მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის განათლებისა და ტრანსპორტის მინისტრები გადადგნენ - რას ამბობს ტრამპი ახალ ვიდეომიმართვაში
კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის განათლებისა და ტრანსპორტის მინისტრები გადადგნენ - რას ამბობს ტრამპი ახალ ვიდეომიმართვაში

პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის კა­ბი­ნე­ტის ორი მი­ნის­ტრი - ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრი ელე­ინ ჩაო და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ბეტ­სი დე­ვო­სი, კა­პი­ტო­ლი­უმ­ში მომ­ხდა­რი არე­უ­ლო­ბის გამო, თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ელე­ინ ჩაომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის „ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია“ კა­პი­ტო­ლი­უ­მის შე­ნო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით, რომ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა სრუ­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმაც წა­რუდ­გი­ნა. ბეტ­სი დე­ვო­სი წერს, რომ კა­პი­ტო­ლი­უმ­ში შეჭ­რა „არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­ცი­ე­ლია.“

პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა დღეს მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა.

"კონ­გრეს­მა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი და­ა­დას­ტუ­რა, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინა­უ­გუ­რა­ცია 20 იან­ვარს გა­ი­მარ­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ახალ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ცე­მის პრო­ცე­სი შე­რი­გე­ბას მო­ი­თხოვს.

“ახლა ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად გა­და­ცე­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზეა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი. ეს მო­მენ­ტი მო­ი­თხოვს კონ­სო­ლი­დი­რე­ბა­სა და შე­რი­გე­ბას," - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვა­შინგტონ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ხდა­რით აღ­შფო­თე­ბუ­ლია.

„ისე­ვე, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ამე­რი­კე­ლი, ძა­ლა­დო­ბი­თა და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი იყო და ყო­ველ­თვის უნდა იყოს კა­ნო­ნი­სა და წეს­რი­გის ქვე­ყა­ნა. კა­პი­ტო­ლი­უმ­ში შეჭ­რილ­მა დე­მონ­სტრან­ტებ­მა შე­ბღა­ლეს ამე­რი­კუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. მივ­მარ­თავ მათ, ვინც ძა­ლა­დო­ბა­სა და ნგრე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და: თქვენ არ წარ­მო­ად­გენთ ჩვენს ქვე­ყა­ნას და მათ, ვინც კა­ნო­ნი და­არ­ღვია: თქვენ ამის­თვის გა­ზღვე­ვი­ნე­ბენ,“ - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

6 იან­ვარს, ვა­შინგტონ­ში დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კა­პი­ტო­ლი­უ­მის შე­ნო­ბა­ში შე­იჭრ­ნენ, სა­დაც კონ­გრე­სის ორი­ვე პა­ლა­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მელ­ზეც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა წეს­რი­გი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აღად­გი­ნეს, რის შემ­დე­გაც სხდო­მა გაგ­რძელ­და და კონ­გრეს­მა ჯო ბა­ი­დე­ნის გა­მარ­ჯვე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არე­უ­ლო­ბას 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
2

კარგად ვერ განვანათლეთ ხალხი და თანაც მობილობის უფლება მივეცითო.ამიტომ გადადგნენ ეს მინისტრები.

ჯერ სად არის.ეხლა თავდაცვის მინისტრი გადადგება(დაწერილი აქვს პატაკი უკვე),ჩემს ჯარისკაცს,თუნდაც ყოფილს,იქ რა უნდოდაო.

ნინო
1

რა საზარელი თვალთმაქცობაა, თავად ჭურში იჯდა და არაფერი გაუგია, არც წაუქეზებია, გამოვიდა მამა აბრამის ბატკანი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის განათლებისა და ტრანსპორტის მინისტრები გადადგნენ - რას ამბობს ტრამპი ახალ ვიდეომიმართვაში

კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის განათლებისა და ტრანსპორტის მინისტრები გადადგნენ - რას ამბობს ტრამპი ახალ ვიდეომიმართვაში

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის ორი მინისტრი - ტრანსპორტის მინისტრი ელეინ ჩაო და განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი, კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის გამო, თანამდებობას ტოვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ელეინ ჩაომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული მოვლენებით, რომლის თავიდან აცილება სრულებით შესაძლებელი იყო. გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განათლების მინისტრმაც წარუდგინა. ბეტსი დევოსი წერს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრა „არაკეთილსინდისიერი საქციელია.“

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს მიმართვა გაავრცელა.

"კონგრესმა არჩევნების შედეგები დაადასტურა, ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება", - განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა ახალ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემის პროცესი შერიგებას მოითხოვს.

“ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების შეუფერხებლად და მოწესრიგებულად გადაცემის უზრუნველყოფაზეა გამახვილებული. ეს მომენტი მოითხოვს კონსოლიდირებასა და შერიგებას," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მოქმედმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარით აღშფოთებულია.

„ისევე, როგორც თითოეული ამერიკელი, ძალადობითა და უკანონო ქმედებით აღშფოთებული ვარ. შეერთებული შტატები იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა. კაპიტოლიუმში შეჭრილმა დემონსტრანტებმა შებღალეს ამერიკული დემოკრატიის ადგილსამყოფელი. მივმართავ მათ, ვინც ძალადობასა და ნგრევაში მონაწილეობდა: თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას და მათ, ვინც კანონი დაარღვია: თქვენ ამისთვის გაზღვევინებენ,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

6 იანვარს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, არეულობას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ინდონეზიის უძველეს გამოქვაბულში - "ყოველივე 45 ათასი წლის წინანდელი ადამიანების განვითარებაზე მიუთითებს“

რუსეთში Pfizer - ის ვაქცინის შეტანა აკრძალეს

პროგრამიტს, რომელსაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს, ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა