პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჯარო მოხელეები თავიანთ თანამშომლებს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მისცემენ სამთავრობო კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ - ანა კობახიძე
საჯარო მოხელეები თავიანთ თანამშომლებს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მისცემენ სამთავრობო კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ - ანა კობახიძე

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი დღე რჩე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა კი სულ უფრო მაღ­ლა იწევს. პარ­ტი­ებ­მა კამ­პა­ნია ბოლო დღე­ებ­ში კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ხა­დეს, თუმ­ცა ვის და­პი­რე­ბებს და­ი­ჯე­რებს ამომ­რჩე­ვე­ლი, ეს 31 ოქ­ტომ­ბერს გა­მოჩ­ნდე­ბა.

რო­გორც ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე, წელ­საც ოპო­ზი­ცი­ას ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თან შე­კი­თხვე­ბი და აქვს და მის გარ­კვე­ულ ქმე­დე­ბებს აპ­რო­ტეს­ტებს. მათ შო­რის არის გი­ორ­გი ვა­შა­ძე და „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“. რა ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი და რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ უშუ­ა­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“სა­მარ­თლებ­რი­ვი და სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რს ანა კო­ბა­ხი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს? რამ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლია ის?

ჩვენ­ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს შე­ფა­სე­ბებ­სვუგ­ზავ­ნით. გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია ცდი­ლობს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა­ში ხელი შეგ­ვი­შა­ლოს, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ჩვე­ნი სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ერე­ვა, გვა­ფერ­ხებს და გვა­ჯა­რი­მებს. მე­რი­ის მიერ ჩვენ მი­მართ გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­უკ­ვე100 000 ლარს გა­დას­ცდა. რა თქმა უნდა, აღ­ნიშ­ნულს ყვე­ლა ეტაპ­ზე და ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით ვა­სა­ჩივ­რებთ, თუმ­ცა ეს სხვა სუ­ბი­ექ­ტებ­თან შე­და­რე­ბით ჩვენს არა­თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა­სიწ­ვევს.

მა­გა­ლი­თის­თვის, ყვე­ლა მეტ­რო­სად­გურ­თან ვდგამ­დით კა­რავს, სა­ი­და­ნაც ვავ­რცე­ლებ­დით ჩვენს სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ნებს და ვაგ­რო­ვებ­დით ხელ­მო­წე­რებს, რის გა­მოც ჯა­რი­მებს გვი­წერ­დნენ, მა­შინ რო­დე­საც გვაქვს ფო­ტო­მა­სა­ლა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რო­გორ დგას ზუს­ტად მსგავ­სი კარ­ვით და სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა­სავ­რცე­ლებს. ამი­სათ­ვის მას ჯა­რი­მა კი არა, პი­რი­ქით, ნე­ბარ­თვა აქვს მე­რი­ი­დან გა­მო­წე­რი­ლი. ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი არის პლა­კა­ტებ­თან და ბა­ნე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და სის­ხლის სა­მარ­თლის სამი საქ­მე არის აღ­ძრუ­ლი ჩვე­ნი სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის, ბა­ნე­რი­სა და ოფი­სის და­ზი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ამ დრომ­დე გა­მო­ძი­ე­ბა ერთ წერ­ტილ­შია გა­ჩე­რე­ბუ­ლი.

ასე­ვე, ყვე­ლა ის ფაქ­ტი, როცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა ან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის ჩარ­თვა ხდე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კამ­პა­ნი­ა­ში, გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი გვაქვს ყვე­ლა ოლ­ქში, მაგ­რამ არ­ცერ­თი სა­ჩი­ვა­რი არ დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლეს. მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა, როცა ერთ-ერთი კან­დი­და­ტი და­დის და ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­თან ერ­თად ბა­ღის გახ­სნას ეს­წრე­ბა, მას­წავ­ლებ­ლებს ყვა­ვი­ლებს ური­გებს და ა.შ.

უკვე და­წყე­ბუ­ლია იძუ­ლე­ბი­სა და და­ში­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი, როცა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი თა­ვი­ანთ თა­ნამ­შომ­ლებს აში­ნე­ბენ და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ თუ არ­ჩევ­ნებ­ზე არ წავ­ლენ და ხმას არ მის­ცე­მენ სამ­თავ­რო­ბო კან­დი­დატს, სამ­სა­ხურს და­კარ­გა­ვენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ენ­დო­ბით თუ არა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას?

ცეს­კო-სად­მი ნდო­ბის სა­კი­თხი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არის იმ დღი­დან, როცა არ­ჩევ­ნე­ბი გა­მო­ცხად­და, რად­გან მათ და­ი­წყეს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ისე­თი დარ­ღვე­ვე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაპ­რო­ტეს­ტებთ და თან ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­საც ვთა­ვა­ზობთ. მა­გა­ლი­თის­თვის ე.წ ნე­იტ­რა­ლურ წევ­რებს ისი­ნი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და სუს-ის და­ვა­ლე­ბი­თარჩვენ და შემ­დეგ ზუს­ტად იგი­ვე წე­სით კომ­პლექტდე­ბა სა­უბ­ნო სარ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბიც. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ოფი­ცი­ა­ლუ­რად სამი წევ­რი ეკუთ­ვნის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში, და­მა­ტე­ბუ­ლი ე.წ ნე­იტ­რა­ლუ­რი წევ­რე­ბი და ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცია სრუ­ლად კონ­ტროლ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, დად­გე­ნი­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ცეს­კო-მ მი­ი­ღო, სა­დაც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მის სა­კი­თხი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, დარ­ღვე­ვე­ბი გვხვდე­ბა. პირ­ვე­ლი დარ­ღვე­ვა - 4 დღით ადრე უწყვეტ­დნენ ამომ­რჩევ­ლებს, გა­და­სუ­ლიყ­ვნენ გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის სი­ა­ში და მე­ო­რე - უც­ნო­ბია, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბი,რო­მელ­თაც სახ­ლში მი­უ­ტა­ნენ­გა­და­სა­ტან ყუთს,ასე­თი პი­რე­ბი ძი­რი­თად სი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან თუ არა გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი ანუ ხომ არ მოხ­დე­ბა ისე, რომ ეს პი­რე­ბი სახ­ლშიც მის­ცე­მენ ხმას და შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დნენ უბან­შიც და იქაც მის­ცენ ხმა. ყვე­ლა­ფე­რი ეს მე­ტყვე­ლებ­სი­მა­ზე, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცია ცდი­ლობს, სუს-ისა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­ვა­ლე­ბით იმოქ­მე­დოს, რაც არის დარ­ღვე­ვა და ნდო­ბის სა­კი­თხიც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ ამი­ტომ დგე­ბა.

რო­გო­რია თქვე­ნი პროგ­ნო­ზე­ბი, თვი­თონ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს რა ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა, როცა მა­გა­ლი­თად, ქვე­მო ქარ­თლში ვი­თა­რე­ბა უკვე და­ძა­ბუ­ლია?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მსოფ­ლი­ო­ში და ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამომ­რჩე­ველს არ გა­უჩ­ნდეს შიში და არ თქვას, რომ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ვლა სა­ში­შია და ამით ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ ისარ­გებ­ლოს. ყვე­ლას უნდა ვუ­თხრათ, რომ 31 ოტომ­ბერს სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ვლა იმა­ზე უფრო მე­ტად უსაფრ­თხოა, ვიდ­რე მა­გა­ლი­თად, მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლა ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა. ვფიქ­რობ, ამ დღეს არ­ჩევ­ნებ­ზე ყვე­ლა უნდა მი­ვი­დეს და მის­ცეს ხმა ოპო­ზი­ცი­ას, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წა­ვი­დეს.

გარ­და ამი­სა, რა თქმა უნდა, ვე­ლო­დე­ბი, რომ იქ­ნე­ბა ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა და ამ მხრივ შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბაც.ასე­ვე, ტრა­დი­ცი­უ­ლად უბ­ნებ­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა იქ­ნე­ბა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ცვლი­ლე­ბე­ბია კა­ნონ­ში შე­სუ­ლი და აგი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბი არ­სე­ბობს. ვფიქ­რობ, რომ თვი­თონ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ და­ი­ცავს ამ მუხლსა და ნორ­მებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბია და ვფიქ­რობ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ახლა გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბია, შე­ეც­დე­ბა, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბაც ფო­ნად მის­დევ­დეს ამ დღეს.

რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს რე­ი­ტინ­გებს, რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით? რო­გორ ფიქ­რობთ, ექ­ნე­ბა თუ არა ამომ­რჩევ­ლის მხარ­და­ჭე­რა „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს“?

წელს არ­ჩევ­ნებ­ზე იქ­ნე­ბა აღ­მო­ჩე­ნა ის პრო­ცენ­ტი, რა­საც ჩვენ ავი­ღებთ. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი დამ­ყა­რე­ბუ­ლია იმ კვლე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ქვეყ­ნდე­ბა და სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი მა­ტე­ბა გვაქვს. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჩვენს რე­ი­ტინგს 100%-იანი მა­ტე­ბაც კი ჰქონ­და. სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი, ჩვენ გვყავს ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც ხმას სი­ახ­ლეს აძ­ლევს, შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნი შე­დე­გი ამ არ­ჩევ­ნე­ბის სურპრი­ზი იქ­ნე­ბა.

------=
0

ეს არის დიდი ტყუილი

ავტორი:

საჯარო მოხელეები თავიანთ თანამშომლებს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მისცემენ სამთავრობო კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ - ანა კობახიძე

საჯარო მოხელეები თავიანთ თანამშომლებს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მისცემენ სამთავრობო კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ - ანა კობახიძე

არჩევნებამდე ერთი დღე რჩება, პოლიტიკური ტემპერატურა კი სულ უფრო მაღლა იწევს. პარტიებმა კამპანია ბოლო დღეებში კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს, თუმცა ვის დაპირებებს დაიჯერებს ამომრჩეველი, ეს 31 ოქტომბერს გამოჩნდება.

როგორც ყველა არჩევნებზე, წელსაც ოპოზიციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკითხვები და აქვს და მის გარკვეულ ქმედებებს აპროტესტებს. მათ შორის არის გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“. რა ვითარებაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი და რა მოლოდინები აქვთ უშუალოდ არჩევნების დღეს, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“სამართლებრივი და საარჩევნო საკითხების ხელმძღვანელსა და პოლიტიკური საბჭოს წევრს ანა კობახიძეს ვესაუბრეთ:

როგორ შეაფასებდით საარჩევნო გარემოს? რამდენად დაძაბულია ის?

ჩვენყოველკვირეულად არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს შეფასებებსვუგზავნით. განსაკუთრებით ქალაქ თბილისის მერია ცდილობს, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელი შეგვიშალოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი სააგიტაციო მასალის გავრცელების პროცესში ერევა, გვაფერხებს და გვაჯარიმებს. მერიის მიერ ჩვენ მიმართ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობაუკვე100 000 ლარს გადასცდა. რა თქმა უნდა, აღნიშნულს ყველა ეტაპზე და ყველა პროცედურის დაცვით ვასაჩივრებთ, თუმცა ეს სხვა სუბიექტებთან შედარებით ჩვენს არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებასიწვევს.

მაგალითისთვის, ყველა მეტროსადგურთან ვდგამდით კარავს, საიდანაც ვავრცელებდით ჩვენს საინფორმაციო ბუკლეტენებს და ვაგროვებდით ხელმოწერებს, რის გამოც ჯარიმებს გვიწერდნენ, მაშინ როდესაც გვაქვს ფოტომასალა, „ქართული ოცნება“ როგორ დგას ზუსტად მსგავსი კარვით და სააგიტაციო მასალასავრცელებს. ამისათვის მას ჯარიმა კი არა, პირიქით, ნებართვა აქვს მერიიდან გამოწერილი. ასეთი მაგალითები არის პლაკატებთან და ბანერებთან დაკავშირებითაც და სისხლის სამართლის სამი საქმე არის აღძრული ჩვენი სააგიტაციო მასალის, ბანერისა და ოფისის დაზიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე გამოძიება ერთ წერტილშია გაჩერებული.

ასევე, ყველა ის ფაქტი, როცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან საჯარო მოხელეების ჩართვა ხდება „ქართული ოცნების“ კამპანიაში, გასაჩივრებული გვაქვს ყველა ოლქში, მაგრამ არცერთი საჩივარი არ დაგვიკმაყოფილეს. მიაჩნიათ, რომ ეს არის ბუნებრივი მოვლენა, როცა ერთ-ერთი კანდიდატი დადის და ბაღების სააგენტოს დირექტორთან ერთად ბაღის გახსნას ესწრება, მასწავლებლებს ყვავილებს ურიგებს და ა.შ.

უკვე დაწყებულია იძულებისა და დაშინების ფაქტები, როცა საჯარო მოხელეები თავიანთ თანამშომლებს აშინებენ და ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებზე არ წავლენ და ხმას არ მისცემენ სამთავრობო კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ.

საინტერესოა, ენდობით თუ არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას?

ცესკო-სადმი ნდობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის იმ დღიდან, როცა არჩევნები გამოცხადდა, რადგან მათ დაიწყეს საარჩევნო ადმინისტრაციის ისეთი დარღვევებით დაკომპლექტება, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაპროტესტებთ და თან ალტერნატივასაც ვთავაზობთ. მაგალითისთვის ე.წ ნეიტრალურ წევრებს ისინი „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის დავალებითარჩვენ და შემდეგ ზუსტად იგივე წესით კომპლექტდება საუბნო სარჩევნო კომისიებიც. არ დაგვავიწყდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად სამი წევრი ეკუთვნის საარჩევნო კომისიაში, დამატებული ე.წ ნეიტრალური წევრები და ეს ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაცია სრულად კონტროლდება.

გარდა ამისა, დადგენილებაში, რომელიც ცესკო-მ მიიღო, სადაც თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის საკითხი იყო წარმოდგენილი, დარღვევები გვხვდება. პირველი დარღვევა - 4 დღით ადრე უწყვეტდნენ ამომრჩევლებს, გადასულიყვნენ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში და მეორე - უცნობია, თვითიზოლაციაში მყოფი პირები,რომელთაც სახლში მიუტანენგადასატან ყუთს,ასეთი პირები ძირითად სიაში იქნებიან თუ არა გადაყვანილები ანუ ხომ არ მოხდება ისე, რომ ეს პირები სახლშიც მისცემენ ხმას და შემდეგ შეიძლება დაბრუნდნენ უბანშიც და იქაც მისცენ ხმა. ყველაფერი ეს მეტყველებსიმაზე, რომ ადმინისტრაცია ცდილობს, სუს-ისა და „ქართული ოცნების“ დავალებით იმოქმედოს, რაც არის დარღვევა და ნდობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ ამიტომ დგება.

როგორია თქვენი პროგნოზები, თვითონ არჩევნების დღეს რა ვითარება იქნება, როცა მაგალითად, ქვემო ქართლში ვითარება უკვე დაძაბულია?

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში და ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე, ამომრჩეველს არ გაუჩნდეს შიში და არ თქვას, რომ საარჩევნო უბანზე მისვლა საშიშია და ამით ხელისუფლებამ არ ისარგებლოს. ყველას უნდა ვუთხრათ, რომ 31 ოტომბერს საარჩევნო უბანზე მისვლა იმაზე უფრო მეტად უსაფრთხოა, ვიდრე მაგალითად, მაღაზიაში შესვლა ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ვფიქრობ, ამ დღეს არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეს და მისცეს ხმა ოპოზიციას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავიდეს.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ველოდები, რომ იქნება ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ამ მხრივ შექმნილი დაძაბულობაც.ასევე, ტრადიციულად უბნებზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება იქნება, იმის მიუხედავად, რომ ცვლილებებია კანონში შესული და აგიტაციასთან დაკავშირებით შეზღუდვები არსებობს. ვფიქრობ, რომ თვითონ „ქართული ოცნება“ არ დაიცავს ამ მუხლსა და ნორმებს. აქედან გამომდინარე, რადგან მნიშვნელოვანი არჩევნებია და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის ახლა გადამწყვეტი არჩევნებია, შეეცდება, რომ დაძაბულობაც ფონად მისდევდეს ამ დღეს.

რაც შეეხება თქვენს რეიტინგებს, რა მოლოდინი გაქვთ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა ამომრჩევლის მხარდაჭერა „სტრატეგია აღმაშენებელს“?

წელს არჩევნებზე იქნება აღმოჩენა ის პროცენტი, რასაც ჩვენ ავიღებთ. ჩვენი ვარაუდი დამყარებულია იმ კვლევებზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება და სადაც ყველაზე მეტი მატება გვაქვს. რამდენიმე კვირის წინ ჩვენს რეიტინგს 100%-იანი მატებაც კი ჰქონდა. საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ვართ ჩართულები, ჩვენ გვყავს ამომრჩეველი, რომელიც ხმას სიახლეს აძლევს, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჩვენი შედეგი ამ არჩევნების სურპრიზი იქნება.

„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს

თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს