პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, გამოძიებას შეგნებულად მიაწოდა  ცრუ ინფორმაცია" - რა განაცხადეს პროკურატურაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ქალზე?
"თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, გამოძიებას შეგნებულად მიაწოდა  ცრუ ინფორმაცია" - რა განაცხადეს პროკურატურაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ქალზე?

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რო­მელ­ზეც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რა ambebi.ge - ს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ცრუ ჩვე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს ერთი პირი. გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა.საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გე­ნილ იქნა, რომ ვ.ა.-მ სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ჯა­როდ წარ­მო­ჩე­ნი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რის მო­წყო­ბის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მი­ა­წო­და შეგ­ნე­ბუ­ლად ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კერ­ძოდ:2020 წლის 15 ივ­ლისს, ვ.ა. და­უ­კავ­შირ­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას და მო­უყ­ვა მის მიერ გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი - თით­ქოს­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ, მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბი­სას, შე­ეს­წრო 4 უც­ნო­ბი პი­რის სა­უ­ბარს, რო­მე­ლიც პირ­და­პირ კავ­შირ­ში იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას­თან. მისი თქმით, თით­ქოს სა­უბ­რი­სას ნახ­სე­ნე­ბი იყო შა­ქა­რაშ­ვი­ლი­სა და საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი პი­რის გვა­რი, რო­მე­ლიც, მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ცუ­დად მო­იქ­ცა. და­კა­ვე­ბუ­ლის თქმით, ასე­ვე, თით­ქოს სა­უ­ბა­რი იყო გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თის გა­დაგ­დე­ბა­ზე და ნახ­სე­ნე­ბი იყო შემ­დე­გი ფრა­ზე­ბი: „ბიჭო, შა­ქა­რაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა კიდე კაი არ გა­ი­გო, თო­რემ მაგ­რად დაგ­ვარ­ტყამ­და“. „ბიჭო ის ხო გა­და­აგ­დე“. ამ დროს თით­ქოს­და ერ­თმა მო­სა­უბ­რემ ხელი ჰკრა მე­ო­რეს და უთხრა გა­ჩუმ­დი“.ვ.ა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მიერ გა­მო­ი­კი­თხა სამ­ჯერ, რა დრო­საც გა­მო­ძი­ე­ბას მი­ა­წო­და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია შეხ­ვედ­რის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას­თან, პირ­თა აღ­წე­რი­ლო­ბას­თან, მათი სა­უბ­რის ში­ნა­არსთან და მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხოლო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი­სას მი­უ­თი­თა ის ად­გი­ლი, სა­დაც თით­ქოს­და მო­ის­მი­ნა მის­თვის უც­ნო­ბი პი­რე­ბის სა­უ­ბა­რი.ვ.ა.-ს მიერ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა.

მო­პო­ვე­ბუ­ლი მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის, ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რე­ბის, მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ვ.ა. დრო­ის იმ მო­ნაკ­ვეთ­ში, რო­დე­საც თით­ქოს­და მო­ის­მი­ნა უც­ნო­ბის პი­რე­ბის სა­უ­ბა­რი, იმ­ყო­ფე­ბო­და მის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და სახ­ლი­დან არ გა­სუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მის მიერ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რაც ეხე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს, არის ვ.ა-ს მიერ გა­მო­გო­ნი­ლი და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს.ვ.ა.-ს მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­მი­დან შვიდ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.აქვე გვსურს ხაზი გა­ვუს­ვათ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს: პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა არ არის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტი და ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა არ არის და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. გა­მო­ძი­ე­ბის შეგ­ნე­ბუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა ხელს უშ­ლის დრო­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე პირ­თა მხი­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას და გა­მო­ი­ყე­ნებს შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ მე­ქა­ნიზ­მებს და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირ­თა მი­მართ.ასე­ვე, მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ნიშ­ნუ­ლი და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გის თა­ო­ბა­ზე.ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ზე (თავ­ზე) არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი­დან და მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი ალ­ბა­თო­ბით გა­მო­იწ­ვევ­და ქალა-ტვი­ნის ტრავ­მას, თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვას, რო­მელ­საც ხში­რად თან სდევს გო­ნე­ბის და­კარ­გვა, რაც მას შე­უ­ზღუ­დავ­და მოძ­რა­ო­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამავდრო­უ­ლად, მუც­ლის წინა ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ი­სა და მო­ცუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ მი­და­მო­ში რბილ ქსო­ვი­ლებ­ზე ტრავ­მუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის გამო ამა თუ იმ ინ­ტენ­სი­ვო­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი ტკი­ვი­ლი, თავ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის­გან ცალ­კე და ერ­თობ­ლი­ო­ბა­შიც, ასე­ვე გა­მო­იწ­ვევ­და მოძ­რა­ო­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას.ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით ასე­ვე დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­შია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რაც მო­ი­ცავს დრო­ის ინ­ტერ­ვალს 10 წუ­თი­დან 20 წუ­თის ფარ­გლებ­ში. ასე­ვე, გვა­მის წყალ­ში ყოფ­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა შე­ად­გენს სიკ­ვდი­ლის დად­გო­მი­დან 3-4 დღეს.აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა, საქ­მე­ში არ­სე­ბულ სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბის უტყუ­ა­რო­ბას - ბრალ­დე­ბულ­თა მიერ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქტს.მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ასა­ჯა­რო­ებს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას.ამას­თან, გაც­ნო­ბებთ, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი 11 ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქნა მოყ­ვა­ნი­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ხუთი პი­რის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა არ შეც­ვლი­ლა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რობერტი
139

ჯობს ის დაადგინოთ ვინ დაავალა და ვინ გადაუხადა ამაში ფული და მიხვალთ გვარამიამდეც!

კაპიტანი
300

ვინც ააგდო მაგ პროვოკატორი ისიც გაკოჭეთ გვარამია აღიარე.

ავტორი:

"თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, გამოძიებას შეგნებულად მიაწოდა  ცრუ ინფორმაცია" - რა განაცხადეს პროკურატურაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ქალზე?

"თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, გამოძიებას შეგნებულად მიაწოდა  ცრუ ინფორმაცია" - რა განაცხადეს პროკურატურაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ქალზე?

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადება გაკეთდა გენერალურ პროკურატურაში, რომელზეც ოფიციალურად დადასტურა ambebi.ge - ს გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქმის გამოძიების ფარგლებში ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს ერთი პირი. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, კერძოდ:2020 წლის 15 ივლისს, ვ.ა. დაუკავშირდა მედიასაშუალებას და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი - თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან. მისი თქმით, თითქოს საუბრისას ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი, რომელიც, მათივე შეფასებით, ცუდად მოიქცა. დაკავებულის თქმით, ასევე, თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო შემდეგი ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა გაჩუმდი“.ვ.ა. საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შეხვედრის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა მოისმინა მისთვის უცნობი პირების საუბარი.ვ.ა.-ს მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, დაუყოვნებლივ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების, ვიდეო-ჩანაწერების, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს, არის ვ.ა-ს მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს.ვ.ა.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან საკითხს: პირადი მოტივებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება არ არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი კომპონენტი და ამგვარი ინფორმაციის გავრცელება არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით. გამოძიების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხელს უშლის დროული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, მტკიცებულებათა მოპოვებასა და დამნაშავე პირთა მხილებას.

საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, მოახდენს რეაგირებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.ასევე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგის თაობაზე.ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას - ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს ზემოხსენებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.ამასთან, გაცნობებთ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება არ შეცვლილა".

"თავს მოვიკლავ, თუ დღეს პროკურორი არ შემხვდება" - რას ითხოვს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ზ.ხ-ს მამა პროკურატურასთან ბენზინით მივიდა და თავის დაწვით იმუქრებოდა

ლაგოდეხში დააკავეს 27 წლის მამაკაცი, რომელმაც გუშინ 43 წლის თანასოფლელი დაჭრა