პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი დღეს, 16:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა. სა­სა­მარ­თლო ნიკა მე­ლი­ას­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - გი­რა­ოს გა­და­სინ­ჯვა­ზე იმ­სჯე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გუ­შინ მი­მარ­თა.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მი­ხე­ილ სად­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა მე­ლი­ას მი­მართ უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს, ვი­ნა­ი­დან ეს პრო­პორ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა.

„ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, უბ­რა­ლოდ, სხვა გზა სა­მარ­თლებ­რი­ვად არ არ­სე­ბობს გარ­და პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, კა­ნო­ნი­ე­რია, თუმ­ცა,ბუ­ნებ­რი­ვია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ზეა. ჩვენ ამის გო­ნივ­რუ­ლი მო­ლო­დი­ნი გვაქვს“,- გა­ნა­ცხა­და სად­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­ლი­ას მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც პო­ლი­ტი­კოს­მა სა­სა­მარ­თლოს მიერ და­კის­რე­ბუ­ლი 40 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი თქვა. პრო­კუ­რა­ტუ­რას მე­ლი­ას­თვის პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე ნე­ბარ­თვა პარ­ლა­მენ­ტმა მის­ცა, რო­მელ­მაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს იმუ­ნი­ტე­ტი გუ­შინ, 88 ხმით მო­უხ­სნა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
logica
41

გაიხადეთ თავსატეხი ყოფილიყო ეს პუტკუნა ეტინგიცა გარეთ.

mamuli
39

ერთპარტიული პარლამენტის უსამართლო "ყრილობის" გადაწყვეტილებას ნდობა დაკარგული სასამართლო ვფიქრობ რომ დააკმაყოფილებს. ერთ კაცს არ აწყობს ქვეყანაში სტაბილურობა, აშკარად რუსული მიზნების მიმდევარია,სპობს და აჩანაგებს ქვეყნის სიძლიერეს და მის მომავალს.

ავტორი:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.

როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, პროკურატურა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ვინაიდან ეს პროპორციული ღონისძიებაა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დასაბუთებულია, უბრალოდ, სხვა გზა სამართლებრივად არ არსებობს გარდა პატიმრობის გამოყენებისა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული, კანონიერია, თუმცა,ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოზეა. ჩვენ ამის გონივრული მოლოდინი გვაქვს“,- განაცხადა სადრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდაზე უარი თქვა. პროკურატურას მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

რა განმარტებას აკეთებს შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ენმ-ს ოფისთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

ნიკა მელიას მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა

14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა