მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება
"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება

ბოლო დროს მისი ფე­ის­ბუქ-ლექ­ცი­ე­ბი ათა­სო­ბით ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს და მის ახალ ვი­დე­ოს ყო­ველ დღე დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბი­ან. მის ვი­დე­ო­ებს ასი­ა­თა­სო­ბით, ზო­გი­ერთს კი მი­ლი­ო­ნამ­დე ნახ­ვა, ათა­სო­ბით გა­ზი­ა­რე­ბა და კო­მენ­ტა­რი აქვს, ახალ­გაზ­რდა ექი­მი უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს რჩე­ვებს აძ­ლევს, დის­ტან­ცი­უ­რად მკურ­ნა­ლობს და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ემო­ცი­ე­ბის მარ­თვას ას­წავ­ლის.

ექი­მი გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე ონ­კო­ლო­გია, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის რე­ზი­დენ­ტი, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს იმუ­ნო­ლო­გი­ა­ში, თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­ა­ში ბი­ო­ქი­მი­ა­სა და ფარ­მა­კო­ლო­გი­ას ას­წავ­ლის სტუ­დენ­ტებს, ხოლო ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - ბი­ო­ქი­მი­ას.

კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა და პა­ცი­ენ­ტებ­ზე გა­და­ერ­თო სრუ­ლად. იმის­თვის რომ ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი ექი­მი ახ­ლოს გა­გაც­ნოთ, AMBEBI.GE-მ მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

- გი­ორ­გი, ამ­დენ საქ­მეს ერ­თად რო­გორ ას­წრებთ, არ გი­ჭირთ?

- ამ ყვე­ლა­ფერს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ, რად­გან ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ასე­ვე ვარ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პე­და­გო­გი, ვამ­ზა­დებ სტუ­დენ­ტებს და ექი­მებს ამე­რი­კის სა­ლი­ცენ­ზიო გა­მოც­დე­ბის­თვის, ამას­თან, ჩვენს მო­მა­ვალ რე­ზი­დენ­ტებს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დე­ბის­თვის.

  • რა­ტომ არ ემარ­თე­ბა ყვე­ლას კო­ვი­დი?

- მე­დი­ცი­ნა რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- დე­და­ჩე­მის გამო. მე­ა­თე კლას­ში ვი­ყა­ვი, დე­დას იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის სიმ­სივ­ნე და­უდ­გი­ნა - ჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მა. ძა­ლი­ან მძი­მედ იყო. შე­სა­ბა­მის მე­დი­კა­მენ­ტებს და მკურ­ნა­ლო­ბას ვერ იღებ­და, რად­გან ფი­ნან­სუ­რად გვი­ჭირ­და, იმ პე­რი­ოდ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაც ჭირ­და, ქე­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ხუნ­ცეთ­ში ვცხოვ­რობ­დით და იქი­დან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა სულ გვქონ­და. ამი­ტომ, გვი­წევ­და თვით­მკურ­ნა­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ასე გა­ტა­ნა.

- ალ­ბათ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და...

- კი, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის სიმ­სივ­ნის დროს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ვე­ღარ იც­ვას ორ­გა­ნიზმს, ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ ხში­რად ჰქონ­და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, შუ­ა­ყუ­რის ან­თე­ბა, თავი თით­ქმის სულ სტკი­ო­და და ჩვენ­თან ყო­ველ­დღე სას­წრა­ფო იყო...

როცა ბავ­შვი ხარ და ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ, ჯერ ძა­ლი­ან გა­ნიც­დი, რა­ღაც გზებს ეძებ, მაგ­რამ პა­ტა­რა ხარ და პრობ­ლე­მე­ბის პი­რის­პირ უძ­ლუ­რი ხდე­ბი... მოკ­ლედ, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გა­ვა­კე­თე, გა­დავ­წყვი­ტე, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

- ცოტა ხნის წინ თქვენს "ფე­ის­ბუქ­ზე" ერთ-ერთი პოს­ტით დედა გა­იხ­სე­ნეთ და რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბი­დან თქვე­ნი ის­ტო­რი­ის მსგავ­სი ეპი­ზო­დი გქონ­დათ მო­ტა­ნი­ლი... ბევ­რი ვერ მიხ­ვდა, რომ ის დე­დათ­ქვენ­ზე არ იყო, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მო­ნა­თხრო­ბი ახ­ლოს იყო თქვენ მიერ გა­და­ტა­ნილ­თან... მწერ­ლის სი­ტყვე­ბის შემ­დეგ წერ­დით "დედა სკო­ლის პე­და­გო­გი, ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი, მზრუნ­ვე­ლი და დარ­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. ნა­თელ­ში იყა­ვი, დე, სულ მახ­სოვ­ხარ და მიყ­ვარ­ხარ"...

- რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბის ეპი­ზოდ­ში რაც არის გად­მო­ცე­მუ­ლი, ზუს­ტად ასე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც... მოკ­ლედ, რო­გორც გი­თხა­რით, დე­დის ავად­მყო­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყე ძა­ლი­ან დიდი მონ­დო­მე­ბით სწავ­ლა, რა­ტომ­ღაც ერ­თა­დერთ გა­მო­სა­ვალს მხო­ლოდ იმა­ში ვხე­დავ­დი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა, კარ­გად მეს­წა­ვა­ლა. იყო პე­რი­ო­დი, როცა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი და ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი... ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ოლიმ­პი­ა­დებ­ში, სა­დაც გა­ვი­მარ­ჯვე, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე.

მერე კი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში მოვ­ხვდი და სწავ­ლა და­ვი­წყე. პირ­ვე­ლი კურ­სი­დან მე­ექ­ვსეს ჩათ­ვლით, ყვე­ლა სა­გან­ში ათი­ა­ნე­ბი ავი­ღე და ვი­ყა­ვი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი. მე­ო­რე კურ­სზე ვი­ყა­ვი, დედა რომ გარ­და­იც­ვა­ლა...

გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე პირ­ველ ოპე­რა­ცი­ა­ზე 2017 წელს

დე­და­ჩემს ბევრ რა­მე­ში ვგა­ვარ. და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გი იყო. მისი ცხოვ­რე­ბის მო­წო­დე­ბა და პრინ­ცი­პი იყო მოს­წავ­ლე­ე­ბი და მათ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ოღონ­დაც, თა­ვის საქ­მე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, უკან არა­ფერ­ზე იხევ­და. გი­თხა­რით, რომ მის ორ­გა­ნიზ­მში სიმ­სივ­ნის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, ხში­რად ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ემარ­თე­ბო­და, სახე უშუპ­დე­ბო­და, კუნ­თე­ბი, სახ­სრე­ბი, თავი სტკი­ო­და, ფეხ­ზე ძლივს იდგა და მა­ინც სკო­ლა­ში მი­დი­ო­და, ბავ­შვებს გაკ­ვე­თი­ლებს არ უც­დენ­და. მო­წო­დე­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებს შვი­ლებ­ში (მე და ჩემს დაში) ვერ არ­ჩევ­და. ყვე­ლა უყ­ვარ­და... საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან...

- და­სა­ნა­ნია ნამ­დვი­ლად... ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ აღ­მო­გა­ჩი­ნეთ. რო­დის და­ი­წყეთ ვი­დე­ო­ლექ­ცი­ე­ბი?

- რო­გორც გი­თხა­რით, ლექ­ტო­რი ვარ და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჯერ კი­დევ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ვი­ყა­ვი, რომ ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი მყავ­და. ხოლო რო­დე­საც უკვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლექ­ცი­ე­ბი და­ვი­წყე, მა­შინ ეს გვერ­დი გან­კუთ­ვნი­ლი იყო სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და ექი­მე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რდის­თვის. ეს იყო ჩემი თავ­და­პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი, მაგ­რამ მერე ისე და­ემ­თხვა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა და ფარ­თოდ ასე გა­მიც­ნეს. კო­ვი­დი და­წყე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მას­ზე არცკი ვსა­უბ­რობ­დით, მერე აუ­დი­ტო­რი­ამ ამ ვირუს­ზე სა­უ­ბა­რიც მო­ი­თხო­ვა და კო­ვიდ­ზეც გა­და­ვე­დი...

არ ვიცი, რო­გორ გად­მოვ­ცემ ამას, მაგ­რამ ფაქ­ტია ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე ჩემს ცხოვ­რე­ბად იქცა. და­ვეხ­მა­რო სხვას, ასე­თია ჩემი ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი წუთი.

  • ეს ყვე­ლა მშო­ბელ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეთ - მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მი

- რო­დე­საც სა­უბ­რობთ, ხში­რად "შე­ნო­ბით" მი­მარ­თავს მა­ყუ­რე­ბელს, მაგ­რამ ამას ისე აკე­თებთ, რომ სუ­ლაც არ არის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი. ასე­თი მი­მარ­თვის ფორ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­არ­ჩი­ეთ?

- ლექ­ცი­ებს სულ ამ სტილ­ში ვა­ტა­რებ. რო­დე­საც კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს ელა­პა­რა­კე­ბი, მის­თვის უფრო ახ­ლო­ბე­ლი ხდე­ბი, ის ინ­ფორ­მა­ცი­აც, მის­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა. ში­ნა­უ­რუ­ლო­ბის გან­ცდას ტო­ვებს... სა­ერ­თოდ, ბა­რი­ე­რი ექიმ­სა და პა­ცი­ენტს შო­რის სულ არ­სე­ბობს, მეც ბავ­შვო­ბა­ში ეს გა­მო­მივ­ლია, როცა პა­ცი­ენ­ტი ვყო­ფილ­ვარ და ეს ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს.

- ზო­გი­ერთ ექიმს არ სი­ა­მოვ­ნებს, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი თა­ვის და­ა­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევრ კი­თხვას უს­ვამს, ამას თით­ქოს მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში ჩა­რე­ვად მი­იჩ­ნევს. არა­და, ასე სუ­ლაც არ არის. ხში­რად პა­ცი­ენტს უნდა, რომ და­ა­ვა­დე­ბა ექიმ­თან ერ­თად მარ­თოს და კი­თხვე­ბის დას­მა ამი­ტომ სჭირ­დე­ბა. ამა­ზე რას ფიქ­რობთ?

- გა­ურ­კვევ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე დიდ სტრესს იწ­ვევს. ჩემ­თა­ნაც არის ხოლ­მე შე­კი­თხვე­ბი, რად­გა­ნაც სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნე­ბი ხში­რად პა­ცი­ენ­ტებ­ში გა­უ­გებ­რო­ბას იწ­ვევს, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტის კი­თხვებ­ზე გაბ­რა­ზე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ერთხელ დე­დის ავად­მყო­ფო­ბი­სას მეც გა­მოვ­ცა­დე - ექიმ­მა საკ­მა­ოდ უხე­შად მოგ­ვმარ­თა: ცოტა მოგ­ვშორ­დით, მეც არ დავ­სხივ­დეო... შე­ეძ­ლო ამის რბი­ლი ფორ­მე­ბით მო­წო­დე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი თავი არ ჩა­ეგ­დო ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში... თი­თო­ე­უ­ლი უხე­შად ნათ­ქვა­მი სი­ტყვა ხომ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბით ამახ­სოვ­რდე­ბა?!

- კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს რას მიხ­ვდით? ეს ხომ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რამ არის მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნის პრაქ­ტი­კა­ში.

- ექი­მო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სი­აა, მაგ­რამ პან­დე­მი­ის დროს მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და. კო­ვიდ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ექი­მე­ბის არ­სე­ბო­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სამ­ყა­რო­ში.

- ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე რას გვე­ტყვით, რა შე­დე­გებს მო­ი­ტანს, რო­გორ უნდა და­ი­წყოს ეს პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ვაქ­ცი­ნა­ცია არის ყვე­ლა­ზე დიდი კი­თხვის ნი­შა­ნი... არა­და, ამ ეტა­პის­თვის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც ჩვენს ხელ­თაა, რომ პან­დე­მია და­ას­რუ­ლოს, სწო­რედ ვაქ­ცი­ნაა. მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ ჯერ მცი­რე დროა გა­სუ­ლი და საკ­მა­რი­სი კვლე­ვე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­დნენ.

- რას ურ­ჩევთ და უსურ­ვებთ 2021 წელს AMBEBI.GE-ს მკი­თხველს?

- ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვუ­სურ­ვებ, ის არის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ცოდ­ნა მი­ი­ღონ. ცოდ­ნა ეს არის ძალა, რო­მელ­საც ბევ­რი პრობ­ლე­მის გად­წყვე­ტა და პი­როვ­ნე­ბის დაც­ვა შე­უძ­ლია. კი, ეს წყვეტს ბევრ რა­მეს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილუ
5

სამაგალითო ახალგაზრდა ხართ, უსიმპათიურესი, ზრდილი და განათლებული. ამიტომაც გაფასებთ და გვიყვარხართ ყველას. უფალი იყოს თქვენი მფარველი, წარმატებები პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. <3 

!
7

ძალიან გასაგებად ხსნის ყველაფერს. სიამოვნებით ვუსმენ ყოელთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება

"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება

ბოლო დროს მისი ფეისბუქ-ლექციები ათასობით ინტერნეტმომხმარებლის ყურადღებას იპყრობს და მის ახალ ვიდეოს ყოველ დღე დიდი ინტერესით ელოდებიან. მის ვიდეოებს ასიათასობით, ზოგიერთს კი მილიონამდე ნახვა, ათასობით გაზიარება და კომენტარი აქვს, ახალგაზრდა ექიმი უცნობ ადამიანებს რჩევებს აძლევს, დისტანციურად მკურნალობს და პანდემიის პერიოდში ემოციების მართვას ასწავლის.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ონკოლოგია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის რეზიდენტი, ამავე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს იმუნოლოგიაში, თბილისის სამედიცინო აკადემიაში ბიოქიმიასა და ფარმაკოლოგიას ასწავლის სტუდენტებს, ხოლო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში - ბიოქიმიას.

კოვიდპანდემიის დროს ეს ყველაფერი დროებით შეაჩერა და პაციენტებზე გადაერთო სრულად. იმისთვის რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმი ახლოს გაგაცნოთ, AMBEBI.GE-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

- გიორგი, ამდენ საქმეს ერთად როგორ ასწრებთ, არ გიჭირთ?

- ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ასევე ვარ მოსამზადებელი ცენტრის დამფუძნებელი და პედაგოგი, ვამზადებ სტუდენტებს და ექიმებს ამერიკის სალიცენზიო გამოცდებისთვის, ამასთან, ჩვენს მომავალ რეზიდენტებს შესაბამისი გამოცდებისთვის.

  • რატომ არ ემართება ყველას კოვიდი?

- მედიცინა რატომ აირჩიეთ?

- დედაჩემის გამო. მეათე კლასში ვიყავი, დედას იმუნური სისტემის სიმსივნე დაუდგინა - ჰოჯკინის ლიმფომა. ძალიან მძიმედ იყო. შესაბამის მედიკამენტებს და მკურნალობას ვერ იღებდა, რადგან ფინანსურად გვიჭირდა, იმ პერიოდში ინფორმაციის მიღებაც ჭირდა, ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთში ვცხოვრობდით და იქიდან კომუნიკაციის პრობლემა სულ გვქონდა. ამიტომ, გვიწევდა თვითმკურნალობა და საკუთარი თავის იმ მდგომარეობაში ასე გატანა.

- ალბათ გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა...

- კი, იმუნური სისტემის სიმსივნის დროს იმუნური სისტემა ვეღარ იცვას ორგანიზმს, ბევრი დაავადება ვითარდება. ამიტომ ხშირად ჰქონდა ფილტვების ანთება, შუაყურის ანთება, თავი თითქმის სულ სტკიოდა და ჩვენთან ყოველდღე სასწრაფო იყო...

როცა ბავშვი ხარ და ამ ყველაფერს უყურებ, ჯერ ძალიან განიცდი, რაღაც გზებს ეძებ, მაგრამ პატარა ხარ და პრობლემების პირისპირ უძლური ხდები... მოკლედ, ჩემი პროფესიული არჩევანი სწორედ იმ პერიოდში გავაკეთე, გადავწყვიტე, ექიმი გამოვსულიყავი.

- ცოტა ხნის წინ თქვენს "ფეისბუქზე" ერთ-ერთი პოსტით დედა გაიხსენეთ და რეზო ინანიშვილის მოთხრობიდან თქვენი ისტორიის მსგავსი ეპიზოდი გქონდათ მოტანილი... ბევრი ვერ მიხვდა, რომ ის დედათქვენზე არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მონათხრობი ახლოს იყო თქვენ მიერ გადატანილთან... მწერლის სიტყვების შემდეგ წერდით "დედა სკოლის პედაგოგი, ყველაზე გულწრფელი, მზრუნველი და დარდიანი ადამიანი იყო. ნათელში იყავი, დე, სულ მახსოვხარ და მიყვარხარ"...

- რეზო ინანიშვილის მოთხრობის ეპიზოდში რაც არის გადმოცემული, ზუსტად ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც... მოკლედ, როგორც გითხარით, დედის ავადმყოფობის პერიოდში დავიწყე ძალიან დიდი მონდომებით სწავლა, რატომღაც ერთადერთ გამოსავალს მხოლოდ იმაში ვხედავდი, რომ რაც შეიძლება, კარგად მესწავალა. იყო პერიოდი, როცა 24 საათის განმავლობაში ვსწავლობდი და ვმეცადინეობდი... ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში, სადაც გავიმარჯვე, პირველი ადგილი დავიკავე.

მერე კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. საუკეთესო სამეულში მოვხვდი და სწავლა დავიწყე. პირველი კურსიდან მეექვსეს ჩათვლით, ყველა საგანში ათიანები ავიღე და ვიყავი წარჩინებული სტუდენტი. მეორე კურსზე ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა...

გიორგი ღოღობერიძე პირველ ოპერაციაზე 2017 წელს

დედაჩემს ბევრ რამეში ვგავარ. დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო. მისი ცხოვრების მოწოდება და პრინციპი იყო მოსწავლეები და მათ განათლებაზე ზრუნვა. ოღონდაც, თავის საქმე გაეკეთებინა, უკან არაფერზე იხევდა. გითხარით, რომ მის ორგანიზმში სიმსივნის გამოვლენის შემდეგ, ხშირად ფილტვების ანთება ემართებოდა, სახე უშუპდებოდა, კუნთები, სახსრები, თავი სტკიოდა, ფეხზე ძლივს იდგა და მაინც სკოლაში მიდიოდა, ბავშვებს გაკვეთილებს არ უცდენდა. მოწოდებით მასწავლებელი იყო, საკუთარ მოსწავლეებს შვილებში (მე და ჩემს დაში) ვერ არჩევდა. ყველა უყვარდა... საკმაოდ ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან...

- დასანანია ნამდვილად... ინტერნეტსივრცეში რამდენიმე თვის წინ აღმოგაჩინეთ. როდის დაიწყეთ ვიდეოლექციები?

- როგორც გითხარით, ლექტორი ვარ და დიდი გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით. ჯერ კიდევ სოციალურ ქსელში არ ვიყავი, რომ ჩემი მოსწავლეები მყავდა. ხოლო როდესაც უკვე სოციალურ ქსელში ლექციები დავიწყე, მაშინ ეს გვერდი განკუთვნილი იყო სტუდენტებისთვის და ექიმების ხარისხის გაზრდისთვის. ეს იყო ჩემი თავდაპირველი მიზანი, მაგრამ მერე ისე დაემთხვა, რომ საზოგადოებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა და ფართოდ ასე გამიცნეს. კოვიდი დაწყებული იყო, მაგრამ მასზე არცკი ვსაუბრობდით, მერე აუდიტორიამ ამ ვირუსზე საუბარიც მოითხოვა და კოვიდზეც გადავედი...

არ ვიცი, როგორ გადმოვცემ ამას, მაგრამ ფაქტია ეს ყველაფერი უკვე ჩემს ცხოვრებად იქცა. დავეხმარო სხვას, ასეთია ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი.

  • ეს ყველა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეთ - მულტისისტემური ანთებითი სინდრომი

- როდესაც საუბრობთ, ხშირად "შენობით" მიმართავს მაყურებელს, მაგრამ ამას ისე აკეთებთ, რომ სულაც არ არის გამაღიზიანებელი. ასეთი მიმართვის ფორმა სპეციალურად შეარჩიეთ?

- ლექციებს სულ ამ სტილში ვატარებ. როდესაც კონკრეტულ ადამიანს ელაპარაკები, მისთვის უფრო ახლობელი ხდები, ის ინფორმაციაც, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შინაურულობის განცდას ტოვებს... საერთოდ, ბარიერი ექიმსა და პაციენტს შორის სულ არსებობს, მეც ბავშვობაში ეს გამომივლია, როცა პაციენტი ვყოფილვარ და ეს ბავშვობიდან მახსოვს.

- ზოგიერთ ექიმს არ სიამოვნებს, როდესაც პაციენტი თავის დაავადებასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას უსვამს, ამას თითქოს მის კომპეტენციაში ჩარევად მიიჩნევს. არადა, ასე სულაც არ არის. ხშირად პაციენტს უნდა, რომ დაავადება ექიმთან ერთად მართოს და კითხვების დასმა ამიტომ სჭირდება. ამაზე რას ფიქრობთ?

- გაურკვევლობა ყველაზე დიდ სტრესს იწვევს. ჩემთანაც არის ხოლმე შეკითხვები, რადგანაც სამედიცინო ტერმინები ხშირად პაციენტებში გაუგებრობას იწვევს, მაგრამ პაციენტის კითხვებზე გაბრაზება არ შეიძლება.

ერთხელ დედის ავადმყოფობისას მეც გამოვცადე - ექიმმა საკმაოდ უხეშად მოგვმართა: ცოტა მოგვშორდით, მეც არ დავსხივდეო... შეეძლო ამის რბილი ფორმებით მოწოდება, რომ საკუთარი თავი არ ჩაეგდო ამ მდგომარეობაში... თითოეული უხეშად ნათქვამი სიტყვა ხომ ადამიანს განსაკუთრებით ამახსოვრდება?!

- კოვიდპანდემიის დროს რას მიხვდით? ეს ხომ სრულიად განსხვავებული რამ არის მსოფლიო მედიცინის პრაქტიკაში.

- ექიმობა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა, მაგრამ პანდემიის დროს მეტად მნიშვნელოვანი გახდა. კოვიდმა აჩვენა, რომ ექიმების არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამყაროში.

- ვაქცინაციაზე რას გვეტყვით, რა შედეგებს მოიტანს, როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი საქართველოში?

- ვაქცინაცია არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი... არადა, ამ ეტაპისთვის ერთადერთი საშუალება, რაც ჩვენს ხელთაა, რომ პანდემია დაასრულოს, სწორედ ვაქცინაა. მაგრამ მეორე მხრივ ჯერ მცირე დროა გასული და საკმარისი კვლევები არ ჩატარებულა, რომ ადამიანები მის უსაფრთხოებაში საბოლოოდ დარწმუნდნენ.

- რას ურჩევთ და უსურვებთ 2021 წელს AMBEBI.GE-ს მკითხველს?

- ერთადერთი, რასაც ვუსურვებ, ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღონ. ცოდნა ეს არის ძალა, რომელსაც ბევრი პრობლემის გადწყვეტა და პიროვნების დაცვა შეუძლია. კი, ეს წყვეტს ბევრ რამეს.

"საქმე არ არის ადვილად გადასაწყვეტი..." - რას წერდა რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს გახელაძის საქმეზე და რა უპასუხა მას საქართველოს პატრიარქმა დატყვევებულის გათავისუფლების შემდეგ

"მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა" - ამირან გამყრელიძე

"არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც "სინოფარმით" არიან აცრილები" - იმნაძის თქმით, დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს