სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შუამთის ტბები და 3 ახალი საშემოდგომო მარშრუტი აჭარის მთიანეთში
შუამთის ტბები და 3 ახალი საშემოდგომო მარშრუტი აჭარის მთიანეთში

შე­მოდ­გო­მა­ზე აჭა­რის მთი­ა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა სიჭ­რე­ლე­შე­პა­რულ ტყე­ებ­ში და­კარ­გვას, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ხი­დე­ბი­დან აქა­ფე­ბუ­ლი მდი­ნა­რე­ე­ბის ყუ­რე­ბას, სა­სი­ა­მოვ­ნო სიგ­რი­ლეს, დღის და­სას­რულს კი კა­რავს ან ხის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­ში თავ­შე­ფა­რე­ბას ნიშ­ნავს.

ეს სუ­ლაც არ არის ყვე­ლა­ფე­რი – სა­ღა­მო­ო­ბით აგუზ­გუ­ზე­ბულ ბუ­ხარ­თან ჯდო­მა, იქვე, და­ბალ მა­გი­და­ზე მორ­თმე­უ­ლი ტყის ჩაის არო­მა­ტი და ფიქ­რი, რომ ზამ­თა­რი ახ­ლოა, მაგ­რამ ჯერ კი­დევ გაქვს დრო გა­ზა­ფხუ­ლამ­დე გა­მო­ემ­შვი­დო­ბო მთებს და მწვა­ნე ტყე­ებს.

კინ­ტრი­ში

ასე­თი ად­გი­ლე­ბის ძებ­ნა აჭა­რა­ში ნამ­დვი­ლად არ დაგ­ჭირ­დე­ბათ. აქ 4 და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია და 15-მდე მარ­კი­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტია. მათ შო­რის ქე­დის ღვი­ნის მარ­შრუ­ტი, მა­ჭა­ხე­ლა, მირ­ვე­თის ველო-მარ­შრუ­ტი და სხვე­ბი. თუმ­ცა არ­სე­ბობს ახა­ლაღ­მო­ჩე­ნი­ლი ბი­ლი­კე­ბიც, სა­დაც ბევ­რს არა­ვის უვ­ლია და აქა­უ­რო­ბა აჭა­რის სულ სხვა­ნა­ი­რად და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს.

სა­თავ­გა­და­სავ­ლო მარ­შრუ­ტი ტბა ტბი­ყელ­ზე

ეს მარ­შრუ­ტი ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ ჭა­ხა­თი­დან იწყე­ბა და კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის, სა­დაც მა­სი­უ­რი ტყი­თა და უზარ­მა­ზა­რი მთე­ბით გარ­შე­მორ­ტყმულ ად­გი­ლებს გა­დი­ხართ. 2-3 დღი­ან მარ­შრუტ­ზე უამ­რავ რა­მეს ნა­ხავთ: პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებს, ჩანჩქე­რებს და წყა­რო­ებს, ქვის თა­ღო­ვან ხი­დებს, ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ნან­გრე­ვებს, შემ­დეგ კი სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კით ზღვის დო­ნი­დან 1900 მეტრზე მდე­ბა­რე ტბი­ყელს მი­ად­გე­ბით.

ტბა ტბი­ყე­ლი

ხი­ნოწ­მინ­დის ნან­გრე­ვე­ბი­დან ტბამ­დე 14 კი­ლო­მეტ­რია, გზად კი კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დი­სა და შავი ზღვის ულა­მა­ზეს პა­ნო­რა­მულ ხე­დებს ნა­ხავთ.

ტბი­ყელ­ზე შუ­ა­ხე­ვის სო­ფელ ცხემ­ლი­სი­და­ნაც მოხ­ვდე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში მემ­თე­ურ­თა ხის სახ­ლე­ბი­ან სა­ზა­ფხუ­ლო სო­ფელს, ჯვა­რი­მინ­დორს გა­ივ­ლით და ულა­მა­ზეს ფო­ტო­ებ­საც გა­და­ი­ღებთ.

ტბი­ყე­ლამ­დე მის­ვლა შუ­ა­ხე­ვის სო­ფელ ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბი­დან და გო­მის მთი­და­ნაც შე­გიძ­ლი­ათ. ამ დროს ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის ხის, სა­მას­წლო­ვან ხიდ­საც ნა­ხავთ. ეს ხიდი თა­ვი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რით გა­სა­ო­ცა­რია, ამი­ტო­მაც ცოტა ხანი მო­გი­წევთ დრო და­კარ­გოთ და და­აკ­ვირ­დეთ დე­ტა­ლებს, თუ რო­გორ არის ის აშე­ნე­ბუ­ლი. უმალ და­ი­წყებთ ფიქ­რს, თუ რო­გორ გაძ­ლო 300 წელი ხის ხიდ­მა.

ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის სა­მა­საწლო­ვა­ნი ხის ხიდი. ჭვა­ნას ხე­ო­ბა

გო­მის მთი­დან გზის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ალ­პუ­რი მდე­ლო­ე­ბის პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით დატ­კბე­ბით.

შუ­ამ­თის ტბე­ბის ალ­პუ­რი მარ­შრუ­ტი

შუ­ა­ხევ­სა და ხუ­ლოს ერ­თმა­ნეთ­თან აჭა­რის სოფ­ლებ­სა და ალ­პურ სა­ძოვ­რებ­ზე მი­მა­ვა­ლი გზა აკავ­ში­რებს. ეს არის ჩი­რუ­ხი-ხი­ხა­ნი-გო­დერ­ძის მარ­შრუ­ტი, სა­დაც ხის ია­ი­ლებ­ში დარ­ჩე­ნა და წა­ხემ­სე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. ფო­ტო­ებ­ზე ალ­ბათ უკვე ნა­ნა­ხიც გაქვთ ეს ხის ქო­ხე­ბი, მაგ­რამ ახ­ლო­დან მათი ნახ­ვა მარ­თლაც ერთ რა­მედ ღირს.

ჩი­რუ­ხი

და­სახ­ლე­ბა შუ­ამ­თის ტბებ­თან ახ­ლოს

ჩი­რუხ­ში ტბას და ჩანჩქერ ჯი­ნალ­თან შე­გიძ­ლი­ათ დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბა და გაგ­რი­ლე­ბა, ხუ­ლო­ში ალ­პურ მდე­ლო­ებ­თან ერ­თად ყა­რა­გო­ლი­სა და შუ­ამ­თის ულა­მა­ზეს, ლურჯ ტბებ­საც მო­ი­ნა­ხუ­ლებთ.

შუ­ამ­თის ტბე­ბი ირ­გვლივ ვრცე­ლი ვე­ლე­ბით სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია მო­ლაშ­ქრე­ე­ბის­თვის სა­კემ­პინ­გედ. ტბე­ბი ხან ნისლში იბუ­რე­ბი­ან, ხა­ნაც წყლის ზე­და­პი­რი კამ­კა­მებს და ყვე­ლა­ფერს მკვეთ­რად ხე­დავ. ამ მის­ტი­ურ ად­გილ­ზე თუნ­დაც ერთი დღის გა­ტა­რე­ბა სა­მუ­და­მოდ და­გა­მახ­სოვ­რდე­ბათ.

შუ­ამ­თის ტბა

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ახ­ვი­დეთ 2236 მეტრზე მდე­ბა­რე ხი­ხა­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ცი­ხე­ზე. თუ მო­ა­ხერ­ხებთ და აქა­უ­რებს გა­ე­სა­უბ­რე­ბით, მე-12 სა­უ­კუ­ნის ამ ძეგლის შე­სა­ხებ არა­ერთ ლე­გენ­დას მო­გიყ­ვე­ბი­ან. აქ დარ­ჩე­ნას თუ გა­და­წყვეტთ, შე­გიძ­ლი­ათ ღამე გა­ა­თი­ოთ სო­ფელ ბა­კი­ბა­კოს ან ხი­ხა­ძი­რის სა­ო­ჯა­ხო სახ­ლებ­ში.

გზა ხი­ხა­ნის ცი­ხის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ გა­აგ­რძე­ლოთ მწვა­ნე ტბი­სა და ალ­პუ­რი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის­კენ, სა­დაც მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ხე­ე­ბი და მცე­ნა­რე­თა ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი ხა­რობს. აქ კარ­ვე­ბის გაშ­ლა და ღა­მის გა­თე­ვა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მარ­შრუ­ტის და­გეგ­მვა გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხი­ლი­და­ნა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ღორ­ჯო­მი

ცდე­ბით თუ ფიქ­რობთ, რომ მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლია წლის აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი, როცა ბევ­რი რა­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. შე­მოდ­გო­მა­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა აჭა­რის მთებ­ში და­უ­ვი­წყარ ფე­რებს, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და ამ­ბებს და­გა­მახ­სოვ­რებთ, სუ­ლერ­თია რო­გორ იმოგ­ზა­უ­რებთ: ფე­ხით, ავ­ტო­მო­ბი­ლით, ცხე­ნით თუ ვე­ლო­სი­პე­დით.

ღორ­ჯო­მი–ბახ­მა­როს მი­მარ­თუ­ლე­ბა

ღორ­ჯო­მი ჩანჩქე­რე­ბის, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თის, ძვე­ლე­ბუ­რად ნა­გე­ბი ხის ოდე­ბის და დღემ­დე უც­ვლე­ლად შე­მორ­ჩე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ე­ბის ხე­ო­ბაა. ხე­ო­ბა­ში 18 სო­ფე­ლია. აქ მცხოვ­რებ­ლებს სა­ქონ­ლის ჯო­გე­ბი ჰყავთ. შე­სა­ბა­მი­სად, რძის პრო­დუქ­ტე­ბის დიდი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა.

სოფ­ლის ცენ­ტრში სა­ქარ­თვე­ლო­ში უდი­დეს, ხუთ­გუმ­ბა­თი­ან ხის მე­ჩეთს ნა­ხავთ, ლაზი ოს­ტა­ტე­ბის მიერ აგე­ბულს. აქე­დან ერთი გზა ბახ­მა­როს­კენ, მე­ო­რე კი კას­კა­დო­ვან ჩანჩქე­რე­ბამ­დე მი­გიყ­ვანთ. ჩანჩქე­რებ­თან და მდი­ნა­რეს­თან ახ­ლოს ვრცე­ლი, სწო­რი მდე­ლოა, სა­დაც კარ­ვე­ბის გაშ­ლა და ღა­მის­თე­ვა შე­იძ­ლე­ბა.

ღორ­ჯომ­თან ახ­ლოს, ლეკ­ნა­რი­დან „მყვი­რა­ლა ქვე­ბამ­დე“ შე­გიძ­ლი­ათ მის­ვლა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გი­ამ­ბო­ბენ, რომ აქ ოდეს­ღაც ჯა­რის სად­გო­მი ად­გი­ლი იყო. ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლია კარ­ვე­ბით და­სა­ბა­ნა­კებ­ლად, ახ­ლო­მახ­ლო კლდე­ე­ბი­დან უამ­რა­ვი წყა­რო მო­ე­დი­ნე­ბა და შე­მოდ­გო­მის ჭრე­ლი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა.

ღორ­ჯო­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ ბახ­მა­როს­კენ გა­ე­მარ­თოთ.

შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც მთებ­ში შე­მოდ­გო­მა­ზე და­აგ­რო­ვებთ, ყვე­ლა­ფერ და­ნარ­ჩენს მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნად აქ­ცევს და სუ­ლერ­თია, სად დარ­ჩე­ბით: სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­ში თუ კარ­ვებ­ში, რომ­ლის წი­ნაც მთე­ლი ღამე ან­თია კო­ცო­ნი, ღა­მის ტყე­ში ჭრი­ჭი­ნე­ბის ხმის ფონ­ზე ქაფ­ქა­ფა ჩაის მი­ირ­თმევთ და იცით, რომ კარ­ვებ­ში თქვენს ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს და მე­გობ­რებს უშფოთვე­ლად სძი­ნავთ.

შორს კი ქა­ლა­ქია, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნით სავ­სე, სა­ი­და­ნაც სულ ცოტა ხნით გა­მო­ი­ქე­ცით, მაგ­რამ იცით, რომ ეს დრო ძვირ­ფა­სია, თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე და ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდ­ხანს გე­ყო­ფათ ემო­ცი­ე­ბი შემ­დეგ მოგ­ზა­უ­რო­ბამ­დე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აჩიკო
5

ახალი მარშრუტები კი არა, დაეტიეთ ყველა თქვენს ადგილას. ხომ ხედავთ რაც ხდება ამ კორონას გადამკიდე. აჭარა გალიდერდა ამ მიმართულებით!

გოჩა
0
რა ჯდება ეს სიამოვნება?
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

შუამთის ტბები და 3 ახალი საშემოდგომო მარშრუტი აჭარის მთიანეთში

შუამთის ტბები და 3 ახალი საშემოდგომო მარშრუტი აჭარის მთიანეთში

შემოდგომაზე აჭარის მთიანეთში მოგზაურობა სიჭრელეშეპარულ ტყეებში დაკარგვას, საუკუნოვანი ხიდებიდან აქაფებული მდინარეების ყურებას, სასიამოვნო სიგრილეს, დღის დასასრულს კი კარავს ან ხის საოჯახო სასტუმროებში თავშეფარებას ნიშნავს.

ეს სულაც არ არის ყველაფერი – საღამოობით აგუზგუზებულ ბუხართან ჯდომა, იქვე, დაბალ მაგიდაზე მორთმეული ტყის ჩაის არომატი და ფიქრი, რომ ზამთარი ახლოა, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვს დრო გაზაფხულამდე გამოემშვიდობო მთებს და მწვანე ტყეებს.

კინტრიში

ასეთი ადგილების ძებნა აჭარაში ნამდვილად არ დაგჭირდებათ. აქ 4 დაცული ტერიტორია და 15-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტია. მათ შორის ქედის ღვინის მარშრუტი, მაჭახელა, მირვეთის ველო-მარშრუტი და სხვები. თუმცა არსებობს ახალაღმოჩენილი ბილიკებიც, სადაც ბევრს არავის უვლია და აქაურობა აჭარის სულ სხვანაირად დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს.

სათავგადასავლო მარშრუტი ტბა ტბიყელზე

ეს მარშრუტი ქობულეთის სოფელ ჭახათიდან იწყება და კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადის, სადაც მასიური ტყითა და უზარმაზარი მთებით გარშემორტყმულ ადგილებს გადიხართ. 2-3 დღიან მარშრუტზე უამრავ რამეს ნახავთ: პატარა მდინარეებს, ჩანჩქერებს და წყაროებს, ქვის თაღოვან ხიდებს, ძველი ეკლესიის ნანგრევებს, შემდეგ კი საფეხმავლო ბილიკით ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარე ტბიყელს მიადგებით.

ტბა ტბიყელი

ხინოწმინდის ნანგრევებიდან ტბამდე 14 კილომეტრია, გზად კი კავკასიონის ქედისა და შავი ზღვის ულამაზეს პანორამულ ხედებს ნახავთ.

ტბიყელზე შუახევის სოფელ ცხემლისიდანაც მოხვდებით, ამ შემთხვევაში მემთეურთა ხის სახლებიან საზაფხულო სოფელს, ჯვარიმინდორს გაივლით და ულამაზეს ფოტოებსაც გადაიღებთ.

ტბიყელამდე მისვლა შუახევის სოფელ ხაბელაშვილებიდან და გომის მთიდანაც შეგიძლიათ. ამ დროს ხაბელაშვილების ხის, სამასწლოვან ხიდსაც ნახავთ. ეს ხიდი თავისი არქიტექტურით გასაოცარია, ამიტომაც ცოტა ხანი მოგიწევთ დრო დაკარგოთ და დააკვირდეთ დეტალებს, თუ როგორ არის ის აშენებული. უმალ დაიწყებთ ფიქრს, თუ როგორ გაძლო 300 წელი ხის ხიდმა.

ხაბელაშვილების სამასაწლოვანი ხის ხიდი. ჭვანას ხეობა

გომის მთიდან გზის დაწყების შემთხვევაში კი ალპური მდელოების პანორამული ხედებით დატკბებით.

შუამთის ტბების ალპური მარშრუტი

შუახევსა და ხულოს ერთმანეთთან აჭარის სოფლებსა და ალპურ საძოვრებზე მიმავალი გზა აკავშირებს. ეს არის ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის მარშრუტი, სადაც ხის იაილებში დარჩენა და წახემსება შეგიძლიათ. ფოტოებზე ალბათ უკვე ნანახიც გაქვთ ეს ხის ქოხები, მაგრამ ახლოდან მათი ნახვა მართლაც ერთ რამედ ღირს.

ჩირუხი

დასახლება შუამთის ტბებთან ახლოს

ჩირუხში ტბას და ჩანჩქერ ჯინალთან შეგიძლიათ დროებით შეჩერება და გაგრილება, ხულოში ალპურ მდელოებთან ერთად ყარაგოლისა და შუამთის ულამაზეს, ლურჯ ტბებსაც მოინახულებთ.

შუამთის ტბები ირგვლივ ვრცელი ველებით საუკეთესო ადგილია მოლაშქრეებისთვის საკემპინგედ. ტბები ხან ნისლში იბურებიან, ხანაც წყლის ზედაპირი კამკამებს და ყველაფერს მკვეთრად ხედავ. ამ მისტიურ ადგილზე თუნდაც ერთი დღის გატარება სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ.

შუამთის ტბა

აუცილებლად უნდა ახვიდეთ 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ისტორიული ციხეზე. თუ მოახერხებთ და აქაურებს გაესაუბრებით, მე-12 საუკუნის ამ ძეგლის შესახებ არაერთ ლეგენდას მოგიყვებიან. აქ დარჩენას თუ გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ღამე გაათიოთ სოფელ ბაკიბაკოს ან ხიხაძირის საოჯახო სახლებში.

გზა ხიხანის ციხის შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ მწვანე ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღისკენ, სადაც მრავალწლოვანი ხეები და მცენარეთა ენდემური სახეობები ხარობს. აქ კარვების გაშლა და ღამის გათევაცაა შესაძლებელი.

მარშრუტის დაგეგმვა გოდერძის უღელტეხილიდანაცაა შესაძლებელი.

ღორჯომი

ცდებით თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ზაფხულია წლის აქტიური პერიოდი, როცა ბევრი რამის მონახულება შეგიძლიათ. შემოდგომაზე მოგზაურობა აჭარის მთებში დაუვიწყარ ფერებს, შთაბეჭდილებებს და ამბებს დაგამახსოვრებთ, სულერთია როგორ იმოგზაურებთ: ფეხით, ავტომობილით, ცხენით თუ ველოსიპედით.

ღორჯომი–ბახმაროს მიმართულება

ღორჯომი ჩანჩქერების, ცხენებით ჯირითის, ძველებურად ნაგები ხის ოდების და დღემდე უცვლელად შემორჩენილი უძველესი ტრადიციების ხეობაა. ხეობაში 18 სოფელია. აქ მცხოვრებლებს საქონლის ჯოგები ჰყავთ. შესაბამისად, რძის პროდუქტების დიდი მრავალფეროვნებაა.

სოფლის ცენტრში საქართველოში უდიდეს, ხუთგუმბათიან ხის მეჩეთს ნახავთ, ლაზი ოსტატების მიერ აგებულს. აქედან ერთი გზა ბახმაროსკენ, მეორე კი კასკადოვან ჩანჩქერებამდე მიგიყვანთ. ჩანჩქერებთან და მდინარესთან ახლოს ვრცელი, სწორი მდელოა, სადაც კარვების გაშლა და ღამისთევა შეიძლება.

ღორჯომთან ახლოს, ლეკნარიდან „მყვირალა ქვებამდე“ შეგიძლიათ მისვლა, ადგილობრივები გიამბობენ, რომ აქ ოდესღაც ჯარის სადგომი ადგილი იყო. ძალიან კარგი ადგილია კარვებით დასაბანაკებლად, ახლომახლო კლდეებიდან უამრავი წყარო მოედინება და შემოდგომის ჭრელი ხედები იშლება.

ღორჯომის მონახულების შემდეგ შეგიძლიათ ბახმაროსკენ გაემართოთ.

შთაბეჭდილებები, რომელსაც მთებში შემოდგომაზე დააგროვებთ, ყველაფერ დანარჩენს მეორეხარისხოვნად აქცევს და სულერთია, სად დარჩებით: საოჯახო სასტუმროებში თუ კარვებში, რომლის წინაც მთელი ღამე ანთია კოცონი, ღამის ტყეში ჭრიჭინების ხმის ფონზე ქაფქაფა ჩაის მიირთმევთ და იცით, რომ კარვებში თქვენს ყველაზე ახლობელ ადამიანებს და მეგობრებს უშფოთველად სძინავთ.

შორს კი ქალაქია, უამრავი ადამიანით სავსე, საიდანაც სულ ცოტა ხნით გამოიქეცით, მაგრამ იცით, რომ ეს დრო ძვირფასია, თავგადასავლებით სავსე და ძალიან, ძალიან დიდხანს გეყოფათ ემოციები შემდეგ მოგზაურობამდე.

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და ხატია დეკანოიძე

"არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო" - ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე, რუსებსა და Covid 19-ის შემთხვევათა მატებაზე

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა