პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში უტარდება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია - თამარ გაბუნიას განმარტება
რა შემთხვევაში უტარდება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის და მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია უტარ­დე­ბათ, რათა გა­ნი­სა­ზღვროს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მსუ­ბუქ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია არ უტარ­დე­ბათ და ისი­ნი ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბენ.

"ჩვენ გვაქვს „გა­იდ­ლა­ი­ნი“, სა­დაც გან­სა­ზღვრუ­ლია მსუ­ბუქ შემ­თხვე­ვებ­ში რა ხდე­ბა, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის შემ­თხვე­ვებ­ში რა ხდე­ბა და მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ. მსუ­ბუქ შემ­თხვე­ვებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია მხო­ლოდ სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

ეს არის ის შემ­ხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც რჩე­ბა ბი­ნა­ზე. ჩვენ უკვე ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს, რო­მე­ლიც ბი­ნა­ზე რჩე­ბა, მათ რა თქმა უნდა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია არ უტარ­დე­ბათ, თუ ეს გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბით არ არის ნაჩ­ვე­ნე­ბი. ისი­ნი სიმპტო­მურ მკურ­ნა­ლო­ბას სი­ცხის­თვის, ხვე­ლის­თვის იტა­რე­ბენ და ბი­ნა­ზე რჩე­ბი­ან. მათ არც ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია სჭირ­დე­ბათ და არც სხვა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ე­ხე­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­სა და მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია გან­სა­ზღვრუ­ლია რო­გორც ერთ-ერთი კვლე­ვა ჩვე­ნი პრო­ტო­კო­ლის თა­ნახ­მად. ექი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ირ­ჩე­ვა ის პა­ცი­ენ­ტი, ვი­საც უნდა ჩა­უ­ტარ­დეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, რაც აჩ­ვე­ნებს ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რისხს, რაც პროგ­ნო­ზუ­ლად გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ვა­რა­უ­დოთ, რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­თუ­ლე­ბე­ბი. ეს არის სრუ­ლად კლი­ნი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გამ­ყა­რე­ბუ­ლია პრო­ტო­კო­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ავტორი:

რა შემთხვევაში უტარდება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია - თამარ გაბუნიას განმარტება

რა შემთხვევაში უტარდება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ საშუალო სიმძიმის და მძიმე პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდებათ, რათა განისაზღვროს, მოსალოდნელია თუ არა გართულებები.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მსუბუქ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფია არ უტარდებათ და ისინი ბინაზე მკურნალობენ.

"ჩვენ გვაქვს „გაიდლაინი“, სადაც განსაზღვრულია მსუბუქ შემთხვევებში რა ხდება, საშუალო სიმძიმის შემთხვევებში რა ხდება და მძიმე შემთხვევებში როგორ უნდა მოვიქცეთ. მსუბუქ შემთხვევებში ნაჩვენებია მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა.

ეს არის ის შემხვევები, რომელიც რჩება ბინაზე. ჩვენ უკვე ბევრი პაციენტი გვყავს, რომელიც ბინაზე რჩება, მათ რა თქმა უნდა, კომპიუტერული ტომოგრაფია არ უტარდებათ, თუ ეს გამოხატული სიმპტომებით არ არის ნაჩვენები. ისინი სიმპტომურ მკურნალობას სიცხისთვის, ხველისთვის იტარებენ და ბინაზე რჩებიან. მათ არც ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდებათ და არც სხვა რაიმე განსაკუთრებული.

რაც შეეეხება საშუალო სიმძიმისა და მძიმე პაციენტებს, კომპიუტერული ტომოგრაფია განსაზღვრულია როგორც ერთ-ერთი კვლევა ჩვენი პროტოკოლის თანახმად. ექიმის გადაწყვეტილებით ირჩევა ის პაციენტი, ვისაც უნდა ჩაუტარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც აჩვენებს ფილტვის დაზიანების ხარისხს, რაც პროგნოზულად გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რამდენად მოსალოდნელია გართულებები. ეს არის სრულად კლინიკური გადაწყვეტილება, რომელიც გამყარებულია პროტოკოლის რეკომენდაციებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

რა ხდება "დინამო არენასთან", სადაც მალე საქართველო-ბელარუსის მატჩი გაიმართება (ვიდეო)

ქუთაისში მეოთხე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

"სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა" - ქართველი თამარის ამერიკული წარმატება