პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტია ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - "ინფიცირების ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული"
კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტია ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - "ინფიცირების ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული"

უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის, ხე­ლოვ­ნუ­რი მარ­თვი­თი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე 82 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან 9 162 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის ბი­ნა­ზე.

„ამ ეტაპ­ზე აქ­ტი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გახ­ლავთ 14 421 პირი. 3234 მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია 1577 პირი. ხოლო, აჭა­რის რე­გი­ონ­ში 641. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, 397 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი გვყავს. მათ შო­რის, თბი­ლის­ში 201, აჭა­რის რე­გი­ონ­ში 80. ხე­ლოვ­ნუ­რი მარ­თვი­თი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 82 პირი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში 53, აჭა­რა­ში 12.2025 პირი მო­თავ­სე­ბუ­ლია კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში. 9162 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის ბი­ნა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

ამას­თან, რო­გორც დღეს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სა­გა­რე­ჯოს, თეთ­რი­წყა­როს, ქუ­თა­ი­სის, ახალ­ცი­ხი­სა და ლან­ჩხუ­თის კლი­ნი­კებს „ცხე­ლე­ბის ცენ­ტრე­ბი“ და­ე­მა­ტე­ბა. მინ­სიტ­რის გან­მარ­ტე­ბით, ასე­თი კლი­ნი­კე­ბი მი­ი­ღე­ბენ ცხე­ლე­ბით პა­ცი­ენ­ტებს. ამ მხრივ კი, რო­გორც ტი­კა­რა­ძე გან­მარ­ტავს, 442 სა­წოლ­ფონ­დის მო­ბი­ლი­ზა­ცია კეთ­დე­ბა. ამას­თან, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, არ­სე­ბობს გა­წე­რე­ბის საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა აჭა­რა­სა და ქუ­თა­ის­ში. მისი თქმით, ქუ­თა­ი­სის რე­გი­ონ­ში გუ­შინ 118 პა­ცი­ენ­ტი გა­ი­წე­რა, ხოლო აჭა­რა­ში 181 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­წოლ­ფონ­დის გა­და­ნა­წი­ლე­ბას, სა­წოლ­ფონ­დის გა­და­ნა­წი­ლე­ბის კუ­თხით ჩვენ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კონ­კრე­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში იკ­ვე­თე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად სა­ჭი­რო ხდე­ბა უკვე იქ, სა­წო­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია. ასე­ვე დღეს ვამ­ტკი­ცებთ ბრძა­ნე­ბით იმ კლი­ნი­კე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან. ეს იქ­ნე­ბა, კლი­ნი­კე­ბი, რო­გორც სა­გა­რე­ჯო­ში ისე თეთ­რი­წყა­რო­ში, კი­დევ და­მა­ტე­ბით ქუ­თა­ის­ში, ახალ­ცი­ხე­ში და ლან­ჩხუთ­ში. ეს კლი­ნი­კე­ბი მი­ი­ღე­ბენ ცხე­ლე­ბი­ან პა­ი­ენ­ტებს და მათ სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უწ­ვენ. ეს იქ­ნე­ბა „ცხე­ლე­ბის ცენ­ტრე­ბი“ ამ ეტა­პი­სათ­ვის. ვი­ნა­ი­დან, იცით, რომ კლი­ნი­კე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ გარ­კვე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც. ისი­ნი მი­ღე­ბენ ცხე­ლე­ბით პა­ცი­ენტს და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკვე ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად გა­და­წყდე­ბა, თუ რა და­მა­ტე­ბი­თი პრო­ცე­დუ­რა გა­ი­მარ­თე­ბა ამ კლი­ნი­კა­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, ჩვენ ამ კუ­თხით გა­ვა­კე­თებთ 442 სა­წო­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი მო­დე­ლი, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტრო მიჰ­ყვე­ბა და ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პროგ­ნოზს აკე­თებს, რაც მი­ნის­ტრის თქმით, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რო­გორც ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში, ისე­ვე პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდნენ.

„დღეს გვაქვს მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ეს არის მო­ლო­დი­ნი და სწო­რედ იმი­ტო­მაც ვცდი­ლობთ ღია კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ეს არ იყოს შემ­თხვე­ვი­თო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ამან არ გა­მო­იწ­ვი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ზედ­მე­ტი მღელ­ვა­რე­ბა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ გვაქვს არა­ერ­თი მო­დე­ლი და ამ მო­დე­ლის ერთ-ერთ კონ­კრე­ტულ ფა­ზას ჩვენ მივ­ყვე­ბით და უკვე პრაქ­ტი­კამ გვაჩ­ვე­ნა, თუ რო­მე­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით ვით­ვლით პროგ­ნო­ზუ­ლად, რაც შემ­დეგ დღეს ნამ­დვი­ლად მარ­თლდე­ბა, ჩვენ გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში, ისე­ვე რო­გორც პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში ვხვდე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს მა­ღა­ლი მზა­ო­ბით. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩვენ გვაქვს საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში. თქვენ იცით, რომ ჩვენ და­ვა­მა­ტეთ მიმ­ღე­ბი ზა­რის რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტი, კერ­ძოდ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბა­ზა­ზე, რის შე­დე­გა­დაც, ნამ­დვი­ლად, გა­უმ­ჯო­ბეს­და პა­ცი­ენ­ტებ­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი. მე არ ვგუ­ლის­ხმობ ხა­რის­ხობ­რივ მო­ნი­ტო­რინგს, არა­მედ ვგუ­ლის­ხმობ რა­ო­დე­ნობ­რივს, ვი­ნა­ი­დან სწო­რად ნა­წილ­დე­ბა უბ­ნის ექი­მებ­ზე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მათი ჩარ­თუ­ლო­ბა მე­ტად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია. გუ­შინ­დე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვმარ­თეთ 3446 საქ­მე. აქე­დან პრობ­ლე­მუ­რი - 340 საქ­მე, რო­მე­ლიც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას ეხე­ბო­და და კონ­კრე­ტუ­ლად ჩვენ­თან და­კონ­ტრაქ­ტე­ბუ­ლი ოჯა­ხის ექი­მე­ბის მხრი­დან ნა­წარ­მო­ე­ბი იქნა 749 საქ­მე,“ - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ქუ­თა­ის­სა და აჭა­რა­ში საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­სა და კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მი­ნის­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, გუ­შინ ქუ­თა­ი­სის რე­გი­ონ­ში 118 პა­ცი­ენ­ტი გა­ე­წე­რა, ხოლო აჭა­რა­ში 181 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

00:00 / 00:00
უუ
0

იხრჩობოდა გუშინ პაციენტი და არ ქონდათ მთელ ქალაქში აპარატი, ეს მინისტრი უნდა შეაერთო იმ აპარატზედ , საერთოდ რატომ იღებსხელფასსს

ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტია ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - "ინფიცირების ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული"

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტია ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - "ინფიცირების ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული"

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ დროისთვის, ხელოვნური მართვითი სუნთქვის აპარატზე 82 პაციენტი იმყოფება.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 9 162 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულების რაოდენობა გახლავთ 14 421 პირი. 3234 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1577 პირი. ხოლო, აჭარის რეგიონში 641. დღეის მდგომარეობით, 397 მძიმე პაციენტი გვყავს. მათ შორის, თბილისში 201, აჭარის რეგიონში 80. ხელოვნური მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათ შორის, თბილისში 53, აჭარაში 12.2025 პირი მოთავსებულია კოვიდ სასტუმროში. 9162 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამასთან, როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საგარეჯოს, თეთრიწყაროს, ქუთაისის, ახალციხისა და ლანჩხუთის კლინიკებს „ცხელების ცენტრები“ დაემატება. მინსიტრის განმარტებით, ასეთი კლინიკები მიიღებენ ცხელებით პაციენტებს. ამ მხრივ კი, როგორც ტიკარაძე განმარტავს, 442 საწოლფონდის მობილიზაცია კეთდება. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, არსებობს გაწერების საკმაოდ დადებითი დინამიკა აჭარასა და ქუთაისში. მისი თქმით, ქუთაისის რეგიონში გუშინ 118 პაციენტი გაიწერა, ხოლო აჭარაში 181 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„რაც შეეხება საწოლფონდის გადანაწილებას, საწოლფონდის გადანაწილების კუთხით ჩვენ, იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ რეგიონებში იკვეთება ინფიცირებულების რაოდენობა, შესაბამისად საჭირო ხდება უკვე იქ, საწოლების მობილიზაცია. ასევე დღეს ვამტკიცებთ ბრძანებით იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც ჩაერთვებიან. ეს იქნება, კლინიკები, როგორც საგარეჯოში ისე თეთრიწყაროში, კიდევ დამატებით ქუთაისში, ახალციხეში და ლანჩხუთში. ეს კლინიკები მიიღებენ ცხელებიან პაიენტებს და მათ საჭირო მკურნალობასა და მომსახურებას გაუწვენ. ეს იქნება „ცხელების ცენტრები“ ამ ეტაპისათვის. ვინაიდან, იცით, რომ კლინიკები საჭიროებენ გარკვეულ გამოცდილებასაც. ისინი მიღებენ ცხელებით პაციენტს და დიაგნოსტირების შემთხვევაში უკვე ცენტრალიზებულად გადაწყდება, თუ რა დამატებითი პროცედურა გაიმართება ამ კლინიკაში. საერთო ჯამში, ჩვენ ამ კუთხით გავაკეთებთ 442 საწოლის მობილიზებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, არსებობს კონკრეტული მოდელი, რომელსაც სამინისტრო მიჰყვება და ინფექციის გავრცელების პროგნოზს აკეთებს, რაც მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სისტემას საშუალებას აძლევს, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე პირველადი ჯანდაცვის სექტორში, კორონავირუსით დაავადებულებს მომზადებული შეხვდნენ.

„დღეს გვაქვს მაღალი მაჩვენებელი. ეს არის მოლოდინი და სწორედ იმიტომაც ვცდილობთ ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს არ იყოს შემთხვევითობა და შესაბამისად, ამან არ გამოიწვიოს მოსახლეობაში ზედმეტი მღელვარება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს არაერთი მოდელი და ამ მოდელის ერთ-ერთ კონკრეტულ ფაზას ჩვენ მივყვებით და უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ რომელი მოდელის მიხედვით ვითვლით პროგნოზულად, რაც შემდეგ დღეს ნამდვილად მართლდება, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე როგორც პირველად ჯანდაცვის სექტორში ვხვდებით ინფიცირებულებს მაღალი მზაობით. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავამატეთ მიმღები ზარის რამდენიმე ობიექტი, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, რის შედეგადაც, ნამდვილად, გაუმჯობესდა პაციენტებზე მონიტორინგი. მე არ ვგულისხმობ ხარისხობრივ მონიტორინგს, არამედ ვგულისხმობ რაოდენობრივს, ვინაიდან სწორად ნაწილდება უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა და შესაბამისად, მათი ჩართულობა მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის განმავლობაში ჩვენ ვმართეთ 3446 საქმე. აქედან პრობლემური - 340 საქმე, რომელიც კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ნაწარმოები იქნა 749 საქმე,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისსა და აჭარაში საკმაოდ დადებითი დინამიკაა გამოჯანმრთელებისა და კლინიკიდან გაწერის მიმართულებით. მინისტრის მონაცემებით, გუშინ ქუთაისის რეგიონში 118 პაციენტი გაეწერა, ხოლო აჭარაში 181 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გადამოწმებულია Hotsale-ის მიერ! - რომელმა საბურგერეებმა დაიმსახურეს Hotsale.ge-ის მომხმარებლის უმაღლესი შეფასება

"მძარცველი სინამდვილეში ძალიან მშიშარა ადამიანია" -  როგორ ხსნის ფსიქოლოგი ბანკზე თავდამსხმელის ფსიქოტიპს

87 წლის ქობულეთელმა მამაკაცმა კორონავირუსი დაამარცხა - "შემოვიდა კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით, დაუდგინდა პნევმონია"