მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერები?
შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერები?

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. რო­გორც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, დი­ა­ლო­გი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, კარი დი­ა­ლო­გის­თვის და შე­თან­ხმე­ბის­თვის ღიაა.

"მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლია. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით დი­ა­ლო­გის ფორ­მატს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ და­ვა­ახ­ლო­ვოთ პო­ზი­ცი­ე­ბი, რათა დე­მოკ­რა­ტი­ამ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ­მა სის­ტე­მამ გა­ნაგ­რძოს სტა­ბი­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ამ ფორ­მატ­ში დი­ა­ლო­გი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის დას­რულ­დე­ბა და ამო­ი­წუ­რე­ბა.

ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დი­ა­ლო­გი გან­ვაგ­რძოთ სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში. ვფიქ­რობ, რომ ახლა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში არის პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, არის უფრო მეტი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მო­ძებ­ნა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის. ჩვენს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ნამ­დვი­ლად ყვე­ლას. მო­დით, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­დათ­ვლის სა­კი­თხი და­ი­ხუ­რა.

რო­გორც ვა­შა­ძემ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გა­ი­მარ­თე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის მომ­დევ­ნო რა­უნ­დი, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის მო­ლო­დი­ნით არ­ჩევ­ნე­ბის თა­რიღ­ზე ისა­უბ­რე­ბენ.

„ყვე­ლა მხა­რე შე­თან­ხმდა, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ გუ­შინ­დე­ლი სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ხუ­რა ყო­ველ­გვა­რი სა­უ­ბა­რი გა­დათ­ვლა­ზე, სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მზე, რა­ზეც იყო სა­უ­ბა­რი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან და ეს სა­კი­თხი და­ი­ხუ­რა. შევ­ჯერ­დით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რის შემ­დე­გი რა­უნ­დი, სა­დაც კონ­კრე­ტუ­ლად ვი­სა­უბ­რებთ არ­ჩევ­ნე­ბის თა­რიღ­ზე. ოპო­ზი­ცი­ას ეს მო­ლო­დი­ნი გვაქვს, იმი­ტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გა­რე­შე სხვა სა­კი­თხე­ბის გა­დათ­ვლას აზრი არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გი­ორ­გი ვა­შა­ძე ამ­ბობს, რომ „ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია“.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით ბაქ­რა­ძე­მაც. მისი თქმით, მხა­რე­ებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბია, თუმ­ცა, ისი­ნი შე­თან­ხმდნენ, რომ დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­დე­ბა.

"ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტულ შე­დეგ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. უნდა გვეს­მო­დეს, რომ მხა­რე­თა პო­ზი­ცი­ებს შო­რის ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი გახ­ლავთ ნამ­დვი­ლად ცეს­კოს გუ­შინ­დე­ლი სხდო­მა და სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნო და სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ი­ღეს, რომ­ლი­თაც ოპო­ზი­ცი­ას წა­არ­თვეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც და­ხუ­რეს კარი ოლ­ქე­ბის და უბ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­დათ­ვლის და გა­და­მოწ­მე­ბის­თვის, რომ­ლი­თაც და­არ­ღვი­ეს არ­სე­ბუ­ლი ვა­დე­ბი და და­აჩ­ქა­რეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

ამი­ტომ, ცეს­კოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ფაქ­ტო­რი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან და­ა­ვიწ­რო­ვა ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის თემა და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე დარ­ჩა ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი - ოპო­ზი­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ჯერ­ჯე­რო­ბით, პო­ზი­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბუ­ლია, მხა­რე­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე დგა­ნან, მაგ­რამ ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ დი­ა­ლო­გი და პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და ამ დი­ა­ლო­გის ამო­ცა­ნა გახ­ლავთ სწო­რედ ის, რომ ძა­ლი­ან და­შო­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვი­დეთ იმ კომ­პრო­მი­სამ­დე, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ამ ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის. სტა­ბი­ლუ­რო­ბას სჭირ­დე­ბა აღ­ქმა, რომ ქვე­ყა­ნას ჰყავს ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბას სჭირ­დე­ბა აღ­ქმა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ნორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, სჭირ­დე­ბა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ეს არის გან­ხილ­ვის თემა. პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩვენ ვე­ლით კი­დევ ახალ შეხ­ვედ­რას“, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
8

უნდა დაისაჯოს მკაცრად სუყველა ვინც კი ოქმებს აყალბებდა ოლქშიც და ცეესკოშიც ეს მარაზმი უნნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.

ნინი
7

რატო ეხვეწებიან და ეპატიჟებიან იმ ოპოზიციას პარლამენტში,რომლის განადგურებას და გაქრობას გვიანონსებდნენ არჩევნებამდე.ასევე გვეუბნებოდნენ რომ პომპეო მარტო ხელისუფლებას შეხვდება და მათ გასაცნობად ჩამოდის.დღეს გაირკვა რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდება.ანუ ვერ მოგვატყუებენ და ხალხი სულელი არაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერები?

შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერები?

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის ღიაა.

"მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება.

ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა, არის უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენს მიერ ჩატარებული რეფორმები ამის შესაძლებლობას აძლევს ნამდვილად ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არჩევნების შედეგების გადათვლის საკითხი დაიხურა.

როგორც ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გაიმართება მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, სადაც ოპოზიციის მოლოდინით არჩევნების თარიღზე ისაუბრებენ.

„ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ფაქტობრივად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელი საკუთარი გადაწყვეტილებით დახურა ყოველგვარი საუბარი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმზე, რაზეც იყო საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან და ეს საკითხი დაიხურა. შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდი, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების გადათვლას აზრი არ აქვს“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „ეს გამორიცხულია“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემაც. მისი თქმით, მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციებია, თუმცა, ისინი შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

"ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია. უნდა გვესმოდეს, რომ მხარეთა პოზიციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. სამწუხარო ფაქტი გახლავთ ნამდვილად ცესკოს გუშინდელი სხდომა და სრულიად უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომლითაც დახურეს კარი ოლქების და უბნების შედეგების გადათვლის და გადამოწმებისთვის, რომლითაც დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება.

ამიტომ, ცესკოს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკების თემა და შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ. ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, მხარეები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება და ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის. სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანაში არსებობს კონსოლიდირებული საზოგადოება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი, ამ ყველაფერს ჩვენი შეფასებით, სჭირდება ახალი არჩევნები, ეს არის განხილვის თემა. პროცესი გაგრძელდება და უახლოეს დღეებში ჩვენ ველით კიდევ ახალ შეხვედრას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

"ბატონი ელისაშვილი თვითლუსტრაციას აღარ საჭიროებს, შემდეგში შეუძლია კობახიძესთან ერთად ჩაატაროს ბრიფინგი" - გიგა ბოკერია

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისამართით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეზე - დაუკრეფავში ნუ გადავა! არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს