მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციას პრესტიჟის შენარჩუნება სჭირდება, ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის, როგორც "ვარდების რევოლუციის" დროს" - ევროპარლამენტარი
"ოპოზიციას პრესტიჟის შენარჩუნება სჭირდება, ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის, როგორც "ვარდების რევოლუციის" დროს" - ევროპარლამენტარი

ევ­რო­ნეს­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის წევ­რის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­ჭი­როა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ და რო­გორც არ­ჩე­ულ­მა პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა, პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში თა­ვი­ანთ როლ­ზე იფიქ­რონ.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად არ­ჩევ­ნებ­ში დარ­ღვე­ვე­ბი­სა, ამას სა­ბო­ლოო შე­დე­გის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლა არ შე­ეძ­ლო.

„მე რომ ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი ვიყო, მენ­დო­მე­ბო­და, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი მან­და­ტი აეთ­ვი­სე­ბი­ნა. ვიცი, რომ ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა პან­დე­მი­ის გამო არ­ჩევ­ნე­ბის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ა­ში ჩარ­თვა ვერ შეძ­ლო - ეს ნამ­დვი­ლად სამ­წუ­ხა­რო იყო. ჩვენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენტს მი­სი­ა­ში ჩარ­თვის თა­ო­ბა­ზე თხოვ­ნით მივ­მარ­თეთ. თუმ­ცა, ად­გილ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი მა­ინც იყ­ვნენ და შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ნა­ხოთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად დარ­ღვე­ვე­ბი­სა (სი­ყალ­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იყო), ამას სა­ბო­ლოო შე­დე­გის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლა არ შე­ეძ­ლო. კარ­გია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ჩვენ­მა და სხვა ელ­ჩებ­მა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყეს - მე ყველს ვთხოვ­დი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ და რო­გორც არ­ჩე­ულ­მა პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა, პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში თა­ვი­ანთ როლ­ზე იფიქ­რონ. რო­გორც NDI-ს კვლე­ვით ვი­ხი­ლეთ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის­გან სწო­რედ ამას ელის. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა მეც, რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა - მე კო­ლე­გე­ბი მჭირ­დე­ბა, მსურს, რომ ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ, ამ მხრივ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­ჭე­რი­სა და სა­არ­ჩევ­ნო კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ჯგუფ­ში (DEG) წამ­ყვა­ნი როლი მაქვს - პარტნი­ო­რე­ბი მჭირ­დე­ბა, სხვა­ნა­ი­რად რო­გორ ვი­მუ­შა­ვებ? რო­გორ შევ­ძლებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას, თუ იქი­დან პო­ზი­ცი­ას არა­ვინ გა­მო­ხა­ტავს - თუ კო­მი­ტე­ტე­ბი არ იმუ­შა­ვე­ბენ, თუ ოპო­ზი­ცი­ის ან მმარ­თვე­ლის გუნ­დის მხრი­დან რე­ფორ­მე­ბის ინი­ცი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა? შე­სა­ბა­მი­სად, თუ კომ­პრო­მი­სი რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე მო­ი­ძებ­ნე­ბა, ეს ჩვენ­თვის შვე­ბა იქ­ნე­ბა, რათა პარ­ლა­მენ­ტი მუ­შა­ო­ბას და­უბ­რუნ­დეს. ესაა ჩემი ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ის­თვის პრეს­ტი­ჟის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ტი­პის გა­მო­სავ­ლის პოვ­ნაა სა­ჭი­რო.

„რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბი. ისი­ნი ღიად სა­უბ­რო­ბენ დარ­ღვე­ვებ­სა და სი­ყალ­ბე­ზე. ეს უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩე­ნი­ლა, არც შიდა დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მხრი­დან, რო­გო­რიც ISFED-ია და არც სხვე­ბის­გან, იქ­ნე­ბო­და ეს ეუთო/ოდი­რი თუ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა. თუმ­ცა, არც ერთ მათ­გან არ უთ­ქვამს, რომ ამ დარ­ღვე­ვე­ბის გა­რე­შე, რე­ზულ­ტა­ტი, არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. თუ არ­ჩევ­ნე­ბის გა­მე­ო­რე­ბა ან მცი­რე კო­რექ­ცია მოხ­დე­ბო­და, მა­გა­ლი­თად 2 ან 3%-ის - დიახ, ეს ოპო­ზი­ცი­ის­თვის უფრო ად­ვილს გახ­დი­და, რომ მუ­შა­ო­ბას შედ­გო­მოდ­ნენ. თუმ­ცა, სა­პარ­ლა­მენ­ტო ურავ­ლე­სო­ბას, ალ­ბათ, მა­ინც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­ი­პო­ვებ­და, მაგ­რამ ამა­ზე სპე­კუ­ლი­რე­ბა ჩემი საქ­მე არაა. მე ვნა­ხე, რომ, მა­გა­ლი­თად, შიდა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, ძა­ლი­ან აპარ­ტი­უ­ლი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია (მათ კერ­ძო ინ­ტე­რე­სი ამ პრო­ცეს­ში არ აქვთ, ისე­თი, რომ­ლის შემ­ჩნე­ვა მე შე­მეძ­ლო), აშ­კა­რად აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ გან­სხვა­ვე­ბა არც ისე­თი დი­დია, რო­გორ­ზეც ოპო­ზი­ცია აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას. ვფიქ­რობ, ოპო­ზი­ცი­ის­თვის პრეს­ტი­ჟის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ტი­პის გა­მო­სა­ვა­ლი გვჭირ­დე­ბა, რათა მათ და­იბ­რუ­ნონ თა­ვი­ან­თი როლი და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ ახლა ხალ­ხის ქუ­ჩა­ში გა­მოყ­ვა­ნის დრო არ არის, ხალ­ხს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­მო­სა­ვა­ლი სჭირ­დე­ბა და არა ისე­თი, რო­გო­რიც 2003-2004 წლებ­ში გვქონ­და, „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ დროს - 2021 წელს ამის დრო არ არის. ხალ­ხი არ­ჩე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლებს პარ­ლა­მენ­ტში ელის. მსგავ­სი მო­ლო­დი­ნი გვაქვს ჩვენც, ასე­ვე ისიც, რომ შემ­დგომ არ­ჩევ­ნებ­ზე ნაკ­ლე­ბი სი­ყალ­ბე და ძა­ლა­დო­ბა იქ­ნე­ბა და ისიც, რომ არც პან­დე­მია იქ­ნე­ბა ხე­ლის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი. ვფიქ­რობ, ად­გი­ლობ­რი­ვი და სხვა ტი­პის არ­ჩევ­ნე­ბის დროს უნდა ვიზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ ის უფრო მე­ტად სა­მარ­თლი­ა­ნი იყოს. თუმ­ცა, რო­გორც ვთქვი, სა­ბო­ლოო შე­დე­გი ცო­ტა­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ არა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად“, - გან­ცხა­და ფონ კრა­მონ­მა.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კლასის დამრიგებელს.
0

რომელ პრესტიჟზე გველაპარაკებით, თქვენ რომ შექმენით, ამ ხროვაზე?

!!
12

gadaaylapes abi glukoza!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"ოპოზიციას პრესტიჟის შენარჩუნება სჭირდება, ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის, როგორც "ვარდების რევოლუციის" დროს" - ევროპარლამენტარი

"ოპოზიციას პრესტიჟის შენარჩუნება სჭირდება, ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის, როგორც "ვარდების რევოლუციის" დროს" - ევროპარლამენტარი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრის, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საჭიროა, რაც შეიძლება მეტი კეთილგონიერება გამოიჩინონ და როგორც არჩეულმა პარლამენტარებმა, პოლიტიკურ სისტემაში თავიანთ როლზე იფიქრონ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მიუხედავად არჩევნებში დარღვევებისა, ამას საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად შეცვლა არ შეეძლო.

„მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვიყო, მენდომებოდა, რომ ყველას თავისი მანდატი აეთვისებინა. ვიცი, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტმა პანდემიის გამო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ჩართვა ვერ შეძლო - ეს ნამდვილად სამწუხარო იყო. ჩვენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს მისიაში ჩართვის თაობაზე თხოვნით მივმართეთ. თუმცა, ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც იყვნენ და შეგვიძლია დავინახოთ, რომ მიუხედავად დარღვევებისა (სიყალბის შემთხვევები იყო), ამას საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად შეცვლა არ შეეძლო. კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა და სხვა ელჩებმა, მოლაპარაკებების პროცესი დაიწყეს - მე ყველს ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მეტი კეთილგონიერება გამოიჩინონ და როგორც არჩეულმა პარლამენტარებმა, პოლიტიკურ სისტემაში თავიანთ როლზე იფიქრონ. როგორც NDI-ს კვლევით ვიხილეთ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არჩეული პარლამენტარებისგან სწორედ ამას ელის. იგივე შემიძლია ვთქვა მეც, როგორც ევროპარლამენტარმა - მე კოლეგები მჭირდება, მსურს, რომ ერთად ვიმუშაოთ, ამ მხრივ ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფში (DEG) წამყვანი როლი მაქვს - პარტნიორები მჭირდება, სხვანაირად როგორ ვიმუშავებ? როგორ შევძლებ საქართველოს პარლამენტთან მუშაობის დაწყებას, თუ იქიდან პოზიციას არავინ გამოხატავს - თუ კომიტეტები არ იმუშავებენ, თუ ოპოზიციის ან მმართველის გუნდის მხრიდან რეფორმების ინიცირება არ მოხდება? შესაბამისად, თუ კომპრომისი რაც შეიძლება ადრე მოიძებნება, ეს ჩვენთვის შვება იქნება, რათა პარლამენტი მუშაობას დაუბრუნდეს. ესაა ჩემი ზოგადი შეფასება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავლის პოვნაა საჭირო.

„როგორც აღვნიშნე, არსებობს სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები. ისინი ღიად საუბრობენ დარღვევებსა და სიყალბეზე. ეს უყურადღებოდ არ დარჩენილა, არც შიდა დამკვირვებლების მხრიდან, როგორიც ISFED-ია და არც სხვებისგან, იქნებოდა ეს ეუთო/ოდირი თუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. თუმცა, არც ერთ მათგან არ უთქვამს, რომ ამ დარღვევების გარეშე, რეზულტატი, არჩევნების საბოლოო შედეგი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა. თუ არჩევნების გამეორება ან მცირე კორექცია მოხდებოდა, მაგალითად 2 ან 3%-ის - დიახ, ეს ოპოზიციისთვის უფრო ადვილს გახდიდა, რომ მუშაობას შედგომოდნენ. თუმცა, საპარლამენტო ურავლესობას, ალბათ, მაინც „ქართული ოცნება“ მოიპოვებდა, მაგრამ ამაზე სპეკულირება ჩემი საქმე არაა. მე ვნახე, რომ, მაგალითად, შიდა სადამკვირვებლო პლატფორმა, რომელიც, როგორც წესი, ძალიან აპარტიული და დაბალანსებულია (მათ კერძო ინტერესი ამ პროცესში არ აქვთ, ისეთი, რომლის შემჩნევა მე შემეძლო), აშკარად აჩვენებენ, რომ განსხვავება არც ისეთი დიდია, როგორზეც ოპოზიცია აცხადებს პრეტენზიას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავალი გვჭირდება, რათა მათ დაიბრუნონ თავიანთი როლი და გააცნობიერონ, რომ ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის, ხალხს კონსტიტუციური, საკანონმდებლო გამოსავალი სჭირდება და არა ისეთი, როგორიც 2003-2004 წლებში გვქონდა, „ვარდების რევოლუციის“ დროს - 2021 წელს ამის დრო არ არის. ხალხი არჩეულ წარმომადგენლებს პარლამენტში ელის. მსგავსი მოლოდინი გვაქვს ჩვენც, ასევე ისიც, რომ შემდგომ არჩევნებზე ნაკლები სიყალბე და ძალადობა იქნება და ისიც, რომ არც პანდემია იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი. ვფიქრობ, ადგილობრივი და სხვა ტიპის არჩევნების დროს უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის უფრო მეტად სამართლიანი იყოს. თუმცა, როგორც ვთქვი, საბოლოო შედეგი ცოტათი განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ არა მნიშვნელოვნად“, - განცხადა ფონ კრამონმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.