სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მსახიობი იტალიურ ფილმში ავგუსტუსის როლს შეასრულებს - ვინ არის ლუკა ჩიქოვანი, რომელსაც კინოში უკვე არაერთი წარმატება აქვს (ფოტოები)
ქართველი მსახიობი იტალიურ ფილმში ავგუსტუსის როლს შეასრულებს - ვინ არის ლუკა ჩიქოვანი, რომელსაც კინოში უკვე არაერთი წარმატება აქვს (ფოტოები)

26 წლის მომ­ღე­რა­ლი, მუ­სი­კო­სი და მსა­ხი­ო­ბი ლუკა ჩი­ქო­ვა­ნი, იტა­ლი­ელ­მა რე­ჟი­სორ­მა ჯო­ვა­ნი ტრო­ი­ლომ ფილ­მის Power of Rome-ის გა­და­ღე­ბებ­ზე იმ­პე­რა­ტორ ავ­გუს­ტუ­სის როლ­ზე მი­იწ­ვია. ლუკა 6 წლი­დან დე­დამ მი­ლან­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­იყ­ვა­ნა. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა კი ცნო­ბი­ლი პოპ-მომ­ღერ­ლე­ბის ჯას­ტინ ბი­ბე­რის, შონ მენ­დე­სის, ედ ში­რა­ნის "ქა­ვე­რე­ბის“ ჩა­წე­რით და­ი­წყო, მომ­ღერ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბა სწო­რედ "იუ­თუ­ბით“ იღებს სტარტს, რის შემ­დე­გაც მან მო­ა­ხერ­ხა სა­დე­ბი­უ­ტო სიმ­ღე­რით Tempo al Tempo-ს მეშ­ვე­ო­ბით "აი­თი­უნსში“ მოხ­ვედ­რაც.

ლუ­კას ცხოვ­რე­ბა­ში კინო 2018 წელს შე­იჭ­რა, მა­შინ როცა ალი­ჩე რორ­ვა­ხე­რის მიწ­ვე­ვით ფილმ Lazzaro felice-ში გა­და­ი­ღეს. მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის და­წყე­ბა და წარ­მა­ტე­ბა მუ­სი­კა­ლურ არხზე MTV-ის ეთერ­ში მოხ­ვედ­რამ გა­ნა­პი­რო­ბა, სა­დაც რე­ჟი­სორ­მა შე­ნიშ­ნა და მი­იწ­ვია ქას­თინ­გებ­ზე. შემ­დგომ იყო ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლის კი­ნო­კა­რი­ე­რა­ში მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი Revenge Room, რო­მე­ლიც რო­გორ თვი­თონ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, საკ­მა­ოდ ღრმა აზ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტია. ის გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, ისე მშობ­ლე­ბის­თვის, რათა გა­ზარ­დოს მათი მგრძნო­ბე­ლო­ბა იმ ახა­ლი მე­დი­ა­რე­ა­ლო­ბის მი­მართ, რომ­ლის წი­ნა­შეც ინ­ტერ­ნეტ­მა დაგ­ვა­ყე­ნა და რო­მელ­საც ხში­რად ჩვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ეწი­რე­ბა.

"ბოლო დროს, ინ­ტერ­ნეტ­ში არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ვრცელ­დე­ბა გო­გო­ნე­ბის პი­კან­ტუ­რი ფოტო, თუ ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. ფილმში, ჩემი გმი­რი, 18 წლის და­ვი­დეც, ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ბრაზ­დე­ბა, მსგავ­სი ტი­პის ფო­ტო­ებს მე­გობ­რებს უგ­ზავ­ნის და ეს ფო­ტო­ე­ბი ღია ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ხვდე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, და­ვი­დე უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟია, მაგ­რამ ერთხე­ლაც ის ბნელ ოთახ­ში, ერ­თგვარ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში იღ­ვი­ძებს და ხვდე­ბა სა­ულს, სუ­ლი­ერ გზამ­კვლევს, ირ­თვე­ბა 15-წუ­თი­ა­ნი წამ­ზო­მი, რა დრო­შიც ჩემ­მა პერ­სო­ნაჟ­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბი და მო­ი­ნა­ნი­ოს. ფილ­მი საკ­მა­ოდ მე­ტა­ფო­რუ­ლია და ბიბ­ლი­ურ და სპი­რი­ტუ­ა­ლურ პა­სა­ჟებს შე­ი­ცავს", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

ფილ­მი ვე­ნე­ცი­ის ბი­ე­ნა­ლე­ზე იყო პრე­მი­ე­რით წარ­დგე­ნი­ლი.

ამ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბის გული თა­ვი­სუ­ფა­ლია, რო­გორც მისი პი­რა­დი ინ­სტაგ­რამ გვერ­დი­დან ირ­კვე­ვა, უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, მთა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, მუ­სი­კა და კინო.ლუ­კას მი­ლა­ნუ­რი წარ­მა­ტე­ბა კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი პი­რა­დი ინ­სტაგ­რამ გვე­რი­დან შე­ი­ტყო: „რო­გორც იქნა შე­მიძ­ლია ხმა­მაღ­ლა ვთქვა! მე ვი­თა­მა­შებ იმ­პე­რა­ტორ აუ­გუს­ტუ­სის როლს ახალ ფილმში - გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

nino
0

good luck and success in your career!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ქართველი მსახიობი იტალიურ ფილმში ავგუსტუსის როლს შეასრულებს - ვინ არის ლუკა ჩიქოვანი, რომელსაც კინოში უკვე არაერთი წარმატება აქვს (ფოტოები)

ქართველი მსახიობი იტალიურ ფილმში ავგუსტუსის როლს შეასრულებს - ვინ არის ლუკა ჩიქოვანი, რომელსაც კინოში უკვე არაერთი წარმატება აქვს (ფოტოები)

26 წლის მომღერალი, მუსიკოსი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, იტალიელმა რეჟისორმა ჯოვანი ტროილომ ფილმის Power of Rome-ის გადაღებებზე იმპერატორ ავგუსტუსის როლზე მიიწვია. ლუკა 6 წლიდან დედამ მილანში საცხოვრებლად გადაიყვანა. მისი პოპულარობა კი ცნობილი პოპ-მომღერლების ჯასტინ ბიბერის, შონ მენდესის, ედ შირანის "ქავერების“ ჩაწერით დაიწყო, მომღერლის მუსიკალური კარიერის განვითარება სწორედ "იუთუბით“ იღებს სტარტს, რის შემდეგაც მან მოახერხა სადებიუტო სიმღერით Tempo al Tempo-ს მეშვეობით "აითიუნსში“ მოხვედრაც.

ლუკას ცხოვრებაში კინო 2018 წელს შეიჭრა, მაშინ როცა ალიჩე რორვახერის მიწვევით ფილმ Lazzaro felice-ში გადაიღეს. მისი სამსახიობო კარიერის დაწყება და წარმატება მუსიკალურ არხზე MTV-ის ეთერში მოხვედრამ განაპირობა, სადაც რეჟისორმა შენიშნა და მიიწვია ქასთინგებზე. შემდგომ იყო ახალგაზრდა მომღერლის კინოკარიერაში მოკლემეტრაჟიანი ფილმი Revenge Room, რომელიც როგორ თვითონ ინტერვიუში განაცხადა, საკმაოდ ღრმა აზრის მატარებელი პროექტია. ის განკუთვნილია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მშობლებისთვის, რათა გაზარდოს მათი მგრძნობელობა იმ ახალი მედიარეალობის მიმართ, რომლის წინაშეც ინტერნეტმა დაგვაყენა და რომელსაც ხშირად ჩვენი პირადი ცხოვრება ეწირება.

"ბოლო დროს, ინტერნეტში არცთუ იშვიათად ვრცელდება გოგონების პიკანტური ფოტო, თუ ვიდეომასალა, რომელსაც ძირითადად შურისძიების მიზნით, ყოფილი შეყვარებულები ავრცელებენ. ფილმში, ჩემი გმირი, 18 წლის დავიდეც, ყოფილ შეყვარებულზე ბრაზდება, მსგავსი ტიპის ფოტოებს მეგობრებს უგზავნის და ეს ფოტოები ღია ინტერნეტსივრცეში ხვდება. თავდაპირველად, დავიდე უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ ერთხელაც ის ბნელ ოთახში, ერთგვარ გაურკვევლობაში იღვიძებს და ხვდება საულს, სულიერ გზამკვლევს, ირთვება 15-წუთიანი წამზომი, რა დროშიც ჩემმა პერსონაჟმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი ცოდვები და მოინანიოს. ფილმი საკმაოდ მეტაფორულია და ბიბლიურ და სპირიტუალურ პასაჟებს შეიცავს", - ამბობს მსახიობი.

ფილმი ვენეციის ბიენალეზე იყო პრემიერით წარდგენილი.

ამჟამად მსახიობის გული თავისუფალია, როგორც მისი პირადი ინსტაგრამ გვერდიდან ირკვევა, უყვარს მოგზაურობა, მთა, თავგადასავლები, მუსიკა და კინო.ლუკას მილანური წარმატება კი საზოგადოებამ მისი პირადი ინსტაგრამ გვერიდან შეიტყო: „როგორც იქნა შემიძლია ხმამაღლა ვთქვა! მე ვითამაშებ იმპერატორ აუგუსტუსის როლს ახალ ფილმში - განაგრძეთ კითხვა

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს