პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?
თბილისში კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

თბი­ლის­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლი მგზავ­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, "კო­ვიდ 19"-ის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი წე­სე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს გა­ნაგ­რძობს.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 4 დე­კემ­ბერს, ორი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე - ტაქ­სის მძღო­ლი და მისი თან­ხმლე­ბი პირი იმ დროს და­ა­ჯა­რი­მეს, რო­დე­საც ისი­ნი თბი­ლის­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

1966 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჭ. და 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჩ. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და კო­ვი­დაღ­რი­ცხვა­ზე 2020 წლის 27 ნო­ემ­ბრი­დან იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ორი­ვე მა­მა­კა­ცი, იზო­ლა­ცი­ის ნაც­ვლად, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ბ.ჭ.-ს სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით - ტაქ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს. ამას­თა­ნა­ვე, ინ­ფი­ცი­რე­ბულ ბ.ჭ.-ს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტაქ­სით მგზავ­რე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად გა­დაჰ­ყავ­და.

ორი­ვე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 42-ე პრი­მა-10 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის 2000– 2000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და, რის შემ­დე­გაც ისი­ნი კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, და­იც­ვან კა­ნო­ნი და და­ე­მორ­ჩი­ლონ და­წე­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
10
ამას კოვიდიოტიც აღარ ქვია უკვე - კოვიდ-კრიმინალი
ლუარსაბი
3

კივიდ სასტუმრო კიარა, კოვიდ ციხეში უნდა წაეყვანათ

ავტორი:

თბილისში კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

თბილისში კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

თბილისში კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე - ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით - ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.

ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000– 2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

"საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით" - თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მინაწერი, რომელიც ადვოკატმა პროკურატურას წარუდგინა

მთვრალმა მამაკაცმა თბილისის ზღვასთან მდებარე საცხოვრებელ ვაგონში ცივი იარაღით ერთი პირი მოკლა - ბრალებული დაკავებულია

თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს - ადვოკატი