რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, შედეგად, 30 წლამდე ასაკის ქალმა მძიმე დაზიანება თავის არეში მიიღო, მცირეწლოვანმა კი ხელის არეში.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლით დაიწყო.
ხომ აშკარად ჩანს, რომ გადასასვლელზეა მომხდარი...უფალო შემინდე და - აუცილებლად პარლამენტარის ოჯახის წევრი ან შვილი უნდა შეეწიროს მძღოლების თავაშვებულობას, რომ მძიმე შედეგებისას სასჯელის გამკაცრება მოიფიქრონ??? ასევე- განზრახ მკვლელობებზე...
ყურადღებით და არამკვეთრი მანევრებით სიარული უფრო ღირსეულია ძმებო და დებო, უფრო დასტოინი ხარ მაშინ როცა მძიმედ მოძრაობ, ზებრაზე უთმობ და არა მაშინ როცა პეპელასავით დაფარფატებ ზოლიდან ზოლში და კამიკაძესავით მოძრაობ. მე მეცოდება ავტოკამიკაძეები, ვიცი რომ ან თავს დაიღუპავენ ან სხვას დაღუპავენ. ქვეითებო თქვენც დაიცავით წესები, ორივე მხარეს გაიხედეთ და სწრაფად გადადით გზაზე, პერპენდიკულარულად გადაკვეთეთ ქუჩა და არა დიაგონალზე