პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განწყობა ოჯახში არავის გვაქვს, მათ შორის არც ბავშვებს..." - თინა ხიდაშელი საახალწლო გეგმებსა და ოჯახზე
"განწყობა ოჯახში არავის გვაქვს, მათ შორის არც ბავშვებს..." - თინა ხიდაშელი საახალწლო გეგმებსა და ოჯახზე

"სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი ოჯახ­ში არა­ვის გვაქვს, მათ შო­რის არც ბავ­შვებს" - ამ­ბობს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი. ფიქ­რობს, რომ 31 დე­კემ­ბერს ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ვახ­შა­მი ექ­ნე­ბათ. რას უკავ­შირ­დე­ბა მათი ოჯა­ხის ასე­თი გან­წყო­ბა, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას თუ კი­დევ სხვა რა­ი­მეს, ამას თა­ვად თინა ხი­და­შელ­თან სა­უბ­რი­სას გა­ვარ­კვევთ.

- ახა­ლი წელი არის მთა­ვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დღე ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. გვინ­და ვი­ყოთ ყვე­ლას­თან ერ­თად, ვინც გვიყ­ვარს და ვი­საც ვუყ­ვარ­ვართ. ხან ჩვენ მივ­დი­ვართ ჩა­მოვ­ლა­ზე, ხან ჩვენ­თან მო­დი­ან... წელს ეს არ იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ხა­ლი­სიც და­კარ­გუ­ლი გვაქვს.

- რად­გან ახა­ლი წელი თქვენ­თვის ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, მო­გო­ნე­ბე­ბიც გექ­ნე­ბათ.

- ახა­ლი 1999 წლის დად­გო­მა მახ­სენ­დე­ბა. მე და დათო ვა­შინგტონ­ში ვი­ყა­ვით და ახალ წელს ქუ­ჩა­ში შევ­ხვდით. ასე არ გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, უბ­რა­ლოდ გვინ­დო­და, თეთ­რი სახ­ლის წინ ფოტო გა­დაგ­ვე­ღო. ვი­ა­რეთ, ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვეთ. მე და და­თომ თეთ­რი სახ­ლი ვერ ვი­პო­ვეთ, ახლა თა­ვად გან­სა­ჯეთ, რო­გორ ვი­ყა­ვით.

- ბა­ტო­ნი და­ვი­თი მარ­თლაც თქვე­ნი ლექ­ტო­რი იყო?

- (იცი­ნის) იბ­რა­ლებს, ის­ტო­რი­ას აყალ­ბებს. ავთო დე­მეტ­რაშ­ვი­ლის ას­პი­რან­ტი იყო და რო­დე­საც ის აც­დენ­და ლექ­ცი­ას, დათო შე­მო­დი­ო­და აუ­დი­ტო­რი­ა­ში. სხვა­თა შო­რის, მე და და­თოს გაც­ნო­ბის მო­მენ­ტიც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გვახ­სოვს. დათო ამ­ბობს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დე­კა­ნატ­ში გა­მიც­ნო, მე მახ­სოვს, რომ კა­თედ­რა­ზე ავთო დე­მეტ­რაშ­ვილ­მა გა­მაც­ნო არა რო­გორც ლექ­ტო­რი, არა­მედ რო­გორც აქ­ტი­უ­რი, ჩემ­ზე ცო­ტა­თი უფ­რო­სი სტუ­დენ­ტი.

- რა გახ­სენ­დე­ბათ თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყი­სი ეტა­პი­დან?

- ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ კარ­გი. 24 სა­ა­თი ერ­თად ვი­ყა­ვით. მე ორ­თა­ჭა­ლის ბო­ლო­ში ვცხოვ­რობ­დი, დათო და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი - ვარ­კე­თილ­ში. მა­შინ ტრან­სპორ­ტი არ მოძ­რა­ობ­და და ქუ­ჩებ­ში ია­რა­ღი­ა­ნი ბი­ჭე­ბი დარ­ბოდ­ნენ. დათო და ირაკ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ფე­ხით მა­ცი­ლებ­დნენ შინ და მერე ვარ­კე­თილ­ში ფე­ხით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

- რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­დე­საც დედა გახ­დით?

- დე­დო­ბა უზარ­მა­ზა­რი სი­ხა­რუ­ლი და გა­მოწ­ვე­ვა იყო, მაგ­რამ ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არც ერთი ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბას არა­ფე­რი შე­უც­ვლია. სან­დროს გა­ჩე­ნი­დან ოთხ დღე­ში სამ­სა­ხურ­ში გა­მოვ­ცხად­დი და მას მერე ერთი დღე აღარ დავ­რჩე­ნილ­ვარ შინ. მისი და­ბა­დე­ბის წი­ნა­დღეს მი­ტინგზე ვი­ყა­ვი.

- თქვენს ვა­ჟებს პო­ლი­ტი­კა თუ აინ­ტე­რე­სებთ?

- უფ­როს ვაჟს პო­ლი­ტი­კა იმ­დე­ნად არ აინ­ტე­რე­სებს, რომ არა მგო­ნია, იცო­დეს, ვინ არის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. უმ­ცროსს ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, პო­ლი­ტი­კის გარ­და, კუ­ლი­ნა­რი­აც კი და სხვა­თა შო­რის, პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე...

- კუ­ლი­ნა­რია ახ­სე­ნეთ და ვიცი, ძა­ლი­ან კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ხართ.

- მხო­ლოდ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იქ ვარ. ყო­ველ­გვა­რი წე­სის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო მაქვს შექ­მნი­ლი. არ არ­სე­ბობს რე­ცეპ­ტი, დოგ­მა, აკ­რძალ­ვა. მუდ­მი­ვად ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ. ყვე­ლა ერ­თად რომ შე­ვიკ­რი­ბე­ბით, ვი­ტყვით, აბა, დღეს რას ვჭამთ? ყვე­ლა და­ვა­სა­ხე­ლებთ ჩვენს ვერ­სი­ას და ამის სა­ფუძ­ველ­ზე მზად­დე­ბა კერ­ძი, რო­მელ­შიც ყვე­ლას გე­მოვ­ნე­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ასეთ დროს, რო­გორც დათო ამ­ბობს, გე­მო­ე­ბის აფეთ­ქე­ბა ხდე­ბა... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ია
12

ნეტა რა გინდათ?დეპუტატი გახდით და კეთილი ინებეთ და შებრძანდით პარლამენტში. რა გნებავთ - ხელისუფლების დაუფლების სურვილი გაგიჩნდათ, სააკაშვილის დაბრუნების სურვილი და რა უნდა ქნათ ახლა. როდის მერე გახდით სააკაშვილის მეხოტბე, მის გარეშე ფეხს რომ ვერ იცვლით. ივანიშვილი წავიდეს და სააკაშვილი მოვიდესო. ვერ მოგართვეს. ხომ იყო სააკაშვილი, მაშინ კარგად იყავით?. ალბათ!

 

ავტორი:

"განწყობა ოჯახში არავის გვაქვს, მათ შორის არც ბავშვებს..." - თინა ხიდაშელი საახალწლო გეგმებსა და ოჯახზე

"განწყობა ოჯახში არავის გვაქვს, მათ შორის არც ბავშვებს..." - თინა ხიდაშელი საახალწლო გეგმებსა და ოჯახზე

"საახალწლო განწყობა და საინტერესო გეგმები ოჯახში არავის გვაქვს, მათ შორის არც ბავშვებს" - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. ფიქრობს, რომ 31 დეკემბერს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ვახშამი ექნებათ. რას უკავშირდება მათი ოჯახის ასეთი განწყობა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას თუ კიდევ სხვა რაიმეს, ამას თავად თინა ხიდაშელთან საუბრისას გავარკვევთ.

- ახალი წელი არის მთავარი სოციალური დღე ჩვენს ცხოვრებაში. გვინდა ვიყოთ ყველასთან ერთად, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ. ხან ჩვენ მივდივართ ჩამოვლაზე, ხან ჩვენთან მოდიან... წელს ეს არ იქნება. შესაბამისად, ხალისიც დაკარგული გვაქვს.

- რადგან ახალი წელი თქვენთვის ასეთი განსაკუთრებულია, მოგონებებიც გექნებათ.

- ახალი 1999 წლის დადგომა მახსენდება. მე და დათო ვაშინგტონში ვიყავით და ახალ წელს ქუჩაში შევხვდით. ასე არ გვქონდა დაგეგმილი, უბრალოდ გვინდოდა, თეთრი სახლის წინ ფოტო გადაგვეღო. ვიარეთ, ვიარეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით.

- ბატონი დავითი მართლაც თქვენი ლექტორი იყო?

- (იცინის) იბრალებს, ისტორიას აყალბებს. ავთო დემეტრაშვილის ასპირანტი იყო და როდესაც ის აცდენდა ლექციას, დათო შემოდიოდა აუდიტორიაში. სხვათა შორის, მე და დათოს გაცნობის მომენტიც სხვადასხვაგვარად გვახსოვს. დათო ამბობს, რომ საერთაშორისო სამართლის დეკანატში გამიცნო, მე მახსოვს, რომ კათედრაზე ავთო დემეტრაშვილმა გამაცნო არა როგორც ლექტორი, არამედ როგორც აქტიური, ჩემზე ცოტათი უფროსი სტუდენტი.

- რა გახსენდებათ თქვენი ურთიერთობის საწყისი ეტაპიდან?

- ყველაფერი მხოლოდ კარგი. 24 საათი ერთად ვიყავით. მე ორთაჭალის ბოლოში ვცხოვრობდი, დათო და ირაკლი ოქრუაშვილი - ვარკეთილში. მაშინ ტრანსპორტი არ მოძრაობდა და ქუჩებში იარაღიანი ბიჭები დარბოდნენ. დათო და ირაკლი უნივერსიტეტიდან ფეხით მაცილებდნენ შინ და მერე ვარკეთილში ფეხით ბრუნდებოდნენ.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, როდესაც დედა გახდით?

- დედობა უზარმაზარი სიხარული და გამოწვევა იყო, მაგრამ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში არც ერთი ჩემი შვილის დაბადებას არაფერი შეუცვლია. სანდროს გაჩენიდან ოთხ დღეში სამსახურში გამოვცხადდი და მას მერე ერთი დღე აღარ დავრჩენილვარ შინ. მისი დაბადების წინადღეს მიტინგზე ვიყავი.

- თქვენს ვაჟებს პოლიტიკა თუ აინტერესებთ?

- უფროს ვაჟს პოლიტიკა იმდენად არ აინტერესებს, რომ არა მგონია, იცოდეს, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი. უმცროსს ყველაფერი აინტერესებს, პოლიტიკის გარდა, კულინარიაც კი და სხვათა შორის, პროფესიულ დონეზე...

- კულინარია ახსენეთ და ვიცი, ძალიან კარგი დიასახლისი ხართ.

- მხოლოდ სამზარეულოში. ყველაზე ბედნიერი იქ ვარ. ყოველგვარი წესისგან თავისუფალი გარემო მაქვს შექმნილი. არ არსებობს რეცეპტი, დოგმა, აკრძალვა. მუდმივად ექსპერიმენტებს ვატარებ. ყველა ერთად რომ შევიკრიბებით, ვიტყვით, აბა, დღეს რას ვჭამთ? ყველა დავასახელებთ ჩვენს ვერსიას და ამის საფუძველზე მზადდება კერძი, რომელშიც ყველას გემოვნებაა გათვალისწინებული. ასეთ დროს, როგორც დათო ამბობს, გემოების აფეთქება ხდება... წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით და რამდენს ჩაუტარდა გუშინ ტესტირება?

ხანძარი მეუფე იოსების რეზიდენციაში - დედაოებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა