პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აჩიკო სულ ამბობს, შენში წითელმა პომადამ და მანიკიურმა მომხიბლაო" - როგორ ახერხებს ხატია შამუგია მუდმივად ფორმაში ყოფნას და რაში არ ზოგავს თანხას?
"აჩიკო სულ ამბობს, შენში წითელმა პომადამ და მანიკიურმა მომხიბლაო" - როგორ ახერხებს ხატია შამუგია მუდმივად ფორმაში ყოფნას და რაში არ ზოგავს თანხას?

ყო­ველ­თვის ფორ­მა­შია, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და სხვა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით უზი­ა­რებს თა­ვის მოვ­ლის მი­სე­ულ წე­სებს, გა­მოც­დი­ლე­ბას. ამ­ბობს, რომ ამა­ში სა­ი­დუმ­ლოც არა­ფე­რია, ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ზრუნ­ვაა გა­რეგ­ნო­ბა­ზე.

პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი კომ­პა­ნია "ისი-პა­რის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ხა­ტია შა­მუ­გია, რო­მელ­საც "სურ­ნე­ლო­ვან ქალ­ბა­ტონ­საც" უწო­დე­ბენ, ამ­ჯე­რად AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია:

- თა­ვის მოვ­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩემ­თვის ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ორ­გა­ნუ­ლია, რო­გორც ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის დი­ლას თა­ვის მი­წეს­რი­გე­ბა, თუმ­ცა ამ მოვ­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის ღამე უფრო მეტი დრო მე­ხარ­ჯე­ბა, რად­გა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ღა­მოს უფრო გა­მარ­თლე­ბუ­ლი და მი­ღე­ბუ­ლია. ამ დროს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი და­სა­ძი­ნებ­ლად, და­სას­ვე­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბა, კა­ნიც უფრო აქ­ტი­უ­რად იწოვს მკვე­ბავს და ეფექ­ტიც მე­ტია. თუ ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც თვლის, რომ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ეს სხვა­დას­ხვა სა­ცხი­სა და ტა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გარ­და, ვარ­ჯი­შის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რი­თაც უკვე 14 წე­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. დავ­დი­ვარ აკ­ვა­ა­ე­რო­ბი­კა­ზე და კვი­რა­ში სამ­ჯერ, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ ვვარ­ჯი­შობ. ეს არის ჩემი წესი და რიგი, ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი რუ­ტი­ნა, რაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. წყლი­დან რომ ამოვ­დი­ვარ, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ თა­ვი­დან და­ვი­ბა­დე. მერე ის ზღვა ენერ­გია, რო­მე­ლიც ვარ­ჯი­შის შემ­დეგ მომ­დის, რო­გორ დავ­ხარ­ჯო, არ ვიცი.

- ე.ი. ბევრ რა­მეს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი გან­სა­ზღვრავს...

- დიახ, და ეს სჭირ­დე­ბათ რო­გორც ქა­ლებს, ისე მა­მა­კა­ცებს, რაც პირ­და­პირ ადა­მი­ა­ნის კან­ზე აი­სა­ხე­ბა. გარ­და ამი­სა, მინ­და, სი­ა­მა­ყით აღ­ვნიშ­ნო (თუმ­ცა ეს ბევ­რმა იცის კი­დეც), რომ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი ცხოვ­რე­ბა­ში არ და­მი­ლე­ვია. ამას­თან, თუ ვთქვათ, ჩემი სასმსა­ხუ­რებ­რი­ვი სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის, რა­ი­მე სა­ღა­მო, ღო­ნის­ძი­ე­ბა არ მიმ­ყავს, სა­ღა­მოს ადრე ვი­ძი­ნებ. არც ღა­მის გა­თე­ნე­ბა მიყ­ვარს და არც - სი­გა­რე­ტი. ესეც აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბა­ზე... გარ­და ამი­სა, უზო­მოდ მიყ­ვარს გა­რუ­ჯვა, წყა­ლი, მაგ­რამ ბოლო წლე­ბია, სა­ხე­ზე მზეს არ ვი­კა­რებ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვი­ცავ, თუმ­ცა ბევ­რს ვცუ­რავ, არ ვარ ის კა­ტე­გო­რია, რომ­ლიც დღე და ღამე პლაჟ­ზე წევს - ცურ­ვი­სას ვირუ­ჯე­ბი.

- რაც შე­ე­ხე­ბა კვე­ბას - დი­ე­ტას იცავ?

- ვერ გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბი, მაგ­რამ "მალ­დო­ნალდსის" საკ­ვებს არ ვე­კა­რე­ბი. სა­ა­თო­ბით და კა­ლო­რი­ე­ბის დათ­ვლით კვე­ბა არ გა­მომ­დის, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას დღის რე­ჟი­მიც არ მაძ­ლევს, მაგ­რამ პური, ცო­მე­უ­ლი, ტკბი­ლე­უ­ლი, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამო­ღე­ბულ მაქვს კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან. ყვე­ლა­ფერს სა­ღა­მოს 7 სა­ა­თამ­დე ვჭამ, ვარ­ჯი­შის მერე აღარ ვიკ­ვე­ბე­ბი. უნდა გი­თხრათ, რომ ჩემს თავ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბა ის იყო, რომ ნამ­ცხვარ­სა და "კოკა-კო­ლა­ზე" ვთქვი უარი... მერე ადა­მი­ა­ნი ნელ-ნელა ეჩ­ვე­ვი და მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც აღარ გაქვს...

- კა­ნი­სა და თმის მოვ­ლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­ლის­თვის...

- დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ თმას. მე თუ მკი­თხავთ, ქალი კანი, თმა და ფრჩხი­ლია... შე­მიძ­ლია სა­მოს­ზე, მან­ქან­ზე, ტე­ლე­ფონ­ზე გა­ვა­კე­თო ეკო­ნო­მია, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა თმი­სა და კა­ნის მოვ­ლის ხა­რის­ხი­ან სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ეკო­ნო­მია არ გა­მომ­დის.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა მე­ტად სრულ­ყონ, აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თა­ვენ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვას - პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას. ამ მი­მარ­თუ­ე­ბით რა­ი­მე მცდე­ლო­ბა ხომ არ გქო­ნია?

- პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას, ეს­თე­ტი­კურ მე­დი­ცი­ნას მი­ვე­სალ­მე­ბი და ასე­ვე ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც თა­ვი­სი ნაკ­ლი იცის და ყვე­ლა­ფერს ზო­მი­ე­რად და ბუ­ნებ­რი­ვად იკე­თებს ამა თუ იმ ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში. სა­ერ­თოდ, გა­და­ჭარ­ბე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში მა­ღი­ზი­ა­ნებს, მარ­ტო პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ში კი არა. ოქ­როს შუ­ა­ლე­დი ყვე­ლა­ფერს უხ­დე­ბა. არ­სე­ბობს კარ­გი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი და დამ­ჯე­რი პა­ცი­ენ­ტი და მგო­ნია, არც ერთი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი პა­ცი­ენტს არ მის­ცემს ცუდ რჩე­ვას, მაგ­რამ როცა პა­ცი­ენტს მეტი და მეტი უნდა, მა­შინ სპე­ცი­ა­ლის­ტი უძ­ლუ­რია...

უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვებს კი, ბო­ლოს რა­ტომ­ღაც პლას­ტი­კურ ქი­რურგს აბ­რა­ლე­ბენ. ეს მათი ბრა­ლი არ არის, საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვი პა­ცი­ენ­ტე­ბის ბრა­ლია. მოკ­ლედ, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის­თვის არ მი­მი­მარ­თავს, მად­ლო­ბა ჩემს მშობ­ლებს, რომ ცხვი­რი ნორ­მა­ლუ­რი ფორ­მის მაქვს. თუმ­ცა როცა ასა­კი მო­მე­მა­ტე­ბა და ინექ­ცი­უ­რი მე­დი­ცი­ნა, სა­ცხი, აპა­რა­ტი ვე­რა­ფერს მიშ­ვე­ლის, მერე აუ­ცი­ლებლდ მივ­მარ­თავ. რა­ტო­მაც არა, როცა შე­გიძ­ლია ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, არ უნდა შე­ე­გუო ასაკს. წე­ლი­წად­ში ერთხელ სამ ეტა­პად ვი­კე­თებ ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და აქაც მი­მაჩ­ნია, რომ პრე­პა­რა­ტე­ბის და­ზოგ­ვა არ ღირს. ჯო­ბია, ძვი­რი პრე­პა­რა­ტი გა­ი­კე­თო და ერთხელ, ვიდ­რე იაფი. იაფი პრე­პა­რა­ტე­ბის არ მწამს.

- სახ­ლი­დან გას­ვლი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა არის შენ­თვის?

- "პუდ­რის", ტო­ნა­ლუ­რის და პო­მა­დის გა­რე­შე სახ­ლი­დან არ გავ­დი­ვარ - ეს უკვე ჩვე­ვა­ში მაქვს. ამ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში პირ­ბა­დემ ცოტა გა­მირ­თუ­ლა საქ­მე - პო­მა­და გა­და­დის, მაგ­რამ ახლა ისე­თი ძლი­ე­რი პო­მა­დის წას­მა მი­წევს, რო­მე­ლიც უკვე არ გა­და­დის. ეს პო­მა­და დი­დად არ მომ­წონს, მაგ­რამ მი­წევს. პირ­ბა­დე­მაც კი ვერ მათ­ქმე­ვი­ნა უარი პო­მა­და­ზე...

- ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბა­ზე ისიც აი­სა­ხე­ბა გვერ­დით ვინ ჰყავს...

- აჩი­კო ისე­თი ეს­თე­ტია, პარ­ფი­უ­მე­რი­ა­ში ჩემ­ზე მე­ტად ერ­კვე­ვა. ჯერ ერთი, ევ­რო­პის გულ­ში, ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს და პარ­ფი­უ­მე­რულ სი­ახ­ლე­ებს პირ­ვე­ლი ეზი­ა­რე­ბა ხოლ­მე. სულ ამ­ბობს, რომ შენ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად წი­თელ­მა პო­მა­დამ და წი­თელ­მა მა­ნი­კი­ურ­მა მომ­ხიბ­ლაო. ახლა კო­რო­ნას გამო, უცხო ქვეყ­ნებ­ში ჩა­მოს­ვლა-წას­ვლა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია და ონ­ლა­ინ როცა ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, არ არ­სე­ბობს, მა­ნი­კი­უ­რი არ შე­ა­მოწ­მოს, მის­ვია თუ არა. აკონ­ტრო­ლებს ჩემს ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს, ამას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩემი გე­მოვ­ნე­ბა მოს­წონს. არ მიყ­ვარს ვულ­გა­რუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა. სი­სა­და­ვეს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. ჩაც­მის სტი­ლით უფრო კლა­სი­კუ­რის­კენ ვიხ­რე­ბი - ამ სტილს რა­ღაც თა­ვის­თა­ვად მო­ვერ­გე.

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად რას იყე­ნებ?

- ბი­ჟუ­ტე­რი­ის მი­მართ რა­ტომ­ღაც ალერ­გია მაქვს და ვერ ვი­ყე­ნებ, ამი­ტომ, ოქ­როს სამ­კა­უ­ლებს ვი­კე­თებ. ჩემი აღ­ნა­გო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­სი­უ­რი სამ­კა­უ­ლე­ბი არ მიხ­დე­ბა და პა­ტა­რა, წვრი­ლი სა­ყუ­რე­ე­ბი, ბეჭ­დე­ბი მაქვს, ასე­თი­ვე ყელ­სა­ბა­მი. სახ­ლი­დან წვრი­ლი ოქ­როს სა­მა­ჯუ­რის გა­რე­შე არ გავ­დი­ვარ, ეს ჩემი გა­ნუყ­რე­ლი ნივ­თია. აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს ბრო­შე­ბი და შარ­ფე­ბი... შე­იძ­ლე­ბა 5 დღე ერთი და იგი­ვე კაბა გეც­ვას, მაგ­რამ ბრო­შით სხვა­ნა­ი­რი იყოს ის კაბა, შარ­ფით და სამ­კა­უ­ლით. ასე რომ, გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, შე­გიძ­ლია, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი "ლუქი" შექ­მნა.

- ჩვენ დიდი აუ­დი­ტო­რია გვკი­თხუ­ლობს, მათ შო­რის არი­ან საქ­მი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, დი­ა­სახ­ლი­სე­ბი, ისი­ნიც, ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, თა­ვის მოვ­ლას სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხე­ბი და­ა­ხარ­ჯონ, ვთქვათ, ია­რონ პრეს­ტი­ჟულ სა­ლო­ნებ­ში, ჩა­ე­წე­რონ მა­ნი­კი­უ­რის რიგ­ში, იყი­დონ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტუჩ­სა­ცხი და ა.შ. რა რჩე­ვას მის­ცემ­დი მათ?

- არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინც გინ­და იყოს - მეც ხში­რად, დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო ვერ მივ­სულ­ვარ მა­ნი­კი­ურ­ზე და სახ­ლში წა­მის­ვამს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ტუჩ­სა­ცხი ძვი­რი იქ­ნე­ბა თუ შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფა­სის, ახლა ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნია, რომ სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი შე­ი­ძი­ნო კა­ნი­სა თუ თმის მოვ­ლის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხის ნი­ღაბს, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ხი­ლის, თაფ­ლის და სხვა­დას­ხვა რა­ღა­ცის­გან გა­კე­თე­ბა მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა.

მა­გა­ლი­თად, თმის­თვის იგი­ვე გვი­რი­ლის ნა­ხარ­ში გა­და­სა­რე­ვია... თმის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებ­შიც არის ისე­თი კარ­გი რა­ღა­ცე­ბი, რაც სუ­ლაც არ არის ძვი­რი. მთა­ვა­რია სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი და მიგ­ნე­ბუ­ლი ნივ­თი, პრო­დუქ­ტი იყოს, ფასს აზრი არ აქვს. მა­ნი­კი­უ­რის წას­მაც სახ­ლშიც შე­იძ­ლე­ბა. ხომ, ვამ­ბობ, გე­მოვ­ნე­ბა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ლა­მა­ზი კა­ბაც შე­ი­კე­რო, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი სა­მო­სიც, არც ბრენ­დუ­ლი იყოს და არც ძვი­რი, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვვა­ში ადა­მი­ანს გე­მოვ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა.

არ მე­გუ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ზე ქალი, რო­მელ­საც არ აქვს სურ­ვი­ლი, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. მგო­ნია, რომ მას­ში თა­ვის­თა­ვად ზის ის, რომ ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს და იპ­რან­ჭე­ბო­დეს. თუ კმა­ყო­ფი­ლი ხარ და თვლი, რომ არა გი­შავს, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, ე.ი. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. როცა კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხარ, რაც შენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ოღონდ, ეს თავ­და­ჯერ­ბუ­ლო­ბა ობი­ექ­ტუ­რი უნდა იყოს, თო­რემ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­ფერს წარ­მო­ად­გე­ნენ და ისე­თი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რაც ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სწო­რად შე­ფა­სე­ბა. კარ­გია სა­მო­სიც, ფეხ­საც­მე­ლიც, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ქალი შიგ­ნი­დან რო­გო­რი ას­ხი­ვებს... სა­ერ­თოდ კი, ქალი უნდა იყოს პრი­ა­ლა, სუფ­თა და სურ­ნე­ლო­ვა­ნი...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

არ გადააჭარბოთო და თავად მოუთქლეშია ტუჩები ,,დიდი გემოვნებით". 

natela
8

ქალბეტონი ხატია ყველაზე ლამაზი ქართველი ქალია ანუკი არეშიძის და ნინი ბადურაშვილის შემდეგ

ავტორი:

"აჩიკო სულ ამბობს, შენში წითელმა პომადამ და მანიკიურმა მომხიბლაო" - როგორ ახერხებს ხატია შამუგია მუდმივად ფორმაში ყოფნას და რაში არ ზოგავს თანხას?

"აჩიკო სულ ამბობს, შენში წითელმა პომადამ და მანიკიურმა მომხიბლაო" - როგორ ახერხებს ხატია შამუგია მუდმივად ფორმაში ყოფნას და რაში არ ზოგავს თანხას?

ყოველთვის ფორმაშია, მოწესრიგებულია და სხვასაც სიამოვნებით უზიარებს თავის მოვლის მისეულ წესებს, გამოცდილებას. ამბობს, რომ ამაში საიდუმლოც არაფერია, ეს ხომ ჩვეულებრივი ზრუნვაა გარეგნობაზე.

პარფიუმერული კომპანია "ისი-პარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია შამუგია, რომელსაც "სურნელოვან ქალბატონსაც" უწოდებენ, ამჯერად AMBEBI.GE-ს სტუმარია:

- თავის მოვლის პროცედურები ჩემთვის ისეთივე ჩვეულებრივი და ორგანულია, როგორც ყოველი ადამიანისთვის დილას თავის მიწესრიგება, თუმცა ამ მოვლის პროცედურებისთვის ღამე უფრო მეტი დრო მეხარჯება, რადგანაც ეს ყველაფერი საღამოს უფრო გამართლებული და მიღებულია. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი დასაძინებლად, დასასვენებლად ემზადება, კანიც უფრო აქტიურად იწოვს მკვებავს და ეფექტიც მეტია. თუ ერთი ადამიანი მაინც თვლის, რომ კარგად გამოვიყურები, ეს სხვადასხვა საცხისა და ტანის მოვლის საშუალებების გარდა, ვარჯიშის დამსახურებაა, რითაც უკვე 14 წელია, დაკავებული ვარ. დავდივარ აკვააერობიკაზე და კვირაში სამჯერ, სამსახურის შემდეგ ვვარჯიშობ. ეს არის ჩემი წესი და რიგი, ყოველკვირეული რუტინა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. წყლიდან რომ ამოვდივარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავიდან დავიბადე. მერე ის ზღვა ენერგია, რომელიც ვარჯიშის შემდეგ მომდის, როგორ დავხარჯო, არ ვიცი.

- ე.ი. ბევრ რამეს ჯანსაღი ცხოვრების წესი განსაზღვრავს...

- დიახ, და ეს სჭირდებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, რაც პირდაპირ ადამიანის კანზე აისახება. გარდა ამისა, მინდა, სიამაყით აღვნიშნო (თუმცა ეს ბევრმა იცის კიდეც), რომ ალკოჰოლური სასმელი ცხოვრებაში არ დამილევია. ამასთან, თუ ვთქვათ, ჩემი სასმსახურებრივი საჭიროება არ არის, რაიმე საღამო, ღონისძიება არ მიმყავს, საღამოს ადრე ვიძინებ. არც ღამის გათენება მიყვარს და არც - სიგარეტი. ესეც აისახება ადამიანის გარეგნობაზე... გარდა ამისა, უზომოდ მიყვარს გარუჯვა, წყალი, მაგრამ ბოლო წლებია, სახეზე მზეს არ ვიკარებ, განსაკუთრებულად ვიცავ, თუმცა ბევრს ვცურავ, არ ვარ ის კატეგორია, რომლიც დღე და ღამე პლაჟზე წევს - ცურვისას ვირუჯები.

- რაც შეეხება კვებას - დიეტას იცავ?

- ვერ გეტყვით, რომ ძალიან ჯანსაღად ვიკვებები, მაგრამ "მალდონალდსის" საკვებს არ ვეკარები. საათობით და კალორიების დათვლით კვება არ გამომდის, ამის საშუალებას დღის რეჟიმიც არ მაძლევს, მაგრამ პური, ცომეული, ტკბილეული, გაზიანი სასმელი აბსოლუტურად ამოღებულ მაქვს კვების რაციონიდან. ყველაფერს საღამოს 7 საათამდე ვჭამ, ვარჯიშის მერე აღარ ვიკვებები. უნდა გითხრათ, რომ ჩემს თავზე ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო, რომ ნამცხვარსა და "კოკა-კოლაზე" ვთქვი უარი... მერე ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევი და მოთხოვნილებაც აღარ გაქვს...

- კანისა და თმის მოვლაც მნიშვნელოვანია ქალისთვის...

- დიდ ყურადღებას ვაქცევ თმას. მე თუ მკითხავთ, ქალი კანი, თმა და ფრჩხილია... შემიძლია სამოსზე, მანქანზე, ტელეფონზე გავაკეთო ეკონომია, მაგრამ რაც შეეხება თმისა და კანის მოვლის ხარისხიან საშუალებებზე ეკონომია არ გამომდის.

- თანამედროვე ქალბატონები, იმისთვის, რომ საკუთარი გარეგნობა მეტად სრულყონ, აქტიურად მიმართავენ თანამედროვე მედიცინის მიღწევას - პლასტიკურ ქირურგიას. ამ მიმართუებით რაიმე მცდელობა ხომ არ გქონია?

- პლასტიკურ ქირურგიას, ესთეტიკურ მედიცინას მივესალმები და ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ნაკლი იცის და ყველაფერს ზომიერად და ბუნებრივად იკეთებს ამა თუ იმ ესთეტიკური მედიცინის ცენტრში. საერთოდ, გადაჭარბება ყველაფერში მაღიზიანებს, მარტო პლასტიკურ ქირურგიაში კი არა. ოქროს შუალედი ყველაფერს უხდება. არსებობს კარგი პლასტიკური ქირურგი და დამჯერი პაციენტი და მგონია, არც ერთი პლასტიკური ქირურგი პაციენტს არ მისცემს ცუდ რჩევას, მაგრამ როცა პაციენტს მეტი და მეტი უნდა, მაშინ სპეციალისტი უძლურია...

უკმაყოფილების შემთხვევებს კი, ბოლოს რატომღაც პლასტიკურ ქირურგს აბრალებენ. ეს მათი ბრალი არ არის, საქმეში ჩაუხედავი პაციენტების ბრალია. მოკლედ, ჯერჯერობით ამისთვის არ მიმიმართავს, მადლობა ჩემს მშობლებს, რომ ცხვირი ნორმალური ფორმის მაქვს. თუმცა როცა ასაკი მომემატება და ინექციური მედიცინა, საცხი, აპარატი ვერაფერს მიშველის, მერე აუცილებლდ მივმართავ. რატომაც არა, როცა შეგიძლია ახალგაზრდულად გამოიყურებოდე, არ უნდა შეეგუო ასაკს. წელიწადში ერთხელ სამ ეტაპად ვიკეთებ ბიორევიტალიზაციას და აქაც მიმაჩნია, რომ პრეპარატების დაზოგვა არ ღირს. ჯობია, ძვირი პრეპარატი გაიკეთო და ერთხელ, ვიდრე იაფი. იაფი პრეპარატების არ მწამს.

- სახლიდან გასვლისას მნიშვნელოვანი რა არის შენთვის?

- "პუდრის", ტონალურის და პომადის გარეშე სახლიდან არ გავდივარ - ეს უკვე ჩვევაში მაქვს. ამ პანდემიის პერიოდში პირბადემ ცოტა გამირთულა საქმე - პომადა გადადის, მაგრამ ახლა ისეთი ძლიერი პომადის წასმა მიწევს, რომელიც უკვე არ გადადის. ეს პომადა დიდად არ მომწონს, მაგრამ მიწევს. პირბადემაც კი ვერ მათქმევინა უარი პომადაზე...

- ქალის გარეგნობაზე ისიც აისახება გვერდით ვინ ჰყავს...

- აჩიკო ისეთი ესთეტია, პარფიუმერიაში ჩემზე მეტად ერკვევა. ჯერ ერთი, ევროპის გულში, ირლანდიაში ცხოვრობს და პარფიუმერულ სიახლეებს პირველი ეზიარება ხოლმე. სულ ამბობს, რომ შენში ყველაზე მეტად წითელმა პომადამ და წითელმა მანიკიურმა მომხიბლაო. ახლა კორონას გამო, უცხო ქვეყნებში ჩამოსვლა-წასვლა გართულებულია და ონლაინ როცა ველაპარაკები, არ არსებობს, მანიკიური არ შეამოწმოს, მისვია თუ არა. აკონტროლებს ჩემს ვიზუალურ მხარეს, ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ძალიან გემოვნებიანი ადამიანია და ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩემი გემოვნება მოსწონს. არ მიყვარს ვულგარული ჩაცმულობა. სისადავეს ვანიჭებ უპირატესობას. ჩაცმის სტილით უფრო კლასიკურისკენ ვიხრები - ამ სტილს რაღაც თავისთავად მოვერგე.

- აქსესუარებიდან ყველაზე აქტიურად რას იყენებ?

- ბიჟუტერიის მიმართ რატომღაც ალერგია მაქვს და ვერ ვიყენებ, ამიტომ, ოქროს სამკაულებს ვიკეთებ. ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, მასიური სამკაულები არ მიხდება და პატარა, წვრილი საყურეები, ბეჭდები მაქვს, ასეთივე ყელსაბამი. სახლიდან წვრილი ოქროს სამაჯურის გარეშე არ გავდივარ, ეს ჩემი განუყრელი ნივთია. აქსესუარებიდან ყველაზე მეტად მიყვარს ბროშები და შარფები... შეიძლება 5 დღე ერთი და იგივე კაბა გეცვას, მაგრამ ბროშით სხვანაირი იყოს ის კაბა, შარფით და სამკაულით. ასე რომ, გემოვნების მიხედვით, შეგიძლია, სხვადასხვანაირი "ლუქი" შექმნა.

- ჩვენ დიდი აუდიტორია გვკითხულობს, მათ შორის არიან საქმიანი ქალბატონები, დიასახლისები, ისინიც, ვისაც საშუალება არ აქვს, თავის მოვლას სერიოზული თანხები დაახარჯონ, ვთქვათ, იარონ პრესტიჟულ სალონებში, ჩაეწერონ მანიკიურის რიგში, იყიდონ ძვირადღირებული ტუჩსაცხი და ა.შ. რა რჩევას მისცემდი მათ?

- არ აქვს მნიშვნელობა, ვინც გინდა იყოს - მეც ხშირად, დროის უქონლობის გამო ვერ მივსულვარ მანიკიურზე და სახლში წამისვამს. არ აქვს მნიშვნელობა, ტუჩსაცხი ძვირი იქნება თუ შეღავათიანი ფასის, ახლა ფართო არჩევანია, რომ სასურველი პროდუქტი შეიძინო კანისა თუ თმის მოვლისთვის. რაც შეეხება სახის ნიღაბს, სახლის პირობებში ხილის, თაფლის და სხვადასხვა რაღაცისგან გაკეთება მარტივად შეიძლება.

მაგალითად, თმისთვის იგივე გვირილის ნახარში გადასარევია... თმის მოვლის საშუალებებშიც არის ისეთი კარგი რაღაცები, რაც სულაც არ არის ძვირი. მთავარია სწორად შერჩეული და მიგნებული ნივთი, პროდუქტი იყოს, ფასს აზრი არ აქვს. მანიკიურის წასმაც სახლშიც შეიძლება. ხომ, ვამბობ, გემოვნებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, შეიძლება ლამაზი კაბაც შეიკერო, სხვადასხვაგვარი სამოსიც, არც ბრენდული იყოს და არც ძვირი, მაგრამ ვიმეორებ, ნებისმიერ შემთხვვაში ადამიანს გემოვნება სჭირდება.

არ მეგულება ქვეყანაზე ქალი, რომელსაც არ აქვს სურვილი, კარგად გამოიყურებოდეს. მგონია, რომ მასში თავისთავად ზის ის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს და იპრანჭებოდეს. თუ კმაყოფილი ხარ და თვლი, რომ არა გიშავს, კარგად გამოიყურები, ე.ი. ყველაფერი კარგად არის. როცა კარგად გამოიყურები, მეტად თავდაჯერებული ხარ, რაც შენს საქმიანობაზეც აისახება. ოღონდ, ეს თავდაჯერბულობა ობიექტური უნდა იყოს, თორემ არიან ადამიანები, არაფერს წარმოადგენენ და ისეთი თავდაჯერებულები არიან, რაც ძალიან სასაცილოა. ვიმეორებ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება. კარგია სამოსიც, ფეხსაცმელიც, მაგრამ მთავარია, ქალი შიგნიდან როგორი ასხივებს... საერთოდ კი, ქალი უნდა იყოს პრიალა, სუფთა და სურნელოვანი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია დღევანდელი სტატისტიკა და რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება?

1 აპრილიდან დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებსაც ავტომობილზე ძველი სანომრე ნიშნები ექნებათ

დღეს ამინდი უარესდება - სად იქნება ძლიერი ქარი და სად იწვიმებს?