პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება" - ცნობილია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არჩევნებთან დაკავშირებით
"საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება" - ცნობილია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არჩევნებთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო, სა­ერ­თო ჯამ­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, თუმ­ცა ოდი­რის წინა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში მა­ინც არ­სე­ბობს ხარ­ვე­ზე­ბი და ორაზ­როვ­ნე­ბა, რა­საც, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­სა­მარ­თლო­ე­ბი­სა და სხვა შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტო­რე­ბის მხრი­დან კა­ნო­ნის შე­უ­სა­ბა­მო გა­მო­ყე­ნე­ბა მოჰ­ყვა, – ამის შე­სა­ხებ ეუთო-ს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ოფი­სის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ინ­კლუ­ზი­უ­რი სა­კონ­სულ­ტა­ციო პრო­ცე­სის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით ეუთო-ს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფი­სის და ევ­რო­პის საბ­ჭოს მიერ მა­ნამ­დე გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ნა­წი­ლობ­რივ შეს­რულ­და, თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია კვლავ შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია, მათ შო­რის კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბას­თან, არ­ჩევ­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას­თან, კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბას­თან, მე­დი­ას­თან, გა­სა­ჩივ­რე­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე ყვე­ლა დო­ნე­ზე შე­დე­გე­ბის ხე­ლახ­ლა დათ­ვლი­სა და ანუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ ნორ­მა­ტი­ულ ხარ­ვეზ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მარ­თა­ლია, ბევ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე მი­ე­სალ­მა ცვლი­ლე­ბებს, თუმ­ცა გა­მო­ით­ქვა შეშ­ფო­თე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სა და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის, სა­არ­ჩევ­ნო დღის პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ეფექ­ტურ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით,”- ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი სამი დო­ნის სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით იმარ­თე­ბო­და და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ვა­დე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ზო­გა­დად ეფექ­ტი­ა­ნად მარ­თავ­და არ­ჩევ­ნე­ბის ტექ­ნი­კურ ას­პექ­ტებს კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში.

"ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებ­და სხდო­მებს, რომ­ლე­ბიც ღია იყო აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი არ გან­ხი­ლუ­ლა ცეს­კო-ს მიერ ღია სე­სი­ებ­ზე, რაც კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იყო, თუმ­ცა ზღუ­დავ­და გამჭვირ­ვა­ლო­ბას. სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დო­მი­ნან­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბალ დო­ნე­ებ­ზე, უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხა სა­არჩვე­ნო კო­მი­სი­ე­ბის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ქმა­ზე“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

დო­კუ­მენ­ტში ამომ­რჩე­ველ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცეს­ზეც არის სა­უ­ბა­რი და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრო­ცე­სი პა­სი­უ­რი, ხან­გრძლი­ვი და ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლია.

"ამომ­რჩე­ველ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი პა­სი­უ­რი, ხან­გრძლი­ვი და ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლია. პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად და შეს­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნის მო­თხოვ­ნის­თვის ამომ­რჩევ­ლებს სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ. არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში, სა­ბო­ლოო სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში 3 526 023 ამომ­რჩე­ვე­ლი იყო და ოდი­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეშ­ფო­თე­ბა არ გა­მო­უთ­ქვამს მისი სი­ზუს­ტის შე­სა­ხებ. ხმის მი­ცე­მის ად­გი­ლის დრო­ე­ბით გა­და­ტა­ნის შე­სა­ხებ ოდი­რის რე­კო­მენ­და­ცია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იქნა.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ პარ­ტი­ი­სა და კან­დი­და­ტის რე­გის­ტრა­ცია ზო­გა­დად ინ­კლუ­ზი­უ­რი იყო, ცეს­კო-მ და­ა­რე­გის­ტრი­რა 48 პარ­ტია და ორი სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი, რა­მაც ამომ­რჩევ­ლე­ბი ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბით უზ­რუნ­ველ­ყო.

აქვე ნათ­ქვა­მია, რომ შეკ­რე­ბე­ბის, ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად და­ცუ­ლი იყო და კან­დი­და­ტებს ზო­გა­დად ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კამ­პა­ნია ეწარ­მო­ე­ბი­ნათ თა­ვი­სუფ­ლად და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე.

„თუმ­ცა პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­სა და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ში­ნე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი ფარ­თოდ ვრცელ­დე­ბო­და. მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის ზღვა­რი ხში­რად ბუნ­დო­ვა­ნი იყო, რაც ეუთო-ს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და კარგ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

აქ­ტი­უ­რი მე­დია და ონ­ლა­ინ კამ­პა­ნია ჩა­ტარ­და, მრა­ვალ­მა კან­დი­დატ­მა გა­მო­ი­ყე­ნა Facebook-ი ამომ­რჩევ­ლებ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად, თუმ­ცა არ­სე­ბით სა­კი­თხებ­ზე მცი­რე დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა. ამას­თან, ოდი­რის შე­ზღუ­დულ­მა სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ას­პექ­ტე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას აძ­ლევს უფრო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს უფრო მე­ტად პა­ტა­რა და ახა­ლი პარ­ტი­ე­ბის სა­ზი­ა­ნოდ“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ეუთო-ს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ოფი­სი კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხზეც სა­უბ­რობს.

„ბოლო შეს­წო­რე­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იყო კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ ზო­გი­ერ­თი წინა რე­კო­მენ­და­ცია, თუმ­ცა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­თა უმე­ტე­სო­ბას არ ჰქონ­და საკ­მა­რი­სი ნდო­ბა კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის ან­გა­რი­შე­ბის სან­დო­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ოდი­რის შე­ზღუ­დულ­მა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ამ გა­მო­ავ­ლი­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი რე­ა­ლურ და ან­გა­რიშ­ში ასა­ხულ ხარ­ჯებს შო­რის. ამა­ვე დროს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მან­და­ტი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის ეფექ­ტი­ან ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ზღუ­დუ­ლი რჩე­ბა. პარ­ტი­ე­ბი­სა და კამ­პა­ნი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის ზო­გა­დი სის­ტე­მა, მათ შო­რის, ფა­სი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ სუბ­სი­დი­რე­ბა, რაც არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად ხელ­საყ­რე­ლია რამ­დე­ნი­მე პარ­ტი­ის­თვის, ასე­ვე შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი­სა და ხარ­ჯე­ბის მა­ღა­ლი ზღვა­რი, ხელს უწყობ­და არა­თა­ნა­ბარ სა­არ­ჩევ­ნო კონ­კუ­რენ­ცი­ას“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SPQR
0

მერე? როგორც ჩანს მეცოცხეების დრაკონული კანონების გამოსწორებამ არ იკმარა - მეტია საჭირო. მეცოცხეებს მუშაობა არ უნდათ და ეს ხარვეზი და ორაზროვნება ბუშტებით, საყვირით და ნაგვის ურნებით გამოსწორდება? 

ალექს
0

ფეოლაში გენიალური იდეაა - წააგე, გავარდი, ოლიმპიური სისტემა ! საარჩევნო სისტემაც ეგრე უნდა იყოს , წააგე -გავარდი 8 წლით ! ორზე მეტად სიცოცხლეში და 8 წელზე მეტი ვერავინ ვერსად ვერ უნდა აირჩეს , ვერც დაინიშნოს მაღალ მმართველობაში, ვერც ადგილობრივში ! სახელნაცვალალი , რებრენდირებული, სხვისაგან გამოყოფილი და სხვა პარტიასთან მიერთებული პარტია 8 წელი კენჭს ვერსად ვერ უნდა იყრიდეს, პარტიანაცვალი პირი ამ პარტიიდან 8 წელი კენჭს ვერ უნდა იყრიდეს, დაღვინდეს ჯერ თორემ ეგეთებმა გვადინეს ძმარი ! დააკვირდით 1500 ადამიანი ტრიალებს ეს 30 წელი ზემოთ, ყველა ნაკომკავშირალია, კგბ და მეხუთე კოლონაა იშვიათი გამონაკლისის გარდა , ზოგი რვაჯერაა ანარჩევი, ზოგი ხუთჯერ და ზოგი იქ დაიბადა და იქ დაბერდა , ახლა სად ვეძებოთ და ვარკვიოთ ვინ, რა , როდის, ერთად ორზე მეტად სიცოცხლეში და 8 წელზე მეტი ვერავინ ვერსად ვერ დაჯდება ! ბასტა ?! გზა გაეხსნება ახალ სისხლს , თან არაკომუნისტურ კომკავშირულ მოქკავშირულს , ამათ რომ უჩუხჩუხებთ ძალუმად !

ავტორი:

"საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება" - ცნობილია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არჩევნებთან დაკავშირებით

"საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება" - ცნობილია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოში არსებული საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო, საერთო ჯამში, დემოკრატიული არჩევნების გამართვის საფუძველს იძლევა, თუმცა ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის შეუსაბამო გამოყენება მოჰყვა, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის შედეგად მიღებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მიერ მანამდე გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა, თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის კამპანიის წარმოებასთან, არჩევნების ადმინისტრირებასთან, კამპანიის დაფინანსებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით, ასევე ყველა დონეზე შედეგების ხელახლა დათვლისა და ანულირების შესახებ ნორმატიულ ხარვეზთან დაკავშირებით.

"მართალია, ბევრი დაინტერესებული მხარე მიესალმა ცვლილებებს, თუმცა გამოითქვა შეშფოთება საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კამპანიისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო დღის პროცედურების მიმართულებით კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები სამი დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით იმართებოდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი ვადები დააკმაყოფილა და ზოგადად ეფექტიანად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში.

"ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად ატარებდა სხდომებს, რომლებიც ღია იყო აკრედიტებული საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა ცესკო-ს მიერ ღია სესიებზე, რაც კანონთან შესაბამისობაში იყო, თუმცა ზღუდავდა გამჭვირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახა საარჩვენო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ პროცესი პასიური, ხანგრძლივი და ცენტრალიზებულია.

"ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი პასიური, ხანგრძლივი და ცენტრალიზებულია. პირადი მონაცემების გადასამოწმებლად და შესწორებების შეტანის მოთხოვნისთვის ამომრჩევლებს სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდათ. არჩევნების პირველ ტურში, საბოლოო საარჩევნო სიაში 3 526 023 ამომრჩეველი იყო და ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა უმრავლესობას მნიშვნელოვანი შეშფოთება არ გამოუთქვამს მისი სიზუსტის შესახებ. ხმის მიცემის ადგილის დროებით გადატანის შესახებ ოდირის რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პარტიისა და კანდიდატის რეგისტრაცია ზოგადად ინკლუზიური იყო, ცესკო-მ დაარეგისტრირა 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი, რამაც ამომრჩევლები ფართო არჩევანის შესაძლებლობით უზრუნველყო.

აქვე ნათქვამია, რომ შეკრებების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს ზოგადად ჰქონდათ შესაძლებლობა, კამპანია ეწარმოებინათ თავისუფლად და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე.

„თუმცა პარტიის მხარდამჭერებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების დაშინების შესახებ ცნობები ფართოდ ვრცელდებოდა. მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც ეუთო-ს ვალდებულებებს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

აქტიური მედია და ონლაინ კამპანია ჩატარდა, მრავალმა კანდიდატმა გამოიყენა Facebook-ი ამომრჩევლებთან დასაკავშირებლად, თუმცა არსებით საკითხებზე მცირე დისკუსია გაიმართა. ამასთან, ოდირის შეზღუდულმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობის ასპექტები უპირატესობას აძლევს უფრო ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტად პატარა და ახალი პარტიების საზიანოდ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი კამპანიის დაფინანსების საკითხზეც საუბრობს.

„ბოლო შესწორებებით გათვალისწინებულ იყო კამპანიის დაფინანსების შესახებ ზოგიერთი წინა რეკომენდაცია, თუმცა დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობას არ ჰქონდა საკმარისი ნდობა კამპანიის დაფინანსების ანგარიშების სანდოობასთან დაკავშირებით და ოდირის შეზღუდულმა სადამკვირვებლო მისიამ გამოავლინა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები რეალურ და ანგარიშში ასახულ ხარჯებს შორის. ამავე დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი და შესაძლებლობები კამპანიის დაფინანსების ერთიანობის ეფექტიან ზედამხედველობასთან დაკავშირებით შეზღუდული რჩება. პარტიებისა და კამპანიების სახელმწიფო დაფინანსების ზოგადი სისტემა, მათ შორის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება, რაც არაპროპორციულად ხელსაყრელია რამდენიმე პარტიისთვის, ასევე შემოწირულობებისა და ხარჯების მაღალი ზღვარი, ხელს უწყობდა არათანაბარ საარჩევნო კონკურენციას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

"მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? - არჩევნების თემაზეა და ვინც გინდა ის დაჯდეს" - ელენე ხოშტარია

"ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის თავისას...ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერას" - ირაკლი კობახიძე

"ერთ მხარეს არის "ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა" - "ქართული ოცნების" განცხადება ფარულ ჩანაწერებზე