თბილისში ჩატარებულმა ერთ-ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა განმარტა, რომ ქორწილების, იუბილის, ქელეხებისა და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვის აკრძალვა მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს.
"სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ საგულისხმო მაგალითია, ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა.
ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი.
ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში - 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგატყუეს? ესაა იმ ფორმატში მუშაობის შედეგი, როცა პრემიერ მინისტრს მინისტრთა კაბინეტი არ გაგაჩნია და არც გაძლევენ ამის უფლებას! ეს მოშალა საკაშვილმა და გახდა მერე ამ ქვეყნის მუდმივა. მიაწოდეთ ეს გაგება (ჩემთვის გაუგებარია, როცა საქმე საქართველოს ეხება და მასზე გამოთქმულ მოსაზრებას არ ეძლევა შეფასება და არ მიეწოდება მთავრობას). მაშ რა აზრი აქვს საქმედიას ან გაკეთებულ კომენტარებს? ეს არარის ამ ქვეყნის რესურსი? ცივილიზაციას გაგება, სიტყვა ქმნის თუ სიზარმაცე? ჯერ არ იყო სიტყვა თუ სიზარმაცემ შექმნა აკომფორტისა თუ კეთილდღეობის გაგება. თუ თავად არა გაქვთ გაგება, მაშ რა შინაარსი აქვს ამ ინფორმაციულ სივრცეს?
მერე შენი ბრალია რას მიეცი ნება. ანდა რასაჭირო იყო წელს ღამის კლუბები ბათუმში.