მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 წლის ავღანელმა გოგონამ შინ შეჭრილი თავდამსხმელები დახოცა:  ვის ესროლა ნურიამ - თალიბან მებრძოლს, საკუთარ ქმარს თუ ორივეს?
15 წლის ავღანელმა გოგონამ შინ შეჭრილი თავდამსხმელები დახოცა:  ვის ესროლა ნურიამ - თალიბან მებრძოლს, საკუთარ ქმარს თუ ორივეს?

15 წლის ავ­ღა­ნელ­მა გო­გო­ნამ, ნუ­რი­ამ სა­კუ­თარ სახ­ლში შეჭ­რი­ლი სამი მა­მა­კა­ცი­დან ორი AK-47 ტი­პის ია­რა­ღით მოკ­ლა, მე­სა­მე­საც ეს­რო­ლა, თუმ­ცა თავ­დამ­სხმე­ლი შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩა.

ნუ­რია გმი­რად გა­მო­ა­ცხა­დეს, მისი ის­ტო­რია შთამ­ბეჭ­და­ვი ჩანს, თუმ­ცა ამ ის­ტო­რი­ის სიღ­რმე­ე­ბი სევ­დი­ა­ნია.

ვის ეს­რო­ლა ნუ­რი­ამ? თა­ლი­ბა­ნის თავ­დამ­სხმე­ლებს, სა­კუ­თარ ქმარს თუ ორი­ვეს?

ნუ­რი­ას ამ­ბავს BBC აქ­ვეყ­ნებს. სტა­ტი­ის თავ­ში­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ის­ტო­რი­ა­ში ნახ­სე­ნე­ბი ყვე­ლა გმი­რის სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია...

ღა­მის წყვდი­ა­დი იყო, რო­დე­საც უცხო კა­ცე­ბი სო­ფელ­ში გა­მოჩ­ნდნენ.

ნუ­რი­ას თხრო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 1-ლი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც უცხო ადა­მი­ა­ნებ­მა მისი მშობ­ლე­ბის სახ­ლის წინა კარი შე­ამ­ტვრი­ეს. თი­ნე­ი­ჯე­რი, რო­მე­ლიც ხმა­ურ­მა გა­აღ­ვი­ძა, მის სა­ძი­ნე­ბელ­ში იყო, ხმა არ ამო­უ­ღია, იგი თა­ვის 12 წლის ძმა­ზე ფიქ­რობ­და, რო­მელ­საც გვერ­დით ეძი­ნა.

შემ­დეგ გა­ი­გო თუ რო­გორ გა­აღ­ვი­ძეს თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მშობ­ლე­ბი და ეზოს გა­ნა­პი­რას მდე­ბა­რე მე­ო­რე სახ­ლში შე­იყ­ვა­ნეს.

შემ­დეგ იყო გას­რო­ლის ხმა...

  • "მათ ჩემი მშობ­ლე­ბი რა­ღა­ცის გამო და­სა­ჯეს".

ნუ­რია ავ­ღა­ნე­თის ერთ-ერთ პა­ტა­რა სო­ფელ­ში გა­ი­ზარ­და. გა­რეგ­ნუ­ლად მორ­ცხვი, ჩუ­მად მო­ლა­პა­რა­კე გო­გო­ნა თა­ვი­სუფ­ლად ის­ვრის სხვა­დას­ხვა სა­ხის ია­რა­ღი­დან. ნუ­რი­ას მამა ბავ­შვო­ბი­დან თავ­დაც­ვის მიზ­ნით, სრო­ლა­ში ავარ­ჯი­შებ­და.

იმ ღა­მეს, იმის ნაც­ვლად, რომ და­მა­ლუ­ლი­ყო, მო­ზარ­დმა აიღო მა­მის ია­რა­ღი - AK-47 და თავ­დამ­სხმე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცებ­მა უკან და­ი­ხი­ეს, ხმა აღარ ის­მო­და. გა­რეთ ხუთი გვა­მი იყო: დე­დის, მა­მის, მო­ხუ­ცი მე­ზობ­ლის, რო­მე­ლიც ასე­ვე მისი ნა­თე­სა­ვი აღ­მოჩ­ნდა და ორი თავ­დამ­სხმე­ლის.

”ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო... ისი­ნი ისე­თი სას­ტი­კე­ბი იყ­ვნენ. მა­მა­ჩე­მი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე იყო, დე­და­ჩე­მი კი უდა­ნა­შა­უ­ლო. მათ არაფ­რის გამო მოკ­ლეს ისი­ნი", - ამ­ბობს ნუ­რია.

ავ­ღა­ნეთ­ში გაზ­რდილ­მა თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა, ნუ­რი­ას მსგავ­სად, ომზე ყვე­ლა­ზე ბევ­რი იცი­ან. სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­სა და თა­ლი­ბებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტი 25 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თა­ლი­ბე­ბის მიერ იმ ოჯა­ხე­ბის დარ­ბე­ვა, რომ­ლე­ბიც სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებს ემ­ხრო­ბი­ან, უცხო არ არის. მო­ზარ­დის უფ­რო­სი ძმა სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, ნუ­რი­ას თქმით, მისი მამა ტო­მის უხუ­ცე­სი და პრო­სამ­თავ­რო­ბო თე­მის ლი­დე­რი იყო, ამი­ტომ მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის სა­მიზ­ნე გახ­და.

სამი კვი­რის შემ­დეგ, თავ­დას­ხმი­სა და მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი ან­გა­რი­ში იქნა შედ­გე­ნი­ლი - ნუ­რია, მისი უფ­რო­სი ძმა, და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია, ად­გი­ლობ­რი­ვი უხუ­ცე­სე­ბი, თა­ლი­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ავ­ღა­ნე­თის მთავ­რო­ბა, ყვე­ლა სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ას ჰყვე­ბა.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, იმ ღა­მით ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლი სი­ნამ­დვი­ლე­ში ნუ­რი­ას ქმა­რი იყო, ხოლო გო­გოს გმი­რუ­ლი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც თა­ლი­ბებს ებ­რძო­და, იყო ოჯა­ხუ­რი დავა.

კონ­ფლიქ­ტუ­რი მხა­რე­ე­ბის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა სი­მარ­თლის დად­გე­ნას თით­ქმის შე­უძ­ლე­ბელს ხდის. თუმ­ცა ად­ვი­ლი და­სა­ნა­ხია ის ტრა­გი­კუ­ლი რე­ა­ლო­ბა, რაც ავ­ღა­ნეთ­ში ხდე­ბა. ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი ხში­რად ხდე­ბი­ან. მათ არ აქვთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და უფ­ლე­ბა, ვე­რა­ვის­თან ჰყვე­ბი­ან იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ძა­ლა­დო­ბენ მათ­ზე.

ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი, რა­ზეც ყვე­ლა მხა­რე თან­ხმდე­ბა არის ის, რომ ოჯახ­ზე თავ­დას­ხმა მარ­თლაც მოხ­და.

თა­ლი­ბებ­მა უარ­ყვეს თი­ნე­ი­ჯერ გო­გო­ნას­თან შე­ტა­კე­ბა, მათ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ იმ ღა­მით, იმა­ვე სო­ფელ­ში მოხ­და დარ­ბე­ვა.

ნუ­რი­ას სახ­ლი

ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თა­ლი­ბებ­ზე შე­ტე­ვის გამო ნუ­რია "ნამ­დვილ გმი­რად" გა­მო­ა­ცხა­დეს.

ნუ­რია და მისი უმ­ცრო­სი ძმა სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვით და­ცულ ად­გი­ლას გა­და­იყ­ვა­ნეს. სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია კი 15 წლის გო­გო­ნას ის­ტო­რი­ამ "აა­ფეთ­ქა". ყვე­ლა წერ­და გმი­რის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც ოჯა­ხი და­იც­ვა.

ავ­ღა­ნეთ­ში პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი უცხო არ არის, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც პე­ზი­დენ­ტმა აშაფ გან­მა ნუ­რია ქა­ბულ­ში მი­იწ­ვია, რე­აქ­ცი­ე­ბი არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი იყო.

ნა­წი­ლის თქმით, იგი გმი­რია, ნა­წი­ლი კი აღ­ნიშ­ნავს რომ ის უბ­რა­ლოდ ბავ­შვია, რო­მე­ლიც ორ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს შო­რის მოჰ­ყვა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სხე­ულ­ზე მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ბა­რა­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ორი­ვე მათ­გა­ნი თა­ლი­ბი მებ­რძო­ლი იყო. მე­სა­მე თავ­დამ­სხმე­ლი, რო­მე­ლიც და­იჭ­რა, მაგ­რამ გა­დარ­ჩა, თა­ლი­ბა­ნის დაჯ­გუ­ფე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, საიდ მა­სო­უ­მია.

ნუ­რია და მისი 12 წლის ძმა დე­და­ქა­ლაქ­ში, პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში იმო­ფე­ბოდ­ნენ.

  • შე­ტა­კე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ერთ-ერთი ნუ­რი­ას ქმა­რია.

ოჯა­ხის წევ­რებ­მა და ად­გი­ლობ­რივ­მა წყა­რო­ებ­მა BBC- ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ნუ­რი­ას ქმა­რი რა­ჰი­მი სო­ფელ­ში ჩა­ვი­და, რათა ცოლი სახ­ლში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. მო­ზარ­დი მა­მამ ძა­ლა­დო­ბის გამო ქმარს გა­მო­ა­რი­და. წყა­როს თქმით, ქმა­რი თა­ლი­ბე­ბის შვი­ლო­ბი­ლი იყო და სახ­ლში თა­ლი­ბე­ბის "ბო­ე­ვი­კებ­თან" ერ­თად მი­ვი­და.

ნუ­რია გა­თხო­ვე­ბას უარ­ყოფს.

BBC ნუ­რი­ას ე.წ. ქმრის, რა­ჰი­მის დე­დას ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც შა­ფი­კა ნიმ­რუ­ზის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ავ­ღა­ნე­თის სამ­ხრეთ - და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, მე­უღ­ლეს­თან და ორ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. შა­ფი­კამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნუ­რია მის ვაჟს ცო­ლად გაჰ­ყვა სამი წლის წინ. ანუ გა­მო­დის, რომ ნუ­რია გა­თხო­ვე­ბის დროს 12 წლის იყო.

მან ისიც და­ა­დას­ტუ­რა, - რა­ჰი­მი თავ­დას­ხმის ღა­მით, ნუ­რი­ას სახ­ლში წა­ვი­და, მაგ­რამ მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნი­აო...

"ნუ­რი­ას მამა ძლი­ე­რი და შეძ­ლე­ბუ­ლი კაცი იყო. ჩვენ ღა­რი­ბე­ბი ვართ. ჩემი შვი­ლი ღა­მით კი არა, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, ნუ­რი­ას მა­მის მიწ­ვე­ვით მი­ვი­და მათ­თან სახ­ლში. მათ გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხე­ბი უნდა გა­ნე­ხი­ლათ", - აცხა­დენს რა­ჰი­მის დედა.

BBC- სთან სა­უ­ბარ­ში მან ასე­ვე უარ­ყო, რომ მისი შვი­ლი თა­ლი­ბა­ნის წევ­რი იყო.

სი­მარ­თლე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა იცის, თუმ­ცა ისი­ნი არ ლა­პა­რა­კო­ბენ. ნუ­რი­ამ და პა­ტა­რა ძმამ მშობ­ლე­ბი უკვე დაკ­რძა­ლეს. ასე­თი ის­ტო­რი­ე­ბი პრო­ტესტს იწ­ვევს, თუმ­ცა ძი­რე­უ­ლად არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ავ­ღა­ნეთ­ში ყო­ველ­თვი­უ­რად ასო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს კლა­ვენ. ნუ­რი­ას მსგავ­სად ბევ­რი უდა­ნა­შა­უ­ლო ქალი და შვი­ლია. ისი­ნი ხმას ვერ იღე­ბენ. მათ აქვთ შე­ზღუ­დუ­ლი ხმა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება. წყა­რო

ავ­ტო­რი: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

izi
1

ათასი მოელვარე მზე

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

15 წლის ავღანელმა გოგონამ შინ შეჭრილი თავდამსხმელები დახოცა:  ვის ესროლა ნურიამ - თალიბან მებრძოლს, საკუთარ ქმარს თუ ორივეს?

15 წლის ავღანელმა გოგონამ შინ შეჭრილი თავდამსხმელები დახოცა:  ვის ესროლა ნურიამ - თალიბან მებრძოლს, საკუთარ ქმარს თუ ორივეს?

15 წლის ავღანელმა გოგონამ, ნურიამ საკუთარ სახლში შეჭრილი სამი მამაკაციდან ორი AK-47 ტიპის იარაღით მოკლა, მესამესაც ესროლა, თუმცა თავდამსხმელი შემთხვევით გადარჩა.

ნურია გმირად გამოაცხადეს, მისი ისტორია შთამბეჭდავი ჩანს, თუმცა ამ ისტორიის სიღრმეები სევდიანია.

ვის ესროლა ნურიამ? თალიბანის თავდამსხმელებს, საკუთარ ქმარს თუ ორივეს?

ნურიას ამბავს BBC აქვეყნებს. სტატიის თავშივე აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების მიზნით ისტორიაში ნახსენები ყველა გმირის სახელი შეცვლილია...

ღამის წყვდიადი იყო, როდესაც უცხო კაცები სოფელში გამოჩნდნენ.

ნურიას თხრობით, დაახლოებით ღამის 1-ლი საათი იქნებოდა, როდესაც უცხო ადამიანებმა მისი მშობლების სახლის წინა კარი შეამტვრიეს. თინეიჯერი, რომელიც ხმაურმა გააღვიძა, მის საძინებელში იყო, ხმა არ ამოუღია, იგი თავის 12 წლის ძმაზე ფიქრობდა, რომელსაც გვერდით ეძინა.

შემდეგ გაიგო თუ როგორ გააღვიძეს თავდამსხმელებმა მშობლები და ეზოს განაპირას მდებარე მეორე სახლში შეიყვანეს.

შემდეგ იყო გასროლის ხმა...

  • "მათ ჩემი მშობლები რაღაცის გამო დასაჯეს".

ნურია ავღანეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში გაიზარდა. გარეგნულად მორცხვი, ჩუმად მოლაპარაკე გოგონა თავისუფლად ისვრის სხვადასხვა სახის იარაღიდან. ნურიას მამა ბავშვობიდან თავდაცვის მიზნით, სროლაში ავარჯიშებდა.

იმ ღამეს, იმის ნაცვლად, რომ დამალულიყო, მოზარდმა აიღო მამის იარაღი - AK-47 და თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მამაკაცებმა უკან დაიხიეს, ხმა აღარ ისმოდა. გარეთ ხუთი გვამი იყო: დედის, მამის, მოხუცი მეზობლის, რომელიც ასევე მისი ნათესავი აღმოჩნდა და ორი თავდამსხმელის.

”ეს საშინელება იყო... ისინი ისეთი სასტიკები იყვნენ. მამაჩემი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო, დედაჩემი კი უდანაშაულო. მათ არაფრის გამო მოკლეს ისინი", - ამბობს ნურია.

ავღანეთში გაზრდილმა თინეიჯერებმა, ნურიას მსგავსად, ომზე ყველაზე ბევრი იციან. სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის მიმდინარე კონფლიქტი 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს.

თალიბების მიერ იმ ოჯახების დარბევა, რომლებიც სამთავრობო ძალებს ემხრობიან, უცხო არ არის. მოზარდის უფროსი ძმა სამხედრო პოლიციის თანამშრომელია, ნურიას თქმით, მისი მამა ტომის უხუცესი და პროსამთავრობო თემის ლიდერი იყო, ამიტომ მეამბოხეების სამიზნე გახდა.

სამი კვირის შემდეგ, თავდასხმისა და მის გარშემო არსებული გარემოებების შესახებ მრავალი ანგარიში იქნა შედგენილი - ნურია, მისი უფროსი ძმა, დაღუპულთა ოჯახის წევრები, ადგილობრივი პოლიცია, ადგილობრივი უხუცესები, თალიბების წარმომადგენლები და ავღანეთის მთავრობა, ყველა სხვადასხვა ვერსიას ჰყვება.

ერთ-ერთი ვერსიით, იმ ღამით ერთ-ერთი თავდამსხმელი სინამდვილეში ნურიას ქმარი იყო, ხოლო გოგოს გმირული ამბავი, რომელიც თალიბებს ებრძოდა, იყო ოჯახური დავა.

კონფლიქტური მხარეების მიკერძოებულობა სიმართლის დადგენას თითქმის შეუძლებელს ხდის. თუმცა ადვილი დასანახია ის ტრაგიკული რეალობა, რაც ავღანეთში ხდება. ახალგაზრდა ქალები ძალადობის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან. მათ არ აქვთ განათლების მიღების საშუალება და უფლება, ვერავისთან ჰყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ ძალადობენ მათზე.

ერთადერთი საკითხი, რაზეც ყველა მხარე თანხმდება არის ის, რომ ოჯახზე თავდასხმა მართლაც მოხდა.

თალიბებმა უარყვეს თინეიჯერ გოგონასთან შეტაკება, მათ დაადასტურეს, რომ იმ ღამით, იმავე სოფელში მოხდა დარბევა.

ნურიას სახლი

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა თალიბებზე შეტევის გამო ნურია "ნამდვილ გმირად" გამოაცხადეს.

ნურია და მისი უმცროსი ძმა სამხედრო თვითმფრინავით დაცულ ადგილას გადაიყვანეს. სოციალური მედია კი 15 წლის გოგონას ისტორიამ "ააფეთქა". ყველა წერდა გმირის შესახებ, რომელმაც ოჯახი დაიცვა.

ავღანეთში პრეზიდენტის მხრიდან მოსახლეობის მხარდამჭერი განცხადებები უცხო არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც პეზიდენტმა აშაფ განმა ნურია ქაბულში მიიწვია, რეაქციები არაერთგვაროვანი იყო.

ნაწილის თქმით, იგი გმირია, ნაწილი კი აღნიშნავს რომ ის უბრალოდ ბავშვია, რომელიც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მოჰყვა.

გარდაცვლილების სხეულზე მაიდენტიფიცირებელი ბარათები აღმოაჩინეს, ორივე მათგანი თალიბი მებრძოლი იყო. მესამე თავდამსხმელი, რომელიც დაიჭრა, მაგრამ გადარჩა, თალიბანის დაჯგუფების ხელმძღვანელი, საიდ მასოუმია.

ნურია და მისი 12 წლის ძმა დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში იმოფებოდნენ.

  • შეტაკებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გავრცელდა ვერსია, რომ გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ნურიას ქმარია.

ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა წყაროებმა BBC- ს განუცხადეს, რომ ნურიას ქმარი რაჰიმი სოფელში ჩავიდა, რათა ცოლი სახლში დაებრუნებინა. მოზარდი მამამ ძალადობის გამო ქმარს გამოარიდა. წყაროს თქმით, ქმარი თალიბების შვილობილი იყო და სახლში თალიბების "ბოევიკებთან" ერთად მივიდა.

ნურია გათხოვებას უარყოფს.

BBC ნურიას ე.წ. ქმრის, რაჰიმის დედას ესაუბრა, რომელიც შაფიკა ნიმრუზის პროვინციაში, ავღანეთის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. შაფიკამ დაადასტურა, რომ ნურია მის ვაჟს ცოლად გაჰყვა სამი წლის წინ. ანუ გამოდის, რომ ნურია გათხოვების დროს 12 წლის იყო.

მან ისიც დაადასტურა, - რაჰიმი თავდასხმის ღამით, ნურიას სახლში წავიდა, მაგრამ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონიაო...

"ნურიას მამა ძლიერი და შეძლებული კაცი იყო. ჩვენ ღარიბები ვართ. ჩემი შვილი ღამით კი არა, საღამოს საათებში, ნურიას მამის მიწვევით მივიდა მათთან სახლში. მათ განქორწინების საკითხები უნდა განეხილათ", - აცხადენს რაჰიმის დედა.

BBC- სთან საუბარში მან ასევე უარყო, რომ მისი შვილი თალიბანის წევრი იყო.

სიმართლე რამდენიმე ადამიანმა იცის, თუმცა ისინი არ ლაპარაკობენ. ნურიამ და პატარა ძმამ მშობლები უკვე დაკრძალეს. ასეთი ისტორიები პროტესტს იწვევს, თუმცა ძირეულად არაფერი იცვლება. ავღანეთში ყოველთვიურად ასობით უდანაშაულო ადამიანს კლავენ. ნურიას მსგავსად ბევრი უდანაშაულო ქალი და შვილია. ისინი ხმას ვერ იღებენ. მათ აქვთ შეზღუდული ხმა და თავისუფალი ნება. წყარო

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

დანგრეული სახლები, ათობით გარდაცვლილი და დაკარგული მოქალაქე - გერმანიაში წყალდიდობას უმძიმესი შედეგი მოჰყვა (ფოტოები)

ბრაზილიის პრეზიდენტს შესაძლოა, გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდეს - მას ათი დღეა სლოკინი სტანჯავს

თალიბებმა ტყვედ ჩავარდნილი 22 ჯარისკაცი დახვრიტეს - რა კადრებს ავრცელებს CNN