პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭანკოტაძეს, შაშკინსა და მელიას მობილიზებული ჰყავთ ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები" - რა ინფორმაციას ავრცელებს კობახიძე და რას პასუხობენ ენმ-ში
"ჭანკოტაძეს, შაშკინსა და მელიას მობილიზებული ჰყავთ ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები" - რა ინფორმაციას ავრცელებს კობახიძე და რას პასუხობენ ენმ-ში

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხვა­ლინ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პრო­ვო­კა­ცი­ებს გეგ­მავს. რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის კუ­თხით, დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ა­მახ­ვი­ლონ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, დევი ჭან­კო­ტა­ძე­ზე, დი­მიტ­რი შაშ­კინ­სა და ნიკა მე­ლი­ა­ზე.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ჰყავთ ეკი­პა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლი არი­ან ხელ­კე­ტე­ბი­თა და ელექტრო­შო­კე­ბით.

მან ოპო­ზი­ცია გა­აფრ­თხი­ლა, რომ დესტრუქ­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით იქ­ნე­ბა დას­ჯი­ლი.

"კი­დევ ერთხელ გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ ყვე­ლას, რომ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბოლ­ნის­ში, დმა­ნის­ში, მარ­ნე­ულ­ში, ბა­თუმ­ში, ზუგ­დიდ­სა და გლ­დან­ში.

პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის კუ­თხით, დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ა­მახ­ვი­ლონ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, დევი ჭან­კო­ტა­ძე­ზე, დი­მიტ­რი შაშ­კინ­სა და ნი­კა­ნორ მე­ლი­ა­ზე. ახ­ლა­ხანს გახ­და ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი, რომ მათ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ჰყავთ ეკი­პა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლი არი­ან ხელ­კე­ტე­ბი­თა და ელექტრო­შო­კე­ბით.

მათი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი არის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და პო­ლი­ცი­ე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, მათ აქვთ ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბაც. ჩვენ ხელ­ში ჩაგ­ვი­ვარ­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფი­სე­ბი­დან გა­მო­ჟო­ნი­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მიერ დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­თვის არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მო­ვუ­წო­დებთ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბი­სა­კენ. ვაფრ­თხი­ლებთ ყვე­ლას, რომ დესტრუქ­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით იქ­ნე­ბა დას­ჯი­ლი.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, ხვალ, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, უზ­რუნ­ველ­ყონ კენ­ჭისყ­რის კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით, მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში წარ­მარ­თვა, შექ­მნან სა­თა­ნა­დო გა­რე­მო ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში რე­ა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან. მო­ვუ­წო­დებთ ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს, გა­მო­ავ­ლი­ნონ მაქ­სი­მა­ლუ­რი მოთ­მი­ნე­ბა და თავ­შე­კა­ვე­ბა, რათა არა­ვის მი­ე­ცეს სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს­თვის ჩრდი­ლის მი­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მის გან­ცხა­დე­ბას ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

„ელექტრო­შო­კი არ ვიცი და შოკ­ში ნამ­დვი­ლად ხარ, ხვალ გლ­და­ნის რა­ი­ო­ნი პო­ლი­ტი­კი­დან გა­გა­ცი­ლებს“, - წერს ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
28

საგარეო საქმეთა სამინისტრო! ბატონო პრემიერო! დაიბარეთ უკრაინის ელჩი და როგორც მინიმუმ გადაეცით საპროტესტო ნოტა, მასზედ რომ უკრაინის მოქალაქე ვინმე სააკაშვილი ერევა უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში და ცდილობს არეულობას საქართველოში და დესტაბილიზაციას!!!

სიმართლე მწარეა
5

ესენი რომ გაბლატავდნენ მარტო ხელისუფლებისა კი არა ხალხის ბრალიცაა, ამათ სითავხედეს საზღვარი არ აქვს

ავტორი:

"ჭანკოტაძეს, შაშკინსა და მელიას მობილიზებული ჰყავთ ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები" - რა ინფორმაციას ავრცელებს კობახიძე და რას პასუხობენ ენმ-ში

"ჭანკოტაძეს, შაშკინსა და მელიას მობილიზებული ჰყავთ ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები" - რა ინფორმაციას ავრცელებს კობახიძე და რას პასუხობენ ენმ-ში

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალინდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე.

ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით.

მან ოპოზიცია გააფრთხილა, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.

"კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.

პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით.

მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.

მოვუწოდებთ ყველას, ხვალ, არჩევნების დღეს, უზრუნველყონ კენჭისყრის კანონის სრული დაცვით, მშვიდ ვითარებაში წარმართვა, შექმნან სათანადო გარემო ჩვენი მოქალაქეების მიერ საარჩევნო უფლების თავისუფალ გარემოში რეალიზებისათვის. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა“,-განაცხადა კობახიძემ.

მის განცხადებას ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ, ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს“, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

რა ხდება ცესკოს შენობასთან, სადაც ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან შეკრებილები

როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის ქმედებებს - ექსპერტების შეფასებები

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"