პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან ჩერდება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იხურება მაღაზიები - ნახეთ, კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდა ქვეყნის მასშტაბით?
დღეიდან ჩერდება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იხურება მაღაზიები - ნახეთ, კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდა ქვეყნის მასშტაბით?

დღე­ი­დან მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ფიტ­ნეს ცენ­ტრე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი იხუ­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი კი მუ­შა­ო­ბას აჩე­რებს. გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ უკვე მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ა­კე­თა.

შე­ზღუდ­ვე­ბი 2 თვეს - 31 იან­ვრამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მედ­მა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ნო­ემ­ბე­რი - 31 იან­ვრის ჩათ­ვლით:

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იზღუ­დე­ბა:

  • 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე პირ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა რო­გორც ქვე­ი­თად, ისე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ყოფ­ნა;
  • გა­მო­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა ახა­ლი წლის ღამე - 31 დე­კემ­ბრის ღამე და ასე­ვე შო­ბის ღამე - 6 იან­ვრის ღამე;
  • მგზავ­რე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გა­დაყ­ვა­ნა, მათ შო­რის - რკი­ნიგ­ზით, ავ­ტო­ბუ­სით, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით.
  • მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე (მათ შო­რის ტაქ­სებ­ზე) არ წეს­დე­ბა შე­ზღუდ­ვა;
  • რეს­ტორ­ნე­ბი და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი მთლი­ა­ნად გა­და­დი­ან გა­ტა­ნის სერ­ვის­ზე.

და­საშ­ვე­ბია:

  • პრო­დუქ­ტის გა­ტა­ნა ე.წ. takeaway
  • „დე­ლი­ვე­რი“
  • „დრა­ი­ვი“
  • ფიტ­ნეს დარ­ბა­ზე­ბი­სა და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბის მუ­შა­ო­ბა;
  • ყვე­ლა სა­ხის კონ­ფე­რენ­ცი­ის, ტრე­ი­ნინ­გის, კულ­ტუ­რუ­ლი, გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა - და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით. სპორ­ტუ­ლი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და კულ­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის/სტუ­დი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა.

დიდ ქა­ლა­ქებ­ში - ქ. თბი­ლის­ში, ქ. ბა­თუმ­ში, ქ. ქუ­თა­ის­ში, ქ. რუს­თავ­ში, ქ. გორ­ში, ქ. ფოთ­ში, ქ. ზუგ­დიდ­ში, ქ.თე­ლავ­ში - და სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი - ბა­კუ­რი­ან­ში, გუ­და­ურ­ში, გო­დერძსა და მეს­ტი­ა­ში და­მა­ტე­ბით წეს­დე­ბა შემ­დე­გი შე­ზღუდ­ვე­ბი:

  • ქ. თბი­ლი­სის, ქ. თე­ლა­ვის, ქ. ბა­თუ­მის, ქ. ქუ­თა­ი­სის, ქ. რუს­თა­ვის, ქ. გო­რის, ქ. ფო­თის, ქ. ზუგ­დი­დის სა­ზღვრებ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა;
  • სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი (გარ­და სურ­სა­თის, ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვე­ბის, აფ­თი­ა­ქე­ბის, ვე­ტაფ­თი­ა­ქის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბი­სა) მუ­შა­ო­ბენ მხო­ლოდ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში;
  • ღია და და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რო­ბე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ. ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი;
  • სკო­ლე­ბი, პროფ­სას­წავ­ლებ­ლე­ბი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი (გარ­და სა­მე­დი­ცი­ნო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა) სრუ­ლად გა­და­დი­ან დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე;
  • კერ­ძო და სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი აჩე­რე­ბენ მუ­შა­ო­ბას.

სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე ასე­ვე:

სას­ტუმ­რო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბის მო­სა­წყო­ბად;

ასე­ვე, ჩერ­დე­ბა სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბი­სა და სა­თხი­ლა­მუ­რო სა­ბა­გი­რო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

24 დე­კემ­ბე­რი - 2 იან­ვრის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა:

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით:

  • იმუ­შა­ვე­ბენ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი, ღია და და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რო­ბე­ბი;
  • აღ­დგე­ბა რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი, ისე - სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა.

3 იან­ვა­რი - 15 იან­ვრის პე­რი­ოდ­ში

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით:

  • ცხად­დე­ბა უქმე/დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი;
  • აღ­დგე­ბა ყვე­ლა ის შე­ზღუდ­ვა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და 28 ნო­ემ­ბრი­დან 24 დე­კემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში;
  • არ მუ­შა­ობს სა­ჯა­რო და კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, გარ­და ბან­კე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბი­სა

16 იან­ვა­რი - 31 იან­ვა­რი

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით:

  • აღ­დგე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი­სა და ღია და და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რო­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა (გარ­და შა­ბათ-კვი­რი­სა).
  • შა­ბათ-კვი­რას ტრან­სპორ­ტი, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი და ბაზ­რო­ბე­ბი აჩე­რე­ბენ მუ­შა­ო­ბას

მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ზღუდ­ვე­ბი არ ეხე­ბა:

  • ყვე­ლა სხვა ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას, მათ შო­რის:სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას;
  • სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო საქ­მი­ა­ნო­ბას;
  • სურ­სა­თის, ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვე­ბის, აფ­თი­ა­ქე­ბის, ვე­ტაფ­თი­ა­ქის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის და პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბას;
  • დე­ლი­ვერ­სა და გა­ტა­ნის სერ­ვი­სებს;
  • სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი­სა და ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრე­ბის მუ­შა­ო­ბას;
  • ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის სერ­ვი­სებს;
  • სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის სა­რე­მონ­ტო სერ­ვი­სებს;
  • აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რო­ბის მუ­შა­ო­ბას­და სხვ.არ იზღუ­დე­ბა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით (მათ შო­რის - ტაქ­სით) გა­და­ად­გი­ლე­ბა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეგრელი
30

ევროპააში ყველგან გამოდიან და აპროტესტებენ და ჩვენ ასე რამ შეგვაშინა და დაგვაჩმორა ხალხოო??????? ტვინზე ზემოქმედებას ახდენენ და გიპნოზსს გვიკეთებენ ვერ ხვდებით ამას????? სკამებს ინარჩუნებენ მეტი არაფერია ეს! ვიჯდეთ მაშინ სახლებში ამ ზამთარს მონებივით! ჩვენც გვაქ ჩვენი უფლებები და უნდა გამოვიდეთ გარეთ სუყველა, ვერ ხედავთ რას დაგვამსგავსა არქიპო სეთურმა???????

ლევანი
5

ცხვრების საზოგადოება ვართ! ის ვინც წერდა დაკეტეთო, გიხარია ხო? ეგოისტო ადამიანო ხარ თბილად სავარძელში მოკალათებული? 

ავტორი:

დღეიდან ჩერდება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იხურება მაღაზიები - ნახეთ, კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდა ქვეყნის მასშტაბით?

დღეიდან ჩერდება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იხურება მაღაზიები - ნახეთ, კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდა ქვეყნის მასშტაბით?

დღეიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

  • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა;
  • გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
  • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.
  • მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.

დასაშვებია:

  • პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway
  • „დელივერი“
  • „დრაივი“
  • ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
  • ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტზე ასევე:

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

ქვეყნის მასშტაბით:

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში

ქვეყნის მასშტაბით:

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა

16 იანვარი - 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

  • ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  • დელივერსა და გატანის სერვისებს;
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  • აგრარული ბაზრობის მუშაობასდა სხვ.არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.

აქცია პარლამენტთან - ორი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა - "მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს"

გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა