პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს პრემიერი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე?
რას ამბობს პრემიერი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე?

ვი­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის მო­თხოვ­ნის გამო, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ეს სე­რი­ო­ზუ­ლია? - არა­სე­რი­ო­ზუ­ლია! - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნას, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ამო­ცა­ნაა გა­მო­ძი­ე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა და დას­რუ­ლე­ბა.

„არა­ნა­ი­რი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არ­სე­ბობს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერთი საქ­მეც და მე­ო­რეც სრულ­ფა­სოვ­ნად იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა მიყ­ვა­ნი­ლი. ვი­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის მო­თხოვ­ნის გამო, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ეს სე­რი­ო­ზუ­ლია? - არა­სე­რი­ო­ზუ­ლია!“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ასე­ვე გან­მარ­ტა გუ­შინ, მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბი­სას გა­კე­თე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას გარ­კვე­უ­ლი რე­ფორ­მი­რე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა.

"გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ვთქვი ის, რა­საც აქამ­დე ვამ­ბობ­დი, როცა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვი­ყა­ვი. სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას გარ­კვე­უ­ლი რე­ფორ­მი­რე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა. ეს ვთქვი და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ. ამას ვა­კე­თებ­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც. სის­ტე­მუ­რი გა­ნახ­ლე­ბა რაც იყო, ეს იყო სწო­რედ ის რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც უნდა გაგ­რძელ­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­უ­რი კრი­ზი­სი, გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად და­ემ­თხვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­საგ­რძე­ლე­ბე­ლია. რა თქმა უნდა, გა­მო­ძი­ე­ბის ფუნ­ქცი­ის გა­მი­ჯვნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ხა­რის­ხი გაძ­ლი­ერ­დეს.

კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. ეს ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით. სა­კა­ნონ­მდებ­ლო გეგ­მე­ბიც გვაქვს, ცვლი­ლე­ბე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლია და ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მე სხვა რამე ვთქვი და აქ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი არ უნდა შევ­ცვა­ლოთ. მე ვთქვი ის, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია მა­შინ, რო­დე­საც მძაფრ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ვართ, მა­შინ, რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა იყე­ნებს კონ­კრე­ტუ­ლი ოჯა­ხე­ბის ტრა­გე­დი­ას, იყე­ნებს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის­თვის.

ვთქვი, რომ ასე­თი სივ­რცე­ე­ბი არ უნდა დარ­ჩეს და მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ვა­წო­დოთ მე­დი­ა­საც და ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც იმის­თვის, რომ სივ­რცე არ დავ­ტო­ვოთ ინ­ტერპრე­ტი­რე­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. ეს ვუ­თხა­რი მე და გა­მოს­წორ­დე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბის­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია არ ჰყოფ­ნის, მე­დი­აც ამას იყე­ნებს და შემ­დგომ უკვე ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლთა გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი ვერ­სი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ეს გა­მო­ძი­ე­ბის ნა­წი­ლია. მა­შინ, რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, მსგავ­სი სა­ხის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა ამო­რა­ლუ­რია“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
741

პრემიერ მინისტრი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა ! 

Nინო
156

მიკროფონის და ლაპარაკის გატაცება აქვს, თორემ ვინ რას ეკითხება!?

ავტორი:

რას ამბობს პრემიერი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე?

რას ამბობს პრემიერი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე?

ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? - არასერიოზულია! - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება.

„არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? - არასერიოზულია!“ - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა გუშინ, მთავრობის სხდომის დაწყებისას გაკეთებული საკუთარი განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირებები სჭირდება.

"გამოძიებაზე ვთქვი ის, რასაც აქამდე ვამბობდი, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირებები სჭირდება. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ეპიდემიური კრიზისი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ყველაფერი ერთად დაემთხვა. ეს ყველაფერი გასაგრძელებელია. რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს.

კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საკანონმდებლო გეგმებიც გვაქვს, ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება. მე სხვა რამე ვთქვი და აქ ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ. მე ვთქვი ის, რომ კომუნიკაცია მაშინ, როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ, მაშინ, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას, იყენებს პოლიტიკური პროცესისთვის.

ვთქვი, რომ ასეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს და მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის, რომ სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი დასრულებული არ არის. ეს ვუთხარი მე და გამოსწორდება. მაშინ, როდესაც გამოძიებისგან საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰყოფნის, მედიაც ამას იყენებს და შემდგომ უკვე ტრაგედიის მსხვერპლთა გამოყენება ხდება გარკვეული ვერსიების განვითარებაში. ეს გამოძიების ნაწილია. მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულებული არ არის, მსგავსი სახის პოზიციონირება ამორალურია“, - განაცხადა გახარიამ.

კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობას: "ატარეთ ნიღაბი, დაიცავით დისტანცია და გთხოვთ, მიდით არჩევნებზე"

"ზუგდიდში ჩიქოვანის და "ოცნების" შტაბიდან ღვინის დარიგება დაიწყეს... ივანიშვილი ქორვაჭარია, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის" - გიგი უგულავა

"ქვეყნის მოღალატე, ტერიტორიების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი ვეღარ დარჩება პოლიტიკაში" - ირაკლი ღარიბაშვილი