სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაპირისპირებულთა შორის ჩემი მოსწვალეები რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა" - რას ჰყვებიან ბუკნარელი მასწავლებელი და მოსწავლე, რომელთა ფოტომ ინტერნეტი მოიცვა
"დაპირისპირებულთა შორის ჩემი მოსწვალეები რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა" - რას ჰყვებიან ბუკნარელი მასწავლებელი და მოსწავლე, რომელთა ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

ჩო­ხა­ტა­უ­რის სო­ფელ ბუკ­ნა­რის პე­და­გოგ მა­რი­ამ ხე­ლა­ძის და მისი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლის, თე­მურ ირე­მა­ძის ჩა­ხუ­ტე­ბულ­მა კადრმა გუ­შინ მთე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­ი­ა­რა. ამ კადრს დღის კად­რი უწო­დეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ სო­ფელ­ში და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აც გა­ნი­მუხტდა და ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და. რო­გორც ჩანს, ამა­ში თა­ვი­სი წვრი­ლი პე­და­გოგ­მაც შე­ი­ტა­ნა. თურ­მე ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და სო­ფელ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და ახალ­გაზ­რდებ­თან შე­სახ­ვედ­რად ქუ­ჩა­ში გა­ვი­და.

მა­რი­ამ ხე­ლა­ძე, სო­ფელ ბუკ­ნა­რის სა­ჯა­როს სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი:

- ამ სო­ფელ­ში ასე­თი რამ არა­სო­დეს მომ­ხდა­რა, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო. ეს ბი­ჭე­ბი ბაღ­ში, სკო­ლა­ში ერ­თად იზ­რდე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ნი ჩვენს ხელ­ში გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან. დღე­საც ერ­თნა­ი­რი დი­ა­ლექ­ტით სა­უბ­რო­ბენ. იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, მიკ­ვირს რაც მოხ­და. ღვთის წი­ნა­შე შე­მიძ­ლია და­ვი­ფი­ცო, ამ­დენ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დროს სო­ფელ­ში ვე­რა­ვინ იტყვის, რომ რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე რამე მოხ­და. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი გავ­რცე­ლე­ბულ­მა ჭო­რებ­მა გა­მო­იწ­ვია, რა­საც მოყ­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სე­ბი, აგ­რე­სია. სულ ტყუ­ი­ლად და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია.

- თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი კად­რი დღის ფო­ტოდ და­სა­ხელ­და, გვი­ამ­ბეთ იმ ბიჭ­ზე...

- თე­მურ ირე­მა­ძეა, ჩემი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე, ჩემი ბი­ჭის თა­ნაკ­ლა­სე­ლი და მე­გო­ბა­რი. სტუ­დენ­ტო­ბის დროს ბა­თუმ­ში სწავ­ლობ­და, ბა­თუ­მი­დან რომ ჩა­მო­დი­ო­და, ჯერ ჩვენს სახ­ლში მო­დი­ო­და, ამის მერე მი­დი­ო­და თა­ვის მშობ­ლებ­თან. ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ამ სო­ფელ­ში არა­სო­დეს მომ­ხდა­რა გარ­ჩე­ვა, ეს ქრის­ტი­ა­ნია და ის მუს­ლი­მი. ჩვენს სკო­ლა­ში ქრის­ტი­ან ბავ­შვებ­ზე მეტ­ნი მუს­ლი­მი ბავ­შვე­ბი არი­ან. სულ 216 კომ­ლი ცხოვ­რობს, მაგ­რამ ოჯა­ხის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბით გუ­რუ­ლებ­ზე მეტ­ნი არი­ან. ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, ბევ­რი უკვე თა­ვის გზა­ზე დამ­დგა­რია, ამ სოფ­ლის სა­სა­ხე­ლო შვი­ლე­ბი, ჩვე­ნი სოფ­ლის მო­მა­ვალ­ნი.

ყო­ველ­თვის მქონ­და მათ­თან შეხ­ვედ­რე­ბი და ამ გამ­წვა­ვე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა არა­ვის­თან შემ­ქმნია. შე­იძ­ლე­ბა გული გამ­ხეთ­ქვო­და სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ და­მე­ნა­ხა რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის მხრი­დან. ალ­ბათ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­ნა­ხა, რაც ხდე­ბო­და დღეს ბუკ­ნარ­ში, გული მტკი­ვა ძა­ლი­ან. მო­დი­ო­და ეს აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ვფიქ­რობ ჩა­მო­სუ­ლებ­მა უფრო და­მუხ­ტეს ასე ძა­ლი­ან. პო­ლი­ცი­ის თა­ნად­გო­მით იქა­უ­რო­ბას ქრის­ტი­ა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი გა­ე­რიდ­ნენ, თო­რემ წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და იმის, რომ იქ შე­იძ­ლე­ბა რამე ცუდი მომ­ხდა­რი­ყო. სხვა სოფ­ლე­ბი­და­ნაც მო­დი­ოდ­ნენ ახალ­გაზ­რდე­ბი, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ შე­ა­ჩე­რა ისი­ნი. მე ქუ­ჩა­ში, ეკ­ლე­სი­ის წინ ვი­დე­ქი, როცა ამ ახალ­გაზ­რდებ­მა გა­არ­ღვი­ეს კორ­დო­ნი და წა­მო­ვიდ­ნენ. მათ შო­რის თე­მურ ირე­მა­ძე და­ვი­ნა­ხე. თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ რო­გორ გან­ვი­ცა­დე ამ ჯგუფ­ში ჩემი ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ნახ­ვა. ეკ­ლე­სი­ას­თან ვი­დე­ქი, ვუ­ყუ­რებ­დი მათ და ვტი­რო­დი, სი­ახ­ლო­ვეს რომ მო­ვიდ­ნენ, მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და მათ მივ­მარ­თე, ნუთუ თქვენ მოგ­წონთ ეს ყვე­ლა­ფე­რი-მეთ­ქი?

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი შეხ­ვედ­რა?

- ჩვე­ნი დი­ა­ლო­გი შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­და­ი­ღო კი­დეც. თე­მუ­რის­თან ერ­თად ჩემი მე­ო­რე მოს­წავ­ლე, ნუგ­ზარ ძირ­კვა­ძეც იყო. არა­ნაკ­ლებ ემო­ცი­უ­რი იყო ნუგ­ზარ­თან ჩემი შეხ­ვედ­რა, ორი­ვეს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. არც მე­გო­ნა თუ ასე გავ­რცელ­დე­ბო­და მერე ეს ამ­ბა­ვი და ეს ჩვე­ნი ფოტო, რო­მე­ლიც გა­და­უ­ღი­ათ. ქუ­ჩა­ში ჩემი გას­ვლის მი­ზა­ნი იყო რო­გორ­მე სი­ტუ­ა­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მარ­თლა უეც­რად შე­მო­იჭ­რა ეს ამ­ბე­ბი ჩვენს სო­ფელ­ში, მა­ნამ­დე არ იყო და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რომ გვე­ფიქ­რა რამე ცუდი შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. ვფიქ­რობ ყვე­ლა­ფე­რი შე­მოგ­დე­ბულ ჭო­რებს მოყ­ვა.

ახ­სე­ნეს არ­ჩევ­ნე­ბი, მე­ჩე­თი, რა­ტომ­ღაც და­ვეჭ­ვდი სხვა პრო­ვო­კა­ცი­ას­თან ხომ არ გვქონ­და საქ­მე. პირ­ვე­ლი­ვე დღეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც მივ­მარ­თე ჩემს მოს­წავ­ლე­ებს გაფრ­თხი­ლე­ბოდ­ნენ ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს, გაფრ­თხი­ლე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ სო­ფელს, მო­მა­ვალს. მთე­ლი სული და გუ­ლით მივ­მარ­თე, მაგ­რამ ამ მი­მარ­თვით ეს ამ­ბე­ბი ვერ ავი­ცი­ლეთ. ერთი მი­მარ­თვა არ ეყო, ეტყო­ბა მთე­ლი მან­ქა­ნა მუ­შა­ობ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მომ­ხდა­რი­ყო.

რომ და­ვი­ნა­ხე ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ცრემ­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და და ვკი­თხე, მოგ­წონთ თქვენ აქ რაც ხდე­ბა-მეთ­ქი?. მერე იყო მათი ჩა­ხუ­ტე­ბა, ჩვენ გა­და­ვუხ­სე­ნით გული ერ­თმა­ნეთს..

ვუ­თხა­რით რაც გვტკი­ო­და, რაც არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო გო­ნი­ე­რე­ბა რომ უნდა გა­მოგ­ვე­ჩი­ნა. ძა­ლი­ან დიდ­ხანს გუ­ლახ­დი­ლად ვი­სა­უბ­რეთ. ეს კად­რი რომ გავ­რცელ­და არც კი ვი­ცო­დი, მერე ჩემ­მა შვი­ლებ­მა მაჩ­ვე­ნეს და მი­თხრეს დღის კად­რად გა­მო­ა­ცხა­დე­სო. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და.

- ამ­ბობთ, თე­მუ­რი თქვე­ნი შვი­ლის მე­გო­ბა­რია, ბი­ჭე­ბის მცდე­ლო­ბა თუ იყო სო­ფელ­ში, რომ ერ­თმა­ნეთ­ში გა­ერ­კვი­ათ ეს ამ­ბე­ბი?

- რამ­დე­ნი მცდე­ლო­ბაც წა­მო­ვი­და, იმ­დე­ნი გამ­წვა­ვე­ბა მოყ­ვა, ამი­ტო­მაც მგო­ნია რომ პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ოღონდ ეს არ იყო ასე სა­ხალ­ხოდ და ასე მა­სობ­რი­ვად. რამ­დე­ნი­მე კაცი ელა­პა­რა­კე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, უფ­რო­სე­ბიც იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, მაგ­რამ მა­ინც საქ­მე აქამ­დე მი­ვი­და. ცენ­ტრში პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი რომ გა­არ­ღვი­ეს, არ მე­გო­ნა ზე­მოთ რომ წა­მო­ვი­დოდ­ნენ სოფ­ლის ბავ­შვე­ბი, ამას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. იმ ახალ­გაზ­რდებს შო­რის უხუ­ცე­სე­ბიც იყ­ვნენ. იმათ­მა გად­მო­რე­კეს ტე­ლე­ფონ­ზე, ვერ ვა­ჩე­რებთ, მო­დი­ან და ძა­ლი­ან გთხოვთ აა­რი­დეთ ბი­ჭე­ბიო, ჩვენ აქ ესე­ნი ვე­ღარ გა­ვა­ჩე­რე­თო.

ჩა­მო­სუ­ლებ­ზე იყო უფრო სა­უ­ბა­რი, თო­რემ უხუ­ცე­სე­ბი ად­გი­ლობ­რივ ბი­ჭებს უფრო და­ი­მორ­ჩი­ლებ­დნენ. უცებ შე­მო­ვარ­და ისე­თი მუხ­ტი, ვხე­დავ­დით ყვე­ლა­ნი აქეთ წა­მო­იყ­ვა­ნეს. რათ­ქმა­უნ­და ვინც აქ ცხოვ­რობს ყვე­ლას სიმ­შვი­დე უნდა, იმ­დენხნი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გვა­კავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან, არამ­გო­ნია რა­მემ გა­ტე­ხოს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. იმ­დე­ნად ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი არც კი მახ­სოვს რა სი­ტყვე­ბით მივ­მარ­თე ჩემს მოს­წავ­ლე­ებს. ჩა­ნა­წე­რი შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს ჰქონ­დეს კი­დეც, იმ­დე­ნი ტე­ლე­ვი­ზია იყო. ის მახ­სოვს, რომ კი­დევ ერთხელ გა­მო­ვუ­ცხა­დე მათ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ვუ­თხა­რი, მე თავ­გან­წირ­ვა შე­მეძ­ლო მათ­თვის და რომ ჩემ­თვის ერთი სიკ­ვდი­ლი იყო ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი მათ რი­გებ­ში რომ და­ვი­ნა­ხე. ამას მოყ­ვა მათი მხრი­დან ჩა­ხუ­ტე­ბა.

- სო­ფელ­ში მათ ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ?

- ეს სა­ლო­ცა­ვი ჩვენს სო­ფელ­შია. იმი­ტომ ვამ­ბობ რომ ეს პრო­ვო­კა­ცი­აა, რომ ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და. 10 თვეა ეს სახ­ლი შე­ი­ძი­ნეს და მთელ­მა სო­ფელ­მა იცო­და, რომ იქ ლოც­ვა იყო. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, არა­ვის მათ­თვის არ და­უშ­ლია და ვერც და­უშ­ლი­და. არ შე­უშ­ლია ხელი ვინ­მეს ლოც­ვა­ში. ადა­მი­ანს ლოც­ვა უნდა და ლო­ცუ­ლობს. არა­ვინ არა­ვის შე­ა­ვიწ­რო­ვებს აქ, ეს ამ­დე­ნი წელი არ მომ­ხდა­რა. ჩა­მო­ვარ­და სა­უ­ბა­რი რომ აპი­რე­ბენ მე­ჩე­თად გა­და­კე­თე­ბას სო­ფელ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა თურ­ქუ­ლი ფუ­ლი­თო. ვი­ღაც პრო­ვო­კა­ტო­რებ­მა კი მუს­ლი­მებს უთხრეს და­გინ­გრე­ვენ ამ სამ­ლოც­ვე­ლოს და არ მოგ­ცე­მენ ლოც­ვის უფ­ლე­ბა­სო. ასეთ ჭო­რებს აყვა ეს ყვე­ლა­ფე­რი. წე­სით არც ერთ მხა­რეს ეს არ უნდა და­ე­ჯე­რე­ბი­ა­ნა.

ჩვენ ვიც­ნობთ კარ­გად ერ­თმა­ნეთს და ისიც ვი­ცით, სო­ფელ­თან, სოფ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად იქ არა­ვინ არა­ფერს გა­ა­კე­თებ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამა­ში და სხვებ­საც უნდა და­ე­ჯე­რე­ბი­ნათ. ამ­დე­ნი ხანი ლო­ცუ­ლობ­დნენ, არა­ვინ მი­ვარ­დნი­ლა და ვინ იკად­რებ­და იმას რომ იქ მი­ვარ­დნი­ლი­ყო და მათ­თვის ლოც­ვა­ში ხელი შე­ე­შა­ლა, მაგ­რამ მოხ­და ის, რომ ეს სიც­რუე და­ი­ჯე­რეს, ამას მოყ­ვა მით­ქმა-მოთ­ქმა, ვი­საც არ ეზა­რე­ბო­და ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს წერ­და და წა­მო­ვი­და აგ­რე­სია. აგ­რე­სი­ის გაღ­ვი­ვე­ბა­ში სხვე­ბიც ჩა­ერ­თვნენ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლიც და­ე­მა­ტა, ზო­გი­ერ­თი ტე­ლე­ვი­ზი­აც და სამ­წუ­ხა­როდ საქ­მე აქამ­დე მო­ვი­და.

- ადრე წლებ­ში სად ლო­ცუ­ლობ­დნენ?

- სხვა წლებ­ში და­დი­ოდ­ნენ ძი­რი­თა­დად ნა­სა­კი­რალ­ში, იქ არის მე­ჩე­თი. პა­რას­კე­ვო­ბით მი­დი­ოდ­ნენ მან­ქა­ნე­ბით და ლო­ცუ­ლობ­დნენ. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და, სხვა­ნა­ი­რად ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა. ღმერ­თმა ნუ ქნას, ისევ იყოს აქ რამე პრობ­ლე­მა. ვი­ღა­ცის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ეს, ვი­ღა­ცე­ებ­მა ტა­შიც კი და­უკ­რეს, მაგ­რამ ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა ეს მოვ­ლე­ნე­ბი. ჩვენს სო­ფელს ეს არ ეკად­რე­ბო­და. ეს გა­ი­გო მთელ­მა ქვე­ყა­ნამ და მარ­თლა მძი­მეა ჩემ­თვის. შე­სა­რი­გე­ბე­ლი რა გვჭირ­და, ბევ­რი იყო ჩემს პო­ზი­ცი­ა­ში.

ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ რომ ვი­დე­ქით ეს უმ­ძი­მე­სი იყო ჩემ­თვის, გუ­ლახ­დი­ლად ვამ­ბობ. მად­ლო­ბე­ლი ვარ იმ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, რომ­ლებ­მაც პი­რი­ქით ხელი შე­უ­წყვეს სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას და სიმ­შვი­დეს. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც რომ­ლებ­მაც ცუ­დად გა­ა­შუ­ქეს და თქვეს მუს­ლი­მი დე­დე­ბი არი­ან ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლე­ბი, რომ თა­ვი­ათ შვი­ლებს გა­და­ე­ფა­რო­ნო. მშობ­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ იმი­ტომ რომ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ, რამე არ მომ­ხდა­რი­ყო, ამი­ტომ ვი­დე­ქით ყვე­ლა­ნი იქ. სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი სულ იყო სო­ფელ­ში მუს­ლიმ და ქრის­ტი­ან დე­დებს შო­რის. სა­ბედ­ნი­ე­როდ გუ­რულ­მა ბი­ჭებ­მაც შე­იგ­ნეს, იქ რომ გა­არ­ღვი­ეს პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი, ესე­ნიც რომ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, შე­იძ­ლე­ბა ცუდი ვი­ტა­რე­ბა შექ­მნი­ლი­ყო, მაგ­რამ გა­ჩერ­დნენ. ჩემ­და სა­უ­ბე­დუ­როდ ამ ყვე­ლაფ­რის უკან პო­ლი­ტი­კურ ნიშ­ნებს ვხე­დავ, თა­ვი­დან­ვე ახ­სე­ნეს არ­ჩევ­ნე­ბი და თა­ვი­დან­ვე ვფიქ­რობ­დი ამა­ზე. დრო გა­მო­ა­ჩენს რა იყო რე­ა­ლუ­რად და გა­მო­ძი­ე­ბაც და­ად­გენს. გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი­დევ ერთხელ გა­მიმ­ტკი­ცა ეს ეჭვი.

ჩვენ ასე­ვე გა­ვე­სა­უბ­რეთ თე­მუ­რი ირე­მა­ძეს, რო­მე­ლიც ამ ფო­ტო­შია ასა­ხუ­ლი.

თე­მუ­რი ირე­მა­ძე:

- ცუდი ფაქ­ტი მოხ­და, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­ი­მარ­ჯვა საღ­მა აზ­რმა, სწორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ. ორი­ვე მხა­რემ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ და ეს გა­სა­ხა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პე­და­გოგ მა­რი­ამ ხე­ლა­ძეს­თან გა­და­ღე­ბულ ჩემს ფო­ტოს, გა­და­მე­ტე­ბუ­ლად არ გე­ტყვით, მაგ­რამ ის ჩემი მე­ო­რე დე­დაა, ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი პე­და­გო­გი. წინა დღე­ებ­შიც პირ­ვე­ლი მას­თან გავ­დი­ო­დი კავ­შირ­ზე და ვცდი­ლობ­დი საქ­მე აქამ­დე არ მი­სუ­ლი­ყო. უკვე მრცხვე­ნია ასე­თი რამე რომ მოხ­და, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­მა­ხა­რა. ჩვენ­მა თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი და­უს­ვა ამ პრობ­ლე­მას და ისევ მშვი­დად და წყნა­რად უნდა გა­ვაგ­რძე­ლოდ ურ­თი­ერ­თო­ბა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან, რო­გორც ეს წლე­ბი ვცხოვ­რობ­დით.

ლოც­ვის აღ­სრუ­ლე­ბის­თვის ძა­ლა­დო­ბა არ უნდა დაგ­ვჭირ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ტოს, მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. პე­და­გო­გი წა­მო­ვი­და ჩემ­სკენ, ხელს იშ­ვერ­და და მი­უ­თი­თებ­და სხვებს, ეს ჩემი გაზ­რდი­ლი­აო. მარ­თლაც ასეა, სტუ­დენ­ტო­ბის დროს ბა­თუ­მი­დან სო­ფელ­ში რომ ავ­დი­ო­დი, მა­რი­ამ მას­წავ­ლე­ბე­ლი გზის პი­რას ცხოვ­რობს და ჩემს სახ­ლში არა­სო­დეს ისე არ მივ­სულ­ვარ მის სახ­ლთან რომ არ გა­მე­ჩე­რე­ბი­ნა მან­ქა­ნა და არ მოვ­სიყ­ვა­რუ­ლე­ბო­დი. მან თქვა კი­დეც, ჩემს შვი­ლებ­ში არ ვარ­ჩე­ვო და მის­გან სულ დიდ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ­დი. ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ვინც კი მიც­ნობს, ყვე­ლა ამ ფო­ტოს მიგ­ზავ­ნის.

თბი­ლი ფო­ტოა. ეს ფო­ტოც ამ­ბობს, რომ უნდა ვი­ცხოვ­როთ სიყ­ვა­რუ­ლით, რწმე­ნით და არ არ­სე­ბობს ორ ადა­მი­ანს შო­რის რე­ლი­გია და­ძა­ბუ­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. ეს პრო­ვო­ცი­რე­ბის შე­დე­გია. იმ გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ვი­ცი­რე­ბას მოყ­ვა ყვე­ლა­ფე­რი, ვი­საც ეკ­ლე­სი­ის კარი არ შე­უ­ღია და ბიბ­ლია არა­სო­დეს გა­და­უშ­ლია, სწო­რედ იმათ­მა წა­მო­ი­წყეს სამ­ლოც­ვე­ლო აქ რო­გორ იქ­ნე­ბაო. მი­თუ­მე­ტეს, არა­ნა­ირ პომ­პე­ზურ მე­ჩეთ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, სა­უ­ბა­რია სახლ-სამ­ლოც­ვე­ლო­ზე და ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტმა ნახა ეს ად­გი­ლი, არა­ვის აწუ­ხებ­და. ეს ფოტო მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­მახ­სოვ­რე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გა­ჩე­ნილ ბზარს დრო გა­მო­ას­წო­რებს და ისევ ისე და­ლაგ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია სო­ფელ­ში, რო­გორც იყო. ამ სო­ფელ­ში ბევ­რი შეგ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და ერთ-ორი ადა­მი­ა­ნი ჩვენს ამ­დენ­წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ გა­ა­ფუ­ჭებს.

- ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­მი ამ­ბობს ვტი­რო­დი, რომ და­ვი­ნა­ხე ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი, თქვენ რომ ნა­ხეთ თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი რა რე­აქ­ცია გქონ­დათ?

- სა­თუ­თი თე­მაა, ეს ცრემ­ლი მო­დი­ო­და გუ­ლი­დან, ეს არ იყო ფარ­სი. ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი პე­და­გო­გი თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი რომ და­ვი­ნა­ხე, მეც ამი­ჩუ­ყა ამან გული, შემ­დეგ რომ გა­და­ვეხ­ვი­ეთ ერ­თმა­ნეთს ეს ზე­ე­მო­ცია იყო, იმ­დე­ნად თბი­ლი, ეს სით­ბო, ეს პო­ზი­ტი­ვი, ყვე­ლაფ­რით და­დე­ბი­თი და კარ­გი ემო­ცია დიდ­ხანს გამ­ყვე­ბა.

ეს კად­რია მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმის, რომ ასე სიყ­ვა­რულ­ში უნდა ვი­ყოთ.

- ადრე სო­ფელ­ში იყო კონ­ფლიქ­ტე­ბი?

- ოჯა­ხი არ არ­სე­ბობს, სა­დაც მცი­რე პო­ლე­მი­კა და დის­კუ­სია არ იყოს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მო­სა­ვა­ლი, რომ შე­თან­ხმე­ბამ­დე მი­ვიდ­ნენ. რე­ლი­გი­უ­რი სა­კი­თხი სა­თუ­თია, ბოლო დროს იყო უმ­ნიშ­ვნე­ლო, ნას­ვამ­ზე რომ ვი­ღაც რა­მეს იტყო­და ასე­თი რამ. არ ყო­ფი­ლა არა­სო­დეს შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი ჩემ ბუკ­ნა­რელ თა­ნა­მოძ­მე­ებს, ჩემს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ძმებს იმ 2-3 ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბით არ გან­ვსჯი. 14 წლის ბავ­შვს რომ ქვებს ეს­ვრი, ეს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რო­ბაა, მერე აქე­თა მხრი­და­ნაც წა­ვი­და აგ­რე­სია და შეც­დო­მე­ბი იყო ორი­ვე მხა­რეს. სამ­ლოც­ვე­ლოს რომ ვა­კე­თებ, ამა­ში ხელი არ უნდა შე­მი­შა­ლონ, გვყავს უხუ­ცე­სე­ბი, ჩვენ­გან 30 კი­ლო­მეტრშია მე­ჩე­თი და მათ იქ რომ არ ევ­ლოთ, ჩვე­ნი სახ­სრე­ბით შე­ვი­ძი­ნეთ ეს სახ­ლი და იქ ვლო­ცუ­ლობთ. სამ­წუ­ხა­როდ რამ­დე­ნი­მეს ნათ­ქვამ­მა აი­ყო­ლია სხვე­ბი და საქ­მე აქამ­დე მი­ვი­და, ცუდი ფაქ­ტი მოხ­და, თუმ­ცა და­ი­ნა­ხეთ რო­გორ დას­რულ­და. ამის მა­გა­ლი­თია ეს ფოტო.

ნუგ­ზარ ძირ­კვა­ძე ად­გი­ლობ­რი­ვი:

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი პე­და­გო­გი მა­რი­ა­მი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია ჩვენ­თვის. გუ­შინ ჩემს წინ იდგა ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ახლა ჩემს შვი­ლებს ას­წავ­ლის და ჩვენს შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლი იდგა, ეს ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემ­თვი­საც. მარ­თლა სტრე­სუ­ლი. ღმერ­თს მად­ლო­ბა, რომ მოკ­ლე დრო­ში, ორ დღე­ში დას­რულ­და ყვე­ლა­ფე­რი ისე, რო­გორც სა­ჭი­რო იყო. ეს სა­ჭი­რო იყო სოფ­ლის­თვის და ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. მად­ლო­ბა იმათ, ვინც გად­მოდ­გა ეს ნა­ბი­ჯი. ორი­ვე მხა­რის მხრი­დან გა­და­იდ­გა სწო­რი ნა­ბი­ჯი. ზოგი მო­ე­გო გონს და მიხ­ვდა, ყვე­ლას­თვის გა­სა­ხა­რი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა.

- ნუგ­ზარ, ხომ არ ფიქ­რობთ, რომ ეს იყო სპე­ცი­ა­ლუ­რად აგო­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი?

- ნამ­დვი­ლად. მშვი­დი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო ყო­ველ­თვის ამ სო­ფელ­ში. აქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე და არა­სო­დეს მქო­ნია პრობ­ლე­მა. ვი­ღაც პრო­ვო­კა­ტო­რის გამო მი­ვი­და საქ­მე აქამ­დე. ვფიქ­რობ ვი­ღა­ცამ ილაყ­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის ენას ვერ აკონ­ტრო­ლებს და უნ­დო­და ის­ტო­რი­ის ერთი ფურ­ცე­ლი გა­და­ე­შა­ლა ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო, რომ ქარ­თულ სო­ფელ­ში ეს მოხ­და. თა­ვი­დან იმით და­ი­წყო ეს არის ქარ­თუ­ლი მიწა და აქ არ უნდა იყოს მე­ჩე­თიო. რე­ა­ლუ­რად ორი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ნახ­ტომს მოყ­ვა ეს ხმა­უ­რი. მერე მე­დია ჩა­ერ­თო, ვი­ღა­ცამ რა­ღაც მი­ა­მა­ტა, ვი­ღა­ცამ რა­ღაც მო­აკ­ლო, ამას და­ე­მა­ტა პო­ლი­ტი­კა, რა­მაც ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ და­ა­მა­ხინ­ჯა და საქ­მე აქამ­დე მი­ვი­და. პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მოგ­ვა­გეს, ყვე­ლა­ფე­რი დამ­შვიდ­და, ახლა მო­ვე­დი სოფ­ლი­დან და სრუ­ლი სიმ­შვი­დეა, პო­ლი­ცია პატ­რუ­ლი­რებს და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ იყო. სი­წყნა­რე და სიმ­შვი­დეა გა­რეთ. ვი­სა­უბ­რეთ ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ისე, რო­გორც ადრე ვსა­უბ­რობ­დით. ეს იყო უაზ­რო­ბა, იმა­ზე შევ­თან­ხმდით, რომ ეს არა­სო­დეს არ უნდა გან­მე­ორ­დეს.

- სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ახალ­გაზ­რდე­ბის ჩა­მოს­ვლამ ხომ არ და­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა?

- არა, მე ასე არ ვფიქ­რობ. ეს დღე­ე­ბი ერთ წრე­ზე დავ­დი­ო­დით, სა­ხელ­მწი­ფო, ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბა ჩა­ერ­თო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, სა­პატ­რი­არ­ქოც, ჩვენ­გან უხუ­ცე­სე­ბიც, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. მე პი­რი­ქით ვფიქ­რობ, გა­რე­დან შე­მო­სულ­მა ხალ­ხმა და დიდ­მა ხმა­ურ­მა და­აჩ­ქა­რა შე­რი­გე­ბის პრო­ცე­სი, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა უფრო უა­რე­სის­კე­ნაც წა­სუ­ლი­ყო ვი­თა­რე­ბა. ან შე­იძ­ლე­ბა შიგ­ნი­თაც მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ამას უფრო დიდი დრო დას­ჭირ­ვე­ბო­და. 10 თვეა ეს სამ­ლოც­ვე­ლო გვაქვს, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ხე­ლის შეშ­ლა ლოც­ვის­თვის. თუ რამე იყო სოფ­ლის ცენ­ტში თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის დო­ნე­ზე იყო სა­უ­ბა­რი.

- რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­მი ამ­ბობს, თქვენც მოგ­მარ­თათ მან თხოვ­ნით

- დიახ, იმ მო­მენ­ტში ცრემ­ლი მეც გად­მო­მი­ვარ­და, როცა და­ვი­ნა­ხე მა­რი­ამ მას­წავ­ლე­ბე­ლი ტი­რო­და. ის ჩემ­თვის მარ­ტო ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი არა არის. ჩვენ გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და სულ. მე რომ ადა­მი­ა­ნად ვარ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა მას. არ შე­მეძ­ლო ხვალ და ზეგ შევ­ხვედ­რო­დი მა­რი­ამ მას­წავ­ლე­ბელს ქუ­ჩა­ში და მის­თვის გვერ­დით ჩა­მე­ა­რა იმის გამო რომ მე ვი­ღა­ცამ ხელი შე­მი­შა­ლა ლოც­ვა­ში. ლოც­ვა­ში ხე­ლის შეშ­ლა არ არის სწო­რი. მე ვლო­ცუ­ლობ, თო­რემ ხომ არ ვი­გი­ნე­ბი. იმ ლოც­ვით ჩვენ არც მი­წას წავ­ბილ­წავთ, არც ხალ­ხს ვა­ყე­ნებთ შე­უ­რა­ცხყო­ფას, არც მო­რა­ლუ­რად ვა­შა­ვებთ რა­მეს. ამ­დე­ნი წელი ერ­თად ვცხოვ­რობთ და ასე უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა. მი­ხა­რია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამს!
28

ქვეყნის პოლიტიკამ , რომელიც ვითომ გაგვაჩნია, მიგვიყვანა ამ დონემდე

!!!!
21

ადამიანი ვინც რელიგის გამო ჩაგრავს ან შეურაწყოფას აყენებს მეორე ადამიანს არის უინტელექტო ნაძირალა აქ სახელმწიფო უნდა ერეოდეს და იყოს მკაცრი რომ ვიღაც იდიოტის ქმედებას ტრაგედია არ მოყვეს !!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"დაპირისპირებულთა შორის ჩემი მოსწვალეები რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა" - რას ჰყვებიან ბუკნარელი მასწავლებელი და მოსწავლე, რომელთა ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

"დაპირისპირებულთა შორის ჩემი მოსწვალეები რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა" - რას ჰყვებიან ბუკნარელი მასწავლებელი და მოსწავლე, რომელთა ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

ჩოხატაურის სოფელ ბუკნარის პედაგოგ მარიამ ხელაძის და მისი ყოფილი მოსწავლის, თემურ ირემაძის ჩახუტებულმა კადრმა გუშინ მთელი სოციალური ქსელი მოიარა. ამ კადრს დღის კადრი უწოდეს. საბედნიეროდ, ამ სოფელში დაძაბული სიტუაციაც განიმუხტდა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. როგორც ჩანს, ამაში თავისი წვრილი პედაგოგმაც შეიტანა. თურმე ძალიან განიცდიდა სოფელში არსებულ ვითარებას და ახალგაზრდებთან შესახვედრად ქუჩაში გავიდა.

მარიამ ხელაძე, სოფელ ბუკნარის საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:

- ამ სოფელში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, ყოველთვის ყველაზე ტკბილი და თბილი ურთიერთობები იყო. ეს ბიჭები ბაღში, სკოლაში ერთად იზრდებოდნენ. ყველანი ჩვენს ხელში გაზრდილები არიან. დღესაც ერთნაირი დიალექტით საუბრობენ. იმდენად განსხვავებული სიტუაცია იყო, მიკვირს რაც მოხდა. ღვთის წინაშე შემიძლია დავიფიცო, ამდენწლიანი თანაცხოვრების დროს სოფელში ვერავინ იტყვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე რამე მოხდა. ვფიქრობ, ყველაფერი გავრცელებულმა ჭორებმა გამოიწვია, რასაც მოყვა სოციალურ ქსელში სტატუსები, აგრესია. სულ ტყუილად დაიძაბა სიტუაცია.

- თქვენი ემოციური კადრი დღის ფოტოდ დასახელდა, გვიამბეთ იმ ბიჭზე...

- თემურ ირემაძეა, ჩემი ყოფილი მოსწავლე, ჩემი ბიჭის თანაკლასელი და მეგობარი. სტუდენტობის დროს ბათუმში სწავლობდა, ბათუმიდან რომ ჩამოდიოდა, ჯერ ჩვენს სახლში მოდიოდა, ამის მერე მიდიოდა თავის მშობლებთან. ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ამ სოფელში არასოდეს მომხდარა გარჩევა, ეს ქრისტიანია და ის მუსლიმი. ჩვენს სკოლაში ქრისტიან ბავშვებზე მეტნი მუსლიმი ბავშვები არიან. სულ 216 კომლი ცხოვრობს, მაგრამ ოჯახის წევრთა რაოდენობით გურულებზე მეტნი არიან. ძალიან საყვარლები, წარმატებულები, ბევრი უკვე თავის გზაზე დამდგარია, ამ სოფლის სასახელო შვილები, ჩვენი სოფლის მომავალნი.

ყოველთვის მქონდა მათთან შეხვედრები და ამ გამწვავებულ სიტუაციაშიც ურთიერთობის პრობლემა არავისთან შემქმნია. შეიძლება გული გამხეთქვოდა სხვა დამოკიდებულება რომ დამენახა რომელიმე მათგანის მხრიდან. ალბათ მთელმა საქართველომ დაინახა, რაც ხდებოდა დღეს ბუკნარში, გული მტკივა ძალიან. მოდიოდა ეს აღტკინებული ახალგაზრდები, რომლებიც ვფიქრობ ჩამოსულებმა უფრო დამუხტეს ასე ძალიან. პოლიციის თანადგომით იქაურობას ქრისტიანი ახალგაზრდები გაერიდნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა იმის, რომ იქ შეიძლება რამე ცუდი მომხდარიყო. სხვა სოფლებიდანაც მოდიოდნენ ახალგაზრდები, მაგრამ პოლიციამ შეაჩერა ისინი. მე ქუჩაში, ეკლესიის წინ ვიდექი, როცა ამ ახალგაზრდებმა გაარღვიეს კორდონი და წამოვიდნენ. მათ შორის თემურ ირემაძე დავინახე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ განვიცადე ამ ჯგუფში ჩემი ყოფილი და ახლანდელი მოსწავლეების დანახვა. ეკლესიასთან ვიდექი, ვუყურებდი მათ და ვტიროდი, სიახლოვეს რომ მოვიდნენ, მივუახლოვდი და მათ მივმართე, ნუთუ თქვენ მოგწონთ ეს ყველაფერი-მეთქი?

- როგორი იყო თქვენი შეხვედრა?

- ჩვენი დიალოგი შეიძლება რომელიმე ტელევიზიამ გადაიღო კიდეც. თემურისთან ერთად ჩემი მეორე მოსწავლე, ნუგზარ ძირკვაძეც იყო. არანაკლებ ემოციური იყო ნუგზართან ჩემი შეხვედრა, ორივეს ვესაუბრებოდი. არც მეგონა თუ ასე გავრცელდებოდა მერე ეს ამბავი და ეს ჩვენი ფოტო, რომელიც გადაუღიათ. ქუჩაში ჩემი გასვლის მიზანი იყო როგორმე სიტუაცია მშვიდობიანად დასრულებულიყო. მართლა უეცრად შემოიჭრა ეს ამბები ჩვენს სოფელში, მანამდე არ იყო დაძაბული სიტუაცია, რომ გვეფიქრა რამე ცუდი შეიძლება მომხდარიყო. ვფიქრობ ყველაფერი შემოგდებულ ჭორებს მოყვა.

ახსენეს არჩევნები, მეჩეთი, რატომღაც დავეჭვდი სხვა პროვოკაციასთან ხომ არ გვქონდა საქმე. პირველივე დღეს სოციალური ქსელითაც მივმართე ჩემს მოსწავლეებს გაფრთხილებოდნენ ამ ურთიერთობებს, გაფრთხილებოდნენ თავიანთ სოფელს, მომავალს. მთელი სული და გულით მივმართე, მაგრამ ამ მიმართვით ეს ამბები ვერ ავიცილეთ. ერთი მიმართვა არ ეყო, ეტყობა მთელი მანქანა მუშაობდა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო.

რომ დავინახე ჩემი მოსწავლეები, ცრემლები წამომივიდა და ვკითხე, მოგწონთ თქვენ აქ რაც ხდება-მეთქი?. მერე იყო მათი ჩახუტება, ჩვენ გადავუხსენით გული ერთმანეთს..

ვუთხარით რაც გვტკიოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო გონიერება რომ უნდა გამოგვეჩინა. ძალიან დიდხანს გულახდილად ვისაუბრეთ. ეს კადრი რომ გავრცელდა არც კი ვიცოდი, მერე ჩემმა შვილებმა მაჩვენეს და მითხრეს დღის კადრად გამოაცხადესო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

- ამბობთ, თემური თქვენი შვილის მეგობარია, ბიჭების მცდელობა თუ იყო სოფელში, რომ ერთმანეთში გაერკვიათ ეს ამბები?

- რამდენი მცდელობაც წამოვიდა, იმდენი გამწვავება მოყვა, ამიტომაც მგონია რომ პროვოცირებული იყო ყველაფერი. ოღონდ ეს არ იყო ასე სახალხოდ და ასე მასობრივად. რამდენიმე კაცი ელაპარაკებოდა ერთმანეთს, უფროსებიც იყვნენ ჩართულები, მაგრამ მაინც საქმე აქამდე მივიდა. ცენტრში პოლიციის კორდონი რომ გაარღვიეს, არ მეგონა ზემოთ რომ წამოვიდოდნენ სოფლის ბავშვები, ამას ვერ წარმოვიდგენდი. იმ ახალგაზრდებს შორის უხუცესებიც იყვნენ. იმათმა გადმორეკეს ტელეფონზე, ვერ ვაჩერებთ, მოდიან და ძალიან გთხოვთ აარიდეთ ბიჭებიო, ჩვენ აქ ესენი ვეღარ გავაჩერეთო.

ჩამოსულებზე იყო უფრო საუბარი, თორემ უხუცესები ადგილობრივ ბიჭებს უფრო დაიმორჩილებდნენ. უცებ შემოვარდა ისეთი მუხტი, ვხედავდით ყველანი აქეთ წამოიყვანეს. რათქმაუნდა ვინც აქ ცხოვრობს ყველას სიმშვიდე უნდა, იმდენხნიანი თანაცხოვრება და სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან, არამგონია რამემ გატეხოს ჩვენი ურთიერთობა. იმდენად ემოციებში ვიყავი არც კი მახსოვს რა სიტყვებით მივმართე ჩემს მოსწავლეებს. ჩანაწერი შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კიდეც, იმდენი ტელევიზია იყო. ის მახსოვს, რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადე მათ დიდი სიყვარული და ვუთხარი, მე თავგანწირვა შემეძლო მათთვის და რომ ჩემთვის ერთი სიკვდილი იყო ჩემი მოსწავლეები მათ რიგებში რომ დავინახე. ამას მოყვა მათი მხრიდან ჩახუტება.

- სოფელში მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევდნენ?

- ეს სალოცავი ჩვენს სოფელშია. იმიტომ ვამბობ რომ ეს პროვოკაციაა, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა. 10 თვეა ეს სახლი შეიძინეს და მთელმა სოფელმა იცოდა, რომ იქ ლოცვა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არავის მათთვის არ დაუშლია და ვერც დაუშლიდა. არ შეუშლია ხელი ვინმეს ლოცვაში. ადამიანს ლოცვა უნდა და ლოცულობს. არავინ არავის შეავიწროვებს აქ, ეს ამდენი წელი არ მომხდარა. ჩამოვარდა საუბარი რომ აპირებენ მეჩეთად გადაკეთებას სოფელთან შეუთანხმებლად, ეს ყველაფერი ხდება თურქული ფულითო. ვიღაც პროვოკატორებმა კი მუსლიმებს უთხრეს დაგინგრევენ ამ სამლოცველოს და არ მოგცემენ ლოცვის უფლებასო. ასეთ ჭორებს აყვა ეს ყველაფერი. წესით არც ერთ მხარეს ეს არ უნდა დაეჯერებიანა.

ჩვენ ვიცნობთ კარგად ერთმანეთს და ისიც ვიცით, სოფელთან, სოფლის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად იქ არავინ არაფერს გააკეთებდა. დარწმუნებული ვარ ამაში და სხვებსაც უნდა დაეჯერებინათ. ამდენი ხანი ლოცულობდნენ, არავინ მივარდნილა და ვინ იკადრებდა იმას რომ იქ მივარდნილიყო და მათთვის ლოცვაში ხელი შეეშალა, მაგრამ მოხდა ის, რომ ეს სიცრუე დაიჯერეს, ამას მოყვა მითქმა-მოთქმა, ვისაც არ ეზარებოდა ყველა ყველაფერს წერდა და წამოვიდა აგრესია. აგრესიის გაღვივებაში სხვებიც ჩაერთვნენ, სოციალური ქსელიც დაემატა, ზოგიერთი ტელევიზიაც და სამწუხაროდ საქმე აქამდე მოვიდა.

- ადრე წლებში სად ლოცულობდნენ?

- სხვა წლებში დადიოდნენ ძირითადად ნასაკირალში, იქ არის მეჩეთი. პარასკევობით მიდიოდნენ მანქანებით და ლოცულობდნენ. სასიხარულოა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ღმერთმა ნუ ქნას, ისევ იყოს აქ რამე პრობლემა. ვიღაცისთვის სასიხარულო იყო ეს, ვიღაცეებმა ტაშიც კი დაუკრეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს მოვლენები. ჩვენს სოფელს ეს არ ეკადრებოდა. ეს გაიგო მთელმა ქვეყანამ და მართლა მძიმეა ჩემთვის. შესარიგებელი რა გვჭირდა, ბევრი იყო ჩემს პოზიციაში.

ერთმანეთის პირისპირ რომ ვიდექით ეს უმძიმესი იყო ჩემთვის, გულახდილად ვამბობ. მადლობელი ვარ იმ ჟურნალისტების, რომლებმაც პირიქით ხელი შეუწყვეს სიტუაციის დასტაბილურებას და სიმშვიდეს. იყვნენ ისეთებიც რომლებმაც ცუდად გააშუქეს და თქვეს მუსლიმი დედები არიან ქუჩაში გამოსულები, რომ თავიათ შვილებს გადაეფარონო. მშობლები გამოვიდნენ იმიტომ რომ თავიანთი შვილები რომ მოდიოდნენ, რამე არ მომხდარიყო, ამიტომ ვიდექით ყველანი იქ. სატელეფონო საუბრები სულ იყო სოფელში მუსლიმ და ქრისტიან დედებს შორის. საბედნიეროდ გურულმა ბიჭებმაც შეიგნეს, იქ რომ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, ესენიც რომ არ შეჩერებულიყვნენ, შეიძლება ცუდი ვიტარება შექმნილიყო, მაგრამ გაჩერდნენ. ჩემდა საუბედუროდ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკურ ნიშნებს ვხედავ, თავიდანვე ახსენეს არჩევნები და თავიდანვე ვფიქრობდი ამაზე. დრო გამოაჩენს რა იყო რეალურად და გამოძიებაც დაადგენს. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამიმტკიცა ეს ეჭვი.

ჩვენ ასევე გავესაუბრეთ თემური ირემაძეს, რომელიც ამ ფოტოშია ასახული.

თემური ირემაძე:

- ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ საბედნიეროდ, გაიმარჯვა საღმა აზრმა, სწორმა გადაწყვეტილებამ. ორივე მხარემ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და ეს გასახარია. რაც შეეხება ჩემს პედაგოგ მარიამ ხელაძესთან გადაღებულ ჩემს ფოტოს, გადამეტებულად არ გეტყვით, მაგრამ ის ჩემი მეორე დედაა, ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი. წინა დღეებშიც პირველი მასთან გავდიოდი კავშირზე და ვცდილობდი საქმე აქამდე არ მისულიყო. უკვე მრცხვენია ასეთი რამე რომ მოხდა, საბოლოო გადაწყვეტილებამ გამახარა. ჩვენმა თანაცხოვრებამ საბოლოო წერტილი დაუსვა ამ პრობლემას და ისევ მშვიდად და წყნარად უნდა გავაგრძელოდ ურთიერთობა და თანაცხოვრება ერთმანეთთან, როგორც ეს წლები ვცხოვრობდით.

ლოცვის აღსრულებისთვის ძალადობა არ უნდა დაგვჭირდეს. რაც შეეხება ფოტოს, მოლაპარაკების პროცესშია გადაღებული. პედაგოგი წამოვიდა ჩემსკენ, ხელს იშვერდა და მიუთითებდა სხვებს, ეს ჩემი გაზრდილიაო. მართლაც ასეა, სტუდენტობის დროს ბათუმიდან სოფელში რომ ავდიოდი, მარიამ მასწავლებელი გზის პირას ცხოვრობს და ჩემს სახლში არასოდეს ისე არ მივსულვარ მის სახლთან რომ არ გამეჩერებინა მანქანა და არ მოვსიყვარულებოდი. მან თქვა კიდეც, ჩემს შვილებში არ ვარჩევო და მისგან სულ დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. ყველა მეგობარი ვინც კი მიცნობს, ყველა ამ ფოტოს მიგზავნის.

თბილი ფოტოა. ეს ფოტოც ამბობს, რომ უნდა ვიცხოვროთ სიყვარულით, რწმენით და არ არსებობს ორ ადამიანს შორის რელიგია დაძაბულობის მიზეზი გახდეს. ეს პროვოცირების შედეგია. იმ გაუნათლებელი ადამიანების პროვიცირებას მოყვა ყველაფერი, ვისაც ეკლესიის კარი არ შეუღია და ბიბლია არასოდეს გადაუშლია, სწორედ იმათმა წამოიწყეს სამლოცველო აქ როგორ იქნებაო. მითუმეტეს, არანაირ პომპეზურ მეჩეთზე არ არის საუბარი, საუბარია სახლ-სამლოცველოზე და ყველა ჟურნალისტმა ნახა ეს ადგილი, არავის აწუხებდა. ეს ფოტო მთელი ცხოვრება მემახსოვრება. დარწმუნებული ვარ გაჩენილ ბზარს დრო გამოასწორებს და ისევ ისე დალაგდება სიტუაცია სოფელში, როგორც იყო. ამ სოფელში ბევრი შეგნებული ადამიანი ცხოვრობს და ერთ-ორი ადამიანი ჩვენს ამდენწლიან ურთიერთობას ვერ გააფუჭებს.

- ქალბატონი მარიამი ამბობს ვტიროდი, რომ დავინახე ჩემი მოსწავლეები, თქვენ რომ ნახეთ თვალცრემლიანი მასწავლებელი რა რეაქცია გქონდათ?

- სათუთი თემაა, ეს ცრემლი მოდიოდა გულიდან, ეს არ იყო ფარსი. ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი თვალცრემლიანი რომ დავინახე, მეც ამიჩუყა ამან გული, შემდეგ რომ გადავეხვიეთ ერთმანეთს ეს ზეემოცია იყო, იმდენად თბილი, ეს სითბო, ეს პოზიტივი, ყველაფრით დადებითი და კარგი ემოცია დიდხანს გამყვება.

ეს კადრია მაჩვენებელი იმის, რომ ასე სიყვარულში უნდა ვიყოთ.

- ადრე სოფელში იყო კონფლიქტები?

- ოჯახი არ არსებობს, სადაც მცირე პოლემიკა და დისკუსია არ იყოს, მაგრამ არსებობს ამ ყველაფრიდან გამოსავალი, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. რელიგიური საკითხი სათუთია, ბოლო დროს იყო უმნიშვნელო, ნასვამზე რომ ვიღაც რამეს იტყოდა ასეთი რამ. არ ყოფილა არასოდეს შეურაცხყოფები ჩემ ბუკნარელ თანამოძმეებს, ჩემს მართლმადიდებელ ძმებს იმ 2-3 ადამიანის ქმედებით არ განვსჯი. 14 წლის ბავშვს რომ ქვებს ესვრი, ეს არაადამიანურობაა, მერე აქეთა მხრიდანაც წავიდა აგრესია და შეცდომები იყო ორივე მხარეს. სამლოცველოს რომ ვაკეთებ, ამაში ხელი არ უნდა შემიშალონ, გვყავს უხუცესები, ჩვენგან 30 კილომეტრშია მეჩეთი და მათ იქ რომ არ ევლოთ, ჩვენი სახსრებით შევიძინეთ ეს სახლი და იქ ვლოცულობთ. სამწუხაროდ რამდენიმეს ნათქვამმა აიყოლია სხვები და საქმე აქამდე მივიდა, ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა დაინახეთ როგორ დასრულდა. ამის მაგალითია ეს ფოტო.

ნუგზარ ძირკვაძე ადგილობრივი:

- ძალიან ემოციური იყო ყველაფერი. ჩემი პედაგოგი მარიამი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენთვის. გუშინ ჩემს წინ იდგა ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, რომელიც ახლა ჩემს შვილებს ასწავლის და ჩვენს შორის პოლიციელი იდგა, ეს ემოციურად ძალიან მძიმე იყო ჩემთვისაც. მართლა სტრესული. ღმერთს მადლობა, რომ მოკლე დროში, ორ დღეში დასრულდა ყველაფერი ისე, როგორც საჭირო იყო. ეს საჭირო იყო სოფლისთვის და ჩვენი მომავლისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა იმათ, ვინც გადმოდგა ეს ნაბიჯი. ორივე მხარის მხრიდან გადაიდგა სწორი ნაბიჯი. ზოგი მოეგო გონს და მიხვდა, ყველასთვის გასახარი ნაბიჯი გადაიდგა.

- ნუგზარ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო სპეციალურად აგორებული კონფლიქტი?

- ნამდვილად. მშვიდი ურთიერთობა იყო ყოველთვის ამ სოფელში. აქ დავიბადე და გავიზარდე და არასოდეს მქონია პრობლემა. ვიღაც პროვოკატორის გამო მივიდა საქმე აქამდე. ვფიქრობ ვიღაცამ ილაყბა, რომელიც თავის ენას ვერ აკონტროლებს და უნდოდა ისტორიის ერთი ფურცელი გადაეშალა ასეთი სამარცხვინო, რომ ქართულ სოფელში ეს მოხდა. თავიდან იმით დაიწყო ეს არის ქართული მიწა და აქ არ უნდა იყოს მეჩეთიო. რეალურად ორი ადამიანის გამონახტომს მოყვა ეს ხმაური. მერე მედია ჩაერთო, ვიღაცამ რაღაც მიამატა, ვიღაცამ რაღაც მოაკლო, ამას დაემატა პოლიტიკა, რამაც ყველაფერი საბოლოოდ დაამახინჯა და საქმე აქამდე მივიდა. პროვოკაციაზე წამოგვაგეს, ყველაფერი დამშვიდდა, ახლა მოვედი სოფლიდან და სრული სიმშვიდეა, პოლიცია პატრულირებს და არანაირი პრობლემა არ იყო. სიწყნარე და სიმშვიდეა გარეთ. ვისაუბრეთ ადგილობრივებთან ისე, როგორც ადრე ვსაუბრობდით. ეს იყო უაზრობა, იმაზე შევთანხმდით, რომ ეს არასოდეს არ უნდა განმეორდეს.

- სხვა რეგიონებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლამ ხომ არ დაძაბა ურთიერთობა?

- არა, მე ასე არ ვფიქრობ. ეს დღეები ერთ წრეზე დავდიოდით, სახელმწიფო, ადგილობრივი მმართველობა ჩაერთო მოლაპარაკებებში, საპატრიარქოც, ჩვენგან უხუცესებიც, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მე პირიქით ვფიქრობ, გარედან შემოსულმა ხალხმა და დიდმა ხმაურმა დააჩქარა შერიგების პროცესი, თორემ შეიძლება უფრო უარესისკენაც წასულიყო ვითარება. ან შეიძლება შიგნითაც მოგვარებულიყო, მაგრამ ამას უფრო დიდი დრო დასჭირვებოდა. 10 თვეა ეს სამლოცველო გვაქვს, არასოდეს ყოფილა ხელის შეშლა ლოცვისთვის. თუ რამე იყო სოფლის ცენტში თანასოფლელების დონეზე იყო საუბარი.

- როგორც ქალბატონი მარიამი ამბობს, თქვენც მოგმართათ მან თხოვნით

- დიახ, იმ მომენტში ცრემლი მეც გადმომივარდა, როცა დავინახე მარიამ მასწავლებელი ტიროდა. ის ჩემთვის მარტო ქართულის მასწავლებელი არა არის. ჩვენ გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა სულ. მე რომ ადამიანად ვარ ჩამოყალიბებული, ეს მისი დამსახურებაა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას. არ შემეძლო ხვალ და ზეგ შევხვედროდი მარიამ მასწავლებელს ქუჩაში და მისთვის გვერდით ჩამეარა იმის გამო რომ მე ვიღაცამ ხელი შემიშალა ლოცვაში. ლოცვაში ხელის შეშლა არ არის სწორი. მე ვლოცულობ, თორემ ხომ არ ვიგინები. იმ ლოცვით ჩვენ არც მიწას წავბილწავთ, არც ხალხს ვაყენებთ შეურაცხყოფას, არც მორალურად ვაშავებთ რამეს. ამდენი წელი ერთად ვცხოვრობთ და ასე უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება

თოვლი, ნისლი, მთაში - ზვავსაშიშროება - მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს