მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?
ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?

სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ის (სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დად­გე­ნის) სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში უცხო ქვეყ­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მის­კენ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, კო­მი­სი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი არა­მარ­თლზო­მი­ე­რად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ შე­თან­ხმდა.

სა­უ­ბა­რია კო­მი­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხზე 2006-2007 წლებ­ში მუ­შა­ობ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ახალ­მა კარ­ტოგ­რა­ფი­ულ­მა მა­სა­ლებ­მა 2006-2007 წლის შე­თან­ხმე­ბა შეც­ვა­ლოს.

"ჩვე­ნი მხრი­დან მო­ძი­ე­ბუ­ლია ახა­ლი და­მა­ტე­ბი­თი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბი და მო­წო­დე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის. ამ მა­სა­ლე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად, არ გა­მოვ­რი­ცხავ 2006-2007 წლებ­ში მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის გა­და­ხედ­ვა გახ­დეს სა­ჭი­რო. ვი­მე­დოვ­ნებ, გვექ­ნე­ბა პროგ­რე­სი. კო­მი­სი­ამ ეს სა­კი­თხი ორ­მხრი­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს, ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ. ორი­ვე მხა­რეს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა აქვს ამ სა­კი­თხზე",- გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­შიც მუ­შა­ობ­და კო­მი­სია, ამ­ბობს, რომ ის, რაც და­ვით გა­რეჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა.

"ის, რაც იკად­რეს ჩვე­ნი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგლის, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი ად­გი­ლის, გა­რე­ჯის მი­მართ, ეს არის დიდი ხნის წინ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია. სხვა­თა შო­რის, ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა. მინ­და გი­თხრათ, რა აქვთ მათ ამ პრო­ვო­კა­ცი­ის შემ­დე­გი ეტა­პე­ბი - ისი­ნი აპი­რე­ბენ, ჯერ ალა­პა­რა­კონ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე მან­ჯგა­ლა­ძე, რო­მე­ლიც იტყვის, რომ მან რა­ღაც და­ვა­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო ჩემ­გან თუ სხვის­გან ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბის­თვის, შემ­დეგ ისი­ნი აპი­რე­ბენ გა­მო­იყ­ვა­ნონ მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იტყვი­ან, რომ ამ მი­წე­ბის გას­ხვი­სე­ბის­თვის ფული გა­და­ი­ხა­დეს, 60 თუ 80 მი­ლი­ო­ნი, რაც და­ი­ბა­დე­ბა ФСВ-ს პრო­პა­გან­დის­ტე­ბის და ივა­ნიშ­ვი­ლის თავ­ში. მერე ამა­ზე აა­გე­ბენ მთელ ამ­ბავს, რომ ჩვენ ქარ­თუ­ლი მიწა გავ­ყი­დეთ" - ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ვინ იყ­ვნენ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხზე 2006-2007 წლებ­ში მუ­შა­ობ­დნენ? - ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია matsne.gov.ge-ზედა ირ­კვე­ვა, რომ კო­მი­სი­ა­ში 10 პირი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ესე­ნი იყ­ვნენ:

გი­ორ­გი მან­ჯგა­ლა­ძე – სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე

ვახ­ტანგ და­თუ­ნაშ­ვი­ლი – სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ცი­ე­ბის და­გეგ­მა­რე­ბი­სა და სა­სა­ზღვრო-სა­მიგ­რა­ციო კონ­ტრო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი

ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა – სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ცი­ე­ბის და­გეგ­მა­რე­ბი­სა და სა­სა­ზღვრო-სა­მიგ­რა­ციო კონ­ტრო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ოფი­ცე­რი

ვა­ლე­რი­ან იმ­ნა­იშ­ვი­ლი – სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

ირაკ­ლი ლეჟა­ვა – სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ო­დე­ზი­ი­სა და კარ­ტოგ­რა­ფი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი

ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი – სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის რე­ფე­რენ­ტი, ექ­სპერტთა ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი

ზუ­რაბ ტა­ტიშ­ვი­ლი – სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, პოლ­კოვ­ნი­კი

რუ­სუ­დან ტუ­შუ­რი – სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო-სა­მარ­თლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი

ლე­ვან წურ­წუ­მია – სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო-სა­მარ­თლებ­რი­ვი დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ვე­ლი, კო­მი­სი­ის მდი­ვა­ნი

ლე­ვან ჯღარ­კა­ვა – სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს საბ­ჟო კონ­ტრო­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
78

 რა უბედურებაა უცოდინრობა! გარეჯი ზღვის სანაპიროზე. თუ იყო ნამდვილად არ მეგონა.

ნინო
558

ამათ ვინ რას კითხავდათ,რასაც უბრძანებდნენ,იმას გააკეთებდნენ.ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას სააკაშვილს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?

ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის (სახელმწიფო საზღვრის დადგენის) საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საგამოძიებო უწყებამ გუშინ გაავრცელა. პროკურატურის ცნობით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

საუბარია კომისიაზე, რომელიც დემარკაციის საკითხზე 2006-2007 წლებში მუშაობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს.

"ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი დამატებითი კარტოგრაფიული მასალები და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვის. ამ მასალების გაანალიზების შედეგად, არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო. ვიმედოვნებ, გვექნება პროგრესი. კომისიამ ეს საკითხი ორმხრივად უნდა გადაწყვიტოს, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ორივე მხარეს კონსტრუქციული მიდგომა აქვს ამ საკითხზე",- განაცხადა ზალკალიანმა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, რომლის პრეზიდენტობის პერიოდშიც მუშაობდა კომისია, ამბობს, რომ ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

"ის, რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის, გარეჯის მიმართ, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია. სხვათა შორის, ამის შესახებ ჟურნალისტები საუბრობენ უკვე რამდენიმე კვირაა. მინდა გითხრათ, რა აქვთ მათ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები - ისინი აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისებისთვის, შემდეგ ისინი აპირებენ გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ამ მიწების გასხვისებისთვის ფული გადაიხადეს, 60 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ФСВ-ს პროპაგანდისტების და ივანიშვილის თავში. მერე ამაზე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ" - ამბობს სააკაშვილი.

ვინ იყვნენ კომისიის წევრები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხზე 2006-2007 წლებში მუშაობდნენ? - ინფორმაცია განთავსებულია matsne.gov.ge-ზე და ირკვევა, რომ კომისიაში 10 პირი იმყოფებოდა.

ესენი იყვნენ:

გიორგი მანჯგალაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ დათუნაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი

ნატალია ილიჩოვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი ოფიცერი

ვალერიან იმნაიშვილი – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი

ირაკლი ლეჟავა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი

ივერი მელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის რეფერენტი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი

ზურაბ ტატიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი

რუსუდან ტუშური – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

ლევან წურწუმია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ლევან ჯღარკავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი.

საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

როგორ იმუშავებენ მატარებლები საახალწლო დღეებში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი