პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნები მესიის გარეშე, მაგრამ ისევ ივანიშვილის და სააკაშვილის მეტოქეობით - საარჩევნო გარემო, სოციოლოგია და ვინ როგორ სცადა პანდემიის გამოყენება
არჩევნები მესიის გარეშე, მაგრამ ისევ ივანიშვილის და სააკაშვილის მეტოქეობით - საარჩევნო გარემო, სოციოლოგია და ვინ როგორ სცადა პანდემიის გამოყენება

"ოპო­ზი­ცი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა რომ არ­სე­ბობ­დეს, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი მა­ინც არ იქ­ნე­ბა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბედი გა­და­წყვე­ტი­ლი იქ­ნე­ბო­და", - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი, პროგ­ნო­ზე­ბი, კვლე­ვე­ბი და პან­დე­მია

სა­ქარ­თვე­ლოს 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­დე­ბა "ნა­ხევ­რად პრო­პორ­ცი­უ­ლი" სის­ტე­მით, სულ რა­ღაც 2 დღე რჩე­ბა. ეს სწო­რედ ის არ­ჩევ­ნე­ბია, რომ­ლის პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბაც რთუ­ლი, ხან­გრძლი­ვი და ზო­გის­თვის, ტკი­ვი­ლი­ა­ნი გზით იქნა მიღ­წე­უ­ლი. რას უნდა ელო­დოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მმარ­თველ პარ­ტი­ად ორ­ჯერ - 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყოფ­ნის მერე, რა შან­სე­ბი აქვს ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრს, რა ტენ­დენ­ცი­ე­ბი იკ­ვე­თე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სო­ცი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებ­ში, რო­გორ აი­სა­ხე­ბა პან­დე­მია სა­ვა­რა­უ­დო შე­დე­გებ­ზე? - ამ თე­მე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტე­ბი ესა­უბრნენ.

  • რო­გო­რი იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი და რო­გო­რია სა­ვა­რა­უ­დო შე­დე­გე­ბის პროგ­ნო­ზე­ბი?

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი და კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი:

"წლე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არის, თუნ­დაც იმით, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა ისე­თი არაა, რო­გო­რიც იყო თუნ­დაც, 4 წლის წინ, 2016 წელს - ვგუ­ლის­ხმობ და­ძა­ბუ­ლო­ბას არა მე­დი­ა­სა და პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში; თუმ­ცა, არც დიდი მო­ლო­დი­ნე­ბია, რა­ღაც, ძა­ლი­ან მდო­რედ მი­დი­ო­და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ორ­თვი­ა­ნი პე­რი­ო­დი და მხო­ლოდ ბოლო ერთი კვი­რაა, თით­ქოს, ცოტა გა­აქ­ტი­ურ­და. თუმ­ცა, ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, რად­გან ახლა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა თა­ვის ამომ­რჩე­ველ­თან შე­მა­ჯა­მე­ბელ შეხ­ვედ­რებს აწყობს, რაც გარ­კვე­ულ და­ძა­ბუ­ლო­ბას იწ­ვევს და გარ­კვე­ულ მო­ლო­დინს აჩენს.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, მო­ლო­დი­ნე­ბის კუ­თხით არც ამომ­რჩე­ვე­ლი მახ­სენ­დე­ბა ასე­თი ინერ­ტუ­ლი ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­თვის იყო მუხ­ტი. არის მე­ო­რე საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რიც, რაც ამას გა­ნა­პი­რო­ბებს - გა­სა­გე­ბია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სად­მი" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­დე­ბი­თი არ არის, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ამომ­რჩე­ვე­ლი ვერც ოპო­ზი­ცი­ა­ში პო­უ­ლობს თა­ვის­თვის მი­სა­ღებ თუ გა­მოკ­ვე­თილ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას. ამას­თა­ნა­ვე, არის კი­დევ ერთი მო­მენ­ტი - 1%-იანი ბა­რი­ე­რი, რაც წვრილ პარ­ტი­ებს პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

ჩემი აზ­რით, ყო­ვე­ლი­ვე ეს უზ­რუნ­ველ­ჰყოფს იმას, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე ნამ­დვი­ლად მი­ვი­დეს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ხმე­ბი ალ­ბათ, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი და დაქ­საქ­სუ­ლი იქ­ნე­ბა.

მგო­ნია, რომ ხმას, და­ახ­ლო­ე­ბით, მი­ლი­ონ 800 ათა­სი­დან 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ამომ­რჩე­ვე­ლი მის­ცემს. შე­დე­გებ­ზეც ალ­ბათ, ბოლო პე­რი­ო­დის გან­წყო­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით გარ­კვე­უ­ლი პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მგო­ნია, რომ პრო­პორ­ცი­ულ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხმე­ბის 40%-ის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღებს, და­ახ­ლო­ე­ბით, 600-700 ათას ამომ­რჩევ­ლამ­დე; 25-30% ექ­ნე­ბა "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", 5-5%-ის ფარ­გლებ­ში კი - "ლე­ლოს", "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს", "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი", შემ­დეგ კი წვრი­ლი პარ­ტი­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებს, მგო­ნია, რომ აქ საკ­მა­ოდ ბევ­რი იქ­ნე­ბა ისე­თი ოლქი, სა­დაც მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 ოლ­ქის ფარ­გლებ­ში მა­ინც. თუმ­ცა, ეს სპე­ცი­ფი­კუ­რია, რად­გან დიდი ოლ­ქე­ბი მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის რე­სურსს სა­ჭი­რო­ებს, ასე­თი რე­სურ­სი კი უამ­რავ პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, მით უმე­ტეს ისე­თებს, რო­მელ­თა რე­ი­ტინ­გიც 1%-ის ფარ­გლებ­შია, არ გა­აჩ­ნი­ათ, ამი­ტომ, ძი­რი­თა­დი და­პი­რის­პი­რე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რებ­ში, გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, ალ­ბათ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" შო­რის იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, ალაგ-ალაგ გა­ვი­დეს "ლელო" და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი".

თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე, პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტი:

"წლე­ვან­დე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი ალ­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე ნე­გა­ტი­უ­რი იყო, რო­გორც ყვე­ლა სხვა კამ­პა­ნია. ორი­ვე მხრი­დან ვხე­დავთ დე­მო­ნი­ზა­ცი­ას, სა­უ­ბა­რი კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ზე კი არ არის, არა­მედ, მი­დის ერ­თმა­ნე­თის­თვის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბის წა­ყე­ნე­ბა - "კრემ­ლის აგენ­ტი", "მო­ღა­ლა­ტე", "გამ­ყიდ­ვე­ლი", "გა­ყი­დე", "ჩა­ა­ბა­რე" - ეს მა­რაზ­მი უკვე 29 წე­ლია, არ დას­რულ­და. ის, რომ შე­ე­ჯიბ­რონ ერ­თმა­ნეთს კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კა­ში და თქვან, რომ "აი, ეს უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და", მშვი­დად, ის­ტე­რი­კე­ბის გა­რე­შე და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად, სტა­ტის­ტი­კის მოშ­ვე­ლი­ე­ბით, არა, ბრალ­დე­ბე­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე და ხან­და­ხან იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, რომ სა­სა­ცი­ლო ხდე­ბა - რამ­დე­ნა­დაც ვაკ­ვირ­დე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ რე­ჟი­მი­დან სა­ქარ­თვე­ლო ვერ გა­მო­დის. რას ვი­ზამთ, ეტყო­ბა, ეს ამომ­რჩევ­ლის ნა­წილ­ზე ჭრის და ამი­ტო­მა­ცაა ასე.

ეს არის უმ­წი­ფო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ალ­ბათ, სჭირს რო­გორც პო­ლი­ტი­კურ კლასს, ისე - ამომ­რჩე­ველს, მაგ­რამ მო­დით, ასე ვთქვათ - პო­ლი­ტი­კურ კლასს მეტი მო­ე­თხო­ვე­ბა, მათ თუ უნ­დათ, აჩ­ვე­ნონ რა­ღაც კარ­გი მო­მავ­ლის­თვის, და­ეხ­მა­რონ ქვე­ყა­ნას გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის მხრივ წინ წას­ვლა­ში, რი­ტო­რი­კა ცოტა უნდა შეც­ვა­ლონ, არ შე­იძ­ლე­ბა, ამ­დე­ნი ხანი ამ მა­რაზმში ვი­ყოთ. ბუ­ნებ­რი­ვია, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი ისე­თი დრა­მა­ტუ­ლი არ ყო­ფი­ლა, რო­გორც 2012 წელს, მაგ­რამ მა­ინც ნე­გა­ტი­უ­რი იყო, რად­გან წე­სით, ბოლო 8 წე­ლი­წად­ში უფრო უნდა გავზრდი­ლი­ყა­ვით, მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა უნდა დაგ­რო­ვი­ლი­ყო, შე­სა­ბა­მი­სად, წელს უკე­თე­სი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა გვქო­ნო­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და და უფრო ნელა ვიზ­რდე­ბით, ვიდ­რე ამის სურ­ვი­ლი გვაქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­ნო­ზებს, პრო­პორ­ცი­ულ­ში რა თქმა უნდა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ყვე­ლა­ზე მეტი ხმა ექ­ნე­ბა, თუმ­ცა ერ­თობ­ლი­ვად სხვა პარ­ტი­ე­ბი "ოც­ნე­ბა­ზე" მეტს მო­აგ­რო­ვე­ბენ. ის, რომ ხმე­ბის 50%-ზე მეტი "ოც­ნე­ბამ" პრო­პორ­ცი­ულ­ში აი­ღოს, გა­მო­რი­ცხუ­ლია და ამის თა­ვა­დაც არ სჯე­რათ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ არ­ჩევ­ნებს წა­ა­გე­ბენ, რად­გან არ­სე­ბობს კი­დევ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვია, იქ ყვე­ლა მმარ­თველ პარ­ტი­ას უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს. პრო­პორ­ცი­ულ­ში ბუ­ნებ­რი­ვია, "ოც­ნე­ბა" შე­ეც­დე­ბა, მი­ნი­მუმ 40% მი­ი­ღოს, და თუ ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს გა­დაც­და, მა­შინ შან­სი აქვს, თუნ­დაც, კო­ა­ლი­ცი­უ­რად და­ა­კომ­პლექ­ტოს მთავ­რო­ბა. თუ 40%-ს ვერ გა­დაც­და, ეს მძი­მე დარ­ტყმა იქ­ნე­ბა, თუნ­დაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და უკვე მე­ო­რე ტურ­ში მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის გაყ­ვა­ნა უფრო გა­უ­ჭირ­დე­ბათ, რად­გან ძა­ლი­ან მნშვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ - ვინ იქ­ნე­ბა უფრო გა­ტე­ხი­ლი, ვინ იქ­ნე­ბა პი­რი­ქით, იმედ­მო­ცე­მუ­ლი, ვინ უფრო იბ­რძო­ლებს და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტურ­ში მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ში. სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მო­დის, რომ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბი გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა. აქ მმარ­თველ პარ­ტი­ას რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას გა­უ­ჭირ­დე­ბა - იგი­ვე, გლ­დან­ში, ალ­ბათ ვა­კე­ში, ასე­ვე, ალ­ბათ გა­უ­ჭირ­დე­ბა ისან­ში; ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა, ქუ­თა­ის­შიც გა­უ­ჭირ­დეს და რე­გი­ო­ნებ­ში კი­დე­ვაა 1-2 ოლქი, სა­დაც გა­უ­ჭირ­დე­ბათ", - აღ­ნიშ­ნავს შა­რა­შე­ნი­ძე.

  • ამომ­რჩევ­ლის ქცე­ვა და პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა

ამომ­რჩევ­ლის ქცე­ვა­ზე ექ­სპერტთა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გან­სხვავ­დე­ბა. რო­გორც ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე თვლის, ის, რომ ამ­ჯე­რად არ გა­მო­ჩე­ნი­ლა "მე­სია", რო­მე­ლიც მმარ­თველ ძა­ლას ჩა­ა­ნაც­ვლებს და "გა­დაგ­ვარ­ჩენს", პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის ჭრილ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ზრდა­ზე მი­უ­თი­თებს. აზრს არ ეთან­ხმე­ბა თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე, რომ­ლის თქმი­თაც, "იზმ"-ები სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კვლავ მძლავ­რა­დაა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

"ოღონდ ეს არა და ვინც გინ­და, იყოს" - რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ასე­თი გან­წყო­ბაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას მა­შინ ვა­ხერ­ხებთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ვო­ლუ­ცი­ის ზღვარ­ზე ვართ ხოლ­მე მი­სუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნით თუ სხვე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან, ჩნდე­ბა ხოლ­მე გარ­კვე­უ­ლი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ურ ელექ­ტო­რატს აერ­თი­ა­ნებს და მა­შინ ვი­ღებთ ასეთ ცვლი­ლე­ბებს. დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­თი გან­წყო­ბა არ არის, არა­მედ შემ­დე­გი გან­წყო­ბა დო­მი­ნი­რებს: "ეს არა, მაგ­რამ მა­შინ ვინ?!" ეს ერთი მხრივ კარ­გი­ცაა, რომ ამომ­რჩე­ველს, მით უმე­ტეს, არ­ჩევ­ნებ­ზე მი­სულს, თუნ­დაც ბრმა, მაგ­რამ მა­ინც არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას აი­ძუ­ლებს. რო­დე­საც დო­მი­ნი­რებს აზრი, რომ "ოღონდ ეს არა, ვინც გინ­და იყოს", იქ "ვინც გინ­და იყოს" მერე ყო­ველ­თვის ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად ყა­ლიბ­დე­ბა. აქამ­დე არ­ჩე­ვანს იო­ლად, სხვა­დას­ხვა ქა­რიზ­მა­ტულ ლი­დერ­ზე ვა­კე­თებ­დით - ზოგს ქა­რიზ­მა ჰქონ­და, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, ევ­რო­პა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, უდი­დე­სი ქველ­მოქ­მე­დი... აი, მთე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ქა­რიზ­მე­ბი­სა, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან დღემ­დე ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულს ჰქონ­და. დღეს ქა­რიზ­მე­ბი არ არის, პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ორი ფი­გუ­რაა: სა­ა­კაშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც ქა­რიზ­მა­ტუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ დღეს ეს ქა­რიზ­მა ორი­ვეს ჩა­მო­შორ­და, თუმ­ცა ისი­ნი, რო­გორც პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი, პირ­ვე­ლე­ბი არი­ან და ოპო­ზი­ცი­ა­ში მათი თა­ნა­ფარ­დი სხვა არც ერთი ლი­დე­რი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას არც ერთი უნდა და არც მე­ო­რე, მაგ­რამ რა­ხან მე­სა­მე არ გა­მოჩ­ნდა, ეს მას აი­ძუ­ლებს, რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. ჩემი აზ­რით, ეს ხელს შე­უ­წყობს იმას, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ი­ზარ­დოს. ამი­ტომ მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბია ზო­გა­დად, თუნ­დაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ფუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით", - აღ­ნიშ­ნავს ძა­ბი­რა­ძე.

"ბუ­ნებ­რი­ვია, რა­ღაც პროგ­რე­სი არის, მაგ­რამ ეს ალ­ბათ, მიღ­წე­უ­ლია იმის ხარ­ჯზე, რომ ახა­ლი, ძვე­ლი კოლმპლექ­სე­ბი­თა და მემ­კვიდ­რე­ო­ბით ნაკ­ლე­ბად და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი თა­ო­ბა მო­ვი­და. თუმ­ცა ისევ ვხე­დავთ, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა შე­პყრო­ბი­ლია სხვა­დას­ხვა "იზმ"-ით. ამას წი­ნათ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ თქვა, "იზმ"-ები უნდა დას­რულ­დე­სო და მათ შო­რის ახ­სე­ნა "მი­შიზ­მი", "ზვი­ა­დიზ­მი", რა­საც მისი "ჩა­ქოლ­ვა" მოჰ­ყვა ზვი­ა­დის­ტე­ბის მხრი­დან... სამ­წუ­ხა­რო დი­აგ­ნო­ზია, რომ ქვე­ყა­ნა­ში "იზმ"-ები არ მთავ­რდე­ბა: ერთხელ რა­ღაც-"ისტი" თუ ხარ, ეს "ისტი" მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა დარ­ჩე. ჩემი აზ­რით, ნე­ბის­მი­ე­რი "იზმ"-ი დამ­ღუპ­ვე­ლია, ყვე­ლა­ნა­ი­რი "იზმ"-ი როცა რა­დი­კა­ლურ სა­ხეს იღებს, მერე ეს ერთი "აზმ"-ითმთავ­რდე­ბა და ეს არის მა­რაზ­მი. არ არის ასე მარ­ტი­ვად, რომ ეს ტენ­დენ­ცია შემ­ცი­რე­ბუ­ლია, რად­გან ჩვენ ვხე­დავთ რომ მა­გა­ლი­თად, თუ "ოც­ნე­ბას" ვინ­მე უქ­მნის საფრ­თხეს, ეს ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­აა, რო­მე­ლიც ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რის, მი­შას გარ­შე­მოა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ამ ფატს ვერ­სად წა­ვუ­ვალთ. სხვა პარ­ტი­ე­ბი­დან კი ორ­ნიშ­ნა ნიშ­ნულ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ვერც ერთი მი­ვი­და. ანუ მა­ინც, ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ძლი­ერ, ქა­რიზ­მა­ტულ ფი­გუ­რა­ზე", - აცხა­დებს თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე.

  • სო­ცი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი

უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ნაშ­რო­მებ­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლის ზღვა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 3%-ია, მათი შე­დე­გე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე კი­თხვა­ზე, თუ რა ტენ­დენ­ცი­ე­ბი იკ­ვე­თე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, ასე პა­სუ­ხობს: "ამ კვლე­ვებს აერ­თი­ა­ნებს ერთი რამ - ვინც მათ ატა­რებს, მა­ღალ ქუ­ლებს თა­ვის­თვის იწერს და ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია". რაც შე­ე­ხე­ბა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძეს, ის კვლე­ვებ­ში გა­მოკ­ვე­თილ სხვა სა­ერ­თო ას­პექ­ტებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას:

"სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა პი­ა­რის ია­რა­ღად იქცა და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია" სა­კუ­თარ კვლე­ვებს გვთა­ვა­ზობს, მაგ­რამ თუ და­ახ­ლო­ე­ბით იცი, რო­მე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­კენ იხ­რე­ბა, მა­შინ­ვე და­ი­ნა­ხავ, რო­გო­რაა ეს კვლე­ვებ­ში ასა­ხუ­ლი. თუმ­ცა, ამ კვლე­ვე­ბის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცია ერ­თია - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პირ­ველ ად­გილ­ზეა, მას მოს­დევს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", შემ­დეგ, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" - ყო­ველ­თვის ეს ოთხი პარ­ტი­აა მეტ-ნაკ­ლე­ბი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, ეს ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­უ­წყვე­ტელ ამომ­რჩე­ველს, ასე­თი ბევ­რია, მაგ­რამ ეს ამომ­რჩე­ვე­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე მივა, ოღონდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა, ამ ბოლო დღე­ებ­ში იღებ­დეს, ან შე­საძ­ლოა, ბევ­რმა მათ­გან­მა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს თუ, თუნ­დაც, პირ­და­პირ სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი", - აღ­ნიშ­ნავს ძა­ბი­რა­ძე.

  • პან­დე­მია და არ­ჩევ­ნე­ბი

მიმ­დი­ნა­რე წლის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლის მიზ­ნით სხვა­დას­ხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბი ზოგ­ჯერ თით­ქმის სა­ყო­ველ­თაო მო­წო­ნე­ბას, ზოგ­ჯერ კი - უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას და ოპო­ზი­ცი­ის პრო­ტესტსაც იწ­ვევ­და. ვინ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნა არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბა და რამ­დე­ნად იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას COVID-19 იმა­ზე, თუ ვის შე­მო­ხა­ზავს ამომ­რჩე­ვე­ლი?

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე:

"ჩემი აზ­რით, პან­დე­მი­ის პრობ­ლე­მა ყვე­ლა­ზე უკეთ და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ი­ყე­ნა, რად­გან მისი ქმე­დე­ბე­ბი და რი­ტო­რი­კა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­ცდე­ბის თუ გან­წყო­ბე­ბის მი­მართ ყო­ველ­თვის უფრო თან­მხვედ­რი იყო, ვიდ­რე ოპო­ზი­ცი­ის - რო­გორც გა­ზა­ფხულ­ზე, ისე ახ­ლაც, ამ ვი­თა­რე­ბა­ში. რა ხდე­ბო­და გა­ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც პან­დე­ი­მა გავ­რცელ­და? სა­ზო­გა­დო­ე­ბა დათ­რგუ­ნუ­ლი იყო, ში­შის ფაქ­ტო­რი მუ­შა­ობ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან თან­ხვედ­რა­ში იყო - ვგუ­ლის­ხმობ, მთლი­ა­ნო­ბა­ში, თო­რემ იყო ნი­უ­ან­სე­ბი, რაც პრო­ტესტსა და გა­უ­გებ­რო­ბას იწ­ვევ­და. ოპო­ზი­ცია ითხოვ­და, სას­წრა­ფოდ რა­ღა­ცე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ძა­ლი­ან გუ­ლუბ­რყვი­ლო უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რომ ეს იქ­ნე­ბო­და თუ სხვა, ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მო­ე­თხო­ვა, რომ თითო ადა­მი­ანს სას­წრა­ფოდ და­უ­რიგ­დეს 1000 ლარი და ა.შ. ოპო­ზი­ცი­ას გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი და შე­უ­სა­ბა­მო მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი ჰქონ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი, დახ­მა­რე­ბის, თუ სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ამ ყვე­ლა­ფერს კი მო­სახ­ლე­ო­ბა ხე­დავ­და და გრძნობ­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წე­რა ქუ­ლე­ბი, რომ არის კარ­გი მე­ნე­ჯე­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც კარ­გად მუ­შა­ობს. ამას­თა­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს - რო­დე­საც ხე­დავ, რა ხდე­ბა ევ­რო­პა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, აკე­თებ შე­და­რე­ბას და ხვდე­ბი, რომ ეს პრო­ცე­სი ნორ­მა­ლუ­რად მი­დის (ვგუ­ლის­ხმობ გა­ზა­ფხუ­ლის სი­ტუ­ა­ცი­ას). ამ გა­ზა­ფხულ­მა მო­ამ­ზა­და ისიც, რომ შე­ვეჩ­ვი­ეთ პან­დე­მი­ას, რა­ღაც­ნა­ი­რად ვი­წყებთ ამ ცხოვ­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბას. ამ­ჟა­მად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სი­ტუ­ა­ცია გა­ექ­ცა, მაგ­რამ ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში, ანუ, ისევ შე­და­რე­ბას ვა­კე­თებთ. ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მკაც­რი ზო­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, კა­რან­ტი­ნი არ შე­მო­აქვს, ისევ გარ­კვე­უ­ლი თან­ხვედ­რაა. თუმ­ცა, არა მგო­ნია, პან­დე­მი­ის ფაქ­ტორ­მა არ­ჩევ­ნებ­სა და მის შე­დე­გებ­ზე პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს. თუნ­დაც ის, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი ფლან­გი დღე­ვან­დე­ლი ამომ­რჩევ­ლის­თვის აღიქ­მე­ბა, რო­გორც დაქ­საქ­სუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უინ­ტე­რე­სო, უფრო გა­დამ­წყვე­ტია. მარ­ტი­ვად გე­ტყვით - დღეს რომ ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც თუნ­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბედი გა­და­წყვე­ტი­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მეტი რე­ი­ტინ­გი აქვს ოპო­ზი­ცი­ურ ამომ­რჩე­ველ­ში, და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი ამომ­რჩევ­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია".

თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე:

"ეს არ­ჩევ­ნე­ბი ორი თვის წინ რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, "ოც­ნე­ბა" მარ­ტი­ვად მო­ი­გებ­და, მაგ­რამ მერე პან­დე­მია გამ­წვავ­და და ახლა ოპო­ზი­ცია იწერს ქუ­ლებს. ეს ქუ­ლე­ბი ნა­წი­ლობ­რივ სა­მარ­თლი­ა­ნია, ნა­წი­ლობ­რივ უსა­მარ­თლო: ნა­წი­ლობ­რივ სა­მარ­თლი­ა­ნი იმი­ტომ, რომ ალ­ბათ, გა­ზა­ფხუ­ლის მერე მთავ­რო­ბა იდე­ა­ლუ­რად მა­ინც ვერ მო­იქ­ცა, მაგ­რამ ნა­წი­ლობ­რივ უსა­მარ­თლოა, რად­გან მძი­მე სი­ტუ­ა­ცია მარ­ტო ჩვენ­თან არაა და პრაქ­ტი­კუ­ლად, მსოფ­ლი­ო­ში ყველ­გა­ნაა. ასე რომ, მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­ლან­ძღვა და და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ბო­ლომ­დე სწო­რი არ არის. იდე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა, ვერ უმკლავ­დე­ბი­ან, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბია ზო­გან და ასე რომ ასე მარ­ტი­ვად არ არის საქ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კას, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლის ეფექ­ტის გა­და­ფარ­ვას ბუ­ნებ­რი­ვია, მთავ­რო­ბა დახ­მა­რე­ბე­ბით ცდი­ლობ­და და შე­იძ­ლე­ბა, ნა­წი­ლობ­რივ ეს გა­მო­უ­ვი­და. აქ ერთი თე­მაა, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ალ­ბათ ბოლო 3-4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმე­ბი და­კარ­გა და სა­ინ­ტე­რე­სოა, ეს ხმე­ბი საით წავა. არა მგო­ნია, ეს ხმე­ბი და­ე­მა­ტოს მა­გა­ლი­თად, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს", უფრო ვფიქ­რობ, ისი­ნი "აღ­მა­შე­ნე­ბელ­თან" და "ლე­ლოს­თან" კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა - ასე ვთქვათ, უფრო ზო­მი­ერ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალობა....
5

ორივე ძალიან შორს ....

სიმართლე
0

რატომ ბლოკავთ კომენტარებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

არჩევნები მესიის გარეშე, მაგრამ ისევ ივანიშვილის და სააკაშვილის მეტოქეობით - საარჩევნო გარემო, სოციოლოგია და ვინ როგორ სცადა პანდემიის გამოყენება

არჩევნები მესიის გარეშე, მაგრამ ისევ ივანიშვილის და სააკაშვილის მეტოქეობით - საარჩევნო გარემო, სოციოლოგია და ვინ როგორ სცადა პანდემიის გამოყენება

"ოპოზიციაში პოლიტიკური ძალა რომ არსებობდეს, რომელიც მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის მიუღებელი მაინც არ იქნება, "ქართული ოცნების" ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა", - წინასაარჩევნო პროცესი, პროგნოზები, კვლევები და პანდემია

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც პირველად ჩატარდება "ნახევრად პროპორციული" სისტემით, სულ რაღაც 2 დღე რჩება. ეს სწორედ ის არჩევნებია, რომლის პროპორციულობაც რთული, ხანგრძლივი და ზოგისთვის, ტკივილიანი გზით იქნა მიღწეული. რას უნდა ელოდოს "ქართული ოცნება" მმართველ პარტიად ორჯერ - 8 წლის განმავლობაში ყოფნის მერე, რა შანსები აქვს ოპოზიციურ სპექტრს, რა ტენდენციები იკვეთება წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებში, როგორ აისახება პანდემია სავარაუდო შედეგებზე? - ამ თემების შესახებ AMBEBI.GE-ს პოლიტიკის ექსპერტები ესაუბრნენ.

  • როგორი იყო წინასაარჩევნო პროცესი და როგორია სავარაუდო შედეგების პროგნოზები?

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი:

"წლევანდელი პროცესი განსხვავებული ნამდვილად არის, თუნდაც იმით, რომ ბოლო პერიოდში დაძაბულობა ისეთი არაა, როგორიც იყო თუნდაც, 4 წლის წინ, 2016 წელს - ვგულისხმობ დაძაბულობას არა მედიასა და პოლიტიკურ ელიტაში, არამედ საზოგადოებაში; თუმცა, არც დიდი მოლოდინებია, რაღაც, ძალიან მდორედ მიდიოდა საარჩევნო პროცესის ორთვიანი პერიოდი და მხოლოდ ბოლო ერთი კვირაა, თითქოს, ცოტა გააქტიურდა. თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ახლა ყველა პოლიტიკური ძალა თავის ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრებს აწყობს, რაც გარკვეულ დაძაბულობას იწვევს და გარკვეულ მოლოდინს აჩენს.

სიმართლე გითხრათ, მოლოდინების კუთხით არც ამომრჩეველი მახსენდება ასეთი ინერტული ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყოველთვის იყო მუხტი. არის მეორე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რაც ამას განაპირობებს - გასაგებია, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში "ქართული ოცნებისადმი" დამოკიდებულება დადებითი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ამომრჩეველი ვერც ოპოზიციაში პოულობს თავისთვის მისაღებ თუ გამოკვეთილ პოლიტიკურ ძალას. ამასთანავე, არის კიდევ ერთი მომენტი - 1%-იანი ბარიერი, რაც წვრილ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის საშუალებას აძლევს.

ჩემი აზრით, ყოველივე ეს უზრუნველჰყოფს იმას, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე ნამდვილად მივიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხმები ალბათ, დიფერენცირებული და დაქსაქსული იქნება.

მგონია, რომ ხმას, დაახლოებით, მილიონ 800 ათასიდან 2 მილიონამდე ამომრჩეველი მისცემს. შედეგებზეც ალბათ, ბოლო პერიოდის განწყობებზე დაყრდნობით გარკვეული პროგნოზების გაკეთება შეიძლება. მგონია, რომ პროპორციულში "ქართული ოცნება" ხმების 40%-ის ფარგლებში მიიღებს, დაახლოებით, 600-700 ათას ამომრჩევლამდე; 25-30% ექნება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 5-5%-ის ფარგლებში კი - "ლელოს", "ევროპულ საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "პატრიოტთა ალიანსი", შემდეგ კი წვრილი პარტიები. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, მგონია, რომ აქ საკმაოდ ბევრი იქნება ისეთი ოლქი, სადაც მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, დაახლოებით, 20 ოლქის ფარგლებში მაინც. თუმცა, ეს სპეციფიკურია, რადგან დიდი ოლქები მაჟორიტარების მხრიდან შესაბამისი პარტიული აქტივის რესურსს საჭიროებს, ასეთი რესურსი კი უამრავ პოლიტიკურ ორგანიზაციას, მით უმეტეს ისეთებს, რომელთა რეიტინგიც 1%-ის ფარგლებშია, არ გააჩნიათ, ამიტომ, ძირითადი დაპირისპირება მაჟორიტარებში, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ალბათ "ნაციონალურ მოძრაობას", "ქართულ ოცნებას" და "ევროპულ საქართველოს" შორის იქნება, შესაძლოა, ალაგ-ალაგ გავიდეს "ლელო" და "პატრიოტთა ალიანსი".

თორნიკე შარაშენიძე, პოლიტიკის ექსპერტი:

"წლევანდელი წინასაარჩევნო პროცესი ალბათ, დაახლოებით ისეთივე ნეგატიური იყო, როგორც ყველა სხვა კამპანია. ორივე მხრიდან ვხედავთ დემონიზაციას, საუბარი კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე კი არ არის, არამედ, მიდის ერთმანეთისთვის ეგზისტენციალური ბრალდებების წაყენება - "კრემლის აგენტი", "მოღალატე", "გამყიდველი", "გაყიდე", "ჩააბარე" - ეს მარაზმი უკვე 29 წელია, არ დასრულდა. ის, რომ შეეჯიბრონ ერთმანეთს კონკრეტულ პოლიტიკაში და თქვან, რომ "აი, ეს უკეთესი იქნებოდა", მშვიდად, ისტერიკების გარეშე და არგუმენტირებულად, სტატისტიკის მოშველიებით, არა, ბრალდებები ყოველთვის ძალიან მძიმე და ხანდახან იმდენად აბსურდულია, რომ სასაცილო ხდება - რამდენადაც ვაკვირდები, ჯერჯერობით, ამ რეჟიმიდან საქართველო ვერ გამოდის. რას ვიზამთ, ეტყობა, ეს ამომრჩევლის ნაწილზე ჭრის და ამიტომაცაა ასე.

ეს არის უმწიფობის გამოხატულება, რომელიც ალბათ, სჭირს როგორც პოლიტიკურ კლასს, ისე - ამომრჩეველს, მაგრამ მოდით, ასე ვთქვათ - პოლიტიკურ კლასს მეტი მოეთხოვება, მათ თუ უნდათ, აჩვენონ რაღაც კარგი მომავლისთვის, დაეხმარონ ქვეყანას განვითარებასა და პოლიტიკური კულტურის მხრივ წინ წასვლაში, რიტორიკა ცოტა უნდა შეცვალონ, არ შეიძლება, ამდენი ხანი ამ მარაზმში ვიყოთ. ბუნებრივია, წინასაარჩევნო პროცესი ისეთი დრამატული არ ყოფილა, როგორც 2012 წელს, მაგრამ მაინც ნეგატიური იყო, რადგან წესით, ბოლო 8 წელიწადში უფრო უნდა გავზრდილიყავით, მეტი პოლიტიკური კულტურა უნდა დაგროვილიყო, შესაბამისად, წელს უკეთესი არჩევნები უნდა გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და უფრო ნელა ვიზრდებით, ვიდრე ამის სურვილი გვაქვს.

რაც შეეხება პროგნოზებს, პროპორციულში რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტი ხმა ექნება, თუმცა ერთობლივად სხვა პარტიები "ოცნებაზე" მეტს მოაგროვებენ. ის, რომ ხმების 50%-ზე მეტი "ოცნებამ" პროპორციულში აიღოს, გამორიცხულია და ამის თავადაც არ სჯერათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებს წააგებენ, რადგან არსებობს კიდევ მაჟორიტარული ოლქები და ბუნებრივია, იქ ყველა მმართველ პარტიას უპირატესობა აქვს. პროპორციულში ბუნებრივია, "ოცნება" შეეცდება, მინიმუმ 40% მიიღოს, და თუ ამ მაჩვენებელს გადაცდა, მაშინ შანსი აქვს, თუნდაც, კოალიციურად დააკომპლექტოს მთავრობა. თუ 40%-ს ვერ გადაცდა, ეს მძიმე დარტყმა იქნება, თუნდაც ფსიქოლოგიური და უკვე მეორე ტურში მაჟორიტარების გაყვანა უფრო გაუჭირდებათ, რადგან ძალიან მნშვნელოვანი იქნება ფსიქოლოგიური განწყობა პირველი ტურის შემდეგ - ვინ იქნება უფრო გატეხილი, ვინ იქნება პირიქით, იმედმოცემული, ვინ უფრო იბრძოლებს და მოტივირებული იქნება მეორე ტურში მაჟორიტარულ ოლქებში. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მაჟორიტარული ოლქები გადამწყვეტი იქნება. აქ მმართველ პარტიას რამდენიმე ადგილას გაუჭირდება - იგივე, გლდანში, ალბათ ვაკეში, ასევე, ალბათ გაუჭირდება ისანში; ვფიქრობ, შეიძლება, ქუთაისშიც გაუჭირდეს და რეგიონებში კიდევაა 1-2 ოლქი, სადაც გაუჭირდებათ", - აღნიშნავს შარაშენიძე.

  • ამომრჩევლის ქცევა და პოლიტიკური კულტურა

ამომრჩევლის ქცევაზე ექსპერტთა შეხედულებები განსხვავდება. როგორც ვახტანგ ძაბირაძე თვლის, ის, რომ ამჯერად არ გამოჩენილა "მესია", რომელიც მმართველ ძალას ჩაანაცვლებს და "გადაგვარჩენს", პოლიტიკური კულტურის ჭრილში მოქალაქეების ზრდაზე მიუთითებს. აზრს არ ეთანხმება თორნიკე შარაშენიძე, რომლის თქმითაც, "იზმ"-ები საზოგადოებაში კვლავ მძლავრადაა შენარჩუნებული.

"ოღონდ ეს არა და ვინც გინდა, იყოს" - როდესაც ხელისუფლებისადმი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში ასეთი განწყობაა, ხელისუფლების ცვლილებას მაშინ ვახერხებთ, ფაქტობრივად, რევოლუციის ზღვარზე ვართ ხოლმე მისული. ამ შემთხვევაში ჩვენით თუ სხვებიც გვეხმარებიან, ჩნდება ხოლმე გარკვეული ლიდერი, რომელიც ოპოზიციურ ელექტორატს აერთიანებს და მაშინ ვიღებთ ასეთ ცვლილებებს. დღეს საზოგადოებაში ასეთი განწყობა არ არის, არამედ შემდეგი განწყობა დომინირებს: "ეს არა, მაგრამ მაშინ ვინ?!" ეს ერთი მხრივ კარგიცაა, რომ ამომრჩეველს, მით უმეტეს, არჩევნებზე მისულს, თუნდაც ბრმა, მაგრამ მაინც არჩევანის გაკეთებას აიძულებს. როდესაც დომინირებს აზრი, რომ "ოღონდ ეს არა, ვინც გინდა იყოს", იქ "ვინც გინდა იყოს" მერე ყოველთვის ერთ პოლიტიკურ ძალად ყალიბდება. აქამდე არჩევანს იოლად, სხვადასხვა ქარიზმატულ ლიდერზე ვაკეთებდით - ზოგს ქარიზმა ჰქონდა, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკური გამოცდილება, ევროპაში მიღებული განათლება, უდიდესი ქველმოქმედი... აი, მთელი ჩამონათვალი ქარიზმებისა, რომელიც დამოუკიდებლობიდან დღემდე ყველა ხელისუფლებაში მოსულს ჰქონდა. დღეს ქარიზმები არ არის, პოლიტიკურ ასპარეზზე ორი ფიგურაა: სააკაშვილი და ივანიშვილი, რომლებიც ქარიზმატულები იყვნენ, მაგრამ დღეს ეს ქარიზმა ორივეს ჩამოშორდა, თუმცა ისინი, როგორც პარტიის ლიდერები, პირველები არიან და ოპოზიციაში მათი თანაფარდი სხვა არც ერთი ლიდერი არ გამოჩენილა. საზოგადოებას არც ერთი უნდა და არც მეორე, მაგრამ რახან მესამე არ გამოჩნდა, ეს მას აიძულებს, რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემი აზრით, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდოს. ამიტომ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ზოგადად, თუნდაც, საზოგადოების პოლიტიკური მოწიფულობის თვალსაზრისით", - აღნიშნავს ძაბირაძე.

"ბუნებრივია, რაღაც პროგრესი არის, მაგრამ ეს ალბათ, მიღწეულია იმის ხარჯზე, რომ ახალი, ძველი კოლმპლექსებითა და მემკვიდრეობით ნაკლებად დაკომპლექსებული თაობა მოვიდა. თუმცა ისევ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ამომრჩეველთა უმრავლესობა შეპყრობილია სხვადასხვა "იზმ"-ით. ამას წინათ მამუკა ხაზარაძემ თქვა, "იზმ"-ები უნდა დასრულდესო და მათ შორის ახსენა "მიშიზმი", "ზვიადიზმი", რასაც მისი "ჩაქოლვა" მოჰყვა ზვიადისტების მხრიდან... სამწუხარო დიაგნოზია, რომ ქვეყანაში "იზმ"-ები არ მთავრდება: ერთხელ რაღაც-"ისტი" თუ ხარ, ეს "ისტი" მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა დარჩე. ჩემი აზრით, ნებისმიერი "იზმ"-ი დამღუპველია, ყველანაირი "იზმ"-ი როცა რადიკალურ სახეს იღებს, მერე ეს ერთი "აზმ"-ითმთავრდება და ეს არის მარაზმი. არ არის ასე მარტივად, რომ ეს ტენდენცია შემცირებულია, რადგან ჩვენ ვხედავთ რომ მაგალითად, თუ "ოცნებას" ვინმე უქმნის საფრთხეს, ეს ისევ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიაა, რომელიც ქარიზმატული ლიდერის, მიშას გარშემოა გაერთიანებული, ამ ფატს ვერსად წავუვალთ. სხვა პარტიებიდან კი ორნიშნა ნიშნულზე ჯერჯერობით ვერც ერთი მივიდა. ანუ მაინც, ამომრჩეველთა უმრავლესობა ორიენტირებულია ძლიერ, ქარიზმატულ ფიგურაზე", - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

  • სოციოლოგიურ კვლევებში გამოკვეთილი ტენდენციები

უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებრივი აზრის საკმაოდ ბევრი გამოკითხვა ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ნაშრომებშია მითითებული, თითოეული მათგანის საშუალო ცდომილის ზღვარი დაახლოებით 3%-ია, მათი შედეგები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია. თორნიკე შარაშენიძე კითხვაზე, თუ რა ტენდენციები იკვეთება ჩატარებული კვლევებით, ასე პასუხობს: "ამ კვლევებს აერთიანებს ერთი რამ - ვინც მათ ატარებს, მაღალ ქულებს თავისთვის იწერს და ამით ყველაფერი ნათქვამია". რაც შეეხება ვახტანგ ძაბირაძეს, ის კვლევებში გამოკვეთილ სხვა საერთო ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას:

"სამწუხაროდ, საქართველოში სოციოლოგიური კვლევა პიარის იარაღად იქცა და ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია თუ "დამოუკიდებელი მედია" საკუთარ კვლევებს გვთავაზობს, მაგრამ თუ დაახლოებით იცი, რომელი მედიასაშუალება რომელი პოლიტიკური ძალისკენ იხრება, მაშინვე დაინახავ, როგორაა ეს კვლევებში ასახული. თუმცა, ამ კვლევების ზოგადი ტენდენცია ერთია - "ქართული ოცნება" პირველ ადგილზეა, მას მოსდევს "ნაციონალური მოძრაობა", შემდეგ, "ევროპული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი" - ყოველთვის ეს ოთხი პარტიაა მეტ-ნაკლები პროცენტული მაჩვენებლებით, ეს ტენდენცია შენარჩუნებულია. რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, ასეთი ბევრია, მაგრამ ეს ამომრჩეველი არჩევნებზე მივა, ოღონდ გადაწყვეტილებას შეიძლება, ამ ბოლო დღეებში იღებდეს, ან შესაძლოა, ბევრმა მათგანმა არჩევნების დღეს თუ, თუნდაც, პირდაპირ საარჩევნო ყუთთან გააკეთოს არჩევანი", - აღნიშნავს ძაბირაძე.

  • პანდემია და არჩევნები

მიმდინარე წლის უდიდესი ნაწილი მსოფლიოსა და საქართველოს მოსახლეობამ კორონავირუსის პანდემიასთან ერთად გაატარა. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობამ ინფექციასთან ბრძოლის მიზნით სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღო. საქართველოს მთავრობის მოქმედებები ზოგჯერ თითქმის საყოველთაო მოწონებას, ზოგჯერ კი - უკმაყოფილებას და ოპოზიციის პროტესტსაც იწვევდა. ვინ როგორ გამოიყენა არსებული მძიმე ვითარება და რამდენად იქონიებს გავლენას COVID-19 იმაზე, თუ ვის შემოხაზავს ამომრჩეველი?

ვახტანგ ძაბირაძე:

"ჩემი აზრით, პანდემიის პრობლემა ყველაზე უკეთ და საკმაოდ წარმატებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებამ გამოიყენა, რადგან მისი ქმედებები და რიტორიკა საზოგადოებაში არსებული განცდების თუ განწყობების მიმართ ყოველთვის უფრო თანმხვედრი იყო, ვიდრე ოპოზიციის - როგორც გაზაფხულზე, ისე ახლაც, ამ ვითარებაში. რა ხდებოდა გაზაფხულზე, როდესაც პანდეიმა გავრცელდა? საზოგადოება დათრგუნული იყო, შიშის ფაქტორი მუშაობდა და ხელისუფლების გადაწყვეტილებები საზოგადოებასთან თანხვედრაში იყო - ვგულისხმობ, მთლიანობაში, თორემ იყო ნიუანსები, რაც პროტესტსა და გაუგებრობას იწვევდა. ოპოზიცია ითხოვდა, სასწრაფოდ რაღაცები გაკეთებულიყო, თუმცა ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს იქნებოდა თუ სხვა, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მოეთხოვა, რომ თითო ადამიანს სასწრაფოდ დაურიგდეს 1000 ლარი და ა.შ. ოპოზიციას გადაჭარბებული და შეუსაბამო მოთხოვნილებები ჰქონდა ხელისუფლებასთან ეკონომიკური, დახმარების, თუ სოციალური თვალსაზრისით, ამ ყველაფერს კი მოსახლეობა ხედავდა და გრძნობდა.

ხელისუფლებამ დაიწერა ქულები, რომ არის კარგი მენეჯერი და ორგანიზატორი და კრიტიკულ სიტუაციებშიც კარგად მუშაობს. ამასთავე, საზოგადოებას პარალელების გავლების საშუალება აქვს - როდესაც ხედავ, რა ხდება ევროპაში, ბუნებრივია, აკეთებ შედარებას და ხვდები, რომ ეს პროცესი ნორმალურად მიდის (ვგულისხმობ გაზაფხულის სიტუაციას). ამ გაზაფხულმა მოამზადა ისიც, რომ შევეჩვიეთ პანდემიას, რაღაცნაირად ვიწყებთ ამ ცხოვრებასთან შეგუებას. ამჟამად ხელისუფლებას სიტუაცია გაექცა, მაგრამ ანალოგიური ვითარებაა დასავლეთის ქვეყნებში, ანუ, ისევ შედარებას ვაკეთებთ. ის, რომ ხელისუფლებას მკაცრი ზომები, მაგალითად, კარანტინი არ შემოაქვს, ისევ გარკვეული თანხვედრაა. თუმცა, არა მგონია, პანდემიის ფაქტორმა არჩევნებსა და მის შედეგებზე პირდაპირი მნიშვნელობით დიდი გავლენა მოახდინოს. თუნდაც ის, რომ ოპოზიციური ფლანგი დღევანდელი ამომრჩევლისთვის აღიქმება, როგორც დაქსაქსული და შეიძლება ითქვას, უინტერესო, უფრო გადამწყვეტია. მარტივად გეტყვით - დღეს რომ ოპოზიციურ ფლანგზე იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც თუნდაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის მიუღებელი არ იქნება, მაშინ შეიძლება ითქვას, "ქართული ოცნების" ბედი გადაწყვეტილი იქნება, მაგრამ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს ოპოზიციურ ამომრჩეველში, დანარჩენი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის მიუღებელია".

თორნიკე შარაშენიძე:

"ეს არჩევნები ორი თვის წინ რომ ჩატარებულიყო, "ოცნება" მარტივად მოიგებდა, მაგრამ მერე პანდემია გამწვავდა და ახლა ოპოზიცია იწერს ქულებს. ეს ქულები ნაწილობრივ სამართლიანია, ნაწილობრივ უსამართლო: ნაწილობრივ სამართლიანი იმიტომ, რომ ალბათ, გაზაფხულის მერე მთავრობა იდეალურად მაინც ვერ მოიქცა, მაგრამ ნაწილობრივ უსამართლოა, რადგან მძიმე სიტუაცია მარტო ჩვენთან არაა და პრაქტიკულად, მსოფლიოში ყველგანაა. ასე რომ, მაინცდამაინც საქართველოს მთავრობის გალანძღვა და დადანაშაულება ბოლომდე სწორი არ არის. იდეალურად შეიძლება, ვერ უმკლავდებიან, მაგრამ გაცილებით უარესი სიტუაციებია ზოგან და ასე რომ ასე მარტივად არ არის საქმე. რაც შეეხება ეკონომიკას, ეკონომიკური ზარალის ეფექტის გადაფარვას ბუნებრივია, მთავრობა დახმარებებით ცდილობდა და შეიძლება, ნაწილობრივ ეს გამოუვიდა. აქ ერთი თემაა, მმართველმა პარტიამ ალბათ ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ხმები დაკარგა და საინტერესოა, ეს ხმები საით წავა. არა მგონია, ეს ხმები დაემატოს მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს", უფრო ვფიქრობ, ისინი "აღმაშენებელთან" და "ლელოსთან" კონცენტრირდება - ასე ვთქვათ, უფრო ზომიერ ოპოზიციურ პარტიებთან".

დაიწყებს თუ არა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს? - პარტიები სამოქმედო გეგმის განსახილველად იკრიბებიან

"მაღალი ალბათობით ვადამდელი არჩევნები იქნება" - როგორ აფასებენ ექსპერტები არჩევნების წინასწარ შედეგებს

"ამომრჩეველმა დასაჯა "ოცნება" იმ უკანონობისთვის, რაც მელიას მიმართ განახორციელა, 2003 წლის შემდეგ პირველად მეც "ნაცმოძრაობის" კანდიდატს მივცემდი ხმას" - თინა ხიდაშელი