მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით პროკურატურამ ერთი ადამიანი - ქალბატონი დააკავა
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით პროკურატურამ ერთი ადამიანი - ქალბატონი დააკავა

შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ცრუ ჩვე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერთი ადა­მი­ა­ნი - ქალ­ბა­ტო­ნი და­ა­კა­ვა. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ერთ - ერთ ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­მოჩ­ნდა ახა­ლი მოწ­მე ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­კი­თხვა­ზე ამ­ბობ­და, -15 ივ­ლისს, ვარ­კე­თილ­ში ერთ-ერთი კორ­პუ­სის ავ­ტო­ფა­რე­ხებ­თან რამ­დე­ნი­მე პი­რის სა­უ­ბა­რი მო­ვის­მი­ნე, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, შა­ქა­რაშ­ვილს შე­ე­ხე­ბო­დაო. კერ­ძოდ კი, მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ერთ-ერ­თმა პირ­მა მე­ო­რეს ჰკი­თხა, „ის ხომ გა­და­აგ­დეო“, რა­ზეც მე­ო­რემ უპა­სუ­ხა, რომ „კი­დევ კარ­გი გა­და­ვაგ­დე­თო“. აღ­ნიშ­ნულ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე მოწ­მე საქ­მის მა­სა­ლე­ბის ახალ, 21-ე ტომ­ში სა­უბ­რობ­და:

"რო­დე­საც მე მათ გვერ­დით გა­ვი­ა­რე ახალ­გაზ­რდა მა­ღა­ლი ბიჭი ეკი­თხე­ბო­და ახალ­გაზ­რდა და­ბალ ბიჭს ის ხომ გა­და­აგ­დეო, პა­ტა­რამ ხელი უბიძ­გა და უთხრა გა­ჩუმ­დიო და გა­აგ­რძე­ლა სა­უ­ბა­რი - კი­დევ კარ­გი გა­და­ვაგ­დე­თო, თო­რემ დაგ­ვენძრე­ო­დაო. მა­ღალ­მა ბიჭ­მა გა­აგ­რძე­ლა სა­უ­ბა­რი და ამ­ბობ­და "ეს არ გვეთ­ქვა ის ამ­ბა­ვიც შე­იძ­ლე­ბა, არ მომ­ხდა­რი­ყოო. შა­ქა­რაშ­ვი­ლებ­მა, რომ გა­ი­გონ მაგ­რად დაგ­ვარ­ტყა­მე­ნო“. მე გა­ვაგ­რძე­ლე გზა, მე­კე­თა ყურ­სას­მე­ნე­ბი, მაგ­რამ იყო გა­თი­შუ­ლი და ვცდი­ლობ­დი, მათი სა­უ­ბა­რი მო­მეს­მი­ნა, ვი­ყა­ვი მათ­გან ზურ­გით და ვე­ღარ ვხე­დავ­დი, რა დრო­საც ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ თქვა, რომ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მაგ­რად ი....ა. მე არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, ავე­დი სახ­ლში გა­და­ვი­ხე­დე აივ­ნი­დან და და­ვი­ნა­ხე, რომ ის ოთხი პი­როვ­ნე­ბა მოძ­რა­ობ­და და მათ­თან იყო მე­ხუ­თე პი­როვ­ნე­ბაც, მაგ­რამ მისი აღ­წე­რა არ შე­მიძ­ლია",- აცხა­დებ­დას მოწ­მე ჩვე­ნე­ბა­ში. ის ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ უბან­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ოთხი პირი არას­დროს შე­უმ­ჩნე­ვია. თუმ­ცა ნახ­ვის დროს შე­ეძ­ლო მათი ცნო­ბა.

ambebi.ge - ს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ამ ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ბევ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ამო­ე­ღო ვი­დე­ოთ­ვა­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი და სხვა მა­სა­ლე­ბი და რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, და­დას­ტურ­და, რომ მან ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბას და სწო­რედ ამი­ტომ მი­ე­ცა ის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში.

რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და ამ ქალ­ბა­ტონს, რო­გორ გა­მოჩ­ნდა ის ამ საქ­მე­ში და ვინ­მეს დაკ­ვე­თით ხომ არ მოქ­მე­დებ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს დე­ტა­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას დად­გე­ნი­ლი აქვს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლია კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და პრო­კუ­რა­ტუ­რას უკვე ხელთ აქვს დარ­ჩე­ნი­ლი 6 კი­თხვის პა­სუ­ხე­ბიც. კი­დევ ერთი დე­ტა­ლი შე­ვი­ტყვეთ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო ასე­ვე ჩან­თის ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი, მაგ­რამ რად­გან ყვე­ლა კი­თხვას არ ჰქონ­და პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი, და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი გა­უგ­ზავ­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ექ­სპერ­ტი­ზას და ახლა ამ კი­თხვებ­ზე ელი­ან პა­სუ­ხებს. რა ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი, აღი­ა­რებს თუ არა ის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას, ეს და სხვა დე­ტა­ლე­ბი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ირ­კვე­ვა.

ნა­ხეთ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giajano
252

ვინ დაუკვეთა ისაა გასარკვევი,თორემ არ იცოდა რაში ყოფდა თავს?ტყუილს რო მოკლე ფეხები აქვსო ?ძაღლის თავი უნდა მოინახოს და მიწაზეგაგორდეს-ესაა მთავარი

ჯუმბერი
545

ძალიან კარგი, სამომალოდ სანამ ფულს აიღებენ ნაციონალებისგან საქმის გასაფუჭებლად ჯერ დაფიქრდებიან ღირს თუ არა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით პროკურატურამ ერთი ადამიანი - ქალბატონი დააკავა

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით პროკურატურამ ერთი ადამიანი - ქალბატონი დააკავა

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით პროკურატურამ ერთი ადამიანი - ქალბატონი დააკავა. ამის თაობაზე ინფორმაციას უწყება უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ერთ - ერთ ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ გამოჩნდა ახალი მოწმე ქალბატონი, რომელიც გამოკითხვაზე ამბობდა, -15 ივლისს, ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხებთან რამდენიმე პირის საუბარი მოვისმინე, რომელიც, სავარაუდოდ, შაქარაშვილს შეეხებოდაო. კერძოდ კი, მოწმის ჩვენების მიხედვით, ერთ-ერთმა პირმა მეორეს ჰკითხა, „ის ხომ გადააგდეო“, რაზეც მეორემ უპასუხა, რომ „კიდევ კარგი გადავაგდეთო“. აღნიშნულ გარემოებებზე მოწმე საქმის მასალების ახალ, 21-ე ტომში საუბრობდა:

"როდესაც მე მათ გვერდით გავიარე ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა ახალგაზრდა დაბალ ბიჭს ის ხომ გადააგდეო, პატარამ ხელი უბიძგა და უთხრა გაჩუმდიო და გააგრძელა საუბარი - კიდევ კარგი გადავაგდეთო, თორემ დაგვენძრეოდაო. მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა "ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო“. მე გავაგრძელე გზა, მეკეთა ყურსასმენები, მაგრამ იყო გათიშული და ვცდილობდი, მათი საუბარი მომესმინა, ვიყავი მათგან ზურგით და ვეღარ ვხედავდი, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ამირხანაშვილმა მაგრად ი....ა. მე არ გავჩერებულვარ, ავედი სახლში გადავიხედე აივნიდან და დავინახე, რომ ის ოთხი პიროვნება მოძრაობდა და მათთან იყო მეხუთე პიროვნებაც, მაგრამ მისი აღწერა არ შემიძლია",- აცხადებდას მოწმე ჩვენებაში. ის ასევე ამბობდა, რომ უბანში აღნიშნული ოთხი პირი არასდროს შეუმჩნევია. თუმცა ნახვის დროს შეეძლო მათი ცნობა.

ambebi.ge - ს წყაროს ინფორმაციით, გამოძიება იძულებული გახდა ამ ჩვენების შემდეგ ჩაეტარებინა ბევრი საგამოძიებო მოქმედებები, ამოეღო ვიდეოთვალის ჩანაწერები და სხვა მასალები და როგორც შევიტყვეთ, დადასტურდა, რომ მან ცრუ ჩვენება მისცა გამოძიებას და სწორედ ამიტომ მიეცა ის პასუხისგებაში.

რა ინტერესი ჰქონდა ამ ქალბატონს, როგორ გამოჩნდა ის ამ საქმეში და ვინმეს დაკვეთით ხომ არ მოქმედებდა, სავარაუდოდ, ეს დეტალები გამოძიებას დადგენილი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, ასევე შაქარაშვილის საქმეზე დასრულებულია კომპლექსური ექსპერტიზა და პროკურატურას უკვე ხელთ აქვს დარჩენილი 6 კითხვის პასუხებიც. კიდევ ერთი დეტალი შევიტყვეთ. პროკურატურამ მიიღო ასევე ჩანთის ექსპერტიზის პასუხები, მაგრამ რადგან ყველა კითხვას არ ჰქონდა პასუხი გაცემული, დამატებითი კითხვები გაუგზავნა პროკურატურამ ექსპერტიზას და ახლა ამ კითხვებზე ელიან პასუხებს. რა ჩვენებას აძლევს თავად დაკავებული ახალგაზრდა ქალი, აღიარებს თუ არა ის წარდგენილ ბრალდებას, ეს და სხვა დეტალები უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ნახეთ პროკურატურის განცხადება

"ვიდეოში გულის ტკივილს გამოხატავდა, რომ ნიკა უყვარდა და ეს ცალმხრივი სიყვარული იყო" - დეა კაპანაძე ჩანაწერზე, რომელმაც ბაჩალიაშვილი შეყვარებულს დააშორა

"ამირხანაშვილი არ საუბრობდა ჩანთაზე, მდინარეზე და ხევზე, სადაც გამომძიებელი ჩავიდა, ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს გასცდა" - ადვოკატი

იმ სისხლჩაქცევების გათვალისწინებით, რაც შაქარაშვილს ჰქონდა, ტკივილი განუვითარდებოდა, რაც მას დამოუკიდებლად მოძრაობაში ხელს შეუშლიდა - ექსპერტი