საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ჩაიშალა - ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან, სადაც ომი გრძელდება
აშშ-ის მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ჩაიშალა - ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან, სადაც ომი გრძელდება

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე აშშ-ის მცდე­ლო­ბაც უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა, მარ­თა­ლია შტა­ტე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ზავი და­ი­დო, თუმ­ცა ზა­ვის და­დე­ბი­დან ცოტა ხან­ში მხა­რე­ებ­მა შე­თან­ხმე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ში კვლავ და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს ერ­თმა­ნე­თი.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ჩა­ი­შა­ლა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბომბვას აგ­რძე­ლებს.

"მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და რომ­ლის მი­ზა­ნიც ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა იყო, ჩა­ი­შა­ლა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უწყვე­ტი და­ბომბვის შე­დე­გად, დღეს არ­ცხა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ი­ღუ­პა და და­იჭ­რა,” - წერს ფა­ში­ნი­ა­ნი "ტვი­ტერ­ში.“

თა­ვის მხრივ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბაც სომ­ხეთს შე­თან­ხმე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს. ქვეყ­ნის ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ 27 ოქ­ტომ­ბერს ღა­მით სომ­ხე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ას ცე­ცხლს სხვა­დას­ხვა სა­ხის ია­რა­ღი­დან უზ­სნიდ­ნენ. მა­თი­ვე ცნო­ბით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მდე­ლო­ბე­ბი აღ­კვე­თეს.

"საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ფი­ზუ­ლი­სა და გა­ბედ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა სომ­ხე­თის 18-ე დი­ვი­ზი­ის სა­მე­თა­უ­რი პუნ­ქტი“, - აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

ამას­თან, მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ე.წ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ჯა­ლალ ჰა­რუ­თუ­ნი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ხელი მო­ვა­წე­რე ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი ჯა­ლალ ჰა­რუ­თუ­ნი­ა­ნი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე“, - აცხა­დებს არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი, არა­იკ ჰა­რუ­თუ­ნი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი ჯა­ლალ ჰა­რუ­თუ­ნი­ა­ნი ერთ-ერთ საბ­რძო­ლო პო­ზი­ცი­ა­ზე და­იჭ­რა და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვა­ლე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ვერ ახერ­ხებ­და. ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი მი­კა­ელ არ­ზუ­მა­ნი­ა­ნი და­ნიშ­ნა.

ცნო­ბის­თვის, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის აშშ-ის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა ძა­ლა­ში გუ­შინ, დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან შე­ვი­და, თუმ­ცა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ, მხა­რე­ებ­მა მის დარ­ღვე­ვა­ში ერ­თმა­ნე­თი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე ორ­ჯერ შედ­გა შე­თან­ხმე­ბა რუ­სე­თის შუ­ა­მავ­ლო­ბით, თუმ­ცა შე­დე­გი არც ერთ შე­თან­ხმე­ბას არ მოჰ­ყო­ლია და აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა.

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა 27 სექ­ტემ­ბერს გა­ნახ­ლდა. ომს ასო­ბით ჯა­რის­კა­ცი და ათო­ბით მშვი­დო­ა­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონიკო!
5

რუსებს არ აწყობს სიმშვიდე, ამიტომ სომხების მრიდან დაირღვეოდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

აშშ-ის მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ჩაიშალა - ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან, სადაც ომი გრძელდება

აშშ-ის მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ჩაიშალა - ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან, სადაც ომი გრძელდება

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ის მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა, მართალია შტატების შუამავლობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ზავი დაიდო, თუმცა ზავის დადებიდან ცოტა ხანში მხარეებმა შეთანხმების შეუსრულებლობაში კვლავ დაადანაშაულეს ერთმანეთი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩაიშალა და აზერბაიჯანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აგრძელებს.

"მინდა განვაცხადო, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, რომელიც ამჯერად შეერთებული შტატების შუამავლობით განხორციელდა და რომლის მიზანიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა იყო, ჩაიშალა. აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული უწყვეტი დაბომბვის შედეგად, დღეს არცხაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაიჭრა,” - წერს ფაშინიანი "ტვიტერში.“

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაც სომხეთს შეთანხმების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს. ქვეყნის ძალოვან სტრუქტურაში აცხადებენ, რომ 27 ოქტომბერს ღამით სომხები აზერბაიჯანის არმიას ცეცხლს სხვადასხვა სახის იარაღიდან უზსნიდნენ. მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის მდელობები აღკვეთეს.

"საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ფიზულისა და გაბედლის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა სომხეთის 18-ე დივიზიის სამეთაური პუნქტი“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის მინისტრი, ჯალალ ჰარუთუნიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმადაც, გენერალ-ლეიტენანტი ჯალალ ჰარუთუნიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გავათავისუფლე“, - აცხადებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი, არაიკ ჰარუთუნიანი.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ გენერალ-ლეიტენანტი ჯალალ ჰარუთუნიანი ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციაზე დაიჭრა და შესაბამისად, მოვალეობის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. ე.წ. პრეზიდენტმა არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად გენერალ-მაიორი მიკაელ არზუმანიანი დანიშნა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში გუშინ, დილის 08:00 საათიდან შევიდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ორჯერ შედგა შეთანხმება რუსეთის შუამავლობით, თუმცა შედეგი არც ერთ შეთანხმებას არ მოჰყოლია და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება.

მთიან ყარაბაღში დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. ომს ასობით ჯარისკაცი და ათობით მშვიდოაბიანი მოსახლე ემსხვერპლა.

ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება

"შესაძლოა, 2022 წლამდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდეთ" - ენტონი ფაუჩი