პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰქონდა თუ არა  დაკარგული გონება გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე? - რას ამბობს ექსპერტი?
ჰქონდა თუ არა  დაკარგული გონება გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე? - რას ამბობს ექსპერტი?

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლი მე­ო­რე სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნის მი­ხედ­ვით, ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია რა­ი­მე მკვრი­ვი, ბლაგ­ვი, მატ­რამ­ვი­რე­ბე­ლი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით, რო­გო­რი­ცაა ხელ­კე­ტის მსგავ­სი სა­გა­ნი, ფეხი, ქვა, მუშ­ტი და ა.შ.

და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ, რო­მე­ლიც შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის თხოვ­ნით არის ჩარ­თუ­ლი, ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რა.

ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძის თქმით, მე­ო­რე ექ­სპერ­ტი­ზა­ზე დას­მუ­ლი იყო სულ 14 შე­კი­თხვა. შუ­ა­ლე­დურ­მა დას­კვნამ, რო­მე­ლიც დღეს გა­სა­ჯა­როვ­და, ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ 8 შე­კი­თხვას გას­ცა პა­სუ­ხი. რო­გორც გე­ჯა­ძე გან­მარ­ტავს, ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნის მომ­ზა­დე­ბის თხოვ­ნით მათ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­მარ­თა.

"ამ ეტაპ­ზე დას­რულ­და მე­ო­რე სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ნა­წი­ლი. 14 შე­კი­თხვი­დან ამ ეტაპ­ზე პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლია 8 შე­კი­თხვა­ზე, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ეხე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლე­ბელ ვა­რი­ან­ტებს. რა­ტომ გა­ი­ცა ამ ეტაპ­ზე შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა და რა­ტომ არ გა­ე­ცა ყვე­ლა, 14- ვე შე­კი­თხვას პა­სუ­ხი? გა­მო­ძი­ე­ბამ მოგ­ვმარ­თა წე­რი­ლო­ბით და გვთხო­ვა, რომ თუ რა­ი­მე კი­თხვებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პა­სუ­ხის გა­ცე­მა, გაგ­ვე­ცა შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან და საქ­მის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ექ­სპერ­ტი­ზის პრო­ცეს­ში ექ­სპერ­ტებს შო­რის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

დად­გინ­და ცალ­სა­ხად, რომ შა­ქა­რაშ­ვილს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნით და წყალ­ში და­ცე­მით არ მი­უ­ღია, ანუ ამ და­ზი­ა­ნე­ბებს ერ­თობ­ლი­ვად აღე­ბულს ვერ მი­ი­ღებ­და სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნით. ამავდრო­უ­ლად, ცალ­სა­ხად გა­მოვ­რი­ცხეთ, რომ შა­ქა­რაშ­ვილს და­გო­რე­ბით შე­ეძ­ლო ამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ად­გი­ლი უნდა ჰქო­ნო­და უფრო სხვა სა­ხის და ხა­სი­ა­თის და­ზი­ა­ნე­ბებს. ამ დას­კვნის ძი­რი­თა­დი აზრი ამა­შია. ასე­ვე, ჩვენ გა­მოვ­რი­ცხეთ სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ამ და­ზი­ა­ნე­ბებს შა­ქა­რაშ­ვი­ლი მი­ი­ღებ­და მკვრი­ვი ბლაგ­ვი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით. გა­მო­იკ­ვე­თა წე­ლის პრო­ექ­ცია, სა­დაც სიგ­რძი­ვი ფორ­მის სის­ხლჩაქ­ცე­ვა გვაძ­ლევ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით გვეთ­ქვა, ამ მი­და­მო­ში ხელ­კე­ტის მსგავ­სი საგ­ნით იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. სავ­სე­ბით და­საშ­ვე­ბია, რომ ეს მომ­ხდა­რი­ყო ცე­მი­სას და ყვე­ლა მათ­გა­ნი არის სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი. ჰის­ტო­ქი­მი­უ­რი კვლე­ვის უახ­ლე­სი მე­თო­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, დად­გინ­დე­ბა სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა. პირ­ვე­ლი ექ­სპერ­ტი­ზით და­ი­დო დას­კვნა, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სიკ­ვდილ­თან უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ახლა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბით და­ად­გე­ნენ ზუსტ დროს", - გა­ნა­ცხა­და გე­ჯა­ძემ.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის თქმით, მიმ­დი­ნა­რე ექ­სპერ­ტი­ზის ერთ-ერთ მთა­ვარ კი­თხვას წარ­მო­ად­გენ­და, ჰქონ­და თუ არა და­კარ­გუ­ლი გო­ნე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე. რო­გორც ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, ამ და კი­დევ ხუთ და­ნარ­ჩენ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მე­ო­რე ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში „შე­სა­ბა­მის ვა­დებ­ში გა­ე­ცე­მა“ .

"ექ­სპერ­ტი­ზის წარ­მო­ე­ბის მე­ო­რე ეტაპ­ზე ვისმჯე­ლებთ გო­ნე­ბის კარ­გვის ეპი­ზო­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნის ალ­ბა­თო­ბა­ზე და ა.შ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ყო­ფი­ლია ექიმ - კლი­ნი­ცის­ტე­ბი და ექ­სპერ­ტი­ზის მე­ო­რე ეტაპ­ზე ჩვენ შევ­ხვდე­ბით ექიმ -კლი­ნი­ცის­ტებს და ვიმ­სჯე­ლებთ გო­ნე­ბის და­კარ­გვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. ამავდრო­უ­ლად, მე­ო­რე ექ­სპერ­ტი­ზით გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი კი­თხვას, თუ რამ­დე­ნი ხანი იმ­ყო­ფე­ბო­და შა­ქა­რაშ­ვი­ლი წყალ­ში. ამ კუ­თხით ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ მე­ტე­ო­სად­გუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ებს, წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, სიღ­რმე­ზე და ა.შ. ყვე­ლა და­ნარ­ჩენ 6 შე­კი­თხვას გა­ე­ცე­მა ამომ­წუ­რა­ვი და სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხი შე­სა­ბა­მის ვა­დებ­ში",“ - აცხა­დებს გე­ჯა­ძე.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თუ­ლი ბრი­ფინ­გი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რუ­წლო­ვა­ნია. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბას, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

ყვე­ლა მათ­გან აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ავტორი:

ჰქონდა თუ არა  დაკარგული გონება გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე? - რას ამბობს ექსპერტი?

ჰქონდა თუ არა  დაკარგული გონება გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე? - რას ამბობს ექსპერტი?

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დანიშნული მეორე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, ახალგაზრდა ფეხბურთელის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი, მატრამვირებელი საგნის ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი და ა.შ.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ, რომელიც შაქარაშვილის საქმეში გარდაცვლილის ოჯახის თხოვნით არის ჩართული, ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, მეორე ექსპერტიზაზე დასმული იყო სულ 14 შეკითხვა. შუალედურმა დასკვნამ, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, ამ ეტაპზე მხოლოდ 8 შეკითხვას გასცა პასუხი. როგორც გეჯაძე განმარტავს, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მომზადების თხოვნით მათ პროკურატურამ მიმართა.

"ამ ეტაპზე დასრულდა მეორე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილი. 14 შეკითხვიდან ამ ეტაპზე პასუხი გაცემულია 8 შეკითხვაზე, რომლებიც ძირითადად ეხება დაზიანებების განვითარების შესაძლებელ ვარიანტებს. რატომ გაიცა ამ ეტაპზე შუალედური დასკვნა და რატომ არ გაეცა ყველა, 14- ვე შეკითხვას პასუხი? გამოძიებამ მოგვმართა წერილობით და გვთხოვა, რომ თუ რაიმე კითხვებზე შესაძლებელი იყო პასუხის გაცემა, გაგვეცა შუალედური დასკვნა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და საქმის საჭიროებიდან გამომდინარე. ექსპერტიზის პროცესში ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არ ჰქონია.

დადგინდა ცალსახად, რომ შაქარაშვილს დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნით და წყალში დაცემით არ მიუღია, ანუ ამ დაზიანებებს ერთობლივად აღებულს ვერ მიიღებდა სიმაღლიდან ვარდნით. ამავდროულად, ცალსახად გამოვრიცხეთ, რომ შაქარაშვილს დაგორებით შეეძლო ამ დაზიანებების მიღება. ადგილი უნდა ჰქონოდა უფრო სხვა სახის და ხასიათის დაზიანებებს. ამ დასკვნის ძირითადი აზრი ამაშია. ასევე, ჩვენ გამოვრიცხეთ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად შინაგან ორგანოებში მიღებული დაზიანებების ალბათობა. ამ დაზიანებებს შაქარაშვილი მიიღებდა მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. გამოიკვეთა წელის პროექცია, სადაც სიგრძივი ფორმის სისხლჩაქცევა გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ მაღალი ალბათობით გვეთქვა, ამ მიდამოში ხელკეტის მსგავსი საგნით იყო მიყენებული დაზიანებები. სავსებით დასაშვებია, რომ ეს მომხდარიყო ცემისას და ყველა მათგანი არის სიცოცხლისდროინდელი. ჰისტოქიმიური კვლევის უახლესი მეთოდების საშუალებით, დადგინდება სიცოცხლის დროინდელი დაზიანებების ხანდაზმულობა. პირველი ექსპერტიზით დაიდო დასკვნა, რომ ეს დაზიანებები სიკვდილთან უახლოეს პერიოდში იყო მიყენებული. ახლა მაღალტექნოლოგიური კვლევებით დაადგენენ ზუსტ დროს", - განაცხადა გეჯაძემ.

დამოუკიდებელი ექსპერტის თქმით, მიმდინარე ექსპერტიზის ერთ-ერთ მთავარ კითხვას წარმოადგენდა, ჰქონდა თუ არა დაკარგული გონება გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე. როგორც ექსპერტი ამბობს, ამ და კიდევ ხუთ დანარჩენ შეკითხვაზე პასუხი მეორე ექსპერტიზის ფარგლებში „შესაბამის ვადებში გაეცემა“ .

"ექსპერტიზის წარმოების მეორე ეტაპზე ვისმჯელებთ გონების კარგვის ეპიზოდების შესაძლებლობებზე, უმწეო მდგომარეობაში ყოფნის ალბათობაზე და ა.შ. ამ მიმართულებით გამოყოფილია ექიმ - კლინიცისტები და ექსპერტიზის მეორე ეტაპზე ჩვენ შევხვდებით ექიმ -კლინიცისტებს და ვიმსჯელებთ გონების დაკარგვის შესაძლებლობაზე. ამავდროულად, მეორე ექსპერტიზით გაეცემა პასუხი კითხვას, თუ რამდენი ხანი იმყოფებოდა შაქარაშვილი წყალში. ამ კუთხით ჩვენ გამოვიყენებთ მეტეოსადგურის ინფორმაციებს, წყლის ტემპერატურაზე, სიღრმეზე და ა.შ. ყველა დანარჩენ 6 შეკითხვას გაეცემა ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი შესაბამის ვადებში",“ - აცხადებს გეჯაძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

ყველა მათგან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"თქვა, რომ ბუსა ჟვანიას გამარჯობით იცნობდა, დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა" - რა ჩვენება მისცა ლევან თოფაძემ გამოძიებას

"იყო ჩანაწერები, შვილის ხმის გაგონება  სხვა შეგრძნებაა... ყველა დაზაფრული იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა შსს-ში შეუძლოდ გახდა

თელავში დაკარგული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს