირისპირდნენ, ეპარქიის ტერიტორია დატოვეს.

ისინი საეკლესიო გაფართოებულ კრებას ითხოვენ, სადაც მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებული ბრალდებების განხილვა მოხდება.

ჭყონდიდის ეპარქიაში უკმაყოფილო სასულიერო პირებსა და მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდა, რის საშუალებასაც მათ შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა-შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვრდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მეუფე სტეფანე კალიაჯიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე მამაომ ყვირილი დაიწყო. მეუფუს თქმით, მას დაპირისპირება არავისთან არ ჰქონია და სიტუაციის განმუხტვის მიზნით გალობდა.

„აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ დაწყნარებულიყო სიტუაცია. დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არაფერი ფიზიკური შეხლა-შემოხლა ჩემი მხრიდან ან ჩემი კურთხევით არ ყოფილა. მე ჩავიწერე ყველა კითხვა, რისთვისაც უნდა გამეცა პასუხი. ამ ხალხმა დაიწყო ყვირილი, მეორე ფლანგი ჰყავდათ კარებთან. დაიწყეს ყვირილი და არ მომცეს სიტუაცია წყნარ სიტუაციაში მესაუბრა. ეს ხალხი არის სულ სხვა ხალხი. ეს მრევლი არ არის, წინასწარ მომაზდებულია სცენარი, რაც დღეს უნდოდათ განხორციელება და მამები არიან აქ, რომლებიც დაადასტურებენ. ასევე გვაქვს ვიდეო, სადაც ჩანს, ვინ როგორ იქცევა. ჩემს გადაყენებას რატომ ითხოვენ, მაგათ ჰკითხეთ. ესენი შეთქმულები არიან", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანეს თქმით, ის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს. როგორც მეუფე აცხადებს, ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარების დაძაბვა ეპარქიის გარეთ მყოფებმა გამოიწვიეს.

„სასულიერო პირებს შორის იყო კრება. მოწვეული მყავდა ყველა ადამიანი, ვისაც უნდოდა კითხვების დასმა და საუბარი. ყველას მოვუსმინე, პასუხების გაცემის დრო, რომ დადგა, არ მომცეს პასუხის გაცემის საშუალება. ჟურნალისტებმა გაამწვავეს ეს ვითარება, შემოიჭრნენ შიგნით. არ მომისმინეს, ეს ხალხი რომ ყვირის, მათ მოაწყვეს შეთქმულება, არ მომისმინეს. სპეციალურად მოიყვანეს ეს ხალხი“, - აცხადებს მეუფე სტეფანე.

შეგახსენებთ, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ტრავმა მიიღო მათმა ოპერატორმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანდა მათი ჟურნალისტი. ამასთან, "მთავარის არხის" ინფორმაციით, ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, სხვადასხვა დაზიანება მიიღეს „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“ და „პოსტივის“ წარმომადგენლებმა.

ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.

მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა, რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს. 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა. ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა.

რა უნდა ვიცოდე გაცვლითი პროგრამების შესახებ

5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი

ლალი მოროშკინა თბილისში სახლს ყიდის და საცხოვრებლად სიღნაღში გადადის - "ოპტიმისტი ვარ, შევძლებ და მუყაითი შრომით ახალ ცხოვრებას ავაშენებ..."