პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ" - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ არ უნდა ატარონ ბავშვებმა სკოლაში პირბადე
"ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ" - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ არ უნდა ატარონ ბავშვებმა სკოლაში პირბადე

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პა­სუ­ხობს შე­კი­თხვას: უნდა ეკე­თოთ თუ არა ნიღ­ბე­ბი ბავ­შვებს სკო­ლა­ში?

"ბევ­რი მშო­ბე­ლი ღე­ლავს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, რომ ბავ­შვებს მი­ე­ცათ უფ­ლე­ბა, არ ატა­რონ ნიღ­ბე­ბი სკო­ლა­ში. მე ვფიქ­რობ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო სწო­რი შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:

1. ბავ­შვე­ბი ნიღ­ბებს ხში­რად სრუ­ლი­ად არას­წო­რად მო­იხ­მა­რენ, მი­უ­ხე­და­ვად მშობ­ლე­ბის მი­თი­თე­ბი­სა, ნი­ღაბს კი­დე­ბენ ხელს და აბინ­ძუ­რე­ბენ. რო­დე­საც ბავ­შვი იგ­რძნობს დის­კომ­ფორ­ტს პირ­ბა­დის ტა­რე­ბი­სას (და ეს დის­კომ­ფორ­ტი პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბას ნამ­დვი­ლად ახ­ლავს), მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ხში­რად მო­იხ­სნი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით შეს­ვე­ნე­ბის დროს და მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვი აკონ­ტრო­ლონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. დრო­ე­ბით მოხ­სნილ პირ­ბა­დეს შე­ე­ხე­ბი­ან ჭუ­ჭყი­ა­ნი ხე­ლით, ჩა­ი­დე­ბენ ჯი­ბე­ში, შე­იძ­ლე­ბა ძირს და­უ­ვარ­დეთ და ისევ აი­ღონ. შემ­დეგ ეს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი პირ­ბა­დე ისევ მოხ­ვდე­ბა სა­ხე­ზე და გა­და­იქ­ცე­ვა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის წყა­როდ.

2. ბავ­შვე­ბი ხში­რად დარ­ბი­ან სკო­ლის ეზო­ში/დე­რეფ­ნებ­ში და იოფ­ლე­ბი­ან. და­ნეს­ტი­ა­ნე­ბუ­ლი პირ­ბა­დე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­მო­იც­ვა­ლოს, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. ამის რე­გუ­ლი­რე­ბა სკო­ლა­ში გარ­თულ­დე­ბა.

3. პირ­ბა­დეს ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სუნ­თქი და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის) მქო­ნე ბავ­შვე­ბი. ამი­ტომ მო­სა­წავ­ლე­ებს შო­რის ასე­თე­ბი აშ­კა­რად გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან და ეს გარ­კვე­უ­ლად სტიგ­მას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ანუ ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა, რომ თუ ბავ­შვს არ უკე­თია პირ­ბა­დე, მას რა­ღაც პრობ­ლე­მა აქვს. ბავ­შვის მიერ ასე­თი ფაქ­ტე­ბი მწვა­ვედ აღიქ­მე­ბა. და სტრე­სუ­ლი იქ­ნე­ბა.

P.S. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სკო­ლებ­ში ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა და ძა­ლის­ხმე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, ხე­ლის საპ­ნით და­ბა­ნის და გაშ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­დამ­წყვე­ტია ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან, მათ შო­რის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში".

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლის შე­ნო­ბა­ში შემსვლე­ლი ყვე­ლა პი­რის­თვის, გარ­და მოს­წავ­ლი­სა, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის სივ­რცე­ებ­ში (მათ შო­რის, დე­რე­ფა­ნი, კი­ბის უჯრე­დი, სა­მას­წავ­ლებ­ლო და ა.შ.) ყოფ­ნი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­და ყვე­ლა პირს უნდა ეკე­თოს პირ­ბა­დე. პირ­ბა­დე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა დას­ვე­ნე­ბე­ბის პე­რი­ოდ­შიც.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2020-2021 წლის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი 2084 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში 15 სექ­ტემ­ბერს გა­ნახ­ლდე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ" - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ არ უნდა ატარონ ბავშვებმა სკოლაში პირბადე

"ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ" - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ არ უნდა ატარონ ბავშვებმა სკოლაში პირბადე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პასუხობს შეკითხვას: უნდა ეკეთოთ თუ არა ნიღბები ბავშვებს სკოლაში?

"ბევრი მშობელი ღელავს იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ბავშვებს მიეცათ უფლება, არ ატარონ ნიღბები სკოლაში. მე ვფიქრობ, განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილება იყო სწორი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

1. ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ, მიუხედავად მშობლების მითითებისა, ნიღაბს კიდებენ ხელს და აბინძურებენ. როდესაც ბავშვი იგრძნობს დისკომფორტს პირბადის ტარებისას (და ეს დისკომფორტი პირბადის გამოყენებას ნამდვილად ახლავს), მაღალი ალბათობით ხშირად მოიხსნიან, განსაკუთრებით შესვენების დროს და მასწავლებლებს ძალიან გაუჭირდებათ თითოეული ბავშვი აკონტროლონ ამ მიმართულებით. დროებით მოხსნილ პირბადეს შეეხებიან ჭუჭყიანი ხელით, ჩაიდებენ ჯიბეში, შეიძლება ძირს დაუვარდეთ და ისევ აიღონ. შემდეგ ეს დაბინძურებული პირბადე ისევ მოხვდება სახეზე და გადაიქცევა მიკროორგანიზმების წყაროდ.

2. ბავშვები ხშირად დარბიან სკოლის ეზოში/დერეფნებში და იოფლებიან. დანესტიანებული პირბადე დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს, რადგან შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. ამის რეგულირება სკოლაში გართულდება.

3. პირბადეს ვერ გამოიყენებენ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების (განსაკუთრებით სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების) მქონე ბავშვები. ამიტომ მოსაწავლეებს შორის ასეთები აშკარად გამორჩეულები აღმოჩნდებიან და ეს გარკვეულად სტიგმასთან იქნება დაკავშირებული. ანუ ყველასთვის გასაგები გახდება, რომ თუ ბავშვს არ უკეთია პირბადე, მას რაღაც პრობლემა აქვს. ბავშვის მიერ ასეთი ფაქტები მწვავედ აღიქმება. და სტრესული იქნება.

P.S. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში ჰიგიენური პირობების დაცვა და ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა იყოს მიმართული. მოწესრიგებული სველი წერტილები, ხელის საპნით დაბანის და გაშრობის საშუალება გადამწყვეტია ინფექციურ დაავადებებთან, მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლაში".

განათლების სამინისტროს ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული რეგულაციების მიხედვით, სკოლის შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის, გარდა მოსწავლისა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

მათივე ინფორმაციით, სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას მოსწავლეების გარდა ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე. პირბადე სავალდებულოა დასვენებების პერიოდშიც.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 წლის სასწავლო პროცესი 2084 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს განახლდება.

"მისთვის "მამა" არასდროს დამიძახია, იგი ჩემი "ნოდო" იყო..." - შვილის ემოციური პოსტი ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე

"საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება... სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს" - ზურა შევარდნაძე შეზღუდვების გამო გადადებულ ქორწილზე

"კონცერტები უქმდება? ჩვენ რა ვქნათ? არასოდეს არავინ ჩვენზე რატომ არ ფიქრობს?" - რას წერს თიკა ჯამბურია ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ