პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა - ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები" - გომელაური
"მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა - ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები" - გომელაური

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის დროს ერთ წე­ლი­წად­ში მოხ­და 2160 ყა­ჩა­ღო­ბა, წელს გვაქვს 135 შემ­თხვე­ვა. დღეს ეს ხალ­ხი ჩვენ გვე­უბ­ნე­ბა, რომ დაბ­რუნ­და 90 -იანი წლე­ბი, და­იქ­ცა ქვე­ყა­ნა მა­შინ, როცა ჩვენს დროს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­წე­უ­ლია,- ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„სულ ყო­ველ­თვის არის სა­უ­ბა­რი, რომ იმა­ტა და­ნა­შა­ულ­მა, და­იქ­ცა ქვე­ყა­ნა, დავ­ბრუნ­დით 90- იან წლებ­ში. ხში­რად მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი, რომ ეს არ არის ასე. სტა­ტის­ტი­კა სა­ჯა­როა, ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია ნა­ხოს, თუმ­ცა არა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­სუ­ლე­ბიც არი­ან, ნა­ნა­ხიც აქვთ 10 000 ჯერ, შეკ­რე­ბი­ლი და შე­ჯა­მე­ბუ­ლიც აქვთ, თუმ­ცა არ უნ­დათ, და­იქ­ცა ქვე­ყა­ნა, ასეა სა­ჭი­რო.

ჩემს გა­მოს­ვლა­შიც აღ­ვნიშ­ნე, მა­გა­ლი­თად, ყა­ჩა­ღო­ბის 42% იანი კლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის ძა­ლი­ან დიდი ციფ­რი. თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის მინ­და ერთი-ორი სი­ტყვით გი­თხრათ: 2006 წელს და­ი­წყო სტა­ტის­ტი­კის წარ­მო­ე­ბა, ბა­ტო­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის დროს, როცა მი­ნის­ტრი ბრძან­დე­ბო­და. იმ წელს, ერთ წე­ლი­წად­ში მოხ­და 2160 ყა­ჩა­ღო­ბა და დღეს გაქვს 135 შემ­თხვე­ვა, შარ­შან იყო 152 შემ­თხვე­ვა. იგი­ვე, 2007 წელს იყო 1208, 1008, 700. ეს ჩვე­ნი შევ­სე­ბუ­ლი არ არის. ეს არის მა­თი­ვე შევ­სე­ბუ­ლი და დღეს ეს ხალ­ხი ჩვენ გვე­უბ­ნე­ბა, რომ დაბ­რუნ­და 90 -იანი წლე­ბი, და­იქ­ცა ქვე­ყა­ნა მა­შინ, როცა ჩვენს დროს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­წე­უ­ლია.

იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რომ იყო 35-40%. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ჩემი და­წე­რი­ლი არ არის, სტა­ტის­ტი­კა დევს, შე­გიძ­ლი­ათ შეხ­ვი­დეთ, ნა­ხოთ. გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დღეს არის 70%, 71%, 65 % , ვსა­უბ­რობ 2018, 2017, 2016 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. ეს არის მათი უბე­დუ­რე­ბა, არ უნ­დათ და­ნახ­ვა. მხო­ლოდ ყა­ჩა­ღო­ბის მა­გა­ლი­თი მო­ვიყ­ვა­ნე ახლა. იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა გა­მო­ძალ­ვის და , ძარ­ცვის შემ­თხვე­ვა­შიც. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ და­იქ­ცა ქვე­ყა­ნა, 90- იანი წლე­ბი დაბ­რუნ­და და აშ.. სამ­წუ­ხა­როა, ასე რომ უდ­გე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
57
როგორც ცა დედამიწას ვერ შეედრება ისე შენ მერაბიშვილს ვერ შეედრები.აწყობილი უწყება დაგვიტოვა თითიც არ დაგიკარებიათ იმის მერე!
Tsiko
40

გეთანხმებით მინისტრო. თუ დანაშაული არ გვქონდა, გამოდის იმ გადავსებულ ციხეებში უდანაშაულო ხალხი იჯდა, ეს ხომ საშინელებაა

ავტორი:

"მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა - ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები" - გომელაური

"მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა - ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები" - გომელაური

ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა. დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90 -იანი წლები, დაიქცა ქვეყანა მაშინ, როცა ჩვენს დროს ეს მაჩვენებელი ძალიან დაწეულია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„სულ ყოველთვის არის საუბარი, რომ იმატა დანაშაულმა, დაიქცა ქვეყანა, დავბრუნდით 90- იან წლებში. ხშირად მაქვს გაკეთებული კომენტარი, რომ ეს არ არის ასე. სტატისტიკა საჯაროა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს, თუმცა არა, დარწმუნებული ვარ, შესულებიც არიან, ნანახიც აქვთ 10 000 ჯერ, შეკრებილი და შეჯამებულიც აქვთ, თუმცა არ უნდათ, დაიქცა ქვეყანა, ასეა საჭირო.

ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე, მაგალითად, ყაჩაღობის 42% იანი კლების მაჩვენებელი არის ძალიან დიდი ციფრი. თვალსაჩინოებისთვის მინდა ერთი-ორი სიტყვით გითხრათ: 2006 წელს დაიწყო სტატისტიკის წარმოება, ბატონი ვანო მერაბიშვილის დროს, როცა მინისტრი ბრძანდებოდა. იმ წელს, ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა და დღეს გაქვს 135 შემთხვევა, შარშან იყო 152 შემთხვევა. იგივე, 2007 წელს იყო 1208, 1008, 700. ეს ჩვენი შევსებული არ არის. ეს არის მათივე შევსებული და დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90 -იანი წლები, დაიქცა ქვეყანა მაშინ, როცა ჩვენს დროს მაჩვენებელი ძალიან დაწეულია.

იგივე შემიძლია ვთქვა, გახსნის მაჩვენებელი რომ იყო 35-40%. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი დაწერილი არ არის, სტატისტიკა დევს, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ. გახსნის მაჩვენებელი დღეს არის 70%, 71%, 65 % , ვსაუბრობ 2018, 2017, 2016 წლის მაჩვენებელზე. ეს არის მათი უბედურება, არ უნდათ დანახვა. მხოლოდ ყაჩაღობის მაგალითი მოვიყვანე ახლა. იგივე ვითარებაა გამოძალვის და , ძარცვის შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაიქცა ქვეყანა, 90- იანი წლები დაბრუნდა და აშ.. სამწუხაროა, ასე რომ უდგებიან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

"გახარიას სულ არ ვიცნობდი, მაგრამ რასაც ვაკვირდებოდი, საქმეს აკეთებდა. რად გინდა? - გააქციეს..." - იმედა კახიანი

"პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან... პატარა ბრაზილია მაქვს" - ვახო სანაია ყოფილი მეუღლის ღალატის შესახებ ბრალდებას პირველად ეხმაურება

ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა