საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხულოში სკოლა დაიწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
ხულოში სკოლა დაიწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ლო­თა­ში სკო­ლა მთლი­ა­ნად და­იწ­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. შე­ნო­ბა ხის კონ­სტრუქ­ცია იყო.

რო­გორც შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სამი სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და მუ­შა­ობ­და.

ხან­ძა­რი ამ დრო­ი­სათ­ვის ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. უწყე­ბის ცნო­ბით, ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი და ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი ჩა­ვიდ­ნენ. აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­წყე­ბა პრო­ექ­ტი­რე­ბა და სო­ფელ კა­ლო­თას მალე ახა­ლი სკო­ლა ექ­ნე­ბა.

„და­იწ­ვა სა­ჯა­რო სკო­ლა სო­ფელ კა­ლო­თა­ში. სა­ბე­დი­ე­როდ მსხვერ­პლი არ არის, ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სკო­ლა­ში 14 მოს­წავ­ლე სწავ­ლობ­და. გა­ი­ცა შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბა, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მოხ­დეს პრო­ექ­ტი­რე­ბა და ძა­ლი­ან მალე ამ სო­ფელს ექ­ნე­ბა ახა­ლი სკო­ლა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სას­კო­ლო პრო­ცეს­ში არ გვქონ­დეს შე­ფერ­ხე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო და რე­სურსცენ­ტრი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ამ მოს­წავ­ლე­ებს არ შე­ექ­მნათ შე­ფერ­ხე­ბა უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით“, - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბის­თვის, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თი უკვე გა­მო­ი­ძებ­ნა. რამ­დე­ნი­მე დღით მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლას დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

ავტორი:

ხულოში სკოლა დაიწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ხულოში სკოლა დაიწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში სკოლა მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა ხის კონსტრუქცია იყო.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობდა.

შემთხვევის ადგილზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრი და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ჩავიდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიწყება პროექტირება და სოფელ კალოთას მალე ახალი სკოლა ექნება.

„დაიწვა საჯარო სკოლა სოფელ კალოთაში. საბედიეროდ მსხვერპლი არ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება. განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლებისთვის, ალტერნატიული ფართი უკვე გამოიძებნა. რამდენიმე დღით მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

ლაგოდეხში შვილმა დედა დაჭრა - ერთ-ერთი ვერსით, კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა

მარტვილში მანქანა გზიდან გადავარდა და აალდა - არის მსხვერპლი

"სვანეთის უბანში გაზი აფეთქდა, არიან დაშავებულები" - ადგილობრივი შემთხვევის ამსახველ კადრებს აქვეყნებს