საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შედგება თუ არა მოსკოვში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა - მხარეები მოლაპარაკების გასამართად მზადყოფნას გამოთქვამენ
შედგება თუ არა მოსკოვში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა - მხარეები მოლაპარაკების გასამართად მზადყოფნას გამოთქვამენ

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ მზა­დაა ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით მოს­კოვ­ში ჩა­ვი­დეს და ილ­ჰამ ალი­ევს პი­რის­პირ შეხ­ვდეს. თა­ვის მხრივ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ილ­ჰამ ალი­ე­ვიც მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს სომ­ხურ მხა­რეს­თან შე­სახ­ვედ­რად.

"მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით უნდა გა­და­წყდეს. სამ­წუ­ხა­როდ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს. მზად ვარ ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ვი­შუ­რო ამ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, მათ შო­რის მოს­კოვ­ში გა­ვემ­გზავ­რო და ილ­ჰამ ალი­ევს შევ­ხვდე“, - გა­ნა­ცხა­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი ადას­ტუ­რებს ბა­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სომ­ხეთ­თან მოს­კოვ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვის შე­სა­ხებ მზად­ყოფ­ნას. ამის შე­სა­ხებ მან "ტასს“-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვით შეხ­ვედ­რის­თვის რო­გორც მოს­კოვ­ში, ისე ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე იმის­თვის, რომ და­ვას­რუ­ლოთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ვი­პო­ვოთ და­რე­გუ­ლი­რე­ბის გზე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

ამას­თან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბაქო ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ტაქ­ტე­ბის­თვის მზად არის.

"ამ შემ­თხვე­ვა­ში, მე ასე­თი მოწ­ვე­ვა არ მი­მი­ღია. ამი­ტომ, ეს კი­თხვა ჩემი მი­სა­მარ­თით არ არის. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა ბევ­რჯერ გა­მარ­თეს ასე­თი სამმხრი­ვი შეხ­ვედ­რა სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის, მაგ­რამ, მას შემ­დეგ, რაც სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ვი­და პი­რო­ბი­თი სო­რო­სის ხელ­ში, ასე­თი კონ­ტაქ­ტე­ბი შე­წყდა“ , - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

ალი­ე­ვი აცხა­დებს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე მზა­დაა "ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ტაქ­ტე­ბის­თვის."

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია-ცოტა ნასვამი.
17

იმიტოა საქართველო და ქართველები ლიდერები კავკასიაში, რომ სომხეთი- აზერბაიჯანივით გამოსავალს მოსკოვში არ ეძებს და მონურ მდგომარეობაში არ იგდებს თავს კრემლთან, არამედ განგაშც ტეხს და აცხადებს, გძინავს დასავლეთო, რუსეთი გვჩაგვრავენ რენეგატი ქართველებით. ასეა ეს. დაფიქრდით..

gias
20

ცოტა ნასვამი კი არა მთვრალი ხარ სომხეთი სად ეძებს ხსნასო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

შედგება თუ არა მოსკოვში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა - მხარეები მოლაპარაკების გასამართად მზადყოფნას გამოთქვამენ

შედგება თუ არა მოსკოვში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა - მხარეები მოლაპარაკების გასამართად მზადყოფნას გამოთქვამენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზადაა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვში ჩავიდეს და ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდეს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც მზადყოფნას გამოთქვამს სომხურ მხარესთან შესახვედრად.

"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მზად ვარ ძალისხმევა არ დავიშურო ამ შედეგის მისაღწევად, მათ შორის მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ადასტურებს ბაქოს წარმომადგენლების სომხეთთან მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ მზადყოფნას. ამის შესახებ მან "ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით შეხვედრისთვის როგორც მოსკოვში, ისე ნებისმიერ ადგილზე იმისთვის, რომ დავასრულოთ წინააღმდეგობა და ვიპოვოთ დარეგულირების გზები“, - განაცხადა ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ ბაქო ნებისმიერი კონტაქტებისთვის მზად არის.

"ამ შემთხვევაში, მე ასეთი მოწვევა არ მიმიღია. ამიტომ, ეს კითხვა ჩემი მისამართით არ არის. ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა ბევრჯერ გამართეს ასეთი სამმხრივი შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას შორის, მაგრამ, მას შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლება გადავიდა პირობითი სოროსის ხელში, ასეთი კონტაქტები შეწყდა“ , - განაცხადა ალიევმა.

ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე მზადაა "ნებისმიერი კონტაქტებისთვის."

სომხეთის ოპოზიციაის ულტიმატუმი ნიკოლ ფაშინიანს - "ვაძლევთ დროს გადადგომისთვის..."

ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეკრებილები სკანდირებენ: "ნიკოლ, მოღალატე!"

სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები